რისი გაკეთება შეიძლება დილის საათებში..რა თქმა უნდა, იმისაც, რაც ახლა გაიფიქრეთ, მაგრამ მაგაზე არ ვამბობ. აი, 6 საათია, ჩემს ყველა ღამურა მეგობარს სძინავს. მშობლებს კლავიატურის ხმა აღვიძებთ, ამიტომ წერა დილის საათებში მეკრძალება, თუ რა თქმა უნდა, ჰაიკუს დაწერას არ ვაპირებ. ამიტომ ვიღებ ჩემს ძველ დღიურს და ვიწყებ საკუთარ თავზე კაიფს. მერე დასკვნებს ბოლო გვერდზე ვწერ.. აი, ეგეთ დასკვნებს: ,,ამ პერიოდში როგორც ჩანს, უფრო მეტს ვფიქრობდი ბიჭებზე, ვიდრე ახლა ვფიქრობ, გარდა ამისა, პრობლემები მქონდა ოჯახში და პავიჩს ვკითხულობდი :))” … გუშინაც ეგრე ვქენი, თუმცა, ეს ბრაით აიდეა ეგრევე არ მომსვლია თავში. მანამდე წიგნების კარადასთან მივედი და დიდხანს ვუყურე წიგნებს, მერე კიდევ ,,ულისე” გამოვიღე (ჯოისის ,,ელისო”, როგორც ჩემი ძმა ეძახის). რა მოწყენილი უნდა იყო, ეგ რომ გააკეთო დილის 6 საათზე. მით უმეტეს, თუ უკვე 2ჯერ გაქვს წაკითხული.
თვე: ივლისი 2010
შეხვედრა
ისეთი მოსაწყენი ვინმე იყო,
რომ მასთან ორგაზმის სიმულირებაც კი მეზარებოდა.
გუშინ შემომხვდა ქუჩის კუთხეში:
მღვდელი გამხდარა
Buffalo ’66 _ ფილმი ძილისწინ
თუ ახლა ზიხართ კომპიუტერთან (და ნამდვილად ზიხართ, ან წევხართ, რაკი ამას კითხულობთ) დროდადრო ფეისბუქის გვერდს არეფრეშებთ და ფიქრობთ, რა გააკეთოთ ძილისწინ, მაშინ ალბათ, სჯობს, Buffalo ’66-ს უყუროთ. ეს არის ფილმი მთელი ცხოვრებისათვის და იმ ტიპის ფილმებს მიეკუთვნება, რომელთა შინაარსი და სახელი არასდროს ავიწყდებათ ხოლმე.
რეჟისორი: ვინსენტ გალო
სცენარის ავტორი: ვინსენტ გალო
მთავარ როლშიც: ვინსენტ გალო.
საბედნიეროდ, ვინსენტ გალო საკმარისად ნიჭიერია ამ სამივე სფეროში.
გალოს კომპანიონი კრისტინა რიჩია, რომელიც ფილმის დასაწყისში დიდად არ მომწონდა, არც გარეგნულად და არც ისე, ფილმის ბოლოსკენ კი მისმა ბავშვურმა სახემ, სექსუალურმა ფორმებმა და გულუბრყვილობამ ლამის ჭკუა დამაკარგვინა. ესეც საინტერესო ჩანაფიქრია.
ტოტალური სიცხე
ხანდახან მგონია, რომ ეს ზაფხული მესიზმრება, რადგან არ მჯერა, რომ ასეთი სიცხე ობიექტურად შეიძლება არსებობდეს. სიცხეში ვერაფერს ვწერ ღირებულს, იდეები არ მომდის, გარეთ გასვლა მეზარება.. ადამიანებს ვერ ვნახულობ. სულ რამდენიმე წამით ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, კომპიუტერის ეკრანიდან რომ მიბერავდეს..
7 ფიფქია და 1 ჯუჯა
ზამთარი იყო. დედოფალმა და ერთ-ერთმა მოახლემ ერთად იმშობიარეს. დედოფალმა მეზობელი სამეფოს დიდგვაროვნისაგან გააჩინა ბავშვი (ვაჟი), მოახლემ კი_ მეფისაგან (ასევე ვაჟი). უფლისწული მაინც დედოფლის გაჩენილი ბავშვი იქნებოდა, ზანგი რომ არ აღმოჩენილიყო. დედოფალმა ბევრი იძახა, ტრიდე-პორნოს ვუყურე და ზანგი ბავშვი მაგიტომ შემეძინაო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ბავშვი კალათაში ჩასვეს და მეზობელ სახელმწიფოში გააგზავნეს. ისე, მერე იმ ბავშვმა სასწაულები აკეთა და 40 წელი დააგოიმა ათასობით ადამიანი.. მაგრამ ეგ ამბავი მერე მოხდა. რაც შეხება მოახლის მიერ გაჩენილ უფლისწულს, მეფემ იგი საკუთარ ვაჟად სცნო და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.
იზრდებოდა პატარა ვაჟი, მაგრამ ძალიანაც ვერა. მუდამ ტანდაბალ ბავშვად ითვლებოდა. მამა ძალიან ანებივრებდა, დედოფალი კი სულ უღრენდა ხოლმე. ერთხელაც მეფე გარდაიცვალა. დედოფალმა კი მეორე ქმარი მოიყვანა. ტახტის მემკვიდრე ცუდ დღეში ჩავარდა. არც დედოფალი ერგებოდა დედად და ეს ახალი მეფე ხომ საერთოდ ვინ ჩემი (მისი) ფეხები იყო. Continue reading “7 ფიფქია და 1 ჯუჯა”
შავი თვალების შესახებ
დღეს ყველაზე უცნაური სერჩ-თერმი ვნახე ჩემთან, რაც კი სერჩ-თერმები მინახავს. არც სასაცილო იყო, არც გონებამახვილური. მხოლოდ უცნაური.
ხოდა, დავიბენი. ვიღაცამ დაასკვნა, რომ შავი თვალები არ არსებობენ და დაინტერესდა იმით, ვინმეს თუ უთქვამს ეს აქამდე. გუგლმა კი ჩემკენ გამოუშვა. არადა, მე მართლა მჯერა, რომ შავი თვალები არსებობენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მჯეროდა.
მე და მილა
I
მილა იოვოვიჩი ჩემი ქალია. მილა, მილიცა_ სწორედ ის ცეცხლისფერთმიანი გოგო, რომელზეც 13 წლიდან 17 წლამდე ვათავებდი. 2 კვირაა, ერთად ვართ და ბუნებრივია, მე ჯერაც აღტყინებული ვარ (ამ სიტყვას მილა ვერაფრით იტყვის). მე მიხარია, რომ მასთან ვცხოვრობ. მილასაც უხარია, რომ ჩემთან ცხოვრობს. მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის არ იმჩნევს.
ახლა, როცა სძინავს, მე სასწრაფოდ ვკრეფ ჩემი ბლოგის მისამართს, ვხსნი ახალი პოსტის გრაფას და ვიწყებ წერას. მე და მილა_ პოსტისთვის არაფრისმთქმელი სათაურია, მაგრამ ჩემთვის_ უცნაურად თბილი. იყოს ასე. ახლა მილას რომ ეღვიძოს, აუცილებლად მეტყოდა, რომ ბლოგი სისულელეა. მეტყოდა ამას მანერულად. ტუჩებს ჩაილოკავდა და ისე: _
_ მისმინე, ანინა. ბლოგი რაში გჭირდება? მწერალი არ ხარ? ეს იგივეა, რომ მე პორნოფილმებში ვიღებდე მონაწილეობას. აი, როგორც სანდრა…
_რომელი სანდრა? _ ვიბნევი მე და მახსენდება ჩემი ნაცნობი სანდრა, ჩალისფერი თმით, წითელი ტუჩებით. თბილისში რო დავტოვე.
_რა რომელი სანდრა?! ბალოკი. თუმცა შენ ეგ ამბავი არ გეცოდინება. სანამ საკუთარ თავს იპოვიდა, პორნომსახიობი იყო და მერე, პოპულარული რომ გახდა, მამიკომ ყველა პორნო-ეგზემპლარი შეუგროვა და გაანადგურა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, მანამდე თვითონაც უყურაო. მაგრამ მე არ მჯერა. კარგი კაცი ჩანს. გერმანიაში ვნახე.
კიდევ ერთი გამოცანა ლოგოებზე
ახლახან მოვრჩი მოთხრობის წერას და ბევრის დაწერას არ ვაპირებ. უბრალოდ მინდა, რამდენიმე ლოგო გაჩვენოთ, რომლებიც დაფარულ მინიშნებებს შეიცავენ.
თქვენ კი ეს მინიშნებები უნდა ამოხსნათ:
1) რომელი ქვეყნის სახელი დავფარე მე?