სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება.
მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახშირის უთოსთან ერთად მაინც კომიკურად გამოიყურება. კედელზე გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის სურათები კიდია. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ხოლმე ამ სურათებს და მიჭირდა დაჯერება, რომ ამ ორმა ადამიანმა გააჩინა და გაზარდა მამაჩემი. რაკი ბებია და ბაბუა არასდროს მინახავს, ვფიქრობდი, რომ მამაჩემი ბავშვი არასდროს ყოფილა. ჩემთვის ხომ მისი ბავშვობის ისტორიები არავის მოუყოლია.
ამავე სოფელში სხვანაირი სახლებიც არის. მათ შორის, ისეთებიც, ოთახში შესვლამდე ფეხზე რომ უნდა გაიხადო, რადგან იატაკი “ახალი მოწმენდილია”, მაგრამ მე ეს სახლები არ მომწონს. ნერვებს მიშლის ლამაზი ავეჯი ზედ უდარდელად მიყრილი პლუშის სათამაშოებით, უზარმაზარი მუსიკალური ცენტრები და ყვავილებიანი შპალერი კედლებზე. ჩემს სახლში შეგეძლია წვიმის შემდეგ პირდაპირ ტალახიანი ფეხებით შეაბოტო ან ბეტონის კედლებზე ღამურები დახატო ნახშირით. არავინ გაგიჯავრდება. ასეთი სახლია, უპრეტენზიო.
რისთვის მოვყევი ეს ყველაფერი? დღეს ერთი წელი გავა, რაც ბლოგზე ბოლო პოსტი დავწერე. ამ ერთ წელში უამრავი რამ შეიცვალა. დავიწყე მუშაობა საქართველოს ბანკში და აღმოვაჩინე, რა სასიამოვნოა ყოველ ჯერზე საკუთარი თავის გამოცდა. დავშორდი ადამიანს, რომელმაც თითქოს ჩემი ნაწილი წაიღო თან, კიდევ ერთხელ შევიცვალე ბინა, ყური ორ ადგილას გავიხვრიტე და მოვიგე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია.
ბლოგზე კი ერთი სიტყვაც არ დამიწერია ამ ყველაფრის შესახებ. უბრალოდ არ შემეძლო.
ახლა კი ვწერ. მერე რა, რომ ბლოგებს აღარავინ კითხულობს, მერე რა, რომ ვორდპრესის პაროლი დამავიწყდა და სინდისის ქენჯნით აღვადგინე. მერე რა, რომ აქაურობას მკითხველიც აღარ ჰყავს.
ეს მაინც ჩემი სახლია. ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. სიბნელეში ხელის ცეცებით ვპოულობ ჩემი თავის სხვადასხვა ვერსიებს: აი, შეყვარებული ანინა, აი, ანინა, რომელსაც ეგონა, რომ მთავარი ლუდის სმა და ფლირტია, აი, ანინა, რომელსაც ღამე კოშმარები ესიზმრებოდა…
სხვებიც აქ არიან: ბიჭები, რომლებიც მყოლია, მეგობრები, რომლებიც დამიკარგავს, კომენტარები, რომლებზეც ბევრი მინერვიულია.
ახლაც, ამ წამსაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი წვიმის შემდეგ ტალახიანი ფეხებით შევრბივარ ოთახში. მაგრამ იმედია ამის გამო არავინ გამიბრაზდება. მთავარი ისაა, რომ სახლში ვარ.
სახლში ხარ და შენი ბლოგის კითხვა კვლავ სასიამოვნოა!
ხშირად შემოირბინე ხოლმე… პირადად მე ძალიან მომენატრა შენეული ისტორიები 🙂 ბევრ ისეთ რამეს წერ, რაც შიძლება ბევრჯერ გამიფიქრებია მაგრამ თითქოს თავი არ-ვერ მომიყრია და ისევ ფიქრებად დარჩენილა… გილოცავ ,,შინ დაბრუნებას” :* ❤
ფორუმზე ნიკი მქონდა აფტერ რეინი 🙂 მეორედ მოსვლა გვაქვს ბლოგერებს ამ ბოლო დროს 🙂
მე ისევ ვკითხულობ ბლოგებს 🙂 და მიხარია შენი ახალი პოსტი.
დაბრუნდი რა 🙂
მთავარი ისაა რომ სახლში ვარ
ძალიან მომენატრა შენი პოსტები
წინა პოსტიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ დევს ეს პოსტი:) შემთხვევითობაა?:)
არა, სინდისის ქენჯნა 🙂
“მერე რა, რომ ბლოგებს აღარავინ კითხულობ” ვინ ვინ და შენ არ უნდა ამბობდე ამას 😀
ნახე, რამდენმა წაიკითხა შენი ეს პოსტი.
ჰოდა, გარდა ამისა, სხვა თუ არავინ, მე ვკითხულობ ბლოგებს.
მიხარია შენი დაბრუნება. წარმატებები ყველა ფრონტზე :*
ყოველთვის იქნებიან ადამიანები,რომლებიც შენს პოსტებს დაელოდებიან. მე ველოდები ხოლმე. ხშირად წერე აქ ! ❤
გამოხმაურება: წვიმის შემდეგ | anagrigalashvili
რას ქვია ბლოგს არავინ კითხულობს? 😦 შენ წერე და მკითხველი სხვას კი არაფერს ელის. (y)
მომენატრა შენი პოსტები, ველოდები შემდეგს 🙂
ძალიან სასიამოვნოა ))
ასევე საინტერესო ბლოგი – http://www.qwelly.com/profiles/blog/list
აღარ მიატოვო შენი ჭრიალა სახლი. უკვე ყოვლად უიმედო და ჩვევად ქცეული ინერციით ვაგრძელებდი აქ შემოსვლას ვითომ იმის ფიქრით, რომ ახალი პოსტი დამხვდებოდა.. აღარ გვალოდინო კიდე ერთი წელი, რა… ))
იმდენი ხნის მერე შემოვიხედე დღეს აქ, დაგუბებულ, “წვიმის მერე” ხასიათზე მყოფმა და კიდევ კარგი – ახალი პოსტი დამხვდა ♡ ჩემთვის ახალი
ძალიან გამიხარდა ახალი პოსტი, ხშირად შემოვდიოდი და ძველ პოსტებსაც ვკითხულობდი ხელმეორედ, შეგიძლია დაბრუნდე, მკითხველი ყოველთვის გეყოლება ♥
მომენატრა შენი პოსტები ❤
erti wlis win noembeshi wavedi jarshi… chems cxovrebashi bevri rame sheicvala shevicvale mec da xalxic chems garshemo. magram aq mainc shemovedi, rom menaxe da mixaria sadgac shors rom isv arsebob. eseigi yvelaferi kargadaa. |
რა კარგია სოფელი, ძველი სახლის სუნი…. ჩემი სოფელი გამახსენა ❤
http://moviesgeo.ga/
მერე რა რომ სახლში ხარ, ჩვენც სახლში ვართ
:))))
http://www.sainteresoa.ge
დაბრუნდი რაა 👧😍👀💜💙🖤
sasiamovno iyo sheni postis wakitxva chemi pirveli wakitxuli postis ai me dges pirvelad shemovedi ragac situaciebis gamo arasdros gamchenia survili wamekitxa vinmes nabodvari ar mivichnevdi seriozulad da dges mec davwere ragac martalia paroli davade rom marto chemtvis iyos magram mainc xom davwere ara? sheni postis wakitxvisas ratomgac momagonda russell crowe-s roli pilmshi gladiatori kerdzod bolo siujeti roca sikvdilis shemdeg saxlshi brundeba sadac isev xvteba tavis ojaxs albat shenc ragac msgavs ganicdidi roca am posts werdi madloba
აქ სანამ შემოვიდოდი დავსერჩე ასე ,, ანინას ბლოგი”, ესე პერიოდულად შემოვდივარ და ვკითხულობ ხოლმე, უკვე რამდენი წელია:))შენ ისევ გყავს მკითხველები 🙂