პოკერული ლავსთორი

ბიჭებს ყოველთვის აბსურდული მიზეზებით ვშორდებოდი. ერთს იმის გამო დავშორდი, რომ ბუკოვსკიზე თქვა, სირიაო, ერთს კი იმიტომ, რომ ულამაზესი თმა მოკლედ შეიჭრა ..
 კიდევ ერთ ბიჭთან  იმიტომ  ვერ ავაწყვე ურთიერთობა, რომ საღამოობით არ მელაპარაკებოდა ხოლმე. მგონი, მაშინ საღამოები უფრო გრძელი იყო, ვიდრე ახლაა, ან უბრალოდ, ამდენი საქმე არ მქონდა. მივწერდი ფეისბუქის ჩატში, ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხებდა. რამდენიმე სიტყვას გავცვლიდით და იკარგებოდა. მერე უფრო  ხშირად ვწერდი : ეეეეე. სად ხარ, რატო ქრები.. და  არ ვჩერდებოდი, სანამ არ მიპასუხებდა. როგორც წესი, მისი პასუხი ასეთი იყო: ,,პოკერს ვთამაშობ და ვერ გწერ. მოვრჩები და დაგელაპარაკები” და მეც აღარაფერი დამრჩენოდა იმის გარდა, რომ ტეხასური ჰოლდემის ფბ ვერსიის შემქმნელისათვის გულში დედა მეგინებინა. ბოლოს ყელში ამომივიდა ეს პოკერული დაყოვნებები, გავიფიქრე: გაიკეთოს ფულ-ჰაუსი ტრაკში-მეთქი და მეგობრებიდან წავშალე.

რას წარმოვიდგენდი ასეთი ანტიპოკერული ლავსთორის მერე თუ ვინმე ამ თამაშზე გულს მომიბრუნებდა, მაგრამ ასე 2 თვის წინ მეც ვისწავლე პოკერი. წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა.  თუ აქამდე მეგონა, რომ პოკერით მხოლოდ ის ბიჭუნები ერთობიან, რომლებსაც მშობლები სიგარეტის ფულსაც არ აძლევენ, თამაშის სწავლის  შემდეგ დავასკვენი, რომ პოკერი გონებამახვილი ტიპებისთვისაა, რომლებსაც უყვართ, როცა რისკავენ და რომლებსაც ცოდნაცა და იღბალიც საუკეთესო აქვთ.


 

პოკერი რომ არ მესწავლა, შეიძლება ამ ოთხშაბათს ტელევიზორი არც კი ჩამერთო. მაგრამ ღამე მეტისმეტად გრძელი გამოდგა, ლუდი_მეტისმეტად ცოტა, რამაც მთლიანად ტელევიზორს შეატოვა ჩემი გართობის რთული მისია.  რომ ჩავრთე, ,,პოკერ–რინგი” უკვე დაწყებული იყო_  ,,ევროპაბეთის” ონლაინ პოკერ-ტურების გამარჯვებულები ერთმანეთს კამერების წინ ხვდებოდნენ. პრინციპში, მხოლოდ გამარჯვებულები არ თამაშობდნენ, თიკო სადუნიშვილი და ერთი მოსიმპატიურო ჟურნალისტიც ჰყავდათ დამატებული.
თავიდან ცოტა სკეპტიკურად დავიწყე ყურება.   თამაშების ეკრანზე გადატანა  ხომ იშვიათად სრულდება წარმატებით (ის საშინელი გადაცემა გაიხსენეთ ,,_მაფიის ღამე”).. მაგრამ იმედი სასიამოვნოდ გამიცრუვდა. თამაში საკმაოდ კარგი სანახავი  გამოდგა და საპრიზო ფონდმა პირდაღებული დამტოვა. ფინალში გასულებისთვის 50 000  ლარი ყოფილა გამოყოფილი. წარმოგიდგენიათ, 50 000 რამდენია? მე კიდევ სულ რამდენიმე თვის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ პოკერის მოთამაშეთა სრულ უმრავლესობას მომავალი საერთოდ არ აქვს.
მონაწილეებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ თურმე ვიღაცებისთვის მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ითამაშონ და რა შავდება ამით? არც არაფერი,  უბრალოდ ეს მათი  ცდუნებაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩემთვის_ კითხვა.
ჰოდა, ავიღე მობილური და იმ ტეხასური ჰოლდემის ფანს მივწერე:
_ვერასდროს წარმოიდგენ, ახლა რას ვაკეთებ : ]


და 5 წუთში მომწერა: ჰაჰა. მეც მაგას ვუყურებ : ]
გამეღიმა. ლოგიკა მუდამ მისი ძლიერი მხარე იყო. იქნებ ამიტომაც გამოსდიოდა პოკერი ასე კარგად?

7 thoughts on “პოკერული ლავსთორი

  1. Tikk

    როგორ მიყვარს ახალ პოსტებს რომ ვხედავ ხოლმე❤
    კარგია❤
    ძალიან კარგად იკითხება❤

  2. კაია, გიყვარს ბგლოზე ზრუნვა, ეტყობა გესმის სეო. ყველა შენსავით ლოგიკურად რომ ავითარებდეს საკუთარ საიტს, საწუწუნო არ ექნებოდათ. ბიჭივით აზროვნებ, ანუ შენში ჩანს ის გონებრივი თანაფარდობა, რომელიც ადამიანებს შორის უნდა იყოს, რომელსაც ისტორიის მანძილზე გამეფებულმა პატრიარქატმა ხელი შეუშალა. საინტერესო მომავალი ექნება მსოფლიოს ))

    ხოლო თუ ყველაფერს ქალურ ინტუიციას მივაწერთ, მაშინ მე უყოყმანოდ ვიწამებ საოცრებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s