ყველაზე კარგი თებერვალი

1jasmine
რამდენი წლის იყავით, როცა მიხვდით, რომ თქვენი ტვინი თქვენი სხეულის ნაწილია? როდის გააცნობიერეთ, რომ ეს სხეული თქვენია? მე  ზუსტად მახსოვს ეს მომენტი.  4 წლის ვიყავი. რკინის მაღალ კიბეებზე ჩამოვდიოდი და ფეხი ამისრიალდა. დავგორდი. ძალიან ბევრი რამე მეტკინა, ახლაც უამრავი ნაიარევი მაქვს იმ დაგორებიდან შემორჩენილი. ვტიროდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს სხეული ჩემია. მივხვდი, რომ მხოლოდ თვალები და მუდმივად მოლაპარაკე პირი არ ვარ. ეს მუხლები, რომლებიც ახლა ჩალურჯებულია, ჩემია. ეს სისხლიც ჩემია. მივხვდი, რომ ჩემს შიგნით რაღაც მანქანაა, რომელსაც უნდა მოვუარო იმისთვის, რომ თვალებმა და პირმა კარგად იმუშავოს.

ეს შეგრძნება, სხეულის მოვლის მოთხოვნილება ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებს ხოლმე.  გარდა ეთიკური მოსაზრებებისა, სხეულზე ზრუნვის გამოც გავხდი ვეგეტარიანელი.  ამავე მიზეზით დავიწყე ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, შემიყვარდა წვნიანები და შემძულდა ქუჩაში ნაყიდი ლობიანები. ვიტყოდი, სხვა ისეთი არაფერი-მეთქი,მაგრამ ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ: თებერვალში სიზარმაცეს ვაჯობე და ვარჯიშს სერიოზულად შევუდექი. თავიდან 15 წუთიანი ვარჯიშით დავიწყე დღეში. მერე აზარტში შევედი და  ვვარჯიშობდი  ყველანაირად: სახლში იატაკზე, სახლში ჰულაჰუპით, დავდიოდი ფეხით, ვიდექი როლიკებზე და ბოლოს გადავწყვიტე, ეს ქაოსი რამე სისტემაში მომექცია. ასე აღმოვჩნდი “კლუბ 71”-ში.

gogirl
რატომღაც ასეა, ვინმეს რომ ეუბნები, ვვარჯიშობო, მაშინვე წონაზე გიმახვილებენ ყურადღებას. უნდა გახდე? რამდენი გინდა დაიკლო? რამდენი დაიკელი უკვე?  ისიც ბევრჯერ გამიგია, გამხდარ გოგოს რომ შთააგონებენ, შენ რად გინდა ვარჯიშიო. არადა ვარჯიში ყველას უნდა, იმიტომ რომ ვარჯიში სასჯელი არაა, ვარჯიში სასიამოვნოა. ან შეიძლება მხოლოდ მე მეჩვენება ასე. რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ წონაში დავიკლებ,  უბრალოდ ხვალ რომ ძალიან გამხდარმა გავიღვიძო, ვარჯიშზე ამის გამო უარს არ ვიტყვი. თქვენ არ იცით როგორ გამიმაგრდა მუცელი :დ

მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, “კლუბ  71”-ში დავდივარ. მივდივარ დილით სამსახურამდე და მერე კიდევ ერთხელ, სამსახურის შემდეგ. დილით ვცურავ, საღამოს ხან სპინინგზე ვარ, ხან გაწელვებზე, ხან “კლდეზე” ვცოცავ. როცა მივედი, ერთი ფურცელი მომცეს, რომელზეც ყველაფერი წერია, რისი გაკეთებაც შესაძლებელია “კლუბ 71”-ში: იოგა, პილატესი, ვარჯიში პრესებისთვის, შეიპინგი, აკვა აერობიკა, ინტერვალური ვარჯიში, გაწელვები და კიდევ ბევრი სხვა. ჯერ ყველაფერი არც მომისინჯავს. გარდა ამისა, მშვენიერი კაფეც აქვთ ჯანსაღი საკვებით და სილამაზის სალონიც. პრინციპში, ყველა ამ პროცედურის მერე ისედაც ძალიან ლამაზი ვარ ხოლმე და ამიტომ სილამაზის სალონში ერთხელაც არ ვყოფილვარ.

ორშაბათს 3 მარტია. დედების დღეა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ამბავი ისაა, რომ მთელი დღე ვისვენებ. ალბათ პირველზე გავიღვიძებ, ცოტა სახლს მივალაგებ, ჩაის დავლევ და სავარჯიშოდ წავალ. მთელი დარჩენილი დღის კლუ 71-ში გატარებას ვაპირებ. თან ქინდლსაც წავიღებ და აუზზე გაცურვასა და გაცურვას შორის შეზლონგზე წამოწოლილი წავიკითხავ.

თუ თქვენც აპირებთ ვარჯიშს, ცუდი სულაც არ იქნება, ჩემსავით სახლში ვარჯიშით თუ დაიწყებთ. ეს იაფია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, უბრალოდ რაღაც მომენტში აუცილებლად მოგთხოვთ სხეული მეტს. და როცა მოგთხოვთ, შეგიძლიათ თამამად მკითხოთ რჩევები: პილატესი ჯობია თუ იოგა? სპინინგი თუ ტრენაჟორებზე სირბილი? მართლა ახდუნებს თუ არა საუნა და საშიშია თუ არა საცოც კედელზე ბოლომდე აცოცება.

პ.ს. გახდომაზე ჩაციკლულების გასაგონად ვიტყვი, რომ სულ თებერვალში 6 კილო დავიკელი და ყველა შარვალი მძვრება.

10 thoughts on “ყველაზე კარგი თებერვალი

  1. უკაცრავად მაგრამ ხომ ვერ მეტყვით რა არის საჭირო ამ კლუბში გაწევრიანებისათვის და რამდენი თანხაა საჭირო

  2. Hey terrific website! Does running a blog similar to this take a large amount of work?
    I’ve no expertise in computer programming but I had been
    hoping to start my own blog soon. Anyway, should you have any ideas
    or tips for new blog owners please share. I understand this is off subject however I simply had to ask.
    Cheers!

  3. ძაან გაგვიზარმაცდი შენ.. 😦 მე და ჩემნაირმა უნიჭოებმა რომ არ ვწეროთ, არაფერი დაშავდება, მაგრამ შენგან რომ სიახლეები არ არის, ტეხავს.. (

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s