კოშმარები, არც ისე კოშმარები და ძალიან კოშმარები

სიზმარი_ სიზმარში ანუ ორმაგი სიზმარი არის კოშმარი. რა თქმა უნდა, ყველა ორმაგი სიზმარი კოშმარი არაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როგორც წესი, ასეა. ვიღვიძებ და ვხვდები, რომ მხოლოდ ერთი სიზმრიდან გამოვაღწიე და ისევ ვიწყებ თავიდან, რომ ამჯერად სხვა სიზმარს დავუძვრე. დაახლოებით ამასვე იგრძნობდა ყველაზე პატარა მატრიოშკა (ის, რომელიც ყველა სხვა მატრიოშკაშია გამომწყვდეული), საერთოდ რამის შეგრძნება რომ შეეძლოს.

როგორ შეიძლება კოშმარებს თავი დააღწიო? მხოლოდ უძილობით. თუმცა ხანდახან თვითონ უძილობა ხდება კოშმარი და მაშინ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. სასწრაფოდ დავიძინო თუ მივხედო გაზქურაზე აწივლებულ ჩაიდანს და ყავა გავიმზადო.

მხოლოდ 2 შემთხვევაში ვარ კარგად: როცა ძალიან ფხიზელი ვარ ან როცა ძალიან არაფხიზელი. გარდამავალი ეტაპები საშინელებაა.

არც ისე კოშმარია: როცა მირბიხარ, მაგრამ ადგილიდან არ იძვრი

კოშმარია: როცა ვერ მირბიხარ და სერიული მკვლელი მოგდევს

ძალიან კოშმარია: თუ ვერ მირბიხარ, სერიული მკვლელი მოგდევს და ამავე დროს ტუალეტში გინდა.

არც ისე კოშმარია: როცა სიზმარში შიშველი დადიხარ

კოშმარია: როცა შიშველი დადიხარ და ხალხი გიყურებს

ძალიან კოშმარია: როცა საკუთარ ქორწილში დადიხარ შიშველი და ხალხი გიყურებს..

მგონი, განმარტება აღარაა საჭირო…

პოსტს ახლა მხოლოდ ჩემი სიზმარი სჭირდება. ბოლო. მნიშვნელოვანი:

ვდგავარ სიმწვანეში. არ ვიცი, რამე მაცვია თუ არა. ვერ ვგრძნობ. უბრალოდ ქარის ზუზუნი მესმის. უეცრად ვხედავ, როგორ მიახლოვდება სიწითლე. მგონია, რომ მზე ჩადის. სინამდვილეში ეს არის უზარმაზარი წითელი ბოტი, რომელიც ვიღაცას უზარმაზარ ფეხზე აცვია. ცოტა ხანში ბოტი ჩერდება და ჩემს წინ ეშვება უზარაზარი ხელი (თითებზე ეტყობა, ბავშვია და არა უფროსი). ხელში ავყავარ და კარგა ხანს მათვალიერებს. მერე ერთბაშად იღებს გადაწყვეტილებას და სულს მიბერავს (მზესუმზირანარევი სუნთქვა). და მე ვგრძნობ, რომ თმა მცვივდება და ქარში მიფრინავს. მერეძირს ვეშვები და  მეღვიძება.

რას დაარქმევდით ამ სიზმარს?

მე ვიცი, რაც უნდა ერქვას, უბრალოდ თქვენი ვარიანტები მაინტერესებს..

წავედი, გავაგრძელებ უძილობას.

მე თქვენ მეყვარებით, სანამ არ გავითიშები.

თუ გაღვიძება დამაგვიანდა, ჩათვალეთ, რომ რომელიმე მატრიოშკაში ვარ. (ანუ სიზმარკლიტულში-სიზმარ-კლიტორი– აუ, უკვე უნდა დავიძინო) .

18 thoughts on “კოშმარები, არც ისე კოშმარები და ძალიან კოშმარები

  1. პ.ს. როცა შენი ცხოვრება შენს ყველაზე ცუდ კოშმარზე უარესია, უნდა მოიმარაგო ბევრი ძილის წამალი. ან მოკვდები, ან დაიძინებ. ორივე შემთხვევაში მოგებული ხარ.

  2. BISEY

    სიზმრის სახელი:
    “ერთი დღე ბაბუაწვერას სიცოცხლიდან”

  3. აი ის ორმაგი სიზმრები არ მევასება, როცა რაღაც მაგარი ხდება, იმდენად მაგარი რო არ მჯერა და იქვე ვამბობ სიზმარია თქო, მარა ვამოწმებსავით და მერე ვრწმუნდები, რა მაგარია მართლა ხდება ეს მეთქი და უცებ მეღვიძება😦 პიზდეეც ;( ამაზე საშინელება არაფერია…

  4. humbert

    რავი მე მაგრად ვკაიფობ ორმაგ სიზმრებზე, მსიამოვნებს ამ არეულობის განცდა.
    შენი სიზმარი კი კოშმარის კატეგორიას არ მიეკუთვნება, უბრალოდ დებილური სიზმარია🙂
    პოსტი კი არეულია, როგორც ეს ამ თემას შეეფერება, არა უმეტეს, ამიტომაც მომეწონა😉

  5. “აი ის ორმაგი სიზმრები არ
    მევასება , როცა რაღაც
    მაგარი ხდება, იმდენად
    მაგარი რო არ მჯერა და
    იქვე ვამბობ სიზმარია
    თქო , მარა
    ვამოწმებსავით და მერე
    ვრწმუნდები , რა მაგარია
    მართლა ხდება ეს მეთქი
    და უცებ მეღვიძება😦 პიზდეეც” ai es martla zalian texavsxolme )

  6. goga

    zalian itanjebi sizmrebit rogorc chans, me gascavli tu rogor shegizlia amas tavi daaxcio, anu saertod agar naxav sizmrebs

  7. ირამ

    ორმაგი სიზმრები თუ გესიზმრება INCEPTION-ზე წადი (თუ არ ყოფილხარ უკვე) : )
    მაგრამ ჩემი აზრით უფრო არ ყოფილხარ, იმიტომ რომ აუცილებლად დაწერდი რამეს. ორივე შემთხვევაში მოგეწონდებოდა თუ არ მოგეწონებოდა:
    (1) იმიტომ რომ მოგეწონა და შთაბეჭდილებების გაზიარება მოგინდებოდა
    (2) იმიტომ რომ არ მოგეწონა და ხალხს გააკრიტიკებდი ეს რა ‘ბულშეთი’ მოგწონთო.
    (3)თუმცაღა არსებობს მესამე ვარიანტიც, არ გინახავს იმიტომ რომ გცხელა (და თბილისში არ ხარ) : )

  8. Pingback: კოშმარები, არც ისე კოშმარები და ძალიან კოშმარები « ბლოგზმანება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s