ალისა მეტროში

დილას ჩეშირული კატა ამაცოცდა. უფრო სწორად, ჩეშირული კატის თავი. სადღაც მხართან ტივტივებდა და იღიმებოდა. ფისო- ფისო_ ვუთხარი მე და დაბნეულმა გავუღიმე.

_ვინაა შენი ფისო?_ გადაიკისკისა. და ცოტა ხანში მკითხა: მოდიხარ კრიკეტის სათამაშოდ?

_ თავი მტკივა, პახმელიაზე ვარ_ ვუთხარი შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

_აჰა, ეს დალიე და გაგივლის_ ხელში მწვანე აბები ჩამიდო.

მაშინვე ჩავიყარე პირში და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამიარა ტკივილმა ძვლებში. ფეხებმა საწოლი გაამტვრიეს, ხელები უზომოდ გამიდიდდა.  წამოწევა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვსქელდებოდი და ვდიდდებოდი. რამდენიმე წამში თავი უკვე ჭერზე მქონდა მიბჯენილი და თუ კიდევ განვაგრძობდი ზრდას, კისერი  მომტყებოდა. ის კი, ჩეშირული, ტივტივებდა ერთ პატარა ადგილას ( რომლის გავსებაც მე ჯერ ვერ მომესწრო) იკრიჭებოდა და მეკითხებოდა: არ გაგიარა თავის ტკივილმა?

გამეღვიძა. გუშინ ალისა აღარ უნდა წამეკითხა. ზედოზირება მომივიდა.

დღეს კი ვიპოვე ვიდეო , რომელიც წიგნის ინტერპრეტაციაა, შემზარავი და საშინელი, მაგრამ მაგარი ინტერპრეტაცია. ზუსტად ისეთივე წარმომიდგენია კეროლის სამყარო, როგორიც ამ ვიდეოშია. ხვეული +  ყოველი დეტალი მთელის ნაწილია და ყოველი მთელი თვითონაა დეტალის შემადგენელი ნაწილი.

ხანდახან მგონია, რომ კეროლმა ყველა მწერალი ბეჭებზე დადო. დაწერა წიგნი, რომელსაც რაც უფრო უკირკიტებ, მით უფრო აბსურდული ხდება. მიმიქარავს ჯოისი: თავი ამდენ ხანს არც ერთ წიგნზე არ მიმტვრევია. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ,,ალისა” სრული აბდაუბდაა და შევეშვებოდი კირკიტს, მაგრამ გვიანია უკვე. სამი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს აბდაუბდა განსაკუთრებული კანონზომიერებითაა დაწერილი_ კანონზომიერებით, რომელსაც ვერც ლიტერატურათმცოდნეები ხსნიან და ვერც მათემატიკოსები (თუმცა, ამ უკანასკნელთ მაინც მეტი შანსი აქვთ, იმის გამო, რომ კანონზომიერებების დაჭერა მათი ვალია და კიდევ იმის გამო, რომ კეროლიც მათემატიკოსი იყო). ამას წინათ ვფიქრობდი, ალისა ,,ფსიქოტროპული” ლიტერატურა ხომ არაა-მეთქი.. კაიფში საკითხავი. ან იქნებ დაშიფრულია რამენაირად. ან იქნებ ხმამაღლა უნდა წავიკითხოთ და უკუღმა მოვუსმინოთ, როგორც ბიტლზების სიმღერებს.. : )

გახსოვთ წიგნის დასასრული>? ალისა იღვიძებს და აღფრთოვანებულია: ღმერთო ჩემო, რა საოცარი სიზმარი ვნახეო.. არადა სიზმარი ისეთი იყო, რომ აღფრთოვანებულს კი არა, შეშინებულს უნდა გაღვიძებოდა,  მომავალში უძილობა დასჩვეოდა და 19 წლისა ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოებაში ჩაწერილიყო. იქნებ ასეც მოხდა, მერე კი ალისას ანონიმურობის  დასაცავად  წიგნის დასასრული შეცვალეს, ფსიქოტროპული სიზმარი საოცარ სიზმრად მონათლეს, წიგნი კი_ საბავშვო საკითხავად. არადა რა საბავშვო..   უმალ  ,,ბინდს”  წავაკითხებ ჩემს ბავშვს, ვიდრე ალისას : ))

რამდენიმე თვის წინ ლიტსახელებმა (საიტია) ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა  თემაზე ,,მეტრო”. მე მინდოდა რამე პოსტმოდერნული  დამეწერა ალისას გამოყენებით. მოთხრობა, რომელიც დაიწყებოდა იმით, თუ როგორ გორდება ალისა ესკალატორზე  (falling and falling.. დასაწყისში ხომ იგი კურდღლის სოროში ვარდება). თუმცა სრულიად უვნებელი დგება და თავს მიტოვებულ მეტროსადგურზე ამოყოფს. ამ დროს ბაქანზე ხმაურით შემოდის მატარებელი, რომელსაც მუხლუხოს ფორმა აქვს.  მემანქანე, ალბათ კურდღელი იქნება. ვაგონებში  შლაპიანი კაცები ჩაის სვამენ.  ვაგონის იატაკი ჭადრაკისებურია. გარდა შლაპიანი კაცებისა, ვაგონში უნდა იყოს მამაშა გულებიანი ტანისამოსით (გულების დედოფალი), ფეთქებადი, მთვრალი .. და კიდევ მეძავები (რიგითი კარტები). როცა რომელიმე შლაპიანი ჩაის სმაში ჩათვლემს, მამაშა გაცოფებული უყვირის მეძავებს : მინეტი გაუკეთეთ! მინეტი გაუკეთეთ!  (თავი წააცალეთ! თავი წააცალეთ!) და ალისა ამ ყველაფერს უყურებს. მერე რა ხდება, ამას აღარ მოვყვები, რადგან ეს მოთხრობა არც დაწერილა და არც დაიწერება კეროლისადმი დიდი პატივისცემის გამო.

რამდენად შეუძლია ალისას ზეგავლენის მოხდენა? ანუ არის თუ არა იგი influential? მართლაც არის. უამრავი ილუსტრაცია, უამრავი ინტერპრეტაცია, კეროლის გავლენით დაწერილი წიგნები, გადაღებული მულტფილმები და ფილმები, კომიქსები და პორნოებიც კი.  ცოტაც და დავიჯერებ, რომ მსოფლიო ალისას გარშემო ბრუნავს. ოღონდ ქართველებზე ეს გავლენა არ ვრცელდება, ჩვენისთანა შიზოიდურ ერს ეგეთი რამეებით ვერ გააოცებ. ჩვენ არ გვიკვირს ისეთი სასამართლო, სადაც ჯერ სჯიან და მერე ასამართლებენ. არც ტირანიაა უცხო, არც მექუდეებივით გიჟები და მუხლუხოებივით ბრძენები. და საერთოდაც,  ქართველებზე იშვიათად ახდენენ გავლენას წიგნები. ჟალ.

10 thoughts on “ალისა მეტროში

  1. ისე ვინი პუჰის გაგრძელება დაწერეს და ალისას მესამე ისტორია არ უნდა დაწეროს ვინმემ?

    ნუ ის მაიმუნობა, რაც ბართონმა გადაიღო – არ ითვლება.

  2. ”საოცრებათა მეტრო”–დან იწყება ივერიის გაბრწყინება.. რაის პოსტმოდერნი შენი ”ალისა” წინასწარმეტყველებაა და შენ მესია ხარ, მეტროს ”გვირაბის ბოლოს გამოჩნდება სინათლე” და ”გვეშველება რამე” მოდება.. მრავლჟამიერ მიწისქვეშა საქართველო და ხალიავა მინეტი ყველას !!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s