ხანდახან მგონია, რომ ეს ზაფხული მესიზმრება, რადგან არ მჯერა, რომ ასეთი სიცხე ობიექტურად შეიძლება არსებობდეს. სიცხეში ვერაფერს ვწერ ღირებულს, იდეები არ მომდის, გარეთ გასვლა მეზარება.. ადამიანებს ვერ ვნახულობ. სულ რამდენიმე წამით ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, კომპიუტერის ეკრანიდან რომ მიბერავდეს..
ლანდიშა ცხელი შხაპის მიღებას მირჩევს, ვიღაცები ცხელ ჩაიზე მეპატიჟებიან (საიდან ეს მუსლიმანური იდეები), მე კი ერთადერთი სურვილი მაქვს: გამოვალაგო მაცივრიდან ყველაფერი და შევჯდე. როგორ ფიქრობთ, ლეპტოპი ხომ გამართულად იმუშავებს, იქიდან რომ ვპოსტო ხოლმე?
სიცხეში მეც შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ხოლმე.
welcome to club 😀
შემოქმედებითი კრიზისი და პლუს ორ სიტყვას ავკრეფ კლავიატურაზე და უკვე ვიღლები :((( საშინელებაა, ხვალიდან დაკლებას აპირებსო და იავი აბა
მეც მიმიღეთ კლუბში.
დაკლებას კი არა პირიქით, მომატებასო.
ამ სიცხის გმაო სულ ცუდ ხასიეთზე ვარ….
არა ისე ჩაი ცხელი შხაპი მართლა ეხმარება… ოღონდ ცოტა ხნით, ჯერ კი დაგცხებათ მაგრამ მერე გაგრილდებით. აბა მუსლიმანები შტერები კი არ არიან, ყურანში აკრძალვები სეზონების მიხედვით ტყუილად არ არის… 🙂
ე.ი. გაუთავებელი წვიმა და ცისტიტი ყოფილა ევროპელთათვის მიზეზი, რის წყალობითაც შედევრებს ქმნიდნენ :))
რას არ მოიმიზეზებს ადამიანი საწუწუნოდ.
ხალხო, სახლში როგორ უნდა დაგცხეთ, ქვის ხანაა?
ზოგიერთს არ გვაქვს ზიმა-ლეტა… და დაჯე ვინტილიატორიც გადაიწვება ხოლმე… ნუ ჩვენ ვერ ვქაჩავთ 21-ე საუკუნეს, ზატო ვინც ქაჩავს მათთვის დაგვითმია ასპარეზი 🙂 🙂
მერე რა, არც მე მაქვს 😛
მართალია, ძალიან ცხელა, მაგრამ მე მაინც მიყვარს ზაფხული და ზამთრის ცივ და სუსხიან ამინდებს მირჩევნია 🙂