დასაწყისი იხილეთ აქ
ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ფილმებს სესილია აღარ უყურებდა. ხოდა, დაჯდა ერთხელაც და თვითონ დაიწყო ფილმის გამოგონება. ჩაის სვამდა და ფიქრობდა, რომ საშინელ სახლში ცხოვრობს, რომელშიც ადრე მარტოხელა მამამ საკუთარი შვილი მოკლა. ეს მუქი ლაქები პარკეტზე _ პატარა ხუჭუჭა გოგონას სისხლია. ეს საათი კი სწორედ მაშინ გაჩერდა, როცა ბავშვმა შეწყვიტა სუნთქვა. მკვლელის სული ახლაც ამ სახლში ხეტიალობს და დროდადრო კარებს აჭრიალებს. ის გაბოროტებულია, მაგრამ სესილიას არაფრის ეშინია, რადგან არც ქერაა და არც დიდმკერდიანი. საშინელებათა ფილმებში კი ისინი პირველები კვდებიან. უნდა ითქვას, რომ საუკეთესო საშინელებათა ფილმი, რომელიც სესილიას ნანახი ჰქონდა, ,,ნათება” იყო, ყველაზე ცუდი კი _ ,,კივილი”.
პარასკევ დილას სესილია ჩაიდნის სტვენამ გააღვიძა. საწოლიდან წამოხტა და ჩაიდანი გადმოდგა. მერე კი სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ ვინ ჩართო ჩაიდანი, სანამ მას ეძინა.
თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს მოჩვენებამ ჩაიდინა, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა მოჩვენებას დილაადრიან ჩაიდნის გაზქურაზე დადგმა?
_ ალბათ, ჩაის იკეთებდა _ დაასკვნა სესილიამ და კარადიდან ორი ჭიქა გამოიღო.
ერთში თავისთვის დაისხა ჩაი, მეორეში _ მოჩვენებისათვის. თავისთვის_ უშაქრო. მოჩვენებისათვის _ 2 კოვზი შაქრით.
სესილია ჩაის უხმაუროდ სვამდა და მეორე ჭიქას თვალს არ აცილებდა. უეცრად, ჭიქამ მოძრაობა დაიწყო. მერე ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრზე აიწია, გადაიხარა და ცოტა ხანში ადგილს დაუბრუნდა. მოჩვენებამ ჩაი მოსვა.
_ შაქარი აკლია, _ გაისმა მამაკაცის ხრინწიანი ხმა ჰაერში.
გაოცებულმა სესილიამ კიდევ ერთი კოვზი ჩაამატა ჭიქაში და ხმა აღარ გაუღია. მან და მოჩვენებამ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაასრულეს ჩაის სმა.
სესილიამ წინა დღეს გამომცხვარი კექსი გაჭრა და გადაწყვიტა, მოჩვენება გაეცნო.
_ აქ ხარ? _ იკითხა ხმამაღლა.
_ აქ ვარ, _ იყო პასუხი.
_ რამეს ხო არ დამიშავებ?
_ არა. ეგრე ძაანაც არ მომწონხარ.
_ ვითომ რატომ? _ გაბრაზდა სესილია.
_ იმიტომ, რომ ზედმეტად გამხდარი ხარ. ამავე სახლში. ერთი სართულით ზემოთ ქერა გოგო მომწონს, სავსე მკერდით..
,,ათუკას ახალი” – გაიფიქრა სესილიამ და გული ჩასწყდა. მოჩვენებამაც ის ამჯობინა.
_ რა უნდა უქნა? _ იკითხა სესილიამ სასხვათაშორისოდ.
_ ალბათ, მოვკლავ _ უპასუხა მოჩვენებამ.
_ ოქეი, _ თქვა სესილიამ და კექსი მოკბიჩა.
კექსი რბილი და გემრიელი იყო, მაგრამ სესილიას არ ესიამოვნა. მუცელი სტკიოდა. ბოლო რამდენიმე დღეა რაღაც უცნაურად ჰქონდა გამობერილი და დროდადრო საშინელი ტკივილები უვლიდა..
_ მუცელი რომ მტკივა, ეს ამ სახლს რამით უკავშირდება.? – ჰკითხა მოჩვენებას სესილიამ. ბოლოსდაბოლოს, ამ სახლის ამბავი მან უკეთ იცოდა.
_ არა, უბრალოდ ავად ხარ.
სესილიას ხასიათი გაუფუჭდა და საღამომდე მოჩვენებისათვის ხმა არ გაუცია. საღამოს კი თვითონ მოჩვენება გამოელაპარაკა: გინდა, ფილმს ვუყუროთ? პარასკევი საღამოა.
– არც ტელევიზორი მაქვს, არც კომპიუტერი, არც კინოს ბილეთების ფული. თუმცა, შენ შეგიძლია სადმე წახვიდე. ალბათ, უფასოდ შეგიშვებენ _ უპასუხა სესილიამ.
_ არაფერიც არ გვჭირდება. ფანჯარასთან მიდი უბრალოდ.
სესილია ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო. კარი გაჯახუნდა. მოჩვენებამ ბინა დატოვა.
სესილია გარეთ იყურებოდა და რაღაცას ელოდა. უეცრად მინის მსხვრევის ხმა გაისმა და რამდენიმე წამში სესილიას ფანჯრებს ქერა და სავსემკერდიანმა ფიგურამ ჩაუფრინა. მერე იყო დაცემა და ათუკას შემაძრწუნებელი ყვირილი., რომელსაც სესილია 1000 ხმაში ამოიცნობდა. კორპუსის ფანჯრები რიგრიგობით გამოიხსნა და კიბეებზე ვიღაცებმა დაიწყეს სირბილი. ცოტა ხანში სესილიას ბინის კარიც გაიღო და ისევ დაიხურა.
_ ნუ კაკ? _ მოჩვენება კარგ ხასიათზე ჩანდა.
_ შემეცოდა _ თქვა სესილიამ და ფანჯარა დახურა.
_კარგი რა _ გაიცინა მოჩვენებამ., _ ეგეთი სენტიმენტალური არ მეგონე..
მერე ცოტა ხანს გაჩუმდა და განაგრძო _ სანამ წავალ, არ გინდა, მუცლის ტკივილი მოგირჩინო?
_ მინდა, _ უპასუხა სესილიამ.
_ პირი გააღე _ თქვა მოჩვენებამ მბრძანებლური ტონით.
მოჩვენება სესილიას მუცელში შეუძვრა და ასე 2 წუთი იტრიალა იქ. ამასობაში მის გამხდარ სხეულს საშინელი ტკივილები ტანჯავდა. ბოლოს ერთბაშად გაუარა და მოჩვენებამ სესილიას სხეული დატოვა.
მერე კი სესილიას სახლიც დატოვა და აღარც დაბრუნებულა.
მომდევნო დილას სესილიამ მტკაველის სიგრძის ჭია გააჩინა, თუ დაბადა, თუ როგორცაა.. არ არსებობს ამისათვის შესაბამისი სიტყვა..
სააბაზანოდან გამოსულმა, ოდნავ გაფითრებულმა სესილიამ ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და სცადა გაეცნობიერებინა, რაც მოხდა. ჯერაც შოკში იყო. ამდენ ხანს მუცელში ცოცხალი არსება ჰყავდა, ის კი არარსებულ ადამიანებს იგონებდა სალაპარაკოდ.
სესილია უცნაური გოგო იყო.
ჩაის წელზემოთ შიშველი სვამდა და ათუკაზე ფიქრობდა.
ახლა, როცა ჭია აღარ ჰყავდა, ცოტათი გასუქებაც შეიძლებოდა ..
და პრინციპში, არც წაბლისფერი თმის ქერად გადაღებვა აწყენდა..
გამოხმაურება: თვის ბოლო პარასკევი « ანინას ბლოგი
nice
i like it
magar
გუდ
mxecia
პირველი გაცილებით უკეთესი იყო.
ამან რაღაც საშუალო შთაბეჭდილება დატოვა
ანინა, ხომ იცი, რომ მე ვიცი, რომ ფენომენი ხარ, მაგრამ ეს რაღაც ვერ :შ
როგორ მაინტერესებს შენი წ.ე.რ.ო. :დ
დამთავრდა? : ))
სლაბო, ისეთი შთაბეჭდილება რჩება სერ ელიოტსა და ზოგადად ნებისმიერ მკითხველს, რომ ავტორს აუცილებლად უნდა დაეწერა რამე და ადგა და დაწერა. უმუღამო ნაწერია ამიტომაც 😉
i see what you did there
ეე.. რანაირად დამთავრდა კაცო. 😦 აფსუს, სად არა მაქვს მწერლის ნიჭი. 😦 ჩემ დას აქვს, მარა რად გინდა, არ წერს..
bandzia
გადასარევად დამთავრდა, ყოჩაღ!!!
უცნაურად მომწონს 🙂
გააფუჭე რამე?
ratom ggonia, rom ver gaigo veravin, me gavige da zalian sainteresod “mestranna” kidec, tu sheizleba ase itkvas. (saertod, rogorc amboben, 1 komentze modis 30 adamiani, romelmac waikitxa, magram araferi ar dawera. arafers xandaxan imitom ar vwer xolme, rom xan merideba, xan mec uzilo da daglili var da meshinia, uazroba ar gamomivides. )
რა ჯადოქრული იყო ^^ კიდევ წავიკითხავ ^^ და ორჯერ ჯადოქრული იქნება ^^
me momewona sxvebis ar vici isetia chveneburi kvelaferi ise xdeba rogoc unda moxdes.
Ise mometsona da ise Chamitria da iseti realuria es yvelaperi rom martla mjera rom sesili arsebobs!!!!yochag! Dzalian mometsona
kargia
ragacnairi, uemocio naweri iyo titqos, magram me orive nawili momewona!
ME ZALIAN MOMEWONA. 🙂 DZALIAN,DZALIAN 🙂
roger waters-i moixdina am motxrobam.
miyvars siurealizmi.
martla magari iyo :)) yochag shen! saertod agfrtovanebuli var shenit,dzalian kargad wer. me ar mgonbia rom umugamo naweria,an dasasruli ar qonda “iseti rogoric unda qonoda” piriqit. dzalian momewona :))))
momecona…
“SeSiloba” mominda:)
ეს სჯობს პირველ ნაწილს, მაგრამ ბოლოს წერად თმის გადაღებვა და გასუქება რომ მოუნდა გამიტყდა… 😦
კარგიაა :*)))