ჩართე და მოუსმინე ანინას ხათრით.
რამდენიმე დღე_ სკაიპის უცვლელი სტატუსი _ buy me a Kalashnikov
განწყობა_ ,,ყველაფერი ცუდად იქნება”
აქტუალური პრობლემა_ როგორ დავადგინო, ნამდვილად მღვიძავს თუ არა
არანაკლებ აქტუალური პრობლემა_ თუ მძინავს, როგორ გამოვიღვიძო
საინტერესო თემა_ უცნობები მეტროში
არ ვიცი, თქვენ ოდესმე თუ გაგჩენიათ სურვილი, რომ მეტროს ბოლო მატარებელში ( რომელიც თორმეტზე და ცოტა გვიან გადის) უცნობებს დააკვირდეთ. მე გამჩენია. ზიხარ, ზის, სხედან.. ერთმანეთს უყურებთ. ფანჯრებში სიბნელე მირბის (სხვანაირად ეს როგორ უნდა თქვა?) . ხანდახან შუქი შეთამაშდება და თქვენ ყველანი სიბნელეში აღმოჩნდებით. ასეთ დროს სრულიად კარგავ დროისა და სივრცის შეგრძნებას. მეტროს ბოლო მატარებლით მგზავრობენ ძირითადად მეძავები, იშვიათად_ მათი კლიენტები, იშვიათად_ დაბნეული პროვინციელი გოგონები, ხანდახან_ მღვდლებიც. სულ მაინტერესებს ხოლმე სად მიდის ეს ხალხი. აი, მეძავი, რომელსაც ახლა ვუყურებ_ საიდან მოვიდა, მუშაობა დაასრულა თუ ახლა უნდა დაიწყოს. ან.. ფეხები რატომ არ სტკივა ამსიმაღლე ქუსლებზე დგომით.. და თუ სტკივა, რატომ არ ჯდება. ვულგარული არაა, მხოლოდ ხანდახან ხდება ცოტათი უსიამოვნო. აი, მაშინ, ყბებს რომ გაიქნევს ხოლმე ძილის დასაფრთხობად ( კევს ღეჭავს, მოვარდისფროს, იმასაც კი ვგრძნობ, რომ გემო უკვე გასული აქვს). თვითონ ის კი არა, მისი სტატუსია გამოწვევა ყველასათვის, ვინც ამ ვაგონშია.. ჩემ გარდა. ძალიან ჩვეულებრივადაც რომ იდგეს, მუხლებშეტყუპებული, თავდახრილი, მაინც გააღიზიანებს შუახნის შვილმკვდარ ქალს (მკერდზე ახალგაზრდა ბიჭის შავ-თეთრი სურათი), რომელიც მასთან ახლოს ზის და თავის ,,ლოცვანს” კითხულობს. ლოცვას, რომელსაც ასე დაჟინებით დასჩერებია, ალბათ, ,,მწუხრისა” უნდა ერქვას. მეძავი კი არა, ამ ქალს მეც კი ვაღიზიანებ. მე ხომ ახალგაზრდა ვარ და ცოტა უტიფარიც, რადგან ფეხებშეკეცილი ვზივარ. ესე იგი, მეც გამაღიზიანებელი ვარ..
მატარებლის კუთხეში მჯდომი ბიჭი მე მეპრანჭება. ვცნობ ასეთ ტიპებს. ჯინსებს წლების განმავლობაში არ რეცხავენ. ჩუმ-ჩუმად მეძავსაც უყურებს. ალბათ, როცა ჩავა, რამეს მიაძახებს კიდეც. რამდენიმე გაჩერების შემდეგ კი ჩემ გვერდით გადმოჯდება და სახლამდე მიცილებას შემომთავაზებს. მე არ ვღელავ. ასეთი ტიპები ძალიან გაუბედავები არიან. ,,არაც” და ,,კიც” ერთნაირად აბნევთ.
მატარებელში ერთი 30-35 წლის ქალიცაა. ქერაა, ოღონდ ბუნებრივად ქერა _ არა. ხელში ტყავის ჩანთა უჭირავს. სახეზე თავის მართლება აწერია (მერე რა, რომ მეტროს ბოლო მატარებლით ვბრუნდები შინ, რამე ცუდი კი არ ჩამიდენია, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, იქ თავი ვერავის მოვაწონე და ამიტომაც არც არავინ გამომაცილა). პრინციპულად არ ჯდება. ზუსტად მეძავის პირდაპირ დგას. ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იმ რომელიღაცა სადგურზე ( მეტროს კარები რომ უჩველო მხარეს იხსნება), ეს ქალი სადგურზე მოსხლეტით გადავარდება, რადგან დარწმუნებული ვარ, პირველად მგზავრობს მეტროთი. უნდა გავაფრთხილო თუ არა? /მოშორდი კარებს, ახლა ეგ კარები გაიხსნება და გადავარდები/
ვცდილობ, მისი რეაქცია გამოვიცნო. იფიქრებს, რომ დავცინი და არაფრით არ გამოიწევა. ამის ნახვა არ მინდა. ერთი გაჩერებით ადრე ჩავდივარ. სახლამდე ფეხით მივალ. უცებ ვფიქრობ, რომ ვაგონი, რომლითაც მე მოვედი, ახლა აღარ არსებობს. ხომ შეიძლება, მძღოლს ჩაეძინოს და მატარებელი აღარასდროს გააჩეროს.. სადმე ხომ უნდა მთავრდებოდეს ეს დედანაქაჩი ლოლ) რელსები… თუმცა, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ის ბიჭი მეძავის დაკერვას შეეცდება (სხვათაშორის, ფეხები მშვენიერი ჰქონდა), მაგრამ მეძავი უფასოდ რა თქმა უნდა, არ მისცემს. შეიძლება, ამ ბიჭმა, მეძავს მუშტი მოუქნიოს ამის გამო. კი, ნამდვილად ასე მოხდება. ქერა თავდაჯერებული ქალი გაუნძრევლად იდგება, ის შვილმკვდარი დედა კი თავს კიდევ უფრო ჩარგავს ,,ლოცვანში” . ბიჭი შემდეგ გაჩერებაზე ჩავა. მეძავი კი კარებთან ჩაიკეცება და მთელი ხმით იბღავლებს. რა კარგია, რომ დროზე ჩამოვედი.
კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა: მე არასდროს მიმგზავრია მეტროს ბოლო მატარებლით. ეს ყველაფერი დამესიზმრა?
ანინას ხათრით ჩავრთე მუსიკა.
არ ვინანე.
კარგია. პოსტიც და პოსტი + მუსიკა, საერთოდ მაგარია.
მეტროს ბოლო მატარებელში რომ დაგენახე, მიცნობდი? თუ კი, მაშინ ‘არანაკლებ აქტუალურ პრობლემას’ უნდა მიხედო :))
პ.ს. მეძავი არ ვარ
მგონი
რომ არა შენი ბმული,ეს სიმღერა მოუხდებოდა პოსტს ძალიან!
არა??
იმიტომ,რომ სა–ო–ცარია..
პოსტი ამაღამ ისეთი დამთრგუნველი გამოდგა და ისეთი..
მომშხამა:(
რა კარგი იყო,უჰ!
ეს მუსიკა კიდევ უფრო დამთრგუნველია. თუ მოგშხამა, პოსტი კარგი არ ყოფილა : )
სხვაგვარად ვერც “მომექცეოდა”:)
რა ხასიათიც ქონდა პოსტს,გადმომდო:)
არამგონია “გასაღიმარის” ან რამე ამდაგვარის კატეგორიას ეკუთვნოდეს:)
ეს მუსიკა უკვე მიყვარს:o
მეტს ველოდი ამ პოსტისგან. უცებ დამთავრდა და უკმარისობის გრძნობა (“ნიხვატკა”) დამიტოვა.
სამწუხაროდ ხშირად აღარ მიწევს მეტროში ჩასვლა…
მეტროში ხალხის თვალიერება, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი იყო ჩემთვის :).
შერლოკ-ჰოლმსზე შეყვარებული ბავშვობიდან დამჩემდა ხალხის დაკვირვება და მათი ჩაცმულობის, გამომეტყველების, ქცევების მიხედვით პროფესიის, სტატუსის და ა.შ. დადგენა.
ე.ი. მეტროს ბოლო ვაგონის ჩემეული არდასიზმრებული ვერსია:
პირველ რიგში თვალში (და ცხვირშიც) მოგხვდება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები.
ხან მცირე ჯგუფებად, ხან კენტად მოარულნი.
ჯგუფად მყოფნი ვაგონშიც აგრძელებენ ხორხოცს და ღრიანცელს, მათდა სამწუხაროდ ალკოჰოლის გარეშე.
კენტად მყოფნი ხან გაბლეტილი თვალებით იმზირებიან მარჯვნივ და მარცხნივ, ხან თავჩაქინდრული აკიმარებენ. ხანაც ჯერ კიდევ გონზე მყოფნი ეძებენ ვინმეს, ვისაც თავის ვარამს თუ გულის ნადებს გაუზიარებენ.
მეორე საპრიზო ადგილი უკავია სრულიად საქართველოს პროლეტართა და წვრილ მოხელეთა კატეგორიას.
ესენი არიან, გვიანობამდე შემორჩენილი შიდა თუ გარე-მოვაჭრეები (კიდევ არსებობენ ასეთები?), რომლებიც კუბოკრული ჩანთებით…………
ძალიან გავერთე აი…
ჩემი ბლოგი ხომ არ მგონია?!
დავახვიე აქედან :D.
პოსტის მიზანი არ ყოფილა მეტროს მგზავრების ტიპობრივი დაყოფა. და ნუ, ამ სიგრძე პოსტი იყო და თუ მაინც მოგეჩვენა, რომ მალე დამთავრდა, ესე იგი, უკვე შემიძლია, რომანის წერა დავიწყო. ქართული საზოგადოება მომწიფებულა ამისთვის. მაპატიე, ვერ ვარ კარგ ხასიათზე : ) მიხარია, რომ წაიკითხე
რა გაპატიო, პირიქით, აქეთ მაპატიე… გავერთე და შევყევი :).
მუსიკა მართლაც რომ!
მადლობა ანინა, ეს ის პოსტია რასაც (ამ საღამოს) ვეძებდი, თავისი განწყობებითა და აქტუალური თუ არანაკლებ აქტუალური პრობლემებით.
რამდენი ხანია შენი პოსტები არ წამიკითხავს. ძალიან მომეწონა.
ვერ ვიტან მეტროს 😐
Dre 😀 Doctor dre 😀 saxeli arascorad damiceria
მუსიკა ❤ ❤ ❤
ნაწერს ეტყობა ბევრი ფანტაზიები და ცოტა – ცხოვრება.
მწერალს ჭირდება რაღაცეების ნახვა, განცდა და გაგება. თითიდან გამოწოვა ძნელია და ხშირად ვერაა დამაჯერებელი.
get a life!
ვერ ვიტან დამაჯერებელ ლიტერატურას : ))
მე მიმგზავრია, ბოლო მატარებლით, ისე კარგია შენ რომ არ გიმგზავრია, მაგზე უარესებს ნახავ, რაც აქ აღწერე.
მე კიდე სულ ფეხსაცმელებზე ვაკვრიდები მეტორიში ხალხს, ყველას შავი და თან ტალაიანი რომ აცვიათ,ან უკიდურეს შემთხვევაში მაგრად გაპრიალებული…
მეძავი მეტროში?
ჰმ…… უკვე საინტერესოა =)
ვროძე იმდენს მაინც შოულობენ რომ ტაქსით იმოძრავონ, არა?
კი, მეძავები ხშირად დადიან მეტროთი ღამის საათებში. მეტი არ ვიცი : ))
პოსტი კარგია ძალიან,
არ მომეწონა ცუდ ხასიათზე რომ ხარ! მაგრამ თუ ასეთი მაგარი პოსტისთვის ასეთი ცუდი განწყობაა საჭირო, მაშინ –ჰოოო!
ახლა გამოიკეთე განწყობილება!
საერთოდ, ადამიანებზე დაკვირვებაა ძალიან საინტერესო, მეტრო მისწრებაა ამგვარი დაკვირვებისთვის. 🙂
კითხვა: გენიოს, აბა, როგორია ადამიანი, რომელიც ლაპარაკის დროს ცხვირს ხშირად ეხება და მეტროში არასოდეს ჯდება? :))))))))))))))
ჰოი, რამდენჯერ მიმგზავრია მეტროს ბოლო მატარებლით
“მე არ ვღელავ. ასეთი ტიპები ძალიან გაუბედავები არიან. ,,არაც” და ,,კიც” ერთნაირად აბნევთ.”
“მაგრამ მეძავი უფასოდ რა თქმა უნდა, არ მისცემს. შეიძლება, ამ ბიჭმა, მეძავს მუშტი მოუქნიოს ამის გამო. კი, ნამდვილად ასე მოხდება.”
???
აკი გაუბედავები არიანო?
მუშტის მოქნევა მეძავთან დიდი ვერაფერი სიმამაცეა : )
როგორც წესი, ასეთი ტიპები იმიტომაც არიან გაუბედავები ჩვეულებრივ გოგოებთან ურთიერთობაში, რომ მთელი მათი სქესთაშორისი ურთიერთობები მეძავებთან სიარულით შემოიფარგლებიან.
სამაგიეროდ მეძავები ადამიანებად არ მიაჩნიათ, და მათთვის გარტყმა ან მათი ცემა, ჩვეულებრივი მომენტია.
ასე რომ, არაფერი ალოგიკური.
გაუბედავი ვერ მოუქნევს მუშტს, ვისაც მუშტის მოქნევა არ მოერიდება მაგას არც კი დააბნევს არც არა და არც მაშასადამე. ადამიანად მიაჩნია თუ არა ეს არ არის კრიტერიუმი გაბედოს რამე.
რო ვკითხულობდი ჩემი თავიც ვაგონში მეგონა.
მომეწონა.
ამ პოსტს ვეძებდი გუშინ საღამოდან…
“განწყობა_ ,,ყველაფერი ცუდად იქნება”
აქტუალური პრობლემა_ როგორ დავადგინო, ნამდვილად მღვიძავს თუ არა
არანაკლებ აქტუალური პრობლემა_ თუ მძინავს, როგორ გამოვიღვიძო”…
dzalian momewona. musica- perfect!
kaia…
გამოხმაურება: მეტროს ბოლო მატარებელი | GARTOBEBI.INFO
მაგარი პოსტი იყო, მართალია ეგ მუსიკა დიდად არ მომეწონა და Marilyn Manson-ის Para-noir-ის ფონზე წავიკითხე 🙂
getyoba ro martla arasdros gimgzavria metros bolo matareblit. imitom, rom misi mgzavrebi sinamdvileshi didad ar gansxvavdebian dgis mgzavrebisgan. xalxic bevria.arc ise bevri rogorc dgisit,magram vagonebi titkmis savsea. da yvelanairi xalxi shegxvdeba.nu erti rac gamoiyofa isaa,rom mamakacebi arian umetesoba da kidev mtvralebi:D 😀
arachveulebrivia