ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება

არ ვიცი, თქვენ რამდენი მეგობარი გყავთ ფეისბუქზე, მაგრამ მე ბევრი მყავს. ხანდახან ეს ძალიან სასიამოვნოა. სიახლეების გავრცელება ასე უფრო ადვილია, ისევე, როგორც ინფორმაციის მოპოვება: მეტი უკუკავშირი, საინტერესო ადამიანების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა… უფრო საინტერესო news feed-ი. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას ვუმეგობრდები, ვისაც ჩემთან მეგობრობა უნდა (უარი მხოლოდ მალხაზ გულაშვილსა და ლადო სადღობელაშვილს ვუთხარი). მგონია, რომ თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ ფეისბუქზე შემეხმიანოს, აქვს კიდეც ამის მიზეზი.

თუმცა მიზეზსაც გააჩნია. ხშირად ჩემს ჩატში და პიემში უცნაური ამბები ხდება. განსაკუთრებით დილისკენ. როგორც ჩანს, ამ დროს ყველა ,,ანძრევს” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. რაც, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არაა, თუ  სხვას არ აწუხებ.

Continue reading “ფეისბუქის ანონიმურ მომხმარებელთა საზოგადოება”

მე და ჩემი 1028

ფეისბუქზე 1028 მეგობარი მყავს. უცნობები ჩემი სურვილით არასდროს დამიმატებია და ვინც   მისივე სურვილით დავიმატე, ისინიც ან ჩემი ბლოგის მკითხველები იყვნენ ან კიდევ ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დღეს დავხედე მეგობრების რაოდენობას და გამიკვირდა. ჩვენ ყველანი 1029-ნი ვართ.

რა შეგვიძლია მე და ჩემს 1028 მეგობარს?

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევქმნით საცობს ნებისმიერ ქუჩაზე. ნებისმიერ 2 ქუჩაზე, ნებისმიერ 3 ქუჩაზე.

მე და ჩემი 1028 მეგობარი შევცვლით ზოგიერთ კანონპროექტს.

მე და ჩემი 1028 მეგობარი გადავკეტავთ რუსთაველს კარვებით 3 თვის განმავლობაში (მამენტ, ამას  რად უნდა 1028 მეგობარი).

Continue reading “მე და ჩემი 1028”

პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი

ერეკლეს წიგნზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა მე ერთი სტატიაც კი არ წამიკითხავს, სადაც ნორმალურადაა გაკრიტიკებული ეს კრებული. არადა რამდენი რამეა სათქმელი ლიტერატურული კუთხით, რა ადვილად შეიძლება ერეკლეს ლიტერატურული ხარვეზების დაჭერა და მსჯელობის განზოგადებაც. მოკლედ, ქართველმა კრიტიკოსებმა, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, მსუყე საკბილო გაუშვეს ხელიდან.

ერთ-ერთი პირველი გამოხმაურება კრებულზე ,,ტაბულაში” დაიბეჭდა. /ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ, თუ უკვე დამიმეგობრდით ფეისბუქზე/   ძალიან მომეწონა, დახვეწილი იყო, გონივრული, ინფორმაციასაც აწვდიდა მკითხველს.  ეს არ იყო რეცენზია, რა თქმა უნდა, ,,ტაბულას” ფორმატის გამო, თუმცა ჩემი აზრით, ამაზე უკეთესი არც არაფერი დაწერილა მას შემდეგ.

ამას მოჰყვა აზრები.გე-ზე  ლევან შატბერაშვილის სტატია. რომელსაც გამუდმებით მიციტირებდნენ და მიციტირებდნენ, ლინკი კი ყველგან გადმოჰქონდათ, სადაც კი კრებულის სათაურს დაინახავდნენ. არადა სტატია დილეტანტურად იყო დაწერილი და მე გავიფიქრე, რომ მსგავსი სტატიების განთავსება მკითხველის უპატიცემულობაა. ამაზე თვალს დავხუჭავდი, სტატიაში ტყუილები რომ არ მეპოვა.  თუ თქვენ ჯერ ამ პოსტში  განთავსებულ  პირველ ლინკს გაეცნობით, მერე კი _ მეორეს,  ტყუილების შემჩნევა არ გაგიჭირდებათ.

Continue reading “პროვინციალიზმი ქართულ კრიტიკაში და დეისაძის სასამართლო პროცესი”

New ,,Default” profile pics for Facebook

რაც default-ია, ყველაფერი მოსაწყენია. ნაცვლად facebook-ის ძირითადი სურათისა, სცადე რამე ახალი და ორიგინალური.

Continue reading “New ,,Default” profile pics for Facebook”

მაჩუქე ერთი ძროხა ანუ Farmville-ს შესახებ


თუ Facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, ესე იგი იცი, რომ თუ არაფრის გაკეთებას აპირებ, სჯობს ეს არაფერი Facebook-ზე აკეთო. (If you’re going to do nothing, do it on Facebook). ამ საიტზე ბევრი რამეა, რაც ამაში დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, შეხვიდე უამრავ აპლიკაციაში და მერე იწუწუნო, რომ ვეღარ ბლოკავ. ან უარესი_ თვითონ შექმნა რამე აპლიკაცია, yes/no-სტილში. შეგიძლია, მოიფიქრო ქუიზები, თავად შეავსო და სხვებსაც ტვინი შეუჭამო, შეავსეთო. კიდევ შეგიძლია,იგინო დედა ნებისმიერი მისამართით და მერე კომენტარებში დავა გააჩაღო (იგინები, ესე იგი, მოწყენილი ხარ), ან უბრალოდ დაიწუწუნო, რომ ლუდი მოგენატრა (ეს უკვე ჩემი სტილია) და მერე ლუდზე თავი დააპატიჟებინო. შეგიძლია, ცვალო შენი relationship status და დააკვირდე ხალხის რეაქციას, შეგიძლია, გაწევრიანდე ჯგუფებში და მერე პროვოკაციულად დატოვო ისინი, შეაგროვო 5000-მდე მეგობარი და მერე მოჰყვე მათ დახარისხება-გაფილტრვას, გათხოვდე თურქზე, ან არც გათხოვდე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგწყინდა და სასოწარკვეთილების ზღვარზე ხარ, სხვას ვეღარაფერს იზამ. შექმენი შენი ფერმა.

Farmville არა მარტო Facebook-ის არამედ, ყველა სოციალური ქსელის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ,,სოციალური” თამაშია. იგი 2009 წლის ივნისში დაიბადა და მას შემდეგ 82,7
მილიონი აქტიური მომხმარებელი და 22,5 მილიონი დარეგისტრირებული ფანი ჰყავს, რაც ამ საიტის მომხმარებელთა 20 %-ია და მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ასე რომ, Facebook-ზე დარეგისტრირებულ ყოველ მეხუთე მომხმარებელს აქვე საკუთარი ფერმა. დანარჩენ ოთხს კი ის მეხუთე სძულს, რაკი ის ოთხივეს ტვინს უჭამს_ მაჩუქე ერთი ძროხა…

მოკლედ, თავიდან მეც მძულდა ეს თამაში. როგორია, ყოველდღე ათობით მოთხოვნა მოგდის საჩუქარზე, wall-ზე კი წამდაუწუმ ჩნდება ასეთი პოსტები: საჯინობოს ვაშენებ და ნალები მჭირდება; ძროხა მოწყენილია, თუ გსურს იშვილო, დააჭირე აქ და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა, რომ ამან აღარ შეგაწუხოს ისაა, რომ თვითონაც გახდე Farmville-ის მომხმარებელი. დამიჯერე, იმ დღიდან საჩუქრები მხოლოდ გაგიხარდება და მალე შენც ეტყვი სხვებს ჩატში, პირად წერილში, ან თუნდაც სახალხოდ: მაჩუქე ერთი ძროხა!
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ …

2012
2012