მოკლედ, დავდებ გუგლის ბანერებს და აბა ვნახოთ, ვინ გამოიცნობს, რას ეძღვნება ისინი
დაგუგვლა არ მოსულა : )
1.
2.
3.
მოკლედ, დავდებ გუგლის ბანერებს და აბა ვნახოთ, ვინ გამოიცნობს, რას ეძღვნება ისინი
დაგუგვლა არ მოსულა : )
1.
2.
3.
ზღვაზე ხიდი და ცაზე კიბე_ არც ერთი მჭირდება და არც მეორე. მე მინდა რამე ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას გახდიდა გაცილებით საინტერესოს, ვიდრე ახლა არის.
1) პირადი ამინდი_ იღვიძებ, იყურები ფანჯარაში. ამინდი არაა. არანაირი ამინდი არაა. არ ანათებს მზე, არც წვიმს, არც ცივა, არც ცხელა. იღებ პულტს და ირჩევ სასურველ ტემპერატურასა და ამინდს, მერე კი მთელი დღე დადიხარ შენი ამინდით. ქუჩაში მოძრაობს ხალხი და ჩაცმულობისა და ტანსაცმლის მდგომარეობით ხვდები, ვინ რა ამინდი აირჩია. მოდის გოგონა, სველი თმა აქვს და ქოლგას არაფრის დიდებით არ შლის. ეტყობა, წვიმაში სეირნობა უყვარს. შენ კი მხრებზე თოვლის ფანტელები გაყრია. კარგია. ძალიან კარგია.
Continue reading “3 რამ, რაც უნდა არსებობდეს და არ არსებობს”
როგორც ჩანს, უკვე იმდენჯერ ჩაწერეს გუგლის ძებნაში ,,ანინა”, რომ გუგლი დაინტერესდა, ვინ ვარ. ხოდა, ჩემთან შემოვიდა, გადაიკითხა პოსტები, კომენტარებიც დამიტოვა (ვორდპრესმა ისინი სპამებად მიიჩნია, რადგან ორობით სისტემაში იყო დაწერილი) და მერე სოლიდარობაც გამომიცხადა. დღეს გუგლის ბანერს ეტყობ(ოდ)ა, რომ კოსმონავტის ბლოგს კითხულობს.
ამ მომენტიდან პოსტის წაყვანა ორი გზით შეიძლება:
1. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა ედვინ ჰაბლი, რომელმაც თავის მხრივ, ბევრი რამ შექმნა.
2. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა გუგლი.
მე მეორე მირჩევნია.
404-ს ვერასდროს იპოვი. შეიძლება მხოლოდ იმ გვერდს გადააწყდე, სადაც წერია, რომ 404 ვერ იპოვე. შეიძლება გადააწყდე მაშინ, როცა ცდილობ გუგლში ნაპოვნი სურათებიდან სრულ ზომაზე გადახვიდე ან როცა ერთი ნაბიჯი გაშორებს სანუკვარ პორნოს. ნერვები გეშლება. იხევ ერთი ნაბიჯით უკან (უკვე ორი ნაბიჯი გაშორებს პორნოს) და მერე ისევ ერთი ნაბიჯით წინ (თეთრი პაიკი, E4). 404 მაინც არაა ნაპოვნი და შენ ბრაზობ: გააგებინეთ ვინმემ სერვერს, რომ ფეხებზე გკიდია 404. შენ მხოლოდ მეტი სიშიშვლე გჭირდება და ნაკლები სამნიშნა რიცხვები. სამნიშნა რიცხვს შენ სამი თითის კომბინაციას უჩვენებ. ის კი ისევ იქაა, ორაზროვანი ერორი, 4-ის ჯერადი 404.
ამბობენ, რომ ეს ერორი ცერნის 404-ე ოთახში დაიბადა და მაშინვე გამოიყვანა წყობიდან სისტემა. ასე იბადებიან ერორები. თუმცა, ეს ქალაქური ლეგენდაა. სინამდვილეში სამივე ციფრს თავისი ახსნა აქვს. 4-client error, 0-syntax error, კიდევ ერთი 4 _ 40x ტიპის ერორებს ნიშნავს. მაგრამ ეს ვის აინტერესებს, მე ჩემი ახსნა მაქვს:
ქვემოთ ჩამოთვლილია HTTP სტატუს-კოდები: