იმისათვის, რომ სიზმარში რამე გადაგიხადონ, პირველ რიგში, სიზმარი უნდა ნახო. მე კი მეტს არაფერს ვაკეთებ ღამით: ან სიზმრებს ვხედავ ან ვწერ. ვწერ იმაზე, რაც სიზმრად ვნახე და ვნახულობ სიზმრად იმას, რაზეც ვწერ. ,,თვითმკვლელთა მატარებელიც” ეგრე დაიწერა. ჯერ იყო საშინელი სიზმარი, რომელიც როდის-როდის გავუმხილე ჩემს დას. ლელამ მითხრა, აუცილებლად უნდა დაწერო, თუნდაც პატარა რამე და თუნდაც მხოლოდ მე მაჩვენოო. დავწერე, მაგრამ მხოლოდ მისთვის არ მიჩვენებია. და ახლა ვფიქრობ: კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცი.
ჩემმა მოთხრობამ გუშინ კულტურის სამინისტროს კონკურსი მოიგო.
პირველი ადგილი და 1200 ლარი ჩაბღუჯა კასმანავტკამ, რომელიც არ ჰგავდა კასმანავტკას. მაღალ ქუსლებზე იდგა და კაბა ეცვა (ახალი, ზიზია, ლამის ერთადერთი). მოკლედ, მე არ ვიყავი მარილიანი ანინა, ვიყავი ნინო ტეფნაძე (ო-მამა), კონკურსის გამარჯვებული და (როგორც უკვე ბევრჯერ მოვისმინე) სულ რაღაც 18 წლის მწერალი.
აი, ასეთი ვიყავი, სანამ სახლიდან გავიდოდი.
დაჯილდოებაზე მისვლისასაც ასეთი ვიყავი.
მოგების შემდეგ კი_ ყურებამდე გაღიმებული. თქვენ რას იზამდით?
სცენიდან ჩამოვედი და მაშინვე მომცვივდნენ ჟურნალისტები ყველა არსებული და არარსებული არხიდან. საოცარ კითხვებს მისვამდნენ. ერთმა ისიც მკითხა, მოთხრობის რაიმე ნაწილი ზეპირად ხომ არ გახსოვსო. ჟურნალისტები იქით იყოს და დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცა ბლოგოსფეროდან. გაფასებთ.
მე და ჟურნალისტები
ახლა ვეცდები, მოკლედ ვთქვა მკითხველებისთვის ის, რაც ტელეჟურნალისტებს და არა მხოლოდ ტელეჟურნალისტებს ვუთხარი:
რა კონკურსი იყო?
ეს იყო “ლიტერატურული გაზეთის” კონკურსი 18-დან 30 წლამდე პროზაიკოსებისთვის. კონკურსი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა .
ვინ იყვნენ ჟიურის წევრები?
რეზო ჭეიშვილი
ზაალ სამადაშვილი
ივანე ამირხანაშვილი
ლაშა იმედაშვილი
არჩილ ქიქოძე
რა ჰქვია მოთხრობას?
თვითმკვლელთა მატარებელი.
რაზეა მოთხრობა? (ამ კითხვას ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ვუპასუხე)
მოთხრობა არის თვითმკვლელობაზე, ოჯახურ პრობლემებზე და დებს შორის დამოკიდებულებაზე. არის სიზმარზეც, რომელიც მართლა ვნახე, როცა პატარა ვიყავი.
ვინ არიან მოთხრობის მთავარი გმირები და არის თუ არა სიუჟეტი რეალური?
მოთხრობის გმირები არიან 11 და 15 წლის დები, რომლებიც გვგვანან მე და ჩემს დას. პრობლემები ნამდვილია. მე ხომ ლოთი კასმანავტკა ვარ და მართლა მეჩხუბებიან სახლში ამაზე. მოთხრობაში მე და ჩემმა დამ როლები გავცვალეთ. ჩემი და პატარა დაა ანუ გმირი, რომელიც ყვება, მე კი_ დიდი და, ანუ გმირი, რომელიც კვდება.
სად შეიძლება მოთხრობის წაკითხვა?
„ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე ამბობს, რომ კონკურსი მხოლოდ ფულადი პრემიების გაცემით არ შემოიფარგლება. გაზეთი ასევე დაბეჭდავს ჟიურის მიერ შერჩეულ 15 მოთხრობას. ჩემი მოთხრობა ალბათ შემდეგ ნომერში დაიბეჭდება. მანამდე ალბათ, არსად : )
გამიხარდა თუ არა პრიზი?
1200 ლარი გამიხარდა , საკმაოდ პრესტიჟული პირველი ადგილიც გამიხარდა და არანაკლებ გამიხარდა რეზო ჭეიშვილის შეფასება:
„ძალიან ამაღელვებელი პატარა ნოველაა იმაზე, თუ როგორ უვლის უმცროსი და უფროს დას, რომლის ამბებსაც უმალავს დედას. მერე ეს გოგო კვდება… მძიმე წასაკითხია, თუმცა კარგი ტექსტია.“.
პირადადაც მითხრა, ჩემი ფავორიტი იყავიო. მე კი რაც უნდა მეთქვა, ის ვერ ვუთხარი, ისეთი დაბნეული ვიყავი. უნდა მეთქვა, რომ ძალიან ძალიან მიყვარს.. ეს ის კაცია, ,,ცისფერი მთები..” რომ დაწერა და კიდევ ,,ვაიმე, ჩემო ვენახო”. მოდი და ნუ გაგიხარდება.
რაში დავხარჯავ ფულს?
ჯერ არ ვიცი, მაგრამ თუ ყოველ მოთხრობაში ასე კარგად გადამიხდიან, ალბათ, კოსმოსში გავფრინდები.
რა უნდა ვქნა, რომ მეც ამდენი გადამიხადონ?
სიზმრები უნდა ნახოთ და უნდა წეროთ. მანამდე კი უნდა იკითხოთ. ბევრი-ბევრი.
ესეც ძალიან კარგი სტატია ამ თემაზე:
„თვითმკვლელთა მატარებელმა“ 18 წლის ავტორი გამარჯვებამდე მიიყვანა
გვერდით არის სიუჟეტის აუდიოვერსიაც, სადაც მე ვკითხულობ ნაწყვეტებს ჩემი მოთხრობიდან.
წავედი ახლა, დავიძინო : )
პ.ს. კოსმონავტიკამ უკვე გაიარა ლეგალიზაცია ქართულ ლიტერატურაში. ვაშა, მეგობრებო..
შენ რომ ნიჭიერი ხარ ეგ ვიცით!
ლამაზი რომ ხარ ეგეც ვიცოდი (შენც იცი საიდან ვიცოდი)
კოსმონავტი რომ ხარ უკვე ვიცი!
ღიმილიც რომ გაქვს თაანც საოცარი უკვე გავიგე!
მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვარ! 18 წელი და ასეთი მიღწევები…წინ კიდე რამდენია?
არა სიტყვები მაინც ზედმეტია… ემოციებიც მეყოფა…
მოკლედ 18 წლის ლამაზი და ნიჭიერი მომღიმარი კოსმონავტი ხარ :)))
სულით და გულით გილოცავ წარმატებას. გაიხარე. წინ კიდევ უსაზღვრო კოსმოსი გაქვს დასაპყრობი 🙂
მოთხრობა კარგი, დეკოლტეც..
ნი აი ხომ იცი რომ ძალიან გამიხარდა ? : )))) მაგრამ იმდენად ჩვეულებრივად მივიღე თითქოს ყოველ დღეს გაძლევდნენ პრემიებს ( თუ გაძლევენ კიდეც ა ? ) .. ; )
ასე მგონია ეგ ყველაფერი ძალიან ბუნებრივია შენს ცხოვრებაში და კიდევ ასეთი რამდენი რაღაც გაქვს წინ … : )
წარმატებები აბა :*
მოთხრობა გუშინ წავიკითხე lib.ge-ზე. დღეს უკვე წაუშლიათ.
არ მომეწონა. რატომ? ეხლა ახსნის ხასიათზე არ ვარ. მაგრამ ეტყობა რომ წერა გეზარებოდა.
შენი წინა პოსტიც კი 3D-ზე უფრო ჯობს მაგ მოთხრობას.
მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ სხვა კონკურსანტებისას აჯობებდა. განსაკუთრებით არყისასას.
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. ასეა ჩვენი საქმე.
იმედია ჩემი შეფასება შენთვის სტიმული იქნება და 30 წლამდე კიდევ რამდნჯერმე აიღებ მაგ პრემიას. ოღონდ უკვე შედევრებით.
განსაკუთრებით არყისას? ასე ძალიან არ გიყვარს მიშა? : ))
მიშა მიყვარს, თანაც სურათზე დავინახე და იმიტომ გამახსენდა.
მისი მოთხრობებია სისულელე.
You Did IT!
კარგი ტვინი.
კარგი კაბა.
კარგი ანაზღაურება.
კარგი შედეგი.
ანუ…
შენ შესდექი!
:))
გილოცავ!!! ძალიან კარგად წერ და გისურვებ, უფრო მეტისთვის მიგეღწიოს და მრავალჯერ!!!:)
კარგია, კარგი. “სქელტანიანი სიზმრის” ნახვას გისურვებ!
მოთხრობა ჯერ არ ვიცი, კაბა მართლა ლამაზია :)) გილოცავ!
აუცილებლად წავიკითხავ 🙂
გილოცავ, ძალიან, ძალიან გამიხარდა. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება. წარმატებები 🙂
lib.ge – ზე ყოფილა, მაგრამ მე რომ შევედი უკვე წაშლილი იყო. აღარ დაიდება?
magari xar!!! gilocav da dzalian mainteresebs es motxroba, rom gamova, viyidi da wavikitxav 🙂
გილოცავ კიდევ ერთხელ 🙂
სა ვნახო ეს მოთხრობა საა? 🙂 ,,ლიტ გაზეთს” დაველოდო?
მართალია ლიბ.გე-ზე უკვე წაშალეს მაგრამ მე აი ამ ლინკით გადავედი და უკვე წავიკითხე. აი ლინკიც: http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:M5UF2PEF-GYJ:www.lib.ge/body_text.php%3F9096+%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge
პ.ს. მომეწონა. 🙂
გილოცავ 🙂 ძალიან კარგად რომ წერ, ეს შენ ბლოგსაც ეტყობა და თანაც რა ლამაზი გოგო ხარ 🙂
გილოცავ!!!ძალიან კარგი მოთხრობაა და ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას, ეხლა წავიკითხე და ძალიან (მილიონი ძალიან) მომეწონა. ყოჩაღ!!!
win kidev bevria !! warmatebebs gisurveb 🙂
გილოცავ.
ტყუილს ვერ ვიტყვი – ეგ მოთხრობა არ წამიკითხავს… მაგრამ ბლოგზე არაჩვეულებრივად წერ.
ასე, რომ არ გამკვირვებია.
18 წელი კი უპირატესობაა და არა – პირიქით. 🙂
”გილოცავ” ბანალურია, ”ველოდებოდი” კიდევ ახალი ინფორმაცია არაა. მოდი ისევ მოგილოცავ და კოსმოსში გაფრენას გისურვებ 🙂 საკუთარი ხომალდით 🙂 :*
გილოცავ 🙂
უკვე დამაინტერესა მოთხრობამ, აუცილებლად წავიკითხავ
წატმატებები
kidev ertxel gilocav da dzalian maintereses motxorba.. 🙂
rom gamomigzavno ara? 🙂
გილოცავ, ანინა 🙂 წარმატებები!
nin gilocav kidev ertxel…erti suli maqvs rodis wavikitxav mtlianad…. dzalian momwons…damaintrigebeli shinaarsi gadmogveci mokled….gisurveb ufro da ufro met warmatebebs…es sheni sayvareli saqmea…xoda aba shen ici…gulit mixaria,martla 🙂
გილოცავ ანინა. შენი ფეისბუკელ ფრენდი.
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ.
ნაწყვეტები ვნახე და კარგი მოთხრობაა, მე მომეწონა 🙂
გილოცავ
გილოცავ!
ამ კომენტარებს გადავხედე და მეც რომ გითხრა “გილოცავ” მეთქი, ალბათ გულის რევის სეგრძნება დაგემართება და მე ცოტა სხვანაირად მოგილოცავ 🙂
დაგვიანებით გილოცავ! დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი!
sxva mravali
gilocaaaaaaaaaaaaaaaaav
carmatebebi
უმაგრესი იყო, წავიკითხე ვიტირე და დაგაფასე, მადლობა
გილოცავ მთელი გულით!! :* ისე მაგ გაზეთს ვეღარ ვიშოვი და სად წავიკითხო? 😦
momwonxar anina
მოთხრობა სად შეიძლება რო წავიკითხო???
alio,sad waikitxet dadet mainc linki:( borotebi
მაიტერესებს მოთხრობა და ლინკი დადე რა ანინა.
Dear friend,
I share you discount links and coupons from Amazon today,
Enjoy the worldcup 2018, amazon offers flash deals save 30% – 40% of items in the day.
Visit the link:
https://www.amazon.com/gp/goldbox/?&tag=myweb090e-20&coupon=30%&flashdeal=24h
Wish you happy shopping
Best regards