სიყვარული, გაგება, ბლოგოსფერო..

სად არის სიყვარული? სად არის გაგება? სად არის კომუნის ძალა?

sweet.ge

აუფ, როგორ არ მიყვარს, დიდი ხნით რომ ვიკარგები ხოლმე. მერე იმდენი რამე გროვდება მოსაყოლი. აი, მაგალითად, ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ .გე დომეინზე გადმოვედი, პირველი ლიტერატურული საღამო მქონდა და რამდენიმე  ლექსი და სტატია დავწერე. მაგრამ ყოველივეს დაწვრილებით მოყოლა დიდ დროს წაიღებს. მე კი სულ სხვა რამეზე მინდა ვწერო.

ამას წინათ სვითისთან  ვიყავი შემძვრალი და ძველისძველ პოსტებს ვკითხულობდი. ერთ-ერთ პოსტს ასე ერქვა ,,რატომ არ უყვართ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი?” . ინწერესნო. მოდი, ჯერ სათაურზე შევჩერდეთ .  თქვენი აზრით, რატომ არ უყვართ ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი? იქნებ იმიტომ, რომ ქართველებს ერთმანეთის სიყვარული არ შეგვიძლია და თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია, ყვავ-ყორნებივით ვაცხრებით ხოლმე? (კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი სიტყვების თავისუფალი პერიფრაზი: ზუსტი ციტატა ჩემმა მტერმა დაძებნა). ან იქნებ იმიტომ, რომ ზედმეტად გატაცებულნი ვართ საკუთარი ბლოგებითა და პერსონებით? შეიძლება ეპოქა მოვიდა ასეთი,  სიცივისა და უნდობლობის… კარგი, კარგი, ვხუმრობ. სინამდვილეში ქართველ ბლოგერებს იმიტომ არ უყვართ ერთმანეთი, რომ არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთის შესაყვარებლად. საერთოდაც,  რა აუცილებელია ბლოგერებს ერთმანეთი უყვარდეთ. არანაირი საერთო ინტერესი მათ არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ბლოგი აქვთ და წერა იციან (ზოგმა არც ეგ იცის) და თუ საერთო ინტერესები მაინც აქვთ, ეს ინტერესები ბლოგთან არაფერ შუაშია.

აი, მაგალითად,  საქართველოში ვეგეტარიანელები გაცილებით ნაკლებნი ვართ, ვიდრე ბლოგერები (მაქვს პატივი, მათ მივეკუთვნებოდე) და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმანეთი საერთოდ არ გვიყვარს. მეტიც,  მე მხოლოდ ერთ ვეგეტარიანელს ვიცნობ  და იმასთანაც ვერ ვარ კარგად.  ამით შავდება რამე? არადა, გაცილებით მეტი რამ გვაქვს საერთო, ვიდრე მე და რომელიმე სხვა ბლოგერს. ბოლოსდაბოლოს, ის მაინც ვიცი, რომ  არასდროს დამპატიჟებს სახინკლეში. მე და სხვა ვეგეტარიანელებსშეგვეძლო ყოველ შაბათ-კვირას  ერთად გვევლო ექსკურსიებზე და დაგვერქმია ამ ღონისძიებებისთვის ,,ვეგეტარიანელთა ექსკურსია ნომერი 1-2-3-4-”, მაგრამ ცხადია, ეს უაზრობაა. დიდი უაზრობა.

ახლა რაც შეხება ბლოგერების სასტავებად მოძრაობასა და კოოპერაციებს. ვიქნები ძალიან გულწრფელი და ვიტყვი, რომ team-work-ს საერთოდ არ ვცნობ, თუ საქმე ჯგუფურ სექსს არ ეხება. მგონია, რომ რაც უფრო ნაკლებად გვექნება სხვა ადამიანების იმედი, მით უფრო უკეთესები გავხდებით ჩვენ. ქართული ბლოგოსფერო რომ ჯერაც ძალიან ღრმადაა ფსკერზე, იმის ბრალიცაა, რომ ბლოგერები მხოლოდ ერთმანეთისთვის წერენ.  და იმ შემთხვევაში,  თუ ხშირად ნახულობენ ერთმანეთს,  წერითაც აღარ იწუხებენ თავს. რა საჭიროა წერა, როცა ყველა, ვისთვისაც  რაიმე გქონდა სათქმელი, გვერდით გყავს. უბრალოდ ეტყვი და ვსო.  და ეს მაშინ, როცა ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ. ერთმანეთი რომ უყვარდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა_ ბლოგებს მთლიანად დაიკიდებდნენ ფეხებზე😀

ჰემინგუეიმ თქვა:  ,,ადამიანი კუნძული არაა, რომ მარტო იყოს, მატერიკის ნაწილიაო”.  ჰემინგუეი, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ მანაც კი არ იცოდა, რომ  ყველაფერი, რაც ადამიანებზეა ნათქვამი, ბლოგერებზე სულაც არ ვრცელდება. ბლოგერების შემთხვევაში საქმე პირიქითაა. ბლოგერი მატერიკის ნაწილი არაა, ის კუნძულია, რომელსაც მატერიკთან კავშირის გარეშეც უნდა შეეძლოს არსებობა.  მით უმეტეს, რომ ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ინტელექტუალური რესურსებია საჭირო.

პ.ს. წინასწარ ვიცი, ვის რა და რატომ ეწყინება. ჰოდა, მომიტევეთ. გუშინ დებილური სიზმარი ვნახე და…

43 thoughts on “სიყვარული, გაგება, ბლოგოსფერო..

  1. Just გილოცავ .გე დომეინზე გადასვლას ;)) პოსტს ვერაფერს დავამატებ…🙂

  2. sataurma shemashina… vifiqre esec ar gapapsavikdes ki ara “gablogerdestqo” … magram bolos ar gamicrua postma mainc imedi da TOTALY AGREE !!! kargadaa yvelaferi natqvami…. gaumarjos tavisufal azrs da zirs “sastavizmi”

  3. მეც გილოცავ გი დიმენზე გადასვლას და რაღა თქმაუნდა გეთანხმები კიდეც

  4. შენ რომ ვერ მონახე საერთო ვერავისთან, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ ერთმანეთთან ) პირადი მაგალითიდან გამომდინარე ნუ დაწერ ყველაზე😀

  5. ქართველი ვეგეტარიანელი გენიალური თემაა:
    ერთი კვირის წინ მეგობარს შევხვდი სადილზე, რამდენიმე უცნობი ქართველი ახლდა. ვეგეტარიანული მენიუ ვითხოვე და დაიწყოო:
    -შენ ვეგეტარიანელი ხარ? პირველად ვხედავ ცოცხალ ვეგეტარიანელს და რა პონტში, როგორ ძლებ? სანამ კომენტარს მოვასწრებდი, მეორე ჩაერთო – მარხვის პონტია შეჩემა, ნუ სულ მარხულობს რა.. და ისევ ის პირველი, აღშფოთებული – და მართლმადიდებელი ხარ?

    ჰო, რავიცი ასეთ დროს ვიბნევი ხოლმე…

  6. საოცრად არ მომეწონა მარის ეგ პოსტი თავიდანვე
    და არც ის მომწონს რომ ეს აზრი საერთოდ დომინირებს
    რატომ გგონიათ რომ არ უყვართ

    ბევრთან ვმეგობრობ და ვისთანაც არ ვმეგობრობ არ მგონია რომ ვინმეს “არ ვუყვარდე”
    და არც მე მეულება ვინმე ისეთი რომ “არ მიყვარდეს”

    სიყვარუული საერთოდ რა საჭიროა, მაგრამ პატივისცემა ნამდვილად არ შეგვიშლის ხელს🙂

    1. თაა, იქნებ არ ვცემ ადამიანს, როგორც პიროვნებას პატივს. რა ვქნა, რადგანაც ბლოგერია, მარტო მაგიტომ შევიცვალო დამოკიდებულება?

  7. არაფერი რთული მოსაძებნი ეგ ციტატა არაა და არც ჯგუფში მუშაობის საწინააღმდეგო მაქვს რამე🙂
    ასე რომ, სამუშაო შეხვედრებს მივესალმები, მაგრამ ამ მოსექტანტურო ჩახუტება შეკრებებს – არა…
    ვისაც სურვილი აქვს და უხარია, მაინც ივლის ამ შეკრებებზე და ვისაც არ უნდა, ნუ წავა და ეგაა🙂

  8. ანინ არ გატყუებდნენ ესე იგი მაშინ.
    ასწორებს anina.ge – anina.wordpress.comის აკრეფას ჯობია 🙂😉

  9. ჰო, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა სვითი მაგ პოსტს წერდა, გაცილებით ცოტა ბლოგერი არსებობდა, მეტნაკლებად ყველა ეკონტაქტებოდა ერთმანეთს და ამ ფონზე შეიძლება უფრო თვალშისაცემიც ყოფილიყო რაიმე სახის დისონანსი;
    ახლა კი იმდენი ბლოგერია, რომ ყველას ნამდვილად ვერ შევიყვარებ და მაპატიეთ, რომ ასეთი დიდი გულიც არ მაქვს🙂

  10. სულაც არ მგონია, რომ არ გვიყვარს ბლოგერებს ერთმანეთი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე არ ითქმის ეგ.

    P.S: გილოცავ ახალ დომენს🙂

  11. მე მქონდა მიძღვნილი პოსტი ქართველი ბლოგერებისთვის, მაგრამ ისტერიკის ერთერთი შეტევის დროს ბლოგი გავასუფთავე დააა…. )))) მე თქვენ ყველანი მიყვარხართ! არაჩვეულებრივები ხართ, გულწრფელები და ოდნავ დეპრესიულები))) დავძვრები ხოლმე ბლოგებზე და ვკითხულობ… როცა კრიზისი მაქვს და ვერ ვწერ მაშინაც და როცა ვახერხებ არც მაშინ მეზარება … მოკლედ, მიიიიიყყყყყვვვვაააარრრრხხხხააარრრთ ! მპუა თქვენ))))))))))))

    1. შენ კარგი ხარ და შემიძლია თამამად ვთქვა რო მიყვარხარ <3… კიდევ ბევრი შემიყვარდა და უმრავლესობას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიყვარხართ უველანი-თქო ნაღდად ვერ ვიტყვი…

      1. შე ყველაზე კეთილო ადამიანო )) :* მადლობა ქილიფ, დიიიიდიიიიი)) აქედან და თბილისამდე ))))

  12. სექტაა, სექტა, რომელსაც მე სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა ბლოგი კარგი რამეა, ასევე რამდენიმე ბლოგერიც…

  13. თავიდან, როდესაც სულ 10-15 ბლოგერი ვიყავით, ბუნებრივია უფრო “ჯგუფურად” ვმოძრაობდით. დავდიოდით მაკდონალდსში და ჩიზბურგერების ფონზე ვჭორაობდით. This was fun. როდესაც ჩვენი რაოდენობა იმდენი გახდა, რომ ერთი მაგიდის ბოლოში მოლაპარაკეებს არ ესმოდა, მაგიდის მეორე ბოლოში რა ხდებოდა (მამა-პაპურად), მივხვდით, რომ აღარ იმუშავებდა ეს სქემა. უბრალოდ “ძველებს” და მათ შორის სვითის ჰქონდა ამ რაღაც, ძველი სხოდკების დანაკლისი. ასე მგონია, ის პოსტი სწორედ ამითაც არის განპირობებული.

    თუმცა, შედეგი ლოგიკურია: 10 ადამიანი უფრო ადვილად ურთიერთობს ერთმანეთთან და უფრო კარგად “იკვრება”, ვიდრე 400.

    ერთის მხრივ, ნამდვილად არ მესმის, რატომ არის აუცილებელი ყველა ბლოგერს უყვარდეს ერთმანეთი (ჩვენ ხომ არ გვიკვირს, რომ მაგალითად ქართველ ბანკირებს არ უყვართ ერთმანეთი, ან, ვთქვათ, ქართველ მუსიკის მასწავლებლებს).

    მეორეს მხრივ, ზუსტად ასევე არ მესმის “ანტისასტავისტების” გამოსვლების.. ტიპა: “უუ, ეგენი სასტავებად დადიან”.. დადიან და იარონ რა🙂 ვიღაცას ასე ურჩევნია ყოფნა, მეორეს სხვანაირად. Блогер Блогеру рознь. ასე რომ, ვერც ბლოგერულ ექსკურსიებში ვხედავ რამეს ცუდს ან გასატეხს.

    1. ნატოშა. მე ვხედავ ბლოგერულ ექსკურსიაში რაღაც ცუდს. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყველა ამ ექსკურსიაზე წერს და პოსტებსაც დაახლოებით ერთი და იმავე სურათებით აფორმებს : ) რომ წარმოვიდგენ, რამდენად უინტერესოა ეს ყველაფერი არაბლოგერი მკითხველისთვის, გული მიკვდება😀

      1. ადრე მეწერა სადღაცა პოსტი ბლოგის შინაარსზე.. მოკლედ რომ ვთქვა, ყოველი ბლოგერი წერს იმაზე, რაზეც უნდა ) არ იქნება ექსკურსია, იქნება სხვა რამე (ისიც უინტერესო), მკითხველს ყოველთვის აქვს არჩევანი წაიკითხოს ან არა🙂
        და ეს უკვე იმ ბლოგერის საქმეა, უღირს თუ არა ბლოგის ხარისხად რაღაც ისეთის დაწერა, რაც სხვისთვის უინტერესოა.

        თუმცა, “უინტერესოც” ფარდობითი ცნებაა. მე მაგალითად, არ მიყვარს “ბლოგები” სადაც მარტო ვიკიპედიიდან ნათარგმნი ინფორმაცია დევს და გამოჩენილი მწერლების ისედაც ძალიან ცნობილი ნაწარმოები. მაგის კითხვას, მართლა ვიღაცის სუპერპირადი პოსტები მირჩევნია იმაზე, თუ რა ფერის ტრუსიკი ეცვა გუშინ🙂

        მოკლედ, ბლოგის “შიგთავსი” ტევადი თემაა და არ ჩავუღრმავდები )

  14. joe zavi

    anina, am biws sheni gajimva unda : )) shoridan givlis prosta, axla elis shemdeg pasuxs: uuf, rogor ar vici, modi tu ginda dagimtkiceb : )))
    p.s. ra geshvelebat : )

    1. გმადლობ გამხნევებისთვის. ის კომენტარი, როგორც არათემატური გამოხმაურება, უკვე დავმალე : )

      1. joe zavi

        პოსტზე ვაპირებდი დაკომენტარებას, მარა იმ კომენტმა გადამახვევინა.
        კარგი პოსტია და მე, “პასტარონნი” მკითხველი თავს უფლებას მივცემ და მოგცემთ ერთ შენიშვნას:
        ანინა კი ატრაკებს, მაგრამ სწორად ატრაკებს. ძალიან ჩაკეტილია ქართული ბლოგოსფერო. მე, არაბლოგერს, დიდად მახატია თქვენ სად დაისვენეთ, ვინ რა პოსტში დათაგეთ, რა ისაყვარლეთ და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიკიპედიიდან ამოღებული ინფოები მინდა თქვენგან. ესეც მკიდია ბლოგებზე, მივაგნებ პირველწყაროებს დამოუკიდებლად როგორმე.
        საქმე იმაშია, რომ ქართული ბლოგები უბრალოდ არაა საინტერესო. ნუ კაი, ანინას ბლოგს ვკითხულობ ჯანდაბას დაბადების დღიდან, ეს არ ითვლება. აი იმ დღეს, პირველ ადგილზე მყოფ ბლოგზე შევედი (მეთქი ეგ იქნება რამე სასწაულითქო), სვით.ჯი თუ არ ვცდები. ოდა მინდა გითხრათ, რომ ეგ რომ რეიტინგში პირველია თქვენში, ესე იგი არაფრად ვარგა ქართული ბლოგოსფერო : ) ჩემს გონებამდე ვერ დასულა, როგორ შეიძლება მსგავსი ფუტურო ბლოგი ყველაზე პოოპუალრული იყოს. იასნად მაგის მერე სხვა ბლოგების გაცნობის სურვილი დამეკარგა : )
        პატივისცემით ჯო ზავინული😉

  15. lobzhanidze

    “No man is and island” – John Donne
    “Every man is an island” – About a boy

    პირველი ფრაზა მართლაც რომ ჯონ დონს ეკუთვნის, ჰემინგუეიმ უბრალოდ ხელმეორედ გამოიყენა ის მოგვიანებით. ორივე ფრაზა მომწონს და პარადოქსალურად შეიძლება ორივე მართებული იყოს🙂
    ისე კი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანებს გაგვაჩნია არის – ურთიერთობა. ურთიერთობისთვის აუცილებელია რამდენიმე ადამიანი, მარტო კაცი ცოდოა. მარტო ადამიანს არაერი შეუძლია, მხოლოდ მაშინ იძენს მისი იდეები, სიტყვები თუ სხვა რამეები როდესაც ის მათ სხვა ადამიანებს უზიარებს. ბლოგინგი და წერაც ურთიერთობის ფორმაა, შესაბამისად მარტონი ვერ ვიქნებით. მე მიყვარს ქართველი ბლოგერები, ზოგჯერ ისეთებიც რომლებსაც არ ვეთანხმები უმეტესობა საკითხში.🙂

  16. Tornike

    ე.წ. ‘ქართული ბლოგოსფერო’ სხვა ‘ქართული’ ფენომენების გაგრძელებაა. ძმაკაცურ-დაქალურ-სასტავური, მაგრამ ინდივიდუალურად სუსტი ერთეულების გაერთიანება ^.^

  17. კიდე კარგი, რომ არ გამეცინა, თორე ხორხი, ფილტვები, ბრონქები და ჰაიმორის ღრუ დაღეჭილი პურით, ძეხვითა და ჩაით გამევსებოდა :)))
    რა კარგი იყო შარშან “ხინკლის სამყაროში”, როცა პირველად შენც ამოიღე ხმა და გემრიელად დამაჯვი. ეს ჯერ კიდევ მაშინ, ერთად ქერო ვხვრეპდით ხინკალს :))

  18. ბლოგერებს ერთმანეთთან გაცილებით მეტი აქვთ საერთო ვიდრე მხოლოდ ხშირი პოსტების წერა. აი მაგალითად მათი უმრავლესობა ბავშვობისდროინდელ კომპლექსებს ებრძვის, მათი უმრავლესობა ცდილობს ორიგინალური იყოს, მათი უმრავლესობა უკვე მშობლების მიერ დარქმეულ სახელის დაძახებაზე აღარ რეაგირებს, უმეტესობა მათგანმა გულის სიღრმეში იცის რომ ხვალ არა და ზეგ უეჭველი მობეზრდებათ წერა. აი ასე. შეიძლება ვეგეტარიანელებს მხოლოდ ხორცისადმი დამოკიდებულება აქვთ საერთო მაგრამ ბლოგერების შემთხვევაში საერთო ბევრია….. ჰიპები, პანკები, ემოები, ბლოგერები……🙂

  19. სიყვარულო ძალსა შენსაო ხოდა ბლოგერებიც ჰმონობენ🙂
    ანინა შე სნობო, გამიტყდა ასეთ სირულ თემაზე რომ დაწერე🙂

  20. ბლოგერები არ ვიცი და ბლოგები მიყვარს.
    აი, ეს ბლოგი მიყვარს, მაგალითად, კიდო ის ბლოგი მიყვარს, ისიც კიდო და ასე რამდენიმე.
    და მკითხველები მიყვარს.

  21. XXX

    sxvas rom ar ukbino da isedac yvelastvis gasageb temebze ar dawero rom ufro snobi gamochnde ar shegidzlia??? ver xvdebi rom sakutar tavsac ewinaagmdegebbi am postit? is blogi im adamianis sakutrebaa da rasac unda dawers. iseve rogorc shen shegidzlia dawero rac adardebs da rasac sachirod tvli🙂 eh, daggupavs es snobizmi, tu ar daugupixar ukve

  22. ბლოგერებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი თუ პირიქით არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი _ ამაზე დავა აზრსაა მოკლებული. ეს ყველას პირადი გადასაწყვეტია და ნებისმიერი ბლოგერი გამონახავს არგუმენტებს საკუთარი პოზიციის გასამართლებლად. ეს იგივეა ვიღაცა გააკრიტიკო იმის გამო, რომ მას უყვარს თავისი მეზობლები ან პირიქით სძულს ისინი.
    მაგრამ თუკი მე დავუახლოვდი რამდენიმე ბლოგერს, ვატარებ მათთან დროის დიდ ნაწილს და საკუთარ მეგობრებად მივიჩნევ, ცხადია ამ შემთხვევაში მექნება მიზეზები მათ შესაყვარებლად :)))
    ხო კიდევ: ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ რაზე წერენ, არამედ ის, თუ როგორ წერენ. ასე, რომ ნებისმიერ რამეზე დაწერილმა პოსტმა (თუნდაც ბლოგერთა ექსკურსიაზე) შეიძლება დამაინტერესოს.
    რაც შეეხება ბლოგერთა “ჩაკეტილობას”: თუკი ბლოგების მკითხველთა უმრავლესობა ისევ და ისევ თავად ბლოგერები არიან, ამაში სულაც არ ვადანაშაულებ მათ. ბევრად საინტერესოდაც რომ წერდნენ, არ მგონია მკითხველთა რაოდენობა დიდად გაიზარდოს და ჩაკეტილი წრე გაირღვეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ა) ზოგადად დღეს ნაკლებად უყვართ კითხვა და ბ)მეორე: ბლოგი ახალი ხილია და ბევრმა არც იცის რას წარმოადგენს. როცა ბლოგერებს “ბლოკერებს” ეძახიან ასეთ დროს როგორ უნდა წაუყენო პრეტენზია ბლოგოსფეროს, რომ ჩაკეტილი წრეა.😐
    პ.ს ანინა გილოცავ ახალ დომეინს! :*

    1. ჯერ ვერ გავაგებინე ჩემს კლასელებს რა არის ბლოგი და რო უნდა იკითხონ !!
      ეზარებათ

  23. kata

    რაც არ უნდა ტვინი მოტყნან ვარდისფერმა სექტანტებმა, ეს ერთერთი (მაქსიმუმ 3 – 4 )ბლოგიდან რომლის წაკითხვაც შეიძლება და საინტერესოა. ჰოდა წერონ ამ თავიანთ შეხვედრებზე და უყვარდეთ ერთმანეთი, მაინც არავინ წაიკითხავს. ხარისხი რაოდენობას ყოველთვის ჯობია ვგონებ.
    “ნას მალო, ნო მი ვ ტელნიაშკახ ” ;))
    პ.ს. მე მართალია ჩემი ბლოგი უხსოვარი დროის წინ მოვაშთე, მაგრამ ერთი ჩვენც ხომ არ შევიკრიბოთ და ვარდისფერ შეხვედრებს vodka – beer- and all the rest types of alcohol we can get შეხვედრა დავუპირისპიროთ :დ

    1. ჩვენც ხომ არ შევიკრიბოთ და ვარდისფერ შეხვედრებს vodka – beer- and all the rest types of alcohol we can get შეხვედრა დავუპირისპიროთ :დ

      ანტიმასსოვკაც მასსოვკაა😀 უფრო სწორედ, ეგ ანტიმასსოვკაც კი არ გამოვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s