1.
საბას აღარ უდგება. დიდი ხანი არაა. ასე 2 კვირაა.
ჩემი აზრით, ანტიდეპრესანტების ბრალია, მისი აზრით_ ჩემი.
_ აი, 1 კვირა აღარ დალიო და ვნახოთ.
_ აუ, ხო გეუბნები, რო მაგის ბრალი არაა.
_ და რა იცი?
_ შენ რა იცი, რო მაგის ბრალია?
_ ვგრძნობ. წამლებს აქვთ ხოლმე ეგეთი ეფექტები.
_ ამ წამალს არა აქვს. და ვაფშე, დებილობას ბაზრობ. წამლების გარეშე მთელი დედამიწა მძულს, შენი ჩათვლით. ჰოდა, რო დავანებო მაგას თავი და შემძულდე, მერე რა ჩემ ყ**დ გინდა ჩემი ამდგარი ყ**?
_ არ შეგძულდები.
_ რა იცი? ისედაც ცოტა მიკლია.
_ ღმერთო, როგორ შეგიძლია ეგეთი იდიოტი იყო. წავედი მე.
_ რა გეწყინა. გეხუმრე.
_ მაგრად ხუმრობ.
_ შენ კიდევ მაგრად წერ.
კარი ხმაურით გავიხურე. მერე კიბეებთან გავჩერდი და წარმოვიდგინე, როგორ გაეცინებოდა ამ ჟესტზე საბას.
სერიალის გმირივით ვიქცევი. ვტფ