როგორ ვწეროთ კარგად

writing

სულ ორი ტიპის ადამიანების მშურს: ადამიანების, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ ბევრი ფული და ადამიანების, რომლებსაც ხატვა შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მდიდარი ფანტაზია, კრეატიული იდეები და არ შეგიძლიათ ვიზუალურად მათი გადმოცემა. თქვენ ვერასდროს გახდებით გრაფიტის ავტორი, ვერ დაასურათებთ წიგნებს, ვერ შექმნით საინტერესო პოსტერს და საერთოდ, დარჩებით არარაობად ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში. საბოლოოდ მოგიწევთ, საერთოდ ხელი ჩაიქნიოთ თვითგამოხატვის ამ კონკრეტულ გზაზე. როცა ეს ჩემს მეგობარს შევჩივლე, მითხრა, სამაგიეროდ შენ კარგად წერა შეგიძლიაო. მეც ვიცი, რომ კარგად წერა შემიძლია, მაგრამ ეს არაა კარგად ხატვის ეკვივალენტური. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია კარგად წერა, ვინც სკოლაში გრამატიკის საკითხებს ცოტა ყურადღებით მოეკიდა და რამდენიმე წიგნი მაინც აქვს წაკითხული. რეალურად, კარგად წერას სულ რამდენიმე წესის დაცვა სჭირდება:

1. წერეთ ბუნებრივად

ოდესმე გითქვამთ თქვენი მეგობრისათვის, რომ თავს შეუძლოდ გრძნობთ? ალბათ არა. თქვენ უბრალოდ ამბობთ: ცუდად ვარ, ან: სახე მაქვს ახეული, ან: დედამოტყნულად მტკივა თავი. თუ თქვენ ასე ლაპარაკობთ, ასეც უნდა წეროთ. როგორც კი გახდებით მაღალფარდოვნები, დაკარგავთ იმ ადამიანების სიმპატიას, რომლებსაც ჩვეულებრივი ნაწერის წაკითხვა უნდათ.
ამიტომაც ნუ დაწერთ, რომ სიბნელემ შთანთქა ოთახის ყველა კუთხე.
დაწერეთ, რომ დაბნელდა, ან შუქი წავიდა.

როგორ გამოვასწოროთ: ხმამაღლა წაიკითხეთ თქვენი ნაწერი და თუ რამე ცუდად მოგხვდებათ ყურში, აუცილებლად შეცვალეთ. მე ასე ვიქცევი ყოველი პოსტის დაწერის შემდეგ.

2. წერეთ მოკლედ

სახლში რამდენიმე რვეული მაქვს, რომლებიც მოკლე შინაარსებითაა სავსე. ეს არის ,,ვეფხისტყაოსნის”, ,,გრიგოლ ხანძთელის”, ,,ჯაყოს ხიზნებისა” და სხვა სქელტანიანი წიგნების მოკლე შინაარსები (სხვათა შორის, შემიძლია, გათხოვოთ კიდეც). ამ ნაწარმოებების გაშინაარსება ჩემს სკოლაში მკაცრად მოითხოვებოდა. ერთადერთი შანსი, რომ ასეთ პირობებში საკუთარი მარჯვენა/მარცხენა ხელი დამახინჯებას გადაარჩინო, მოკლედ წერაა. ბედნიერია ადამიანი, ვისაც გრძელი ტექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა შეუძლია. თუ თქვენს ტექსტში იმაზე მეტი არასაჭირო ინფორმაციაა, ვიდრე საჭირო, ჩათვალეთ, რომ დაღუპული ხართ. მოერიდეთ პეიზაჟებს, დაწვრილებით სიტუაციის აღწერას, სხვადასხვა სიტყვებით ერთი და იმავე სათქმელის გამეორებას. არ მოშორდეთ მთავარ თემას.

როგორ გამოვასწოროთ: ტექსტს დაწერის შემდეგ აუცილებლად ,,გადაუარეთ”. წარმოიდგინეთ, რომ საჰაერო ბუშტში ხართ და ყველაფერი ზედმეტი უნდა მოიშოროთ, განსაკუთრებით ეს ზედსართავებსა და ზმნიზედებს ეხებათ.

tipi

3. ინფორმაცია მცირე დოზებში

თქვენ რა თქმა უნდა გინდათ, რომ ერთ წინადადებაში ბევრი ინფორმაცია ჩადოთ, მაგრამ იფიქრეთ მკითხველზეც.

მაგალითად, თქვენ წერთ წინადადებას:

ლაშა ერთი ჩვეულებრივი თბილისელი თინეიჯერი იქნებოდა, რომ არა მისი უსაზღვროდ მდიდარი მამა, რომელმაც ფული 90-იან წლებში ფინანსური მაქინაციებით იშოვა.

აი, ინფორმაცია, რომელიც ამ ფრაზაშია დაშიფრული:

ლაშა არის თბილისელი.
ლაშა თინეიჯერია.
ლაშას მამა მდიდარია.
ლაშას მამამ ფული 90იან წლებში იშოვა.
ლაშას მამამ ფული უკანონოდ იშოვა.
მიუხედავად ამისა, ლაშა დიდად არ გამოირჩევა სხვებისაგან.

როგორ ფიქრობთ, ერთი წინადადებისათვის ძალიან ბევრი ხომ არაა?

როგორ გამოვასწოროთ: წინადადებები, რომლებიც ორ ან მეტ ინფორმაციას შეიცავენ, უბრალოდ გაყავით.

4. მოერიდეთ კლიშეებს

მოერიდეთ კლიშეებს ლოკალურ დონეზე: ,,ცრემლები ლოყას უსველებდა” და უფრო მასშტაბურ დონეზე, მაგალითად მაშინ, როცა პერსონაჟს ქმნით. აუცილებელი არაა ყველა, ვინც დაბალია, ამავე დროს მსუქანიც იყოს. ვინც მელოტია, ამავე დროს, 40-იოდე წლის იყოს და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი არაა აუცილებელი, რომ ყველა, ვინც მელოტია, კაცი იყოს.

ხალხს იმის წაკითხვა სურს, რაც განსხვავებულია.
როგორ გამოვასწოროთ: კლიშეების პოვნა ნაწერში ძალიან ადვილია. ასე რომ, თუ თქვენს ნაწერს გადაიკითხავთ, აუცილებლად შეამჩნევთ მათ. იქვე მოუღეთ ბოლო.

5. პატივი ეცით პუნქტუაციას

თუ თქვენ გგონიათ, რომ ,,რომ-ის” წინ ყოველთვის საჭიროა მძიმე, თქვენ პუნქტუაციის შესახებ ზედაპირული წარმოდგენა გაქვთ. შეიძლება,  გიჭირთ წესების დამახსოვრება და ფიქრობთ, საერთოდ რისთვის მოიგონეს სასვენი ნიშნებიო. შეგახსენებთ, რომ მათ  კონკრეტული დანიშნულება აქვთ: წერტილ-მძიმე ადამიანებს აზრის გამოტანაში ეხმარება. თუ არ იცით სასვენი ნიშნების ხმარება, თავი პოეზიაში სცადეთ. პუნქტუაცია ლექსებში საერთოდ არაა საჭირო.

როგორ გამოვასწოროთ: ისწავლეთ პუნქტუაციის ძირითადი წესები, რათა შემდგომში როგორც გინდათ, ისე დაარღვიოთ.
შემიძლია რეპეტიტორად საკუთარი თავი შემოგთავაზოთ. სახლში მისვლით, გაკვეთილი 15 ლარი.

სულ ეს იყო.

დიდი მადლობა.

32 thoughts on “როგორ ვწეროთ კარგად

    1. ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ციტატების გამოყენების შენეული ნიჭის მშურს, მე არასდროს მახსენდება წერისას კარგი ფრაზები :))

      1. მადლობა დიდი. მე შენი მომეწონა. და ჰო, ციტატები ჩემი სუსტი – ან, როგორც აღმოჩნდა, ძლიერი – წერტილია : ))

  1. მშვენიერია! თუმცა ხშირად ისეთ წინადადებებს, აი ლაშას მაგალითზე რომაა, ერთი თვალს გადავავლებ ხოლმე და დაშიფრული ინფორმაციის მთლიანად გააზრება მეზარება ხოლმე 🙂

  2. ესენი მინიმუმია, მარტო ეს არაა საკმარისი, თუმცა აუცილებელი კია. მე, მაგალითად, ამათ ყველას ვიცავ, მაგრამ ჯერ ვერ მივედი იქამდე, რომ ჩემი ნაწერით კმაყოფილი ვიყო

  3. მე-2 პუნქტს არ ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ გააჩნია რას წერ.
    დანარჩენი ყველა ტიპის ბლოგერისთვისაა გასათვალიწინებელი ;)))

  4. reader

    თუ თქვენ გგონიათ, რომ ,,რომ-ის” წინ ყოველთვის საჭიროა მძიმე, თქვენ პუნქტუაციის შესახებ ზედაპირული წარმოდგენა გაქვთ. !!!!!!!!!!!!! rogor magizianebs uadgilo mdzimeebi koveli “rom”-is win !!!! magram imaze shegedavebi, rom poezias sasveni nishnebi ar chirdeba :))))

  5. goga

    ertaderti albat rashic sheidzleba es wesebi gamodges is aris rom xutive dabrkolebad da barierad mivichiot romelsac unda gadaaxte.da vin tqva rom dges mxatvars maincdamainc xatvis codna chirdeba,didi xania xatvis codna da wesebi agaraper shuashia mxatvartan ise rogorc sasveni nishnebi da ash werastan.shen tu martla xatva ginda daxate da darcmunebuli var bevt propesionals ajobeb.memkvidreobit pulze verapersac ver getyvi eg mec minda)

    1. jer ertii xatvas wesebii ar aqvs,arc qonia da arc eqnebaa arasdros.. meorecc xatviiss codnaa shignidan tu ar modis ver daxataavv damijeree, verc iswavlii.. martoo survilic araa damijere sakmarisii… arc martoo azrebi daa ideebii.. xeli unda gemorchilebodes da saertodacc rocaa xataavv xelii unda grdznobdess punjs, tvalii persss…

  6. “წერის გაკვეთილი.
    პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილ-მძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით.
    ვხვდები, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება იმის გამოცნობა გაუჭირდეს, ვხუმრობ თუ არა. ასე რომ, ამის მერე გეტყვით, როცა ვიხუმრებ.” – კურტ ვონეგუტი 😉

  7. mary` am

    მოდი ნურასდროოს დაგწყდება გული იმაზე რომ ვერ ხატავ, ეგ არაფერი… ყოველთვის ის უნდა ადამიანს რაც არ აქვს.. დამიჯერე ყველა ვერ წერს. მე მაგალითად გრამატიკასაც ვსწავლობ, წიგნიც წამიკითხავს, მაგრამმ წერა ჩემგან ძალიანნ შორსაა .. ვხატავვ თან 10 წელია მარაა რაა?? მაინც გავცვლიდიი ამაას სიმღერაში..
    ჩვენ უბრალოდ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, სულ ესაა..:))

  8. მე ვხატავ მაგრამ დამიჯერე მირჩევნია კარგად ვწერდე. ჩემი აზრით წერით უფრო კარგად გადმოსცემ აზრზს ვიდრე ხატვით. კარგად კი ვხატავ მაგრამ ყოველთვის მიძნელდება იმის დახატვარასაც წარმოვიდგენ. ადრე კარგად ვწერდი და უფრო ადვილი იყო აზრების ასე გამოხატვა

  9. მე მომეწონა ლაშაზე წინადადება. 🙂 ბევრი ინფორმაციაა ერთ ფრაზაში. ბევრს ალბათ არ მოწონს ბევრი ინფორმაცია ერთ ფრაზაში.

  10. თუ ეს ბლოგ პოსტის წერაზეა მშვენიერია ფორმატის გათვალისწინებით 🙂 მაგრამ მგონი როცა მხატვრული ნაწარმოების შექმნაზე ვსაუბრობთ სასაცილოც კია პუბლიკის მიზიდვის მიზნით თვითგამოხატვის რაღაც წესებზე აწყობა, იქნებ სწორედ პეიზაჟის დაწვრილებით აღწერაში გადმოსცემს მწერალი თავის ნერვოტიკულ განწყობას…

  11. Gijpoeta

    ნაწილობრივ მაინც არ ვეთანხმები შენს პოსტს. ხელებს ავწერ და ვიტყვი, რომ გრამატიკა მართლაც აუცილებელია. ხანდახან მეც მიჭირს გრამატიკულად კარგად წერა. მე არ ვლაპარაკობ ქუჩურ ენაზე და როგორც ვლაპარაკობ ისეც არ ვწერ. შეიძლება მაღალფარდოვანადაც ვწერ, მაგრამ შიგადაშიგ ვურევ ისეთ სიტყვებს, გინებებს, რაც ადამიანს ახასიათებს კრიტიკულ სიტუაციაში.
    მარტო ბლოგის ავტორი არ ვარ. მაქვს დიდი ამბიცია იმისა, რომ წიგნები გამოვცე და ცნობილი გავხდე. სიმართლე გითხრა ძალიან მიყვარს ბუნების აღწერა და ადამიანთა განცდების სხვადასხვა სიტუაციებში. თითქოს მინდა ბოლომდე ჩავწვდე ადამიანის ფსიქიკას, მის ემოციებს და მთლიანად გადავიტანო ფურცელზე. ვცდილობ საინტერესო იყოს კითხვა და სასიამოვნო, ისე რომ მკითხველმა თვალი ვერ მოწყვიტოს ნაწერს.
    ამჟამად ერთი წიგნი მაქვს ჩემთვის გამოცემული მხოლოდ და მომავალში ვაპირებ ფართო მასშტაბითაც გამოვცე. ვმუშაობ წიგნზე, დეტექტივის ჟანრში, ასევე ბევრი პროექტები მაქვს, რომელთა წერაც მინდა და გადაწყვეტილი მაქვს. საშინელებათა ჟანრში, ფანტასტიკაში ვცადე ბედი და შესანიშნავად გამომივიდა რამდენიმე მოთხრობა. მკითხველი ხშირად მეუბნება ძალიან მომწონს კარგად წერო, მაგრამ ამით კმაყოფილი მე არ ვარ როგორც წესი.
    მეტი მინდა. მინდა ბევრი რამ გავაკეთო.
    როგორც წერია, რომ არ უნდა დაუთმო დიდი აღწერა ბუნებას ეს მართებულად არ მიმაჩნია, რადგან ბევრი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგი კი მოკლე მოკლე წინადადებებით წერს. მწერალს გააჩნია :*
    პოსტი მომეწონა, და მიხარია რომ აქ მოვხვდი… ❤

  12. წერა ძალიან მიყვარს.ბევრი ადამიანი მირჩევს,რომ ესეისტი გამოვიდე,თუმცა მე მხატვრული სტილის წერა უფრო მიზიდავს.მინდა,შემოგთავაზოთ ზემოხსენებული საკითხის ჩემეული ხედვა.კარგი წერა მოიცავს უამრავ ასპექტს.მეტი სიზუსტისთვის ეს უკანასკნელი ორ ჯგუფად დავყოთ:სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტები და სუბიექტური შემთხვევითობებით განპირობებული კრიტერიუმები (ტალანტი,ფხა და ა.შ.)..

    სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტების მოკლე ჩამონათვალი:
    1.ელემენტარული გრამატიკული ნორმების ზედმიწევნითი ცოდნა.
    2.გამართული წინადადების კონსტრუქციის აგების უნარი.
    3.უშემასმენლო წინადადებების აბსოლუტური დეფიციტი,მაგალითად-მოხდა ამ საქმის გამოძიება-არასდროს გამოიყენოთ უცხოურიდან შემოსული ვნებითი გვარისათვის დამახასიათებელი ეს სტილი,დაწერეთ მარტივად და სწორად-საქმე გამოიძიეს.
    4.პუნქტუაციური ხარვეზების აღმოფხვრაზე მუდმივი მუშაობა.
    5.ბანალურ-სენტიმენტალური ფრაზებისა და გამონათქვამების სიმცირე.
    6.საინტერესო თემატიკა.
    7.ნაკლები ტენდენციურობა.
    8.არავითარი პლაგიარიზმი.
    9.ინდივიდუალიზმის მოკრძალებული ხაზგასმა.მკითხველი ღიზიანდება,
    თუ ავტორი მუდმივად ცდილობს თავისი განსხვავებულობის წარმოჩენას.
    10.გულწრფელობა და სისადავე.

    სუბიექტური კრიტერიუმები (ამ უკანასკნელთათვის საგანგებო წესები არ არსებობს)
    1.წერის ნიჭი.
    2.თქვენი ზოგადი განათლების გემოვნებიანი ექსპოზიცია.
    3.ისტორიული,პოლიტიკური,ლიტერატურული თუ კოსმიური პარალელების გავლების უნარი.
    4.შთამბეჭდავი გამონათქვამების გამოყენება შესაფერის კონტექსტში,მაგალითად,წარმოიდგინეთ,რომ წერთ ომისა და რევოლუციის შესახებ და გსურთ ფინალი ამაღელვებელი და გრანდიოზული იყოს.ამ დროს კი გახსენდებათ ბისმარკის გენიალური სიტყვები:,,რევოლუციას ამზადებენ გენიოსები,ახდენენ ფანატიკოსები,ნაყოფით კი სარგებლობენ ავაზაკები”.თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ უნაკლო დამთავრება და მერწმუნეთ,მკითხველიც მეტი უშუალობით გაიზიარებს თქვენსს პათოსს.
    5.ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მუშაობა.ქუჩური ტერმინოლოგიის სიმწირე არ ნიშნავს ფარისევლურ მაღალფარდოვნებას..და თუ მკითხველმა ასე იფიქრა,ესე იგი თქვენ ვერ შეძელით მისი დარწმუნება.

    ჯერჯერობით სხვა არაფერი მახსენდება.მინდა, 17 წლის ასაკში ჩემ მიერ დაწერილი მხატვრული ანალიზი შემოგთავაზოთ..იმედია,არ დაგეზარებათ მისი წაკითხვა და თქვენს შეხედულებასაც გამიზიარებთ.

    ნაწარმოებ ,,ჰაკი აძბას” ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჯი უჯუშ ემხა თეთრგვარდიელი ოფიცერი გახლდათ.მას ბოლშევიკი მეზღვაური შემოაკვდა და ამის გამო დაუნდოებლი კუზმა კილგა გადაემტერა.ამ უკანასკნელმა მთელი აფხაზეთის თავკაცად წოდებული ბექირი ჩაჩბა დაატყვევა და სანაცვლოდ მკვლელის გადაცემას ითხოვდა.ახლობლები და რჩეული აფხაზი თავადები საგონებელში იყვნენ ჩაცვენილი.ისინი პირდაპირ ვერ ბედავდნენ უჯუშის გარდაუვალ აღსასრულზე საუბარს,ისე კი გეგმაც მოფიქრებული ჰქონდათ-ყველაფერი ნათელი იყო-უჯუში კუზმას უნდა ჩაჰბარებოდა..და მართლაც,არის სიტუაციები,როდესაც გამოსავლის ძებნა უაზრობამდე მისული თავდადება უფროა,ვიდრე გონების ვარჯიში.უჯუშიც ამგვარ ვითარებაში აღმოჩნდა.მოთხრობის ამ ნაწილში უჯუში წარმოჩენილია,როგორც ღისეული,მამაცი პიროვნება(,,დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში, ,,ჩემი იარაღი მტერს არ მინდა მივცე ნებაყოფლობით”).სასიკვდილოდ განწირული ემხას მოქმედებები თუ სიტყვები საოცრად მშვიდი და გაწონასწორებულია.სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი უჯუში შინაგანი მღელვარების დამალვას ცდილობს და სასოწარკვეთილი ადამიანის სიმშვიდით იტანს თავს დატეხილ უბედურებას-მის ამ გმირულ ,,ესთეტიკას” შინაგან არისტოკრატიზმს ვუწოდებდი.უჯუში განზე სწევს მისი გადარჩენის მსურველ ჰაკის,რადგან უჯუშისათვის სულერთია,რა მოხდება.თავადთა დაპირებების მიუხედავად,მან იცის,რომ განწირულია და განწირულთ მხოლოდ ფანტასტიკური,კოსმიური შემთვევითობები თუ გადაარჩენს.სიკვდილს უჯუში სევდიანი ღიმილით ხვდება,მშვიდად,აუღელვებლად. მის უმეტყველო სახეს სიცოცხლის უკანასკნელი დარდის გამომხატველი ციმციმი აკრთობს.რა პომპეზურია მისი აღსასრული და რა სიმპათიურია მრავალჭირგამოვლილი ოფიცრის ვნებადაცლილი ნატურა,ესპრომტული შეუპოვრობა,უემოციურობის შინაგანი ილუზიის შექმნის მცდელობა და უბრალოდ ადამიანურობა,რომლითაც თხემით ტერფამდე გაჟღენთილი იუო უჯუშ ემხა.
    ,,ჰაკი აძბა” არ არის ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოები,რომელშიც ხაზგასმული და წარმოჩენილია ძიძიშვილობის სპეციფიკურობა.ჰაკი ტიპურ ქართველ ძიძიშვილს წარმოადგენს.საფინალო აბზაცებიდან ჩვენ ვიგებთ,რომ გაოგნებული და შეძრწუნებული ჰაკი მეზღვაურების რაზმს ეკვეთა,იმ ადგილისაკენ მიიწევდა,სადაც უკანასაკნელად დალანდა უჯუშის სახე.მისთვის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა უჯუშის გარეშე.ჰაკი ტალღებისაკენ მიილტვოდა,ზღვაში ჩანთქმა და ძიძიშვილთან ერთად სიკვდილი სწყუროდა.თოუხანთან საუბრისას ჰაკი ამბობს,რომ უჯუშის თავს სიკვდილს ვერ დაუთმობს,რომ სანამ ცოცხალია,მასზე იზრუნებს და მისთვის ყველაფერს გაიღებს.ჰაკის ეს ფანატიკური ერთგულება მისი ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს.იგი საუბრისას იგრიხება,იკლაკნება,სათქმელს კბილებში სცრის.ჰაკი ძლიერ აღელვებულია.გარშემო მყოფთ მოურიდებლად ეუბნება,უჯუში სასიკვდილოდ გაგიმეტებიათო.ჰაკი ფიცხია,მოუხეშავი,პირველყოფილი ადამიანის მონური ერთგულება და გულწრფელობა ახასიათებს.მის გონებას არ შესწევს შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის უნარი,მისი გული კი ერთადერთი იდეით არის შეპყრობილი-დაიცვას უჯუში კუზმა კილგას სასტიკი განაჩენისაგან.
    ნაწარმოების ორ უმნიშვნელოვანეს ფიგურას ავტორი შთამბეჭდავი ეპითეტებით ამკობს.იგი ცდილობს,მკითხველი თანაგრძნობით განაწყოს სასიკვდილოდ განწირული უჯუშისადმი,თუმცა არც მის ღირსებებზე ამახვილებს ნაკლებ ყურადღებას. ,,მიწისფერი ტუჩები”,,,გახევებული,უმეტყველო სახე”, ,,ნაღვლიანი ღიმილი”, მოწითალო სინათლის კრთომა”-ყველა ეს ეპითეტი ერთ მიზანს ემსახურება-დაგვეხმაროს მთელი ამ ტრაგიზმის უკეთ შეგრძნობაში.აღსანიშნავნია ასევე იდიომატური გამონათქვამი:,,პატივს ამყრიდა” და შედარებები:,,როგორც შენი ძმობა”, ,,როგორც მზე”.
    ნაწარმოები ტრაგიკულად მთავრდება.ჩვენ ვხედავთ,რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ადამიანი განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობს სიკვდილის გარდაუვალობას.იგი იცლება ემოციებისაგან და მოჩვენებითი სიმშვიდით ეთხოვება ცის კიდურზე გართხმული სინათლის ციმციმს.მოთხრობის დასასრული ამაღელვებელი და გრანდიოზულია,რადგან თვით თავდადებაა აღფრთოვანების ,,მშობელი”. ,,ჩვენ თვალწინ” ორი ადამიანი დაიღუპა,ერთი-არისტოკრატულად,მეორე-ველური სიფიცხით..და მაინც, არის სიკვდილში რაღაც საოცარი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s