დავფეხმძიმდი 3D პორნოს ყურების შემდეგ..

ჯენიფერი გქვია. ამერიკელი ქალი ხარ, შენი ქმარი წლებია, ერაყში მსახურობს, და ხანდახან (ან არც თუ ისე ხანდახან) როცა ძალიან გინდა, რომ ვინმე მოგეფეროს,  პორნოს უყურებ. კაცი არ გყავს, ქმრის ერთგული ხარ, მხოლოდ პარასკევობით, სერიალის შემდეგ  ღალატობ პორნომსახიობებთან. ან შეიძლება შაბათსაც, როცა ძილი არაფრით გეკარება.  ქმარმაც იცის. არ სწყინს.

ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩენ,  რომ ფეხმძიმედ ხარ.  იბნევი და იხსენებ, რამე ხომ არ მიქარე. არა. არა. ნამდვილად არავისთან გქონია სექსი და არც არაფერი მომხდარა ისეთი.. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, რაღაც  მაინც მოხდა.  1 თვის წინ. აი, ლატარია რომ მოიგე და მერე  3 D მოწყობილობა შეიძინე. გახსოვს?  მას შემდეგ, რაც ,,ავატარიც”  ნახე და ,,ალისაც”, მოგინდა, პორნოზე გამოგეცადა.  ჯერ თვალებდაჭყეტილი უყურებდი, მერე წამით თვალები დახუჭე და ცხადად შეიგრძენი, როგორ  გადმოვიდა ზანგი მამაკაცი ეკრანიდან (მისი ყველა ფილმი ნანახი გაქვს) ხელები მოგხვია და…

ღმერთო ჩემო ! აი, ვისგან ხარ ფეხმძიმედ.

საშინელებაა. ან მაღაზიის კონსულტანტმა რატომ არ გითხრა, ან ბოლოსდაბოლოს, თავი მაინც რატომ არ დაიცავი, სანამ 3 D პორნოს ყურებას გადაწყვეტდი..

ამის ახსნა  ქმრისთვის გაგიჭირდება. თუმცა სხვა გზა არაა. ანერვიულებული ურეკავ და ყველაფერს უყვები:

ის დიდხანს გისმენს და მერე ამბობს: ჯენიფერ, ძვირფასო, ნუ ნერვიულობ, კარგი? მე მჯერა შენი. არაფერი მიკვირს, ტექნიკა ისე სწრაფად მიდის წინ, რომ..

ბავშვს გაუფრთხილდი, მართალია, ჩემი შვილი არაა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობას მე ავიღებ.

თანაც, ბავშვი რომ შეგეძინება, აქედან ცოტა ხნით მაინც გამომიშვებენ და ორივეს გნახავთ.

არ ინერვიულო, ძვირფასო”

ტუ-ტუ. მხოლოდ 1 წუთიანი ზარის უფლება გაქვს.

ცოტა დამშვიდდი. ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა.

თვეების შემდეგ კი შენ პატარა ზანგი ბიჭი გიჭირავს ხელში (შენ თეთრი ხარ, შენი ქმარიც თეთრია)… ახლა შენი ,,ერაყელი”  ჯარისკაციც გვერდით გიდგას. ჯერჯერობით არსადაც არ წავა. შენი ბიჭუნა მამას ჰგავს. ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ტიტლიკანაა. ზუსტად ისეთივე ჭუჭულიკები  აქვს, როგორიც მამამისს. ენაცვალოს დედა.

პ.ს. ამბავი ნამდვილია. ამერიკაში მართლაც ირწმუნებოდა ერთი ქალი, რომ სამგანზომილებიანი პორნოთი დაფეხმძიმდა, მისმა ქმარმაც მართლაც დაიჯერა ეს ზღაპარი და ახლა ისინი ერთად ზრდიან  ზანგ ბიჭუნას.

ქართული ტექსტი ბაი ანინა

24 thoughts on “დავფეხმძიმდი 3D პორნოს ყურების შემდეგ..

  1. anonime

    ისე, პორნოს ყურებაც “დაცემა”-ა და რა გასაკვირია შედეგი?
    კარგი მოთხრობა გამოგივიდა, მომეწონა.
    და ბურჭულაძე ან დეისაძე ამას როგორ გემრიელად დაწერდა …

  2. ერთი წამით კი არა, დიდხანს და ძალიან მაგრად დაუხუჭავს თვალები მაგ ქალბატონს. ალბათ, სხვებიც დაფეხმძიმდებიან “მსგავსი მეთოდით” და სულ მალე “3D თაობა” თავის სიტყვას იტყვის.

  3. ეჭვიც არ მეპარება რომ ამერიკელმა ქმარმა ეს დაიჯერა, ისინი ხომ პატარა ბავშვებივით არიან ყველაფრის სჯერათ და ”გაგებით” მოეკიდა ამ ამბავს :))))))))))))

    პ.ს. მგონი ანეგდოტია , ქალი იჩემებდა ბადრიჯანმა დამაფეხმძიმაო ხოდა ამასთან შედარებით 3დ რა რეალურია თქვიიიით :)))))))))

  4. გამოხმაურება: 7 ფიფქია და 1 ჯუჯა « Anina's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s