ის ქართული რეკლამა გახსოვთ _ რას იყიდი 50 თეთრად? ზოგი პურს რომ ყიდულობდა და ზოგიც 100 გრამ არაყს. ჰოდა, რაც (არ) უნდა უცნაური იყოს, ეგ სულელური რეკლამა მოპარული ყოფილა. ოღონდ ორიგინალი ათასჯერ უკეთესია, ვიდრე ქართული. არ მიკვირს. როგორც წესი, ეგრეც ხდება ხოლმე.
თვე: დეკემბერი 2010
ყველაფერი
როცა გეღვიძება პირში მკვდარი თაგვის გემოთი და ხვდები, რომ გუშინაც ვერ შეიკავე დალევისგან თავი,
და ,,პახმელია” არის მხოლოდ სინანული მომხდარის გამო.
როცა გაქვს წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც პატიჟებ შეყვარებულს
და ვერ პატიჟებ ბიჭს, ვისთანაც წევხარ,
მერე კი ამ ბიჭის საწოლში ნახევარი საათი ქვითინებ კედლისკენ შებრუნებული
ის ხმას არ გცემს.
როცა გაღვიძებენ დილით ადრე სახლში დარეკვით და კითხულობენ იმას, ვინც არ არსებობს.
და შენ აგინებ მთელი ხმით,
მერე ხვდები, რომ უხეშად მოგივიდა
მაგრამ არ გაქვს ნომრის ჩამწერი, რომ გადარეკო და ბოდიში მოიხადო.
როცა ცდილობ, არ დაინახონ ბავშვებმა, როგორ გდიხარ გარეთ ძალიან მთვრალი.
ან როგორ არწყევ,
რადგან გგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა.
როცა ხალხი თვლის, რომ ზედმეტად კარგი მკერდი გაქვს იმისთვის, რომ ჭკვიანიც იყო,
და მთელი ცხოვრება საპირისპიროს დამტკიცება გიწევს,
გიჟური დღეები

არ ვიცი, არის თუ არა რაიმე კავშირში ბლოგზე აქტივობა ცხოვრებაში წარმატება-წარუმატებლობასთან, მაგრამ რაც პოსტი აღარ დამიწერია, რამდენჯერმე მომინდა მტკვარში გადახტომა. ხდება ხოლმე. გიჟური დღეები მაქვს. ასე თუ ისე, საკითხის ყოველხრივ განსჯის შემდეგ დავასკვენი, რომ თვითმკვლელობა უნდა იყოს მხოლოდ ჰიგიენური, ასე რომ, მტკვარიც და საფეთქელში ტყვიის დახლაც ეგრევე გამოირიცხა. დარჩა ჭაღზე თავის ჩამოხრჩობა და დიდი დოზით აბების მიღება. ხოდა, ამჟამად სწორედ ამ ორ ვარიანტს შორის ვმერყეობ.
საქმე ისაა, რომ თავი ლიტერატურულ ნაწარმოებში მგონია: აღმასვლები, დაღმასვლები, ეროტიკული სცენები, იმედგაცრუებები და სადღაც პერსპექტივაში არსებული კეთილი დასასრული. სრულიად მოულოდნელად მივხვდი, რომ სწორედ ესაა ცხოვრება და არა ფსიქოტროპული აბებით ან სასმელით გაჭყეპა და კაიფში ინსპირაციების დევნა. ახლა გაცილებით მეტს ვამჩნევ, ვიდრე ვამჩნევდი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ აღარც კი მახსოვს, როდის დავლიე ,,არაფხიზელი საშუალებები” ბოლოს.