ჩემო ჩინელო მეგობრებო
ჩემი ფრჩხილები ისეთივე მსხვრევადია, როგორც ჩინური ფაიფური.
და ჩემი თმა_ ისეთი სრიალა, როგორიც თქვენი.
და მე არ ვიცი, როგორ მოკვდა მაო ძე დუნი. ანუ შტერი ვარ.
სამწუხაროა, რომ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს კვეთს, მხოლოდ ჩვენი ცხოვრებები რჩება პარალელური.
ჩემო ჩინელო მეგობრებო, მე ყოველღამე თქვენი სიზმრები მესიზმრება. – მეორადი მოხმარებისა, როგორც ყოველთვის, ცოტათი უხარისხო. (ზედიზედ ორჯერ თუკი ნახავ, გადაიწვება). მესიზმრება შროშანები და აბრეშუმები და პატარამკერდიანი გოგოები და დიდთავიანი რობოტები. და სულ ეგაა ჩინეთი.
თქვენ კი ალბათ ხანდახან ხედავთ ნაცრისფერ კორპუსებს ევრაზიის მოწყენილი ქალაქებიდან და ვერაფრით ხვდებით, სად დგანან ისინი.
ამ სიზმრებს მე გიგზავნით. თვის წვიმიან რიცხვებში, როცა ყავასაც წყლის გემო დაჰკრავს. ჩემი ქალაქიც თქვენი სიზმრების ნაწილია _ პატარა, ოთკუთხედი დასახლება ხაკისფერი მყრალი მდინარით.
ჩვენთან თქვენზე ამბობენ, რომ თქვენ ჭიანჭველებივით მუშაობთ და კურდღლებივით მრავლდებით. ნუ გეწყინებათ, ქართველები საერთოდ არ მუშაობენ და მხოლოდ ერთ პოზაში მრავლდებიან.
ჩემო ჩინელო მეგობრებო, მაპატიეთ, რომ თოვლის ბაბუას საჩუქრები მხოლოდ დიდთვალება ბავშვებისთვის მოაქვს. არადა, მთელი წლის განმავლობაში თქვენ უკეთ იქცევით.
ჩემო ჩინელო მეგობრებო, მაპატეთ, რომ აქამდე არც ერთი ეროტიკული სიზმარი არ გამომიგზავნია. იმდენად ცოტა მაქვს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისათვის მემეტება.
იქნებ რომელიმე შობას გავყიდო ჩემი ჩინეთში აწყობილი კომპიუტერი და ჩამოვიდე თქვენს გასაცნობად. თქვენ მასწავლით, როგორ უნდა ვუყურო ცხოვრებას ცოტათი ვიწროდ, მე კი გასწავლით_ როგორ დალიოთ ლუდი პირდაპირ ქილიდან.
ჩემო ჩინელო მეგობრებო. მე უკვე ვიძინებ. გუშინ სიზმარში სიბრძნის კბილი მოვიცვალე, რომელიც არ მაქვს.
პ.ს. თო-ჩინა _ ჩინეთში დამზადებული თოჯინა
ფოტოები მოპარულია ალექსას ბლოგიდან
😀
chinese girl! so many reasons to fuck. KFJ.@
ჩინელების გამრავლების პოზაზე ბევრი კარიკატურა მინახავს, ქალები რო ქვაბებს რეცხენ და თან იმასუშვებიან და ამნაირები.. არაა ჩვენი/ ქართველების საქმე მთლად ასე ცუდად 🙂
ხო ჩინელებს და ზოგადად ყვითელ კანიანებს ალუბლები შავ ღვინოში ბანაბენ არ “ევასებათ” და ღიპებიც ნაკლებად აქვთ და ცოთა მოქნილები არიან იმისათვის რომ რაკამს გაცდნენ და ფანტაზიაც უწყობთ ხელს რათქმაუნდა. ასე რომ ქართველების საქმე ძალიან ცუდათაა.
სხვათაშორის ჩინელები იმიტომ არანი ისეთები როგორებიც არინა რადგან უცხოპლანეტელები პირველად მათ ეწვივნენ და საკუთარი გენის ნაწილიც აჩუქეს (იმ პოზების საშუალებით რომლებსაც ქართველი კომპლექსიანი მამკაცები ცოლებს ვერ კადრებენ) ეს ისტორია ერთ–ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელზე იყო ჩაწერილი. რომელსაც ჩინეთის მთავრობა დიდი ხანია საიდუმლოდ ინახავს. ჩინელების საიდუმლო იმაშია რომ მათი გენი საკმოდ რეზისტენტული დაავადებებისადმი და მათი ფსიქოლოგია რადიკალურად განსხვავებული მსოფლიოს სხვა ერების ფსიქოლოგიისაგან.
Fuck, fuck, fuck…
..
ისინი ჩვენს შორის არიან… უუუაააა…
აოეეე….
ეს პოსტი სიზმრებზეა, რა პოზა, რის პოზა.