დედამიწის უკანასკნელი ზამთარი

ეს არის საკონკურსო ნამუშევარი imho.ge-სთვის

პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი 

რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში  არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა..  ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან.  არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.

(აქვე გადახვევა:  ეიჩარის კითხვა გასაუბრებაზე  ( 2002 წელი ):
_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?
_ მკვდარი)

Continue reading “დედამიწის უკანასკნელი ზამთარი”

მუშაობა საკუთარ თავზე

ერთ დროს მეგონა, რომ კარგად ვმღეროდი, მერე  ვოკალის პედაგოგთან მივედი და ყველა ილუზია დამემსხვრა. თურმე სხვებზე უკეთესად რომ მღერი, ბევრს არაფერს ნიშნავს. ვოკალის პედაგოგს შეუძლია, წამში გაგრძნობინოს, რომ დეტონაციები გაქვს, მაღალ ბგერებზე იძაბები, დაბალი ბგერები გეკარგება, მოკლედ, არარაობა ხარ. ვოკალის პედაგოგის მთავარი მისია, სანამ მეცადინეობას დაიწყებდეთ ისაა, რომ ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოგსვას.

სულ ცოტა ხნის წინ ისიც მეგონა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემა არ მაქვს. ახალი ნაცნობების სახელებს ადვილად ვიმახსოვრებ, ხშირად  ვუღიმი გამვლელებს, საწინააღმდეგო სქესთან საუბრისას არ ვიძაბები, ჩემი სქესის ადამიანებთანაც არ ვღელავ დიდად. თუ ვინმე მომწონს, ამის გამოხატვა არ მიჭირს, თუ ვინმე არ მომწონს,  ადვილად ვიშორებ თავიდან.. სხვა რა არის საჭირო? ჰო. ბევრი მეგობარი მყავს და იუმორის გრძნობაც მაქვს.

Continue reading “მუშაობა საკუთარ თავზე”