დედა და ლიმონი

ავად ვარ. მახველებს და დილაობით სიცხე მაქვს. ღამე კი ტორტის ნაჭრები მესიზმრება _ თეთრი ტორტის და შოკოლადის ტორტის და მთელი სიზმარი იმაში გადის, რომ არჩევანს ვერ ვაკეთებ. აშკარად სხვანაირი სიზმრები მირჩევნია, მაგრამ როცა სიცხიანი და მშიერი იძინებ, სხვას რას უნდა ელოდო..

დედაჩემი ყველაზე ყველაზე დედა მაშინ ხდება, როცა ავად ვარ. იცის, რომ მის გადამეტებულ მზრუნველობას წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ და უბრალოდ, დავნებდები. მგონი, ცოტათი ბედნიერიც კი არის ხოლმე, რომ ჩემს ჯიუტობას წელში დრეკს (: )

Continue reading “დედა და ლიმონი”

სესილიას მოჩვენება ჰყავს

დასაწყისი იხილეთ აქ

ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ფილმებს სესილია აღარ უყურებდა. ხოდა, დაჯდა ერთხელაც და თვითონ დაიწყო ფილმის გამოგონება. ჩაის სვამდა და ფიქრობდა, რომ საშინელ სახლში ცხოვრობს, რომელშიც ადრე მარტოხელა მამამ საკუთარი შვილი მოკლა. ეს მუქი ლაქები პარკეტზე _ პატარა ხუჭუჭა გოგონას  სისხლია. ეს საათი კი სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა ბავშვმა შეწყვიტა სუნთქვა. მკვლელის სული ახლაც ამ სახლში ხეტიალობს და დროდადრო კარებს აჭრიალებს. ის გაბოროტებულია, მაგრამ სესილიას არაფრის ეშინია, რადგან არც ქერაა და არც დიდმკერდიანი. საშინელებათა ფილმებში კი ისინი პირველები კვდებიან. უნდა ითქვას, რომ საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც სესილიას ნანახი ჰქონდა, ,,ნათება” იყო, ყველაზე ცუდი კი _ ,,კივილი”.

პარასკევ დილას სესილია ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა და ჩაიდანი გადმოდგა. მერე კი სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი, სანამ მას ეძინა.

თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს მოჩვენებამ ჩაიდინა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა მოჩვენებას დილაადრიან ჩაიდნის გაზქურაზე დადგმა?

_ ალბათ, ჩაის იკეთებდა _ დაასკვნა სესილიამ და კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო.

ერთში თავისთვის დაისხა ჩაი, მეორეში _ მოჩვენებისათვის. თავისთვის_ უშაქრო. მოჩვენებისათვის _ 2 კოვზი შაქრით.

Continue reading “სესილიას მოჩვენება ჰყავს”

თვის ბოლო პარასკევი

სესილიასთვის თვის ბოლო პარასკევი უცნაურად დაიწყო. ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა, გაზქურა გამორთო და სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო. ქვემოთ თეთრი ნახატიანი საცვალი ეცვა. ზემოთ – არაფერი. მხრებზე ჭორფლები ეყარა და იმდენად პატარა მკერდი ჰქონდა, რომ ბიუსტჰალტერის ჩაცმა სრულ უაზრობად მიაჩნდა. მუცელზე _ აპენდიციტის ოპერაციისაგან დატოვებული ნაიარევი, მარცხენა ხელზე – ცისფერი სამაჯური. მუხლებზე_ რამდენიმე ჩალურჯება. სესილია ლამაზი გოგო იქნებოდა, ასეთი გამხდარი რომ არ ყოფილიყო.
სანამ ჩაის ამზადებდა, იმაზე ფიქრობდა, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი. ბევრი იფიქრა თუ ცოტა (ფიგურალური გამოთქმაა – სინამდვილეში ცოტა იფიქრა), დაასკვნა, რომ

1) ან სესილია  მთვარეულია

2) ან სახლში მოჩვენება ჰყავს.

Continue reading “თვის ბოლო პარასკევი”

ტოტალური სიცხე

ხანდახან მგონია, რომ ეს ზაფხული მესიზმრება, რადგან არ მჯერა, რომ ასეთი სიცხე ობიექტურად შეიძლება არსებობდეს. სიცხეში ვერაფერს ვწერ ღირებულს, იდეები არ მომდის, გარეთ გასვლა მეზარება.. ადამიანებს ვერ ვნახულობ. სულ რამდენიმე წამით ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, კომპიუტერის ეკრანიდან რომ მიბერავდეს..

Continue reading “ტოტალური სიცხე”

გაიხადე პაკისტანში

ნახევრად-ეროტიკული ისტორია

მოკლედ, 2006 წელია, პაკისტანში ვართ მე, ბათუმელი აბდულა და ლაიკა. მე ანინა მქვია იმიტომ, რომ სხვა რა უნდა მერქვას, აბდულას აბდულა ჰქვია იმიტომ, რომ აჭარელ მუსლიმანებთან მეგობრობს. ლაიკას კი თუნდაც იმიტომ ჰქვია ლაიკა, რომ ლაიკაა (ჯიშით).

ჩემი თავი ათიოდე წლის წინ გავიცანი, როცა პატარა ვიყავი, აბდულა_ ზუსტად 3 წლის წინ, როცა ბათუმში დავიკარგე, ლაიკა კი_ 2 წლის წინ, როცა სქერი მუვის ვუყურებდი. ავლაბარში დამადგა. კარებზე ფხოჭნითა და ამბებით. კარი გავუღე თუ არა, სახლში ისე შემოვარდა, თითქოს ვინმეს ეძებდა. ჩუსტებს ვერ მომიტან?_ მკითხა. ვერა_ ვუპასუხე მე. მერე ოთახში შევარდა. აქ დავიძინებ, ხო? _ ისევ მკითხა და ჩემს საწოლზე დააწყო თათები. ნწ, აქ_ ვუთხარი მე და იატაკისკენ გავიშვირე თითი. ისიც იატაკზე მოიკეცა ნაწყენი. იმის მერე სიტყვა აღარ უთქვამს.

Continue reading “გაიხადე პაკისტანში”

ალისა მეტროში

დილას ჩეშირული კატა ამაცოცდა. უფრო სწორად, ჩეშირული კატის თავი. სადღაც მხართან ტივტივებდა და იღიმებოდა. ფისო- ფისო_ ვუთხარი მე და დაბნეულმა გავუღიმე.

_ვინაა შენი ფისო?_ გადაიკისკისა. და ცოტა ხანში მკითხა: მოდიხარ კრიკეტის სათამაშოდ?

_ თავი მტკივა, პახმელიაზე ვარ_ ვუთხარი შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

_აჰა, ეს დალიე და გაგივლის_ ხელში მწვანე აბები ჩამიდო.

მაშინვე ჩავიყარე პირში და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამიარა ტკივილმა ძვლებში. ფეხებმა საწოლი გაამტვრიეს, ხელები უზომოდ გამიდიდდა.  წამოწევა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვსქელდებოდი და ვდიდდებოდი. რამდენიმე წამში თავი უკვე ჭერზე მქონდა მიბჯენილი და თუ კიდევ განვაგრძობდი ზრდას, კისერი  მომტყებოდა. ის კი, ჩეშირული, ტივტივებდა ერთ პატარა ადგილას ( რომლის გავსებაც მე ჯერ ვერ მომესწრო) იკრიჭებოდა და მეკითხებოდა: არ გაგიარა თავის ტკივილმა?

Continue reading “ალისა მეტროში”