გახსოვს, რა მარტივი იყო ადამიანების დახარისხება ბავშვობაში? კარგი იყო ყველა, ვინც კი პომადიანი ტუჩებით არ გკოცნიდა, სამაგიეროდ გაძლევდა შოკოლადს, ცუდები იყვნენ ისინი, ვინც ხანგრძლივი და სველი გადაკოცნა იცოდა. გარდა ამისა, ცუდები იყვნენ ძიები, რომელთათვისაც თვალი არ მოგიკრავს, მაგრამ რომელთა შესახებაც მშობლები გაფრთხილებდნენ: ძიები, რომლებიც დაგიძახებდნენ და კანფეტით მიგიტყუებდნენ, ძიები, რომლებიც კარზე მოგიკაკუნებდნენ და თავს ,,დენის კაცებად” გაასაღებდნენ, ძიები, რომლებიც ქუჩაში ლოყაზე ხელს მოგითათუნებდნენ-მოკლედ, ულვაშიანი ძიები (ასეთი ადამიანები სულ ულვაშიანები მეგონენ). Continue reading “კარგი და ცუდი ადამიანები_ who decides?”
თვე: აპრილი 2010
კარგი ამინდი და გიგი
როგორც იქნა, მზე გამოვიდა. აჭიკჭიკდნენ მერობის კანდიდატები და ხალხს ენთუზიაზმი შეეპარა. ლექტორებმა მეტი სიხალისით იწყეს ჭკუის სწავლება, გოგოებმა გამოაჩინეს კანჭები, ბიჭებს შავ მაისურებში დასცხათ, თვითმკვლელებმა სიუციდი წვიმიანი დღისთვის გადადეს. მე პირველად არ დამეზარა უნივერსიტეტში წასვლა, უნივერსიტეტს პირველად არ დაეზარა ჩემი მიღება, ხეები სხვანაირად შრიალებენ, მანქანები მხიარული ჭყლოპინით გვესალმებიან. მოკლედ, ჟრიამულია და გულავი (?)
და აბა რატომ, თუ მიხვდებით?
საუკეთესო ანტინიკოტინური პოსტერები
მნიშვნელობა არ აქვს, ეწევით თუ არა, ეს პოსტერები მაინც ძალიან მაგარია
პ.ს. კოსმოსში არ ეწევიან
ქათამი თუ კვერცხი?
კითხვა, რომლიც აწუხებდა არისტოტელეს, პლუტარქეს და კიდევ ბევრ წვერიან ფილოსოფოსს, მე გაღვიძებისთანავე დავუსვი ჩემს თავს_ ქათამი თუ კვერცხი? (ანუ რა ვჭამო) ხოდა, ფიქრის პროცესში ავტომატურად შევწვი კვერცხი და ავტომატურადვე შევჭამე. მერე ამ საკითხის ფილოსოფიურ მხარეზე გადავედი.
,,which came first the chicken or the egg?”.
ვისაც ინგლისური სლენგი (თუ არცაა სლენგი) ესმის, მიხვდება, რა არის ამ სურათში სასაცილო.
მეოცე საუკუნის დიდი წიგნები
თუ წიგნების კითხვა გიყვარს, დღევანდელობა შენთვის სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც. სამოთხე იმიტომ, რომ ყველა წიგნი მაუსის გაწვდენაზე გაქვს, ჯოჯოხეთი კი იმიტომ, რომ არ იცი, ამდენი მაუსისგაწვდენა წიგნებიდან რომელი ამოარჩიო. თუ ამის გამო წიგნების კითხვაზე საერთოდ უარი არ თქვი, მაშინ ვინმეს უნდა სთხოვო დახმარება. თუ მრჩეველებს სწორად შეარჩევ (უნდა არსებობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მრჩევლებს შეგირჩევენ), მერე ის მრჩევლები სწორად შეგირჩევენ ლიტერატურას.
დილის ეროტიკა
სადაცაა, გათენდება. ვცდილობ, არ ვიფიქრო ხვალინდელ კოლოკვიუმზე მეგრულ ენაში, არც იმაზე, რომ არ მიყვარს ასეთი ჩემი თავი. მირჩევნია, ვეძებო და დავათვალიერო სურათები, ვუყურო ძალიან ძველ ფილმებს და ველაპარაკო სკაიპის რადიოაქტიურ იუზერებს (მათ, ვინც მწვანედ ანთია). საწოლთან მიდევს ეულბეკის ,,პლატფორმა”, მაგრამ იქით არ ვიყურები. ახლა რომ კომპიდან ავდგე და კითხვა დავიწყო, უელბეკიც შემძულდება და წიგნებიც. ხვალ დავამთავრებ, მიშელ.
ჰო, აი კიდევ რა. მე მაქვს Ipod touch, რომლის პაროლსაც ახლა ტვინის ჭყლეტით ვიხსენებ. თუ ვერ გავიხსენე, მერე რა უნდა ვქნა, არ ვიცი. პაროლი კი იმ ერთადერთი მიზეზის გამო დავადე, რომ მასში ჩაყრილი სურათების ჩვენება ყველასთვის არ მინდა. ბევრი ეროტიკაა, ძალიან ბევრიც კი, ხოდა მე რავიცი, ვინ როგორ გაიგებს.
აქ კი, იმედია, კარგად გაიგებენ.
თენდება, ხალხო.
ესეც ერთობლივი საჩუქარი ჩემგან და ლინასგან.
მჭირდება მეტი დრო და საინტერესო ჭერი თავზე
ჩემი ბავშვური საცვლები მას არ მოსწონს. ამიტომ მხდის ასე სწრაფად.
3 რამ, რაც უნდა არსებობდეს და არ არსებობს
ზღვაზე ხიდი და ცაზე კიბე_ არც ერთი მჭირდება და არც მეორე. მე მინდა რამე ისეთი, რაც ჩემს ცხოვრებას გახდიდა გაცილებით საინტერესოს, ვიდრე ახლა არის.
1) პირადი ამინდი_ იღვიძებ, იყურები ფანჯარაში. ამინდი არაა. არანაირი ამინდი არაა. არ ანათებს მზე, არც წვიმს, არც ცივა, არც ცხელა. იღებ პულტს და ირჩევ სასურველ ტემპერატურასა და ამინდს, მერე კი მთელი დღე დადიხარ შენი ამინდით. ქუჩაში მოძრაობს ხალხი და ჩაცმულობისა და ტანსაცმლის მდგომარეობით ხვდები, ვინ რა ამინდი აირჩია. მოდის გოგონა, სველი თმა აქვს და ქოლგას არაფრის დიდებით არ შლის. ეტყობა, წვიმაში სეირნობა უყვარს. შენ კი მხრებზე თოვლის ფანტელები გაყრია. კარგია. ძალიან კარგია.
Continue reading “3 რამ, რაც უნდა არსებობდეს და არ არსებობს”
the mess we’re in
დიდი ქალაქის მუსიკა ვერტმფრენების მუსიკაა. აქ ყველაფერს ეს რიტმი ქმნის. ამ რიტმში სუნთქავს ნიუ-იორკი. თუ ფანჯრებს დახურავ, ვერასდროს გაიგებ, როდის დაღამდება. ბიოლოგიური საათები მოშლილია. ჩვენ კი, შეწუხებულები ვერტმფრენების ხმაურითა და ყვითელი ტაქსების ხედით, ვსხედვართ ერთმანეთის პირისპირ. მე ვფიქრობ, რომ ოთხშაბათია, საღამო. შენ კი არაფერზე ფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაფერზე ფიქრობ.
შენი აქ ყოფნა ძალზე ძვირია ამერიკული ვალუტით. საათში ერთი ჭიქა წყალი და რამდენიმე ასეული ჩასუნთქვა ჰაერი.
Continue reading “the mess we’re in”
დღეს google ჩემიანია
როგორც ჩანს, უკვე იმდენჯერ ჩაწერეს გუგლის ძებნაში ,,ანინა”, რომ გუგლი დაინტერესდა, ვინ ვარ. ხოდა, ჩემთან შემოვიდა, გადაიკითხა პოსტები, კომენტარებიც დამიტოვა (ვორდპრესმა ისინი სპამებად მიიჩნია, რადგან ორობით სისტემაში იყო დაწერილი) და მერე სოლიდარობაც გამომიცხადა. დღეს გუგლის ბანერს ეტყობ(ოდ)ა, რომ კოსმონავტის ბლოგს კითხულობს.
ამ მომენტიდან პოსტის წაყვანა ორი გზით შეიძლება:
1. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა ედვინ ჰაბლი, რომელმაც თავის მხრივ, ბევრი რამ შექმნა.
2. მოგიყვეთ, როგორ შექმნეს უცხოპლანეტელებმა გუგლი.
მე მეორე მირჩევნია.
,,კარგი გოგოს” სინდრომი
GOOD GIRLS GO TO HEAVEN, BAD GIRLS GO TO AMSTERDAM
არიან გოგოები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის კარგი გოგოები არიან. სკოლაში სულ წინა მერხებზე სხედან, არასდროს აცდენენ გაკვეთილებს. როცა კლასი შატალოზე დააპირებს წასვლას, ისინი უარს ამბობენ ხოლმე. ასეთი გოგოები მარხულობენ და არ ამბობენ ცუდ სიტყვებს. ხშირად იწევენ ხელს და ხანდახან ლაპარაკობენ კლასის სახელით.
შენიშვნა: სხვათა შორის, ასეთი გოგოები პირველნი იგებენ ინფორმაციას სქესობრივ ურთიერთობებზე, ბევრად ადრე, ვიდრე ყველაზე ,,მაგარი” ბიჭები.
მერე ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით, იქაც საუკეთესოები არიან. ლექტორებს თავს ამახსოვრებენ. დიდ დროს ატარებენ საჯაროში, კონფერენციებზე გადიან, სტიპენდიას იღებენ. ეს გოგოები ხშირად ბრუნდებიან სკოლაში მასწავლებლების სანახავად, არიან კლასის შეხვედრის ორგანიზატორები და საერთოდაც, ასეთი გოგოები წარმატებულები არიან.