გაიხადე პაკისტანში

ნახევრად-ეროტიკული ისტორია

მოკლედ, 2006 წელია, პაკისტანში ვართ მე, ბათუმელი აბდულა და ლაიკა. მე ანინა მქვია იმიტომ, რომ სხვა რა უნდა მერქვას, აბდულას აბდულა ჰქვია იმიტომ, რომ აჭარელ მუსლიმანებთან მეგობრობს. ლაიკას კი თუნდაც იმიტომ ჰქვია ლაიკა, რომ ლაიკაა (ჯიშით).

ჩემი თავი ათიოდე წლის წინ გავიცანი, როცა პატარა ვიყავი, აბდულა_ ზუსტად 3 წლის წინ, როცა ბათუმში დავიკარგე, ლაიკა კი_ 2 წლის წინ, როცა სქერი მუვის ვუყურებდი. ავლაბარში დამადგა. კარებზე ფხოჭნითა და ამბებით. კარი გავუღე თუ არა, სახლში ისე შემოვარდა, თითქოს ვინმეს ეძებდა. ჩუსტებს ვერ მომიტან?_ მკითხა. ვერა_ ვუპასუხე მე. მერე ოთახში შევარდა. აქ დავიძინებ, ხო? _ ისევ მკითხა და ჩემს საწოლზე დააწყო თათები. ნწ, აქ_ ვუთხარი მე და იატაკისკენ გავიშვირე თითი. ისიც იატაკზე მოიკეცა ნაწყენი. იმის მერე სიტყვა აღარ უთქვამს.

მეორე დღეს კი სრულიად შემთხვევით ვნახე, როგორ ლოკავდა ლაიკა იური გაგარინის ,,სუპერ-პოსტერს” . ჰეი, შენ ის ლაიკა ხარ?_გაოცება ძლივს დავმალე მე. მან კი მრავლისმთქმელად შემომხედა და გამიღიმა. იასნია, ის ლაიკაა.

პაკისტანში წასვლა აბდულას იდეა იყო და რაკი ლაიკა ვერავის დავუტოვე, თან წავიყვანე. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც ხრიოკ ადგილას აღმოვჩნდით, ღია კაფეში (თუ შეიძლება, მაგას კაფე დავარქვათ). ჩაის ვსვამდით. აბდულა სიყვარულს მიხსნიდა, ლაიკა კი ყეფდა. გვცხელოდა. ესე იგი, რას ამბობ_ მეათედ ვეკითხები აბდულას, _გიყვარვარ? კი, ეგრეა, კაი ხანია_ მპასუხობს და ამატებს_ რა სიცხეა, ამის დდშვც. ძალიან რომანტიკული ვითარებაა. ვერაფერს იტყვი.

მეც მომწონს აბდულა. უფრო სწორად, მინდა აბდულა. მას შემდეგ მინდა, რაც პირველად ვნახე შიშველი. მაგრამ ხომ არ ვეტყვი ახლა ამას. მიყურებს. ღაწვებზე ოფლი მასხამს და თმა სახეზე მეწებება. სიფრიფანა კაბა სისველისაგან ტანზე მაქვს მიკრული. სასტიკად მცხელა. არ გინდა, კაბა გაიხადო? _ ამბობს სასხვათაშორისოდ. მე კი მგონია, რომ სერიოზულად ამბობს. შემიძლია გავიხადო კიდეც. ჩემი სხეული არასდროს უნახავს და რომ ნახავს, ალბათ მოეწონება. და შევუყვარდები უფრო. ძალიან. ძალიან. სანამ რამეს გადავწყვეტდე, ვიხსენებ, რა ფერის საცვლები მაცვია. წითელი, ლამაზი. გახდა შეიძლება. გარშემო არავინაა: მხოლოდ მოხუცი პაკისტანელი, რომელმაც ჩაი მოგვყიდა. ის არაფერს იტყვის, რადგან უკვე სძინავს.  ან მოკვდა. სულ ერთია. ერთი ეგაა, რომ ჩვენ გზის პირას ვსხედვართ, ორ ნაბიჯში რაღაც გორაა და იმ გორიდან ადამიანები ისე ჩნდებიან, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ. ისე, თვალის დახამხამებით დიდად არ ვიკლავ თავს. უდაბნო აშტერებს. აბდულა _კიდევ უფრო.

გადაწყდა_ ვიხდი. მკიდია თალიბანი. მთელი პაკისტანი მკიდია. აბდულას ჩემი თავი (და თავზე მეტად სხვა რამეები) უნდა ვაჩვენო. ლაიკა იქვე წევს. ფიქრობს, რომ გახდა ცუდი იდეაა, მაგრამ არაფერს ამბობს. ის ხომ ლაიკაა.

გავიხადე და კაბა შორს მოვისროლე. აბდულა ახლა გაშტერებული მიყურებს. ცოტა ხანში იტყვის, რომ მაგარი მკერდი მაქვს. ოღონდ ახლა არა, ცოტა ხანში.. მაგრამ სანამ იტყვის, მანამდე ვამჩნევ, როგორ ამოდის მტვერიდან ვიღაც. თეთრები აცვია და ძალიან შავია + გრძელი წვერი. მდაჰ, უკვე შემამჩნია_ახლა რომ კაბის ასაღებად ავდგე, უარესია. მიყურებს. გაშტერებულია. უდაბნო აშტერებს. ანინა_ კიდევ უფრო. ვცდილობ მივხვდე, რაზე ფიქრობს. მის ქვეყანაში ვიღაც დამპალი უცხოელები ნახევრადშიშვლები სხედან და ჩაის სვამენ. (აბდულასათვის მე ნახევრადჩაცმული ვარ, რატომღაც). დაუშვებელია. ამაზრზენია. აღსაკვეთია. პირდაპირ ჩვენკენ მოდის. ხოდა, ვფიქრობ, რა მოხდება, რომ მოვიდეს და თმით მითრიოს, აბდულა კი რაიმე გრძელი იარაღით დაჭრას. მერე ალბათ შეურაცხყოფას მომაყენებს, საბოლოოდ კი თავს პაკისტანის ციხეში ამოვყოფ. სულ შენი ბრალია, აბდულა. გიყვარვარ არა წერო.


ლაიკა რომ ეცეს? არა მგონია, ლაიკა კოსმონავტია, თავი ღირსეულად უჭირავს, კბილებს ვიღაც პაკისტანელზე არ გაიფუჭებს.

და აბდულა? აბდულა ჯერაც მე მომშტერებია. მართლა ვყვარებივარ ამ დებილს.

ხოდა, ისიც მოვიდა. უფრო ადამიანურია, ვიდრე შორიდან ჩანდა. მეცნობა. აზრზე არ ვარ, საიდან. იქნებ ცნობილი ტერორისტია და ტელევიზორში მინახავს?

ის ჩერდება, გვიყურებს და მერე მოგვმართავს, ქართულად მოგვმართავს: აქ რა გინდათ, თქვე ბოზებო?? იცინის. მერე სიჩუმეა. ჩემი და აბდულას ტვინი საოცარი სისწრაფით მუშაობს. ვინაა ვინაა ვინაა. ისევ სიჩუმეა და უცებ გაისმის სიტყვები, რომლებიც აშკარად აბდულას უნდა ეთქვა: ვახ, ანინა, რა მაგარი ძუ.. … მკერდი გაქვს..

ახლა უკვე ვცნობ. აბდულაც ცნობს. ყვავაა. პაკისტანშია. ცხელა. მდაჰ.

21 thoughts on “გაიხადე პაკისტანში

  1. ტაკს, იდეა მაქვს: ასეთ რამეებს ყველა ცნობილ ბლოგერზე დავწერ, ვინც კი სურვილს გამოთქვამს.. აბა, ვის უნდა? სეზონი ყვავათი გაიხსნა : )

  2. skiron

    ნაწილი II: ” გაიხადე ხულოში”. გსურთ გაიგოთ, როგორ გაიხადა პირველად აბდულამ ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაიხანაში?… არ გამოტოვთ. 😛 😀

  3. არა რა, აშკარად ვერ გაძლებდა პაკისტანში ლაიკა… ერთადერთი ვარიანტია, ავღანეთის საზღვარზე, აი ყანდაარს და პეშვარს რო ყოფს იქ, მაგრამ მაქ ალ-ქაიდა და
    თალიბანია. ანინა, მოლა ომართან ხო არ იყავი? ამას გვიმალავდი? მთელი მსოფლიო მაგას და ბინ ლადენს დასდევს… მე მაინც მგონია, რომ თუ ისლამაბადში იყავი(აბა სად? მეტი აეროპორტი არ ააქვთ) შენი ლაიკა, მთლად ჯიშიანი ვერ იქნებოდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s