****
შაბათის ძილი ძალიან მიყვარს. უპასუხისმგებლო ძილი, მაღვიძარის დაყენების გარეშე, სანამ სიცხე არ გაგაღვიძებს. დღეს სხვანაირად იყო. კარზე კაკუნმა გამაღვიძა და ძლივს გამოვერკვიე. მახსოვს, სიზმარში უცებ დავამთავრე ამბის განვითარება, ცუდი მწერალივით და კაბა გადავიცვი. კაკუნზე სულ მძაფრი რეაქცია მაქვს. როცა პირველად შემოვიდა უნარების ტესტები, გახსოვთ მაშინ რა მითები ვრცელდებოდა? ამბობდნენ, უნარების ტესტებში წერია რომ დედა შვილთან ვერ მივა, თუ წინასწარ არ გააფრთხილაო. ლოგიკურად მომეჩვენა. ახლა დედაჩემი რომ მოულოდნელად დამადგეს თავზე, მომიწევს სახლი უცებ მივალაგო, საფერფლეები დავცალო, ლუდის ბოთლები სადმე შევჩურთო და ტამპონების ყუთი უჯრაში ჩავდო, იმიტომ, რომ that’s what წესიერი გოგოები do. ბრძნული შეგონებაც უნდა არსებობდეს ასეთი: სანამ სახლის კარს გაიხურავ, ისე დატოვე სახლი, თითქოს დედაშენი ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდესო.
გავიხედე. მეგობარი იყო, არადა მტერივით აკაკუნებდა. გამეტებით, კარის ჩამოღებით. კარი გავუღე თუ არა, ვკითხე:
– რატომ შემეცი შაბათს, დილის 9-ზე?
– ეეე, რა გჭირს? კარგად ხარ? მკითხა და სახე გაუფითრდა.
– რა მჭირს? გამიკვირდა მე და უცებ იატაკზე წკაპუნის ხმა გავიგე. სისხლი მთელი ძალით მომდიოდა ცხვირიდან. რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე?
სასწრაფოდ ცხვირსახოცი მოვძებნე. სიზმარში დრაკონს ვებრძოდი და აშკარად მომიგო ბრძოლა, რეალურ ცხოვრებაშიც კი დამაზიანა.
– სისხლმდინარე ხატს ჰგავხარ – მითხრა ნიკომ და ეგრევე მოკალათდა სამზარეულოში, სელფი გადაიღე და დააშეარებენ დღესასწაულებზე ხოლმე.
კვერცხი შევუწვი და ყავა დავლიეთ. არის მეგობრების კატეგორია, რომლებიც კლუბიდან პირდაპირ სახლში გადგებიან. შხაპი, საჭმელი და ძილი უნდათ ხოლმე და გალერის სუნი აქვთ: ერთმანეთში არეული ოფლის, სიგარეტის, გოგოს სუნამოს და ცოტა რედბულის სუნი. კლუბს მტკვარზე ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს, ცოტა მეტი სივრცეა და იმიტომ. თუ ერთი ასეთ შეხვედრის მერე მაინც მეგობრებად რჩებით, ესე იგი თქვენ ვეღარაფერი დაგაშორებთ.
დამტოვეო შენთან, ნიკომ. პუფში დავიძინებო.
– არა, სახლში წადი.
უხეშად კი არ გამიგდია, სწორი გზა ვუჩვენე ცხოვრებაში.
****
ეტყობა, ცხვირიდან რომ სისხლი მომდის იმის ბრალია, რომ ვეღარ ვტირი. არადა რა უნდა იყოს ამაზე მარტივი. მახსოვს რა სისულელეებზე მიტირია: მიტირია, როცა მუსიკის გაკვეთილზე წასვლა არ მინდოდა, მიტირია, როცა შეყვარებულმა მე და თავის ყოფილ ცოლს ზუსტად ერთნაირი ზედები ჩამოგვიტანა სხვა ქვეყნიდან. მიტირია, როცა ქინდლი გამიფუჭდა ყველაზე საინტერესო მონაკვეთის კითხვის დროს. მაგრამ ამჯერად ვერ ვტირი, უბრალოდ საშინელ ხასიათზე ვარ. ჰოდა, ორგანიზმმა გამიპროტესტა: შეიმჩნიე მაინც რომ ცუდად ხარო და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ხომ არსებობს სულელური წინადადებები, რომლებიც ხანდახან გამოსავლად გვესახება: ვსო, გავხდები და ჩემი ყველა პრობლემა მოგვარდება. მეტი უნდა ვიმუშავო და 12-ზე დავიძინო ხვალიდან. ბავშვებს მეტი დრო უნდა დავუთმო და ფეისბუქს ნაკლები .
ზუსტად ეგეთი სულელური წინადადება მომივიდა თავში: არასდროს აღარავის შევიყვარებ.
****
ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა კრეატიული დავალება შეასრულა. საკუთარი თავი აღწერა, თითქოს პერსონაჟი ყოფილიყო. მეტ-ნაკლებად ჰგავდა იმას, რასაც მე დავწერდი მასზე. უცნაურია. ადამიანები ხომ ისე არ ხედავენ საკუთარ თავებს, როგორც მათ ხედავენ სხვები.
ამიტომ გვაშფოთებს ხოლმე ფეისბუქზე მოულოდნელი თაგები, ვიდეოში ჩვენი ხმის მოსმენა და შემთხვევითი ნაცნობებისგან გაგონილი ჭორები. რაღაც დროს კითხვებიც აუცილებლად გვიჩნდება: ნუთუ მართლა ასეთი ვარ? თუ უბრალოდ ასეთი ვჩანვარ და სხვანაირი ვარ? ჩვენ არ ვართ მზად, შევეგუოთ იმას, რასაც ფიქრობენ სხვები ჩვენზე და ამავე დროს, ცნობისმოყვარეობით ვკვდებით, ისე გვინდა, სიმართლე ვიცოდეთ. თუმცა, სიმართლე ალბათ არასწორი სიტყვაა. სიმართლე სუბიექტურია. ბევრი ადამიანის გადმოსახედი რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს ჯერ კიდევ არაა სიმართლე. ვინც კი უმცირესობაში ყოფილა, ყველამ კარგად იცის ეგ შეგრძნება.
მე რომ აღმეწერა ჩემი თავი, რას ვიტყოდი? ანინა 24 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ეგონა, ამ დროისთვის გარკვეული ექნებოდა, რა უნდა, ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა. მისი სუსტი მხარე ისაა, რომ ცდილობს წიგნებიდან ნასწავლი წესები რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოს, ამიტომაც სჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ წავა. სამწუხაროდ, ცხოვრება ნაკლებად ლოგიკურია, ვიდრე წიგნები ან ფილმები. აქვს კარგი იუმორის გრძნობა, ჰყავს მეგობრები უამრავი სხვადასხვა წრიდან და მათთან საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას წარმოადგენს. კომიკური სიტუაციები იქმნება, როცა სხვადასხვა წრის მეგობრები ერთ სივრცეში ხვდებიან. სინამდვილეში მას უნდა სითბო, სიმშვიდე და უპრობლემო ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის საპირისპირო ადამიანებს ირჩევს, იმიტომ, რომ ასე უფრო საინტერესოა.
****
მოულოდნელი თაგი! კიდევ კარგი, დადასტურების გარეშე არ გამოჩნდებოდა ჩემს ვოლზე. ნიკომ ჩემი სისხლიანცხვირსახოცცხვირშიშეტენილი სურათი ატვირთა ფეისბუქზე. ხალხი შეშფოთდა, რა სჭირსო და მეც მომწერა რამდენიმემ, რა მოგივიდაო.
– აიღე რა, თორემ რამე გზას მოვძებნი და კომენტარში დაგიდებ გალერის სუნს. მივწერე ნიკოს.
– არ მცალია. ეგებ ეგეთი მნიშვნელოვანიც არაა, რომ ყოველთვის იდეალური იყო, – მიპასუხა უდარდელად. ალბათ ეწყინა, რომ არ დავტოვე ჩემთან.
ძილი შევიბრუნე.
Hey friend,
There is something important I need to tell you, that you’d really like to hear, so please read it here http://www.dogovietxua.com/rarely.php?3e3f
Sent from a prehistoric stone tablet, Norma Gallo
Hello friend,
President Trump’s top trade negotiator on Monday rolled out the administration’s strategy for http://h2086081.stratoserver.net/clientx.php?abaa
Thanks for your consideration, Marina Schmidt
Greetings!
Wow, my friends have made a really cool surprise for me, you’ll love that) please take a look http://dshi12.su/costx.php?a3a2
In haste, Salvatore Corcoran
Greetings,
I’ve just read an article that seems to be just crazy, read it here http://nieruchomosci-locum.pl/favor.php?aaab
All best, Amanda Gillis
Hey,
I wanted to share with you my joy about my latest event, please read more here http://sihomeowner.com/jeans.php?8485
Sent from a prehistoric stone tablet, Lionel Cabrera
Hey,
I’m planning some house renovation in the near future, so I wanted to show you some pictures of walls I really like, what do you think? Here is the link http://forum.nemodniy.ru/qualifyx.php?6869
Carlton Rubin
Hey!
You wouldn’t believe what I’ve found on the Internet, just look at that here http://www.adanabarosu.com/sea.php?9899
Thanks for your consideration, Darren Baxter
Hello,
I’ve just found something really interesting and OMG … itâs amazing, just take a look http://www.rivistacharta.it/transmission.php?9392
Take care, Amber Shapiro
Hello!
I’ve just read an article and I have some questions that you may really know the answer, please read it here http://www.officescleaningmontreal.com/templates/beez3//banker.php?2627
Yours faithfully, George Serna
Hi!
When I saw that stuff, I couldn’t fall asleep and had insomnia for a couple of nights, so I decided to show it to you, just take a look http://www.gas-systems.ru/essay.php?3a3b
Kind regards, Irma Goodwin
Yo!
I just wanted to say hi and show you some stuff I’ve recently come across, check it out http://www.wakdental.com/support.php?1716
Best regards, Mathew Cavanaugh
Hello,
There are a couple of books that inspire me to do really great things, here is the list of that books http://www.asjbr.com/insert.php?5f5e
In haste, Tracy Ouellette
Greetings!
I found some info and I thought it might be interesting for you, please read more at http://mowattsentertainment.com/gap.php?3e3f
Yours, Kirk Hampton
Yo!
Just take a look at this nice stuff, the quality and prices are quite worthy, here is the link http://hwasungchem.co.kr/bbs/data/board/1403166892/images/scramble.php?adac
Yours sincerely, Craig Goodson
Hello,
Have you got any plans for this summer? I think I found something really interesting here http://lat.net.au/gathering.php?5958
See you soon, Rudy Carroll
Hey!
I’ve found some interesting information, it is a good food for thought, you may read it here http://www.rajibmona.com/will.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdobmswYzBhZ2c0aHhtQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Barry Hobbs
Hey,
We have recently been at a wonderfully beautiful place, you just have to see that! Take a peek http://www.dammans.com/vital.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdobmswYzBhZ2c0aHhtQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Wishes, Colin Blair
Hello,
Perhaps you have seen the latest news already? I’m so fired up, it’s so cool! Please take a look http://www.10xconsultation.com/jungle.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdobmswYzBhZ2c0aHhtQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Best wishes, Ingrid Albrecht
Dear,
We’ve had a good trip last summer time, the pictures are actually great. Just have a look at them here http://www.aidemotech.com/primary.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdobmswYzBhZ2c0aHhtQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Benjamin Stevens