გრძელი ვიქენდი

სოფელში ვიყავი. სულ რამდენიმე დღით  ჩავედი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან–ძალიან დიდი დრო გავიდა. ახსნას არ დავიწყებ. თქვენც გეცოდინებათ, რომ სოფელში  დრო თავისებურად გადის. ზანტად. მთელი კაიფიც იმის გაცნობიერებაშია, რა ნელა ხდება ყველაფერი შენს თავს. რა ნელა გრილდები, რა ნელა კითხულობ, რა ნელა ისვენებ. ამ შენელებულ შეგრძნებებზე ბევრჯერ მიხალისია არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ ფხიზელზე გაცილებით უკეთესია. არავითარი ფეისბუქი, არავითარი ბლოგოსფერო, არავითარი პოლიტიკა. მხოლოდ ადგილობრივი პრობლემები: ჭიდან წყალი ამოღებულია?  საბანაო რამსიმაღლეა? ჩემი ჟაკეტი აქ ხომ არაა? მოკლედ _ დაწვრილმანება, რომელიც მე  უფრო ადამიანური რამე მგონია, ვიდრე მისი საპირისპირო მოვლენა:  ყველაფერზე ,,მაღლა დადგომა”.

Continue reading “გრძელი ვიქენდი”

სიარული და ჯდომა

ჯდომა კლავს :/
ჯდომა კლავს :/

ქალაქში სიარული სასარგებლოა. საერთოდაც, სიარული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჯდომა, მაგრამ მე მაინც ჯდომა მირჩევნია ხოლმე. შევატყვე, რომ ჯდომა წოლასაც მირჩევნია და ამბობენ, რომ ეს ცუდია, ძალიან ცუდია, რადგან ადამიანის სხეული არაა შექმნილი იმისთვის, რომ დიდხანს იჯდეს. თუმცა ეს მოსაზრება გადასახედია. ვინ იცის, რისთვისაა შექმნილი ადამიანის სხეული?ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ხორცი და  კენკრა ჭამოს, ინადიროს, შიშველმა იაროს, იშვიათად იბანავოს და გამრავლდეს.  მაგრამ ჩვენ ხომ ამის გარდა უამრავ რამეს ვაკეთებთ, არა? არის თუ არა ადამიანის სხეული შექმნილი იმისთვის, რომ კოსმოსში იფრინოს, ან იმისთვის, რომ ღრმად ჩაყვინთოს ოკეანეში? ან თუნდაც იმისთვის, რომ გლობალური დათბობის პირობებში იცხოვროს და ისუნთქოს მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქების ყველაზე ბინძური ჰაერი? მგონი, არა. მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვძლებთ. ამასთან შედარებით ჯდომა უმნიშვნელო რამე მგონია.

Continue reading “სიარული და ჯდომა”

ღამე, დილა

ვერაფრით ვიგებ, დილის 5 საათი ღამეა თუ დილაა. ბოლოს ასე გადავწყვიტე: თუ სინათლეა, მაშინ დილაა და თუ არაა სინათლე, მაშინ არის ღამე. გამოდის, რომ ახლა ღამეა.

ვზივარ კომპიუტერთან (მაგრამ თქვენ რომ ამას წაიკითხავთ, აღარ ვიჯდები) და ვოცნებობ შოკოლადის ნაყინზე. აი, ასეთზე

მე თვითონ დავხატე
მე თვითონ დავხატე

მაგრამ ნაყინი აუსრულებელი ოცნებაა. იმიტომ, რომ ანინა შემძულდება, ახლა რომ ავდგე და გემრიელი ნაყინი შევჭამო. თან, ეს საკუთარი ნებისყოფის უპატივცემულობაა. არ შეიძლება  მრავალსაათიანი შრომა და ფეხით ხანგრძლივი სიარული  სპონტანური სურვილის გამო ჩაყარო წყალში.

ოდესმე თუ გავხდები ლამაზი და ტანწერწეტა, თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი  დღეს დაიწყო (ამაღამ, ამდილას. ჰუ ქეარზ)

პ.ს. უძილობაც და შიმშილიც ნარკოტიკებია და ახლა ორივეს ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები ❤

იმიჯის და სხვა რამეების შესახებ

ყველამ იცის, რომ მე ის გოგო ვარ, სექსებზე რომ წერს, მაგრამ აი, გადავხედე ბლოგის ბოლო ჩანაწერებს  და რამდენი ხანია, სექსზე და დილის ორგაზმებზე არაფერი დამიწერია. განა იმიტომ, რომ საწერი აღარაფერია, უბრალოდ ვეცადე, თავი სხვა რამეების წერაში მომესინჯა. ვიზიტორების რაოდენობა არ შეცვლილა, სამაგიეროდ დღეში რამდენჯერმე ვპასუხობ კითხვას: რატომ შეიცვალე? რაც ჩემს ენაზე ითარგმნება, როგორც: სადაა სექსები?

რას ვიზამთ, მე თვითონ მოვახდინე ჩემი იმიჯის პოზიციონირება ამ გზით (იმიჯის პოზიციონირება :|). დროთა განმავლობაში, კი იმიჯმა მოახდინა ჩემი პოზიციონირება  და ნელ–ნელა დავემსგავსე იმ ანინას, როგორადაც მიცნობთ თქვენ ყველანი. არ გამკვირვებია. უკეთეს შემთხვევაში,  ჩვენ ყველანი ვხდებით ისეთები, როგორებადაც ვასაღებთ თავს. უარეს შემთხვევაში კი  _ არ ვხდებით, მაგრამ გვგონია, რომ ვხდებით.

Continue reading “იმიჯის და სხვა რამეების შესახებ”