დედა და ლიმონი

ავად ვარ. მახველებს და დილაობით სიცხე მაქვს. ღამე კი ტორტის ნაჭრები მესიზმრება _ თეთრი ტორტის და შოკოლადის ტორტის და მთელი სიზმარი იმაში გადის, რომ არჩევანს ვერ ვაკეთებ. აშკარად სხვანაირი სიზმრები მირჩევნია, მაგრამ როცა სიცხიანი და მშიერი იძინებ, სხვას რას უნდა ელოდო..

დედაჩემი ყველაზე ყველაზე დედა მაშინ ხდება, როცა ავად ვარ. იცის, რომ მის გადამეტებულ მზრუნველობას წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ და უბრალოდ, დავნებდები. მგონი, ცოტათი ბედნიერიც კი არის ხოლმე, რომ ჩემს ჯიუტობას წელში დრეკს (: )

გუშინაც ეგრე იყო. დედამ შორიდან გამაღვიძა. ეს ნიშნავს, რომ ჩემს მობილურზე დარეკა სამზარეულოდან და მეც თვალები გავახილე. მეორე, რაც მოხდა იყო ის, რომ  მომესმა: ჩაის გიმზადებ. ადექი, ხელპირი დაიბანე.

_ დედა, ყავა მინდა.

_ ავად ხარ და ჩაი უნდა დალიო_ ოდნავ ნაწყენი ტონი მანიშნებს, რომ უნდა შევჩერდე.

_ შაქარი გინდა?

_ არა _ ვითომ არ იცის, რომ შაქრიანს არაფერს ვსვამ.

_ მურაბა?

_ არა _) როდის აქეთ მიყვარს მურაბიანი ჩაი?>

_ ლიმონი?

_ კი _ ლიმონი კაია.

_ ჩაგიწურო თუ ჩაგიგდო?

_ ჩამიწურე და ჩამიგდე! _ უკვე ვბრაზდები.

მერე თავზე მადგება თერმომეტრით ხელში.

_ კაი რა დე. პატარა ბავშვი ხო არ ვარ.

_ პატარა ბავშვი ხარ, სანამ ასე უაზროდ ცივდები.

თერმომეტს მაწვდის. ვიღებ. კიდევ ერთი მითითება: დაფერთხე..

გაბრაზებული ვუყურებ  თერმომეტს  და ვფერთხავ. სიცხეს ვიზომავ. 37.9.

დედას სახე ეცვლება. ეგონა, დღეს ლექციებზე დასწრებას შევძლებდი.

_ მე უნდა გავიქცე_ მეუბნება დედა, _ ბავშვები ბაღიდან გამოვიყვანო (ჩემი დიშვილები ანუ). შენ ჩაი დალიე და არსად არ წახვიდე, იცოდე.  კომპიუტერთან თუ დაჯდები, რამე შემოიცვი. უბერავს მანდ. ხოდა. ტერაფლუ უჯრაშია. სამი მაინც უნდა დალიო. ხველების წამალს მე მოვიყოლებ. გამიჩინე რა საფიქრალი.

_ დედა, რაღაც უნდა გკითხო_ ვამბობ მე და ხუმრობის ხასიათზე ვდგები._ დე, არ დამიმალო. სჯობს, მეც ვიცოდე. ასე რატომ მივლი, ვკვდები?

დედაჩემი ცოტა ხანს მიყურებს  და ამბობს: შტერი ხარ რა.

ცოტა ხანში სახლიდან გადის. მე ხელპირს ვიბან. აბაზანიდან გამოსულს ჩაი  მაგიდაზე მხვდება. ლიმონის ნაჭერს კოვზით ფრთხილად ვიღებ და ვჭამ. ჩაის ხელუხლებლად ვტოვებ. მერე არც ისე თბილად ვიცვამ და გარეთ გავდივარ. შტერი ვარ რა.

22 thoughts on “დედა და ლიმონი

  1. tina

    ცრემლები მომერია…ჩემი ქალიშვილი გათხოვდა,ახლა,როცა გაციებულია აუდუღებს დედამთილი ჩაის?-იქნებ ისიც დედასავით მზრუნველია?…

  2. kilvater

    ბავშვობაში მიყვარდა ავადმყოფობები.
    მთელი რიტუალი იყო
    გახამებული ჩაის ტილო საწოლის გვერდით ტუმბოჩკაზე, ზედ წამლები და სითხეები და ნუგბარი.
    გამოჯანმრთელდი 🙂

  3. ჩაწოლები არც მე მევასება და ჰაერზე გასვლით უფრო კარგად ვხდები ხოლმე, მაგრამ ჩაი კარგია… მურაბიანიც, ლიმნიანიც და შაქრიანიც :))

    თერმომეტრის დაფერთხვა კი ჩემი საყვარელი პროცესია :დ

  4. აუ მეც ეგრე მომმართავს დედაჩემი, როდესაც გაციებული ვარ.
    კარგი და თბილი პოსტი იყო.
    რაღაც მოგწერე ადრე ფბ-ის ინბოქსში და არ მიპასუხე :((

  5. medzineba

    magijebs es xalxi “ბანძი და თბილი პოსტი :|” ras nishnavs amixsenit? ara mat xo sisxli chirdebat kustaruli aborti da mushtisodena dildo trakshi! tbili posti vegar dauweria adamians egreve avtomaturad bandzdebi. “sisxlis kustaruli abortis da mushtisodena dildos winaagmdegi ar var magram mainc” bandzi da tbili… bandzi da tbili trusikshi gidevs. bandzi tbili da ufunkcio . 😀 amagelves amdilaadrian ibiomat :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s