გაიცანი ქინდლი

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით იმ მკითხველთა რიგს, რომლებიც წიგნებს მხოლოდ სუნის  და შრიალის გამო კითხულობენ, მაშინ ამაზონ-ქინდლი მოგეწონებათ. მაგრამ იმისთვის, რომ მოგეწონოთ, უნდა იცოდეთ, რა არის და როგორ ფუნქციონირებს იგი.

ქინდლი ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც 3500მდე წიგნს იტევს და მიუხედავად ამისა, ძალიან მსუბუქია. მისი ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.

1) ის არ ანათებს:

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამაში არაფერია ცუდი. რომ არ ანათებს, ქინდლი იმიტომაც არ ღლის თვალებს, განსხვავებით კომპიუტერის ეკრანისგან, რომელიც ძალიან მოუხერხებელია დიდი ტექსტების საკითხავად. თუ ღამე კითხვა გიყვართ და სინათლის ანთება არ გსურთ, შეგიძლიათ ქინდლზე დასამაგრებელი სანათური იყიდოთ, რომელიც ტექსტზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. მე ქინდლთან ერთად გამოვიწერე მისი ბუდეც და ეს პატარა სანათიც (იხ.  სურათზე) და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, რომელიმე თქვენგანს ჩემსავით თუ უკითხავს წიგნები საბნის ქვეშ ფარნით ხელში, მაგრამ შეგრძნება დაახლოებით იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ორივე ხელი თავისუფალი გაქვს. ასე რომ , შეგიძლია, თამამად იკითხო ეროტიკული წიგნები : ]

2) არა, მას არ აქვს თაჩ-სქრინი და ალბათ, არც ექნება. 

როცა ქინდლს ხელში დაიჭერ, აუცილებლად მოგინდება გვერდები თითის გადასმით გადაფურცლო, მაგრამ არ გამოგივა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ დახვეწილ ტექნოლოგიურ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სენსორული ეკრანი, მაგრამ ქინდლზე ეს სამწუხაროდ არ ვრცელდება. ამაზონის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ ,, სენსორები ეკრანს სარკისებურობას სძენს, რაც კითხვას ართულებს”. ეს ამბავი მე მაინც არ მომწონს, რადგან მეორე მხრივ, სანავიგაციო ღილაკი ინტერნეტში მოძრაობას ართულებს და შეიძლება ქინდლის მაღაზიის დათვალიერების ხალისიც დაგიკარგოს. ისეთივე მოუხერხებელია, როგორც მობილურით ინტერნეტში ხეტიალი… მაგრამ რას ვიზამთ, you can’t always get what you want.

3.  ქინდლი შავ-თეთრია.

ეს არ ნიშნავს, რომ სურათებზე დეტალებს ვერ გაარჩევ. ყველაფერი შესანიშნავად ჩანს, უბრალოდ შავ-თეთრია. თუმცა, ამ ამბავშიც შეგვიძლია დავინახოთ დადებითი მხარეები _შავ-თეთრი ფეისბუქი სიცოცხლეში ერთხელ  მაინც უნდა ნახო…

ჰოდა კიდევ, ბონუსად: მზეზე ეკრანს არაფერიც არ ემართება,_ ჩვეულებრივად გაარჩევთ სიტყვებს.

რენდომ-ფაქტები:

1. ქინდლს კარგი დინამიკები აქვს, სტერეოგაფართოებითა და სხვა მარწყვებით,  რის გამოც მე ხანდახან მუსიკის მოსასმენად ვიყენებ. ჩემი საყვარელი სიმღერები მაქვს ჩაყრილი და ხან კითხვის პარალელურად ვუსმენ, ხანაც კითხვის გარეშე, ძილისწინ.

2.  ქინდლში ქართულად ვერ დაწერ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.

3. მიუხედავად ამისა, ქართულ წიგნებსაც ისევე საყვარლად ხსნის, როგორც უცხოურებს.

4. 139 დოლარი დაჯდა

5. საოცარი ბატარეა აქვს (არ მომწონს რაღაც ეს სიტყვა). 1 თვე ძლებს, თუ ვაირლესს გამორთავ და 15 დღე მაინც, თუ ჩართული გექნება.

6. როგორც წინა პუნქტიდან მიხვდით, ვაი-ფაი ადგილებში ქინდლი აუცილებლად უნდა მიიტანოთ. წიგნებს ელვის სისწრაფით იწერს და ყველანაირ გარემოს უხდება :დ

7.   ქინდლს შეუძლია ხმამაღლა წაგიკითხოს წიგნი, როცა დაიღლები. გარდა ამისა, თუ ინგლისური სრულყოფილად არ იცი, გაუგებარ სიტყვას კურსორს მიუახლოებ და ქვემოთ ოქსფორდის ლექსიკონიდან განმარტება გამოჩნდება. გარდა ამისა, შეგიძლია, მთელ წიგნში ერთი ან რამდენიმე სიტყვა დაძებნო და ყველა შედეგზე გადახვიდე. ეს ის ფუნქციაა, რომლის არსებობაც ათასჯერ  მინატრია ჩვეულებრივი წიგნების კითხვისას.

8. შეგიძლია კითხვისას  საინტერესო პასაჟები გახაზო და საკუთარი შენიშვნებიც მიაწერო. ასეთი ადგილების მოძებნა შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე წიგნის არშიებზე მიწერილი ფრაზებისა. გარდა ამისა, იმასაც ხედავ, სხვებმა რა მონაკვეთები გახაზეს იმავე წიგნში. ხედავ და ბედნიერდები.

9. შეგიძლია, უფასოდ მოიპოვო მთელი კლასიკური ლიტერატურა და ზოგიერთი თანამედროვე ავტორის ცნობილი წიგნებიც. გარდა ამისა, მე რამდენიმე ცნობილი ჟურნალ-გაზეთიც გამოვიწერე free-trial-ით. /თუ ვინმეს დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა უფასო ელექტრონული წიგნების მოპოვების გზების შესახებ, შემიძლია, დაგეხმაროთ, აქ საიტების ჩამოთვლა მესულელება/

10.  ვორდის ნებისმიერი ფაილი შეგიძლიათ აქციოთ ფაილად, რომელსაც ქინდლში წაიკითხავთ. ამისთვის სპეციალური კონვერტორები არსებობს. მე მაგალითად,  zamzar.com-ით ვსარგებლობ ხოლმე. ცხოვრება გაცილებით მარტივი ხდება, როცა იცი, რომ არ არსებობს კომპიუტერის ეკრანზე კითხვის საჭიროება. შედიხარ ლიბ.გე-ზე, ირჩევ რომელიმე ვრცელ მოთხრობას, აკოპირებ ვორდში, გადაგყავს ქინდლისთვის სასურველ ფორმატში და ეგაა.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რაც ქინდლზე შემიძლია დავწერო. ამ რიდერთან დაკავშირებულ ყველა კითხვას სიამოვნებით ვუპასუხებ.

34 thoughts on “გაიცანი ქინდლი

  1. ფერი დაემატება. უკვე დაემატა პრაქტიკულად, მაგრამ ჯერ სერიულ წარმოებაში არაა.
    სენსორი ინტერნეტში ხელს გიშლის, მაგრამ კითხვისას უკეთესია. ასე უფრო სწრაფად ფურცლავ, ვიდრე ხელების ფათურით. 🙂
    თუმცა… ქინდლისტი კი ვარ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ტაჩსქრინი რომ ეკრანს აფუჭებდა მაგ დრომ ჩაიარა. ბოლო ე-ინქ ეკრანი ტექნოლოგიურად ინარჩუნებს ყველა პარამეტრს და სეიძლება თაჩსქრინიც იყოს. იგივე ბოლო სონი ტესტებით არ ჩამორჩება ქინდლს, თუმცა წინა ვერსიებზე ამას ვერ ვიტყვით.
    კონვერტორად კი calibre ყველაზე ოპტიმალურია. მათ შორის PDF გადაყავს MOBI-ში საკმაოდ კარგად.

    და საერთოდ სანამ ქინდლს შევიძენდი მე საერთოდ არ ვკითხულიობდი 🙂

  2. P.S.
    ისა, არ დაუჯეროთ ამაზონს და არ იყიდოთ ევროპული ქინდლი. აირჩიეთ ამერიკა და იყიდეთ ამერიკული.
    ქინდლი ერთი და იგივეა, მაგრამ ამერიკულს მოყვება შტეფსელიდან დამტენი და ევროპულ ვარიანტს არა!

  3. მშვენიერი მიმოხილვაა, თუმცა ერთს დავამატებ. ინგლისში ნაყიდი კინდლი Free 3G ვერსია საქართველოში მუშაობს გადასარევად, ანუ უფასო ინტერნეტი გაქვს კინდლზე ყოველგვარი wireless-ის გარეშე და ბრაუზერით ინერნეტში შესვლა თუ წიგნების ყიდვა ან მაილით მიღება უპრობლემოდ ხდება.

    ასევე, ევროპულს მოჰყვება დამტენი, 100% ვიცი რომ ინგლისში ნაყიდს აქვს.

    1. ამაზონ.კომ-ზე გეუბნები. აქედან რომ იყიდი მანდ ქინდლ ინთერნეიშნლს დამტენის გარეშე მოდის. 🙂
      ეგ თუ არ ვიცი, სხვა რა ვიცი. 🙂
      კომპლექტაციაშიც საგანგებოდაა აღნიშნული, უბრალოდ ყველა არ აქცევს ყურადღებას, ამიტომ დავწერე საგანგებოდ.

  4. თაზო

    ძალიან ამომწურავია, მაგრამ მაინც მაქვს კითხვა: რამდენად ხელმისაწვდომია უფასო კონტენტი? მე რა წიგნებიც დავათვალიერე ქინდლისთვის, ყველაფერი ფასიანია. ჰოდა, 9-10$ და უფრო მეტი დოლარების გადაყრა ნამდვილად არ მინდა თითოეული წიგნისთვის. 🙂

  5. gagarinchik

    იმდენად ხელმისაწვდომია მეტი რომ არ შეიძლება. აიღე ნებისმიერი პდფ და გადააკონვერტირე, ეგაა. გინდა რუსულად, გინდა ქართულად, გინდა ჩინურად.

    მე ვიყენებ მობიპაკეტ კრეატორს. სხვა უკეთესი გადამყვანები თუ იცით ნაკოლები მომეცით საიდან გადმოვწერო.

  6. gagarinchik

    მე 3 ჯი იმიტომ არ დავითრიე, მეგონა აქ არ იმუშავებდა, რადგან იმ 200 ქვეყნის ჩამონათვალში, სადაც მუშაობს, საქართველო არ ერია, როგორც ყოველთვის. ეტყობა რუსეთის პადვალად განგვიხილეს 🙂 იმედია მალე გამოვცვლი. ძალიან მაკლია ინტერნეტი. სახლში ვაი ფაი არ მაქვს და ფაბლიქ ადგილებში კითხვა არ მევასება.

    1. არ ვიცი ამ ზამთარს ამერიკული ქინდლებით იყო სასტავი და GPRS მუშაობდა საქართველოში, მაგრამ ჩეთვის ეგ არ იყო კრიტიკული, როცა ვარჩევდი.
      ჩამოქაჩე კომპიუტერზე და ჩატვირთე. 🙂 4 გბ ამისთვის სავსებით საკმარისია. ახლა 100 წიგნი მაქვს დაახლოებით ქინდლში პლუს აუდიო ფაილები ტონა.

      რაც შეეხება მეილ-კლიენტად ან ბრაუზერად – კი, მიდის თუ გაჭირვებაა, მაგრამ მაგის ჩემი ტელეფონით მირჩევნია ბავრად, ასე რომ უბრალოდ ინტერნეტში ძრომიალისთვის უკეთესი ვარიანტები არსებობს. ასე რომ 24H/Online კარგია, მაგრამ, იმჰო, ნამდვილად არაა კრიტიკული. 🙂

      gagarinchik
      http://calibre-ebook.com/

      თუმცა ამაზონიც აკონვერტებს გადასარევად – გაუგზავნი და დაგიკონვერტებს. როცა კალიბრი რთულ PDF მთლად იდეალურად ვერ აკონვერტებს, ამაზონს ვუგზავნი ხოლმე და მიკონვერტებს.

  7. ისე კი რუსულად MOBI ფორმატში ბევრი წიგნია უკვე. კონვერტირება არ უნდა.
    თუ არადა ვორდში და PDF ჩამოქაჩვას EPUB ჯობს. იდეალურად გადადის MOBI ფორმატში. ყველა ბექლინკი, აბზაცი თავებად დაყოფა, ჰიპერლინკი და ა.შ. 100% ნარჩუნდება.

  8. რა კარგი რამეაააა! მეხსიერება რამხელა აქვს?

    მეეჭვება ნემისემირი წიგნი იყოს ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ სტატიებისათვის მისწრება იქნებოდა. ჩემთვის პირადად.

  9. გამოწერისას არ შეგეშინდა dead on arrival ჩამოსულიყო?

    თუ ვინმეს შემთხევვა გქონიათ მსგავსი, გამიზიარეთ გამოცდილება.

  10. კაი ვეშია, ჩემი საკუთარი არ მაქვს მაგრამ ოჯახისას აქტიურად ვიყენებ. ქინდლის ხათრით უკვე 2ჯერ მეტს ვკითხულობ ადრინდელთან შედარებით :დდ

  11. anina, აქამდე რაღაცნაირად ვუყურებდი ამ ქინდლს და ახლა მომინდა, რომ ჩემს ბიბლიოთეკას ეს ელექტრონული “წიგნსაკითხავი” შევმატო :)))

  12. აუუუ, სულ მინდოდა ასეთი წიგნიიი. ბავშვებს რომ დაურიგონს სკოლებში ნოუთბუქების მაგივრად, ივარგებს ამ პონტში?

  13. sofia

    იქნებ ცოტა უფრო დაწვრილებიტ აღწეროთ შეზენის საშუალებები სად და როგორაა? მე ეს წიგნები ძალიან მაინტერესებს რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობის შეძენა გადავწყვიტე აქ წაკითხული ინფორმაციის შემდეგ, თითონ მაქვს კომპანია რომელიც ბეჭდური წიგნების დაბეჭდვა რეალიზაციას ეწევა, შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შეთავაზება იქნება წიგნის მოყვარული ადამიანებისათვის

  14. გამოხმაურება: ბეტონი « უსაქმური გოგოს ბლოგი

  15. annieani

    აუ როგორ მინდა!!!!!!!!!!! მართლა კარგია ,კითხვაზე ჭკუას ვკარგავ… თან მუსიკის თნხლებით ხომ საერთოდ …

  16. გამოხმაურება: Calibre – გადმოწერე და დააფორმატე ნებისმიერი წიგნი უფასოდ! « Panza's Blog

  17. გამოხმაურება: Calibre « Panza's Blog

  18. გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

  19. dato

    ლიბ.ჯი დან გადმოკოპირებული ტექსტი ვორდში როგორ გადავიყვანო ქინდლის ფორმატში? რა პროგრამა უნდა ჩამოვტვირთო და საიდან იქნებ დამეხმაროთ.

  20. ...

    გამარჯობა, ანინა 🙂

    ერთი კითხვა მაქვს ქინდლისთან დაკავშირებით და იქნებ დამეხმარო..
    ქართულ პდფ ფაილებს აჩვენებს ძალიან წვრილი შრიფტით, mobi–ში და calibre–ში ლათინური შრიფტით გადაყავს და რა შეიძლება რომ მოვუხერხო?

  21. შოთა

    ანინა დამეხმარე რა,

    ინგლისური იმ დონეზე არ ვიცი, რომ არქაული და ჯანდაბა სიტყვები ვიცოდე, ამიტომ წიგნებს, რო ვკითხულობ ვიტანჯები, ყველა გვერდზე ერთი 7-8 სიტყვა უცხოა და წიგნის კითხვას დიდ დროს ვანდომებ 😦 ჯერ უცხო სიყვებს ვხაზავ, მერე მნიშვნელობებს მივაწერ და მერე ვკითხულობ.. საშინელებაა…

    ქინდლს თუ ვიყიდი, ამ პრობლემას მოვხსნი? ანუ უცხო სიტყვაზე კურსორს მივიტან და ამოვარდება განმარტება? რომელი მოდელი უნდა ვიყიდო ამისთვის? და ასევე, რუსული და გერმანული ლექსიკონი თუ მოყვება? თუ არა შეიძლება მათი ჩაწერა..? მაგალითად რუსულ წიგნს ვკითხულობ და სიტყვა უცხოა… კურსორი, რო მივიტანო განმარტებას ამოაგდებს? შეიძლება ასეთი რამ? კურსორი ააქვს ქინდლს?

    1. მგონი, ეგ ფუნქცია ყველა ქინდლს აქვს. კურსორს მიიტან (თაჩსქრინის შემთხვევაში, უბრალოდ მონიშნავ სიტყვას) და ქვემოთ გაჩვენებს განმარტებას. ქინდლს მოყვება ოქსფორდის ლექსიკონი. ანუ ეს პრინციპი მუშაობს ინგლისურ ტექსტთან დაკავშირებით. სხვა ლექსიკონების ჩაწერა შეგეძლება, მაგრამ იგივე ფუნქციას ვერ შეასრულებენ, როგორც ვიცი :/

      1. sabaaaaa

        ანინა დამეხმარეე რაააა.. რომელი ქინდლი ვიყიდო ქართული წიგნებიც კარგად რო წაიკიტხოს და უტხოურიცც რააა.. არ ვიცი ამისტვის ყველაზე კარგი მოდელი რომელი იქნება და მირჩიე რააა:( დიდი მადლობა

დატოვე კომენტარი