გუშინ დამესიზმრა, რომ მარკ ცუკერბერგი ვიყავი. მახსოვს, რომ ,,რედიოჰედს” ვუსმენდი და ვფიქრობდი იმაზე, გამეუქმებინა თუ არა ჩემი ფეისბუქის გვერდი. დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს მხოლოდ სტატუსის განახლებით დავკმაყოფილდი: ,,მოწყენილი ვარ, შევ–ი მთელს ფეისბუქს!” და ეს იყო ჩემი ერთადერთი სტატუსი, რომელიც არავის დაულაიქებია. მახსოვს, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ რამდენიმე მილიარდი მქონდა, მაგრამ მეც, ისევე როგორც რიგითი იუზერები, ვერაფრით ვერთობოდი და მხოლოდ მთავარ გვერდს ვარეფრეშებდი.
ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი რამ შემეძლო_ შემეძლო მთელი საიტი წამეშალა და მომდევნო დღეს მსოფლიოში თვითმკვლელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მეც თვითმკვლელთა შორის ვიქნებოდი, რადგან თუ სხვა იუზერებს მეორე, რეალური ცხოვრებაც გააჩნდათ, მე მხოლოდ ერთი ცხოვრება მქონდა: საიტი, რომელიც ,,უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება” ..” მოკლედ, მე ვიყავი მარკ ცუკერბერგი, ხუჭუჭა და მოწყენილი _ ადამიანი, რომელიც ვერასდროს გახდებ(ოდ)ა საკუთარ გამოგონებაზე მნიშვნელოვანი.
უცნაური სიზმარი იყო. აქამდე მხოლოდ მცირეწლოვანი ჩინელი გოგონები მესიზმრებოდნენ ხოლმე. ამ ბოლო დროს კი, რაც ყველა და ყველაფერი ფეისბუქზე ალაპარაკდა, ჩემი სიზმრები ინტერნეტის დამატებებად იქცნენ. გასაკვირიც არაა, უკვე რამდენიმე გადაცემა გაკეთდა ფეისბუქის შესახებ და ყველა მათგანში აქცენტები ერთნაირად იყო დასმული:
1) ვართ თუ არა ფეისბუქ_დამოკიდებულები
2) გვვნებს თუ არა კონტაქტი უცნობ ადამიანებთან
3)რამდენ დროს გვაკარგვინებს ფეისბუქზე ჯდომა
4) მოაქვს თუ არა რაიმე სიკეთე ამ სოციალურ ქსელს ..
სტუმრებად_ ფსიქოლოგები და ცნობილი ადამიანები. ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ტელევიზიაც ფეისბუქდამოკიდებული გახდა.. და ამას აღარაფერი ეშველება.
მე კი, როგორც რიგითი ნარკომანი, მივიჩნევ, რომ აბსოლუტურად უშედეგოა დღეს ტექნიკური პროგრესის გაპროტესტება.
როგორც კი კომპიუტერთან მუშაობის უცოდინარი ბოლო ადამიანი მოკვდება, აღარავის მოუვა აზრად, რომ ინტერნეტის მომხმარებაში კაცობრიობის გადაგვარების საფრთხე დაინახოს..
თუმცა, ისეთები მცირე რაოდენობით ყოველთვის იქნებიან, წუწუნს რომ დაიწყებენ: ,,საინ აუთი” გააკეთეთ და სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთო. თუმცა, მიხვედრაც არ უნდა, რომ ამ წინადადებასაც რომელიმე სოციალურ ქსელში დაწერენ.. ადამიანებს კი, რომლებიც დასაშვებზე მეტ დროს ატარებენ კომპიუტერისაგან მოშორებით, შეიძლება ოდესმე ,,რეალობა-დამოკიდებულები” დავუძახოთ. მერე კი ინტერნეტ-გადაცემებში მოვიწვიოთ ფსიქოლოგები და ვალაპარაკოთ იმაზე, ჯანსაღი მოვლენაა თუ არა, რომ ჩვენს დროში ადამიანი ფეისბუქზე დარეგისტრირებული არ იყოს..
რაც შეეხება სიზმარს, ბოლოსკენ კოშმარის ელემენტები ჭარბობდა. მოკლედ, დამესიზმრა, რომ ვიღაცამ კიდევ უფრო მოსახერხებელი და თანამედროვე სოციალური ქსელი გამოიგონა, ვიდრე ფეისბუქი იყო და ჩემი, მარკ ცუკერბერგის მომხმარებლებიც რიგ-რიგობით აუქმებდნენ ექაუნთებს. მე კი ვიჯექი, მოწყენილი და ხუჭუჭა და ვიცოდი, რომ ვიქნებოდი უკანასკნელი, ვინც საკუთარ გვერდს წაშლიდა. ასე თუ ისე, ჩასაძირად განწირულ გემს ყველაზე ბოლოს კაპიტანი ტოვებს..
კარგია 🙂
შემეცოდა ცუკერბერგი >.<
განსაკუთრებით ჩემი, ხუჭუჭებისადმი, სისუსტის გათვალისწინებით.
facebooki cukerbergis gamogonebaa, shesabisad misi nawilia, akedan gamomdinareobs rom cukerbergi ufro mnishvnelovani 🙂 arcert adamians internetis dabadebis shemdeg aseti genialuri idea tavshi ar mosvlia, geniosebi ki codoebi ver iknebian 🙂
სასვსებით შესაძლებელია, ყველაზე საცოდავები იყვნენ 🙂
logic 😀 😀 😀 arada piriqitaa
რა არის პირიქით?
magaria dzalian :*
ვარდისფერკალგოტკიანი გოგოს პროფაილი მინდა 😉
au martali xar, pirveli arxi chaicikla ra am facebook damokidebulebaze
ჰირსტის ზვიგენს შემოვყევი აქ და სულ სხვა რაღაც დამხვდა 🙂 ენივეი, ნაის 🙂
ანინას ფარული კრიზისი – რა გჭირს?!
პირველად, მისმა ავატრმა მიმიზიდა ლიტ.გე – ზე, ეს , რამოდენიმე წლის უკან იყო, ალბათ მაშინ თნეიჯერი იქნებოდა, თმცა არც ახლაა დიდი,.
ცხრამეტი წლის ნინო ტეფნაძე , იგივე ანინა, ლოთი კასმანავტა დ ყველაზე მარილიანი ბლოგის პატრონი.
შემდეგ ლიტ.გე – დან,ან მე ავითესე და ან ის, მგონი ორივე. ამ რამოდენიმე თვის უკან კი, ვიღაცის ბოგზე ბოდიალისას, ისევ ნაცნობ ავატარს წავაწყდი.
ამერიკელი, კოსმონავტი გოგონა, სკაფანდრით. მოკლედ ამ ,,ვიღაცის,, ბლოგიდან , ყველაზე მარილიან ბლოგზე გადავცოცდი და ვხედავ ანინა, ცხრამეტი წლის გოგონა,
მომხიბვლელი და სექსუალური, ჩემსავით, ლუდის ლოთი და კოსმოსზე შეყვარებული….
ერთი სიტყვით, შევუდექი მისი პოსტების კითხვას, ეროტიკითა და კოსმოსზე სიყვარულით გაჯერებულს. საკმაოდ საინტესოსას და როგორც თვთონ ამბობს ზედაპირულს.
აი ისეთს , მარილიან ბლოგს ომ შეეფერება და ყვითელ პრესას სამუდამოდ დაგვიცყებს.
ბოლოს იმდენად შემიტყუა მისმა ბლოგმა, კაფკას კითხვას შევეშვი და ყოველ საღამოს ანინას ახალ პოსტსველოდებოდი.
ისიც არ აცრუებდა იმედს…, ერთი სიტყვით მისი ერთგლი მკითხველი გავხდი.
რამოდენიმეჯერ დამესიზმრა… სიზმრებს არ მოვყვები, ნაკლებად საინტერესოა, უბრალდ მე ის ვერ გავიგე, რატომ შემოიჭრა ეს გოგონა ასე ჩემში….
ამ ბლო დროს, ანინას ვატყობ რომ ,,ფარული კრიზისი,, აქვს, შემოქმედებით წვას ვგულისხმობ. ვხედავ როგორ იმართლებს თავს, რომ სხვა საქმეები აქვს, რომ არ სცლია და ძალიან დაკავებულია,
ლიბერალი.გე -ზე, რამოდენიმე სტატია დადო…. და თემა…,, სიღრმის სედაპირი,, ,,უფროსი ძმა,, ყვარელში წავიდა,იმისთვის რომ რაღაც დაეწერა, არადა ერთი ჭიქა ლუდი ყოფნიდა გათენებისას ,ახალი პოსტი მზად ქონდა.
არა,აშკარად რაღაც ხდება მის თავს, თორემ ,, იძლევა,, ,,მე და მილა,, ,,კარგი გოგოს სინდრომი,, ასეთი პოსტების შემდეგ, მოულოდნელი გადახვევა ზემოაღნიშნულ სტატიეზე…, პირადად მე უცნაურად მეჩვენება.
ანინა, მე როგორ შენი ერთი მკითხელთაგანი… ალბათ საკმაოდ ბევრიდან,მინდა გკითხო…. რა გჭირს?
რა გვიქნა ამ ანინას ბლოგმა რა…
იმ დღეს მეც კაფკას ვკითხულობდი, მაგრამ ზუსტად შუა კითხვისას ვიგრძენი რომ ბლოგზე შემოსვლის და ახალი პოსტის დალოდების დაუძლეველმა მოთხოვნილებამ შემიღიტინა მუცლის ქვედა ნაწილში… კითხვა შევწყვიტე და მთელი ღამე ვარეფრეშებდი… პოსტი არ დაიდო… კაფკა წაუკითხავი დამრჩა…
ძილი ვისწავლე : ) მეტი არაფერი
met komentars arc velodi shengan 😀 e.i. jer kidev rigzea kvelferi 😀
დღეს 2 კარგი ლექსი დავწერე, ევა. ბლოგზე კი პოსტები იმიტომ შემომაკლდა, რომ ადრე რასაც ბლოგზე დავდებდი, ახლა სხვაგან ვდებ ანაზღაურების სანაცვლოდ : )
ვიცი, წავიკითხე ლექსები 🙂 შავი ლუდის თანხლებით . ისე კი, ანაზღარება კარგია, მაგრამ ნუ დაივიწყებ შენს მკითხველს და ნუ იქცევი ბუღაძედ 😀
თეთრი ბაირაღები გამახსენდა – ორი საათი შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და არაფერი ქენიო?
🙂
მთლად აინადამოკიდებულები ნუ გავხდებით ახლა. ვაცალოთ ამ გოგოს ცხოვრება. უნდა იძინოს კიდეც ხოლმე და ხანდახან ბლოგიდან შატალოზეც უნდა იაროს, ანაზღაურებაც უნდა მიიღოს და საყვარელ ადამიანებთან რეალშიც იურთიერთოს. მოკლედ, შემოქმედებით დამწვარ -დაფერფლილ ანინას მე ისევ ჯანმრთელი გოგო ნინო მირჩევნია.
კაი იყო 🙂
მაგრამ არა.
ჯობს მაგ გოგოს ავუშენოთ ბლოგლუქსი ჩავსვათ იქ და წეროს და წეროს…
ანინადამოკიდებულები*
ეგ შენ სულხან, მე კიდე დაფერფლილი მირჩევნია…. 😀 ise ერთხელ მას გაიტაცებენ ….
da mere imdens dawersssssss 😀
🙂 me mgoni marto gushin mag dros ar shemiginebia: sheni momgoni movS..an tqo! =) =) cukerbergi. . . ra ucnauri sityvaa “shaqris mtas” nishnavs
”მოკლედ, მე ვიყავი მარკ ცუკერბერგი, ხუჭუჭა და მოწყენილი _ ადამიანი, რომელიც ვერასდროს გახდებ(ოდ)ა საკუთარ გამოგონებაზე მნიშვნელოვანი”.
გარგია!
როგორც კი კომპიუტერთან მუშაობის უცოდინარი ბოლო ადამიანი მოკვდება, აღარავის მოუვა აზრად, რომ ინტერნეტის მომხმარებაში კაცობრიობის გადაგვარების საფრთხე დაინახოს..
Cheshmaritebas gagadeb 🙂
მაგარია
ანინა იწვევს შეჩვევას 😀
ის რამდენიმე აბზაცი უნდა ამოიღო და მხოლოდ სიზმარი უნდა დატოვო. უმაგრესია და იმიტო. ნეტა, ყველაფერი მართლა ეგრე დაგსიზმრებოდა :)))