ვწერ, მაშასადამე სუბიექტური ვარ

ოდესმე მითქვამს თქვენთვის, რომ პოსტებს მაშინ ვწერ, როცა დღიურ ვიზიტორთა რაოდენობა აღარ მაკმაყოფილებს?  მარტივად რომ ვთქვათ: როცა პოსტს ვწერ, ბლოგზე შემომსვლელების რიცხვი იმატებს, ერთი კვირა კარგ მდგომარეობაშია, მერე ისევ იკლებს და ვფიქრობ ხოლმე, რა დავწერო, რომ ღვთაებრივი ბალანსი აღვადგინო. აი, ასე საშინლად გულახდილი ვარ ახლა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ცუდი არაა. დასაკარგი არაფერი მაქვს, რადგან თუ ამ ფრაზამდე მოხვედით, ესე იგი ფეხებზე არ გკიდივართ, და თუ ფეხებზე არ გკიდივართ, მაშინ სავარაუდოდ read more-საც დააჭერთ..

Continue reading “ვწერ, მაშასადამე სუბიექტური ვარ”

სიყვარული, გაგება, ბლოგოსფერო..

სად არის სიყვარული? სად არის გაგება? სად არის კომუნის ძალა?

sweet.ge

აუფ, როგორ არ მიყვარს, დიდი ხნით რომ ვიკარგები ხოლმე. მერე იმდენი რამე გროვდება მოსაყოლი. აი, მაგალითად, ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ .გე დომეინზე გადმოვედი, პირველი ლიტერატურული საღამო მქონდა და რამდენიმე  ლექსი და სტატია დავწერე. მაგრამ ყოველივეს დაწვრილებით მოყოლა დიდ დროს წაიღებს. მე კი სულ სხვა რამეზე მინდა ვწერო.

Continue reading “სიყვარული, გაგება, ბლოგოსფერო..”

მე, მარკ ცუკერბერგი

გუშინ დამესიზმრა, რომ მარკ ცუკერბერგი ვიყავი.  მახსოვს, რომ ,,რედიოჰედს”  ვუსმენდი და  ვფიქრობდი იმაზე, გამეუქმებინა თუ არა ჩემი ფეისბუქის გვერდი. დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს  მხოლოდ სტატუსის განახლებით დავკმაყოფილდი: ,,მოწყენილი ვარ, შევ–ი მთელს ფეისბუქს!”  და ეს იყო ჩემი ერთადერთი სტატუსი, რომელიც არავის დაულაიქებია. მახსოვს, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ რამდენიმე მილიარდი მქონდა, მაგრამ მეც, ისევე როგორც რიგითი იუზერები, ვერაფრით ვერთობოდი და მხოლოდ მთავარ გვერდს ვარეფრეშებდი.

Continue reading “მე, მარკ ცუკერბერგი”

So many people, and so few asteroids

ჩემთვის ძილი აღარ არსებობს. არსებობს გადაღლა და გათიშვა, მაგრამ აღარ არსებობს ძილი.  ვზივარ, საკუთარ თავს ვარეფრეშებ (რომ რაიმე სტატუსი არ გამომრჩეს) და ვცდილობ, ვწერო ინერციით. საუკუნეა, სიზმარი აღარ მინახავს  და უკვე სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ადამიანები სიამაყით გამოაცხადებენ, რომ ძილი გააუქმეს. ალბათ იტყვიან,  რომ ძილი ჩაანაცვლეს პატარა ტაბლეტებით, ეროტიკული სიზმრები _ ნამდვილი სექსით, სიზმრის მეგობრები კი_ თანამშრომლებით, რომლებიც ხანდახან იმისთვისაც კი არ გამოდგებიან, რომ პარასკევ საღამოს ლუდზე დაპატიჟო.  იტყვიან, რომ უამრავი დრო დაზოგეს და შეუძლიათ, ამ დროს სხვა საქმეებით დაკავდნენ _ მეტი ვიდეო ნახონ იუტუბზე, უფრო დიდხანს იცეკვონ ღამის კლუბებში და დიდხანს იფიქრონ განუხორციელებელ სუიციდებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს მე ვერ მოვესწრები.

Continue reading “So many people, and so few asteroids”

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემო ჩინელო მეგობრებო

ჩემი ფრჩხილები ისეთივე  მსხვრევადია, როგორც ჩინური ფაიფური.

და ჩემი თმა_ ისეთი სრიალა, როგორიც თქვენი.

და მე არ ვიცი, როგორ მოკვდა მაო ძე დუნი. ანუ შტერი ვარ.

სამწუხაროა, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს კვეთს, მხოლოდ ჩვენი ცხოვრებები რჩება პარალელური.

ჩემო ჩინელო მეგობრებო, მე ყოველღამე თქვენი სიზმრები მესიზმრება. – მეორადი მოხმარებისა, როგორც ყოველთვის, ცოტათი უხარისხო. (ზედიზედ ორჯერ თუკი ნახავ, გადაიწვება).   მესიზმრება  შროშანები და აბრეშუმები და პატარამკერდიანი გოგოები და დიდთავიანი რობოტები.  და სულ ეგაა ჩინეთი.

Continue reading “ჩემო ჩინელო მეგობრებო”

მეტროს ბოლო მატარებელი

ჩართე და მოუსმინე ანინას ხათრით.

რამდენიმე დღე_ სკაიპის უცვლელი სტატუსი _ buy me a Kalashnikov

განწყობა_ ,,ყველაფერი ცუდად იქნება”

აქტუალური პრობლემა_ როგორ დავადგინო, ნამდვილად მღვიძავს თუ არა

არანაკლებ აქტუალური პრობლემა_ თუ მძინავს, როგორ გამოვიღვიძო

საინტერესო თემა_ უცნობები მეტროში

Continue reading “მეტროს ბოლო მატარებელი”

ტოტალური სიცხე

ხანდახან მგონია, რომ ეს ზაფხული მესიზმრება, რადგან არ მჯერა, რომ ასეთი სიცხე ობიექტურად შეიძლება არსებობდეს. სიცხეში ვერაფერს ვწერ ღირებულს, იდეები არ მომდის, გარეთ გასვლა მეზარება.. ადამიანებს ვერ ვნახულობ. სულ რამდენიმე წამით ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, კომპიუტერის ეკრანიდან რომ მიბერავდეს..

Continue reading “ტოტალური სიცხე”

7 ფიფქია და 1 ჯუჯა

ზამთარი იყო. დედოფალმა და ერთ-ერთმა მოახლემ ერთად იმშობიარეს. დედოფალმა მეზობელი სამეფოს დიდგვაროვნისაგან გააჩინა ბავშვი (ვაჟი), მოახლემ კი_ მეფისაგან (ასევე ვაჟი). უფლისწული მაინც დედოფლის გაჩენილი ბავშვი იქნებოდა, ზანგი რომ არ აღმოჩენილიყო. დედოფალმა  ბევრი იძახა, ტრიდე-პორნოს ვუყურე და ზანგი ბავშვი მაგიტომ შემეძინაო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ბავშვი კალათაში ჩასვეს და მეზობელ სახელმწიფოში გააგზავნეს. ისე, მერე იმ ბავშვმა სასწაულები აკეთა და 40 წელი დააგოიმა ათასობით ადამიანი.. მაგრამ ეგ ამბავი მერე მოხდა. რაც შეხება მოახლის მიერ გაჩენილ უფლისწულს, მეფემ იგი საკუთარ ვაჟად სცნო და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.

იზრდებოდა პატარა ვაჟი, მაგრამ ძალიანაც ვერა. მუდამ ტანდაბალ ბავშვად ითვლებოდა. მამა ძალიან ანებივრებდა, დედოფალი კი სულ უღრენდა ხოლმე.  ერთხელაც მეფე გარდაიცვალა.  დედოფალმა კი მეორე ქმარი მოიყვანა. ტახტის მემკვიდრე ცუდ დღეში ჩავარდა. არც დედოფალი ერგებოდა დედად და ეს ახალი მეფე ხომ საერთოდ ვინ ჩემი (მისი)  ფეხები იყო. Continue reading “7 ფიფქია და 1 ჯუჯა”

როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად

იმისათვის, რომ სიზმარში რამე გადაგიხადონ, პირველ რიგში, სიზმარი უნდა ნახო. მე კი მეტს არაფერს ვაკეთებ ღამით: ან სიზმრებს ვხედავ ან ვწერ. ვწერ იმაზე, რაც სიზმრად ვნახე და ვნახულობ სიზმრად იმას, რაზეც ვწერ. ,,თვითმკვლელთა მატარებელიც” ეგრე დაიწერა. ჯერ იყო საშინელი სიზმარი, რომელიც როდის-როდის გავუმხილე ჩემს დას. ლელამ მითხრა, აუცილებლად უნდა დაწერო, თუნდაც  პატარა რამე და თუნდაც მხოლოდ მე მაჩვენოო. დავწერე, მაგრამ მხოლოდ მისთვის არ მიჩვენებია. და ახლა ვფიქრობ:  კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.

ჩემმა მოთხრობამ გუშინ კულტურის სამინისტროს კონკურსი მოიგო.

Continue reading “როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად”

კოშმარები, არც ისე კოშმარები და ძალიან კოშმარები

სიზმარი_ სიზმარში ანუ ორმაგი სიზმარი არის კოშმარი. რა თქმა უნდა, ყველა ორმაგი სიზმარი კოშმარი არაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როგორც წესი, ასეა. ვიღვიძებ და ვხვდები, რომ მხოლოდ ერთი სიზმრიდან გამოვაღწიე და ისევ ვიწყებ თავიდან, რომ ამჯერად სხვა სიზმარს დავუძვრე. დაახლოებით ამასვე იგრძნობდა ყველაზე პატარა მატრიოშკა (ის, რომელიც ყველა სხვა მატრიოშკაშია გამომწყვდეული), საერთოდ რამის შეგრძნება რომ შეეძლოს.

როგორ შეიძლება კოშმარებს თავი დააღწიო? მხოლოდ უძილობით. თუმცა ხანდახან თვითონ უძილობა ხდება კოშმარი და მაშინ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. სასწრაფოდ დავიძინო თუ მივხედო გაზქურაზე აწივლებულ ჩაიდანს და ყავა გავიმზადო.

Continue reading “კოშმარები, არც ისე კოშმარები და ძალიან კოშმარები”