ოდესმე მითქვამს თქვენთვის, რომ პოსტებს მაშინ ვწერ, როცა დღიურ ვიზიტორთა რაოდენობა აღარ მაკმაყოფილებს? მარტივად რომ ვთქვათ: როცა პოსტს ვწერ, ბლოგზე შემომსვლელების რიცხვი იმატებს, ერთი კვირა კარგ მდგომარეობაშია, მერე ისევ იკლებს და ვფიქრობ ხოლმე, რა დავწერო, რომ ღვთაებრივი ბალანსი აღვადგინო. აი, ასე საშინლად გულახდილი ვარ ახლა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ცუდი არაა. დასაკარგი არაფერი მაქვს, რადგან თუ ამ ფრაზამდე მოხვედით, ესე იგი ფეხებზე არ გკიდივართ, და თუ ფეხებზე არ გკიდივართ, მაშინ სავარაუდოდ read more-საც დააჭერთ..
საქმე ისაა, რომ ,,ტაბულას” ბლოგზე, როგორც იქნა, განვათავსე პოსტი ,,რატომ არ მიყვარდა სკოლა” და კიდევ ერთხელ მომიწია შეჯახება ფენომენთან, რომელსაც ,,რაში მაინტერესებს” ჰქვია. ,,რაში მაინტერესებს, ავტორს რა არ მოსწონდა თავის სკოლაში; ვინ ჩემი ფეხებია, რომ საკუთარ მოსაზრებებს თავზე მახვევს, რატომ მიაჩნია საკუთარი თავი იმდენად მნიშვნელოვნად, რომ მისი სტატია უნდა წავიკითხო, და საერთოდ რას წარმოადგენს რო?”
,,ლიბერალშიც” ასე იყო, როცა სტატია ,,განმეგობრება” დავწერე ჩემი და ცხადაიას დავის შესახებ. ამბავი ხაზგასმით პირადი იყო, სამაგიეროდ კონტექსტი იყო საზოგადო და შედეგად ის მივიღეთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი ,,ტაბულაში” გადასვლის გარშემო კამათი არ ჩამცხრალა. ამის პარალელურად კი მაინც იწერებოდა ასეთი კომენტარები:
,,ძვირფასო ლიბერალო, თქვენ ფიქრობთ, რომ , მე, თამილა, მევლუდის ასული კუპატაძე, ყოველ დილით იმიტომ ვხსნი ლიბერალის ვებ-საიტს, რომ ანინას და გიორგი ცხადაიას მეგობრობის თავისებურებანი მაინტერესებს?’
მდაა.. არ მესმის ამ ,,თამილა კუპატაძეების“. თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ სვამ კითხვას: ,,და რაში მაინტერესებს, შენ რას ფიქრობო”_ აშკარად აგვიანებ. ესე იგი, უკვე დაინტერესდი იმით, თუ რას ვფიქრობ მე, სტატია წაიკითხე, ის სიმბოლოებიანი კოდიც აკრიფე, სავალდებულო ველებიც შეავსე და კომენტარიც დატოვე. ინტერესი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სხვა არც არაფერია.
1. ნუ მსაყვედურობთ, რომ სუბიექტური ვარ და სათაურში პირველ პირში დაწერილი ზმნა გამომაქვს ხოლმე.
ამ ბრალდებას სიცილის გარდა ვერაფრით ვუპასუხებ. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რა რთული წასაკითხია ეგრეთ წოდებული ,,დაბალანსებული” ნაწერი. როგორ მუხრუჭდება მკითხველი, როცა ავტორი სიტყვებს გამუდმებით ზომავს, რომ როგორმე ,,ყველა მხარის” პოზიცია დააფიქსიროს. ასეთი ნაწერები მაფიქრებინებენ, რომ შემწვარი კარტოფილის ნაცვლად წინ ,,ჰერკულესის” ფაფა დამიდეს. უფრო ცუდი კი ისაა, რომ ზოგიერთები მაჯერებენ, ნამდვილ სტატიას სწორედ ასეთი გემო უნდა ჰქონდესო.
2. არ მჭირდება ობიექტური ბლოგერები და მესვეტეები
(სხვა საქმეა, რომ ეს საქმიანობა ობექტურობას უბრალოდ გამორიცხავს). მე მაინტერესებს სუბიექტური პოზიცია, თუნდაც კატეგორიული, თუნდაც ხმამაღალი და თუნდაც ,,მიკერძოებული”. თუ ასარჩევად მექნება საქმე, რომელი სტატია წავიკითხო : ,,რატომ (არ) ვარ მემარცხენე” თუ ,,მემარცხენე დისკურსის პერსპექტივები დღევანდელ საქართველოში”, ყოველთვის პირველს ავირჩევ.. იმიტომ, რომ ვგიჟდები, როცა ადამიანები საკუთარ ამბებს ისე ჰყვებიან, თითქოს საზოგადო საკითხი იყოს.
3. სუბიექტურ პოზიციაში გაცილებით მეტი რამ მეჩვენება საყურადღებო, ვიდრე ექსპერტების ბრტყელ-ბრტყელ მომიხილვებში.
არ მიყვარს თავის მართლება სიტყვებით ,,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ აქვს”. თითქოს სადღაც, სუბიექტური აზრის მქონე პირთაგან გადამალულ ადგილას ობიექტური ჭეშმარიტება არსებობდეს და მასზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდეს. ნწ. ჩემთვის მხოლოდ ისაა ჭეშმარიტი, რაც სუბიექტურია. არ არსებობს 2 თითი, რომელსაც ყველა ხედავს.. არსებობს 2 თითი, რომელსაც შენ ხედავ. და თუ კიდევ უფრო ჭკვიანურად ვიტყვით, ,,არც ფაქტები არსებობს ამ სამყაროში, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები”..
პ.ს ის, რაც დავწერე, მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და მას, როგორც ყველა სუბიექტურ აზრს, სწორედაც რომ ობიექტურ ჭეშმარიტებაზე აქვს პრეტენზია . სამწუხაროდ, ეს პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა : ]
პ.პ.ს. რა დაიძინებს ამხელა პოსტის მერე. სიზმრებს მაინც ვნახულობდე..
” ვგიჟდები, როცა ადამიანები საკუთარ ამბებს ისე ჰყვებიან, თითქოს საზოგადო საკითხი იყოს.” მეც ვგიჟდები მაგაზე 🙂
ყველაფერი მაინტერესებს, ისიც კი რატომ წაშალა ცხადაიამ ანინა ფეისბუქიდან (თუ სკაიპიდან). ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ? 😐
გააჩნია როგორ მიუდგები – ბლოგი იმის ბლოგია,რომ მოსაზრებას შეიცავს, ისევე როგორც ვთქვათ, რედაქტორის სვეტი ან რომელიმე ექსპერტის მოსაზრება და არც ერთ მათგანს ობიექტურობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, ვერც იქნება. იმიტომ, რომ ის არ არის ჟურნალისტური პროდუქტი და ზუსტად იმისთვის იწერება, რომ რაც გინდა და როგორც გინდა ისე დაწერო. ვინ როგორ მიიღებს ამას, ეს უკვე მკითხველის გემოვნების და აღქმის საქმეა. არჩევანი მას ნამდვილად აქვს. თუ ასე გავმიჯნავთ, მაშინ კითხვისას დისკომფორტიც არავის შეექმნება. თუმცა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რაც უნდა ბრტყელი იყოს ე.წ. თუ ნამდვილი ექსპერტების აზრები, ჟურნალისტების პირველ პირში მოთხრობილ ბოდვას და სუბიექტივიზმის პიკს ნამდვილად მირჩევნია.
კნუტ ჰამსუნის სიტყვებია (ციტატა შეიძლება ძალიან ზუსტი არ იყოს): ”არ არსებობს ობიექტურობა. მხოლოდ ყველაზე უკიდურესი სუბიექტურობაა ნამდვილი ობიექტურობა.” (წიგნიდან ”თანამედროვე ამერიკის სულიერი ცხოვრება”)
ერთი კვირა კაია… ჩემი ბლოგის ორგაზმი მხოლოდ ორი დღე გრძელდება… ნუ ორნახევარი, მაქსიმუმ 🙂
ობიექტური ფოტოობიექტივიც კი არაა.
როგორ შეიძლება ბლოგერი იყოს ობიექტური?
და რა საჭიროა საერთოდ?
i agree 🙂
თუმცა შენი განმეგობრებით დაწყებული დისკუსიების უსასრულო გაგრძელება ჟურნალების ბლოგებზე მეც არ მომეწონა. და არც ტაბულას ის ენთუზიასტების ბლოგები მომწონს, რომელზეც, ვისაც რა უნდა, იმას დაწერს. შინაარსი კი არა, მიდგომა და ფორმა არ მომწონს უბრალოდ.
თამილა მევლუდის ასული კუპატაძე —— :დ :დ :დ აი რა მაკლდა დილის განწყობისთვის :დ ვგორავ :დ :
დანარჩენს რაც შეეხება, მილიონჯერ მქონია მსგავსი შემთხვევა. წერის დროს იმდენად ხშირად არა (რადგან არ ვწერ საერთოდაც, ხშირად), როგორც საუბრისას. ხალხმა ვერაფრით შეიგნო, რომ ყოველი აზრი, რომელიც კონკრეტული ადამიანის მიერ გამოითქმება, არის სუბიექტური. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი და ყურადღებას არც უნდა აქცევდე 🙂
როცა აზროვნებ, ძალიან მომწონხარ ))))
ადამიანი არის სუბიექტი, შესაბამისად სუბიექტურიც. ობიექტური შეიძლება იყოს ავეჯი.
სწორედ ამ დილით, სკოლაში მიმავალი ვფიქრობდი ჭეშმარიტება ობიექტურია თუ სუბიექტური. ჩემდაგასაოცრად ამ პოსტშიც ვიპოვე ერთი ორი მსგავსი წინადადება.. ჩვენ (ყველა არა) ვუჯერებთ ფილოსოფოსებს და ვამბობთ, რომ მათი აზრი ჭეშმარიტია.. ხო, მაგრამ ეს ჭეშმარიტი აზრიც ხომ სუბიექტურია.. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რო ჭეშმარიტება სწორედაც რომ სუბიექტურია.. ამიტომ თუ ფილოსოფოსების გაონათქვამებს აქვთ ჭეშმარიებაზე პრეტენზია, მაშინ რატომ არ უდნა მქონდეს მე ჩემი აზრებით? ხო შეიძლება ყოველთვის გამოჩნდეს ადამიანი ვინც იტყვის რომ ნიცშე იდიოტია.. :D:D
miyvars me es gogo…..likes ver vtoveb mxolod, ar var daregistrirebuli 😦
ნიცშე იდიოტია!
მდაა… Fox-ის სლოგანია, მე გიყვებით თქვემ წყვეტთ 🙂
like
კარგი! იყოს ნიცშე იდიოტი..
მე შტაინერის კითხვას ნიცშეს კითხვა მირჩევნია (კაკრაზ იმიტომ, რომ იდიოტია)
“ნამდვილი ექსპერტების აზრები” “უბრალოდ აუცილებელია”, თან ესეთები ხომ ისედაც ვართ ადამიანები..
ჯანდაბა, ჩემი ნათქვამი ხომ ირონია იყო, არ შეიძლება ასე გასერიოზულება
<>
ფეხებზე არ მკიდიხარ მაგრამ დიდი ხანია პოსტებს read more-ს გარეშე, სათაურის დანახვისთანავე ვხსნი, შესავლის გარეშეც ვიცი – მომეწონება 😀
იდიოტები ხო გაქვთ ნანახი.. ეგ არი რა.. აბა ისე რა პასი ექნებოდა :D..
ირონიით შემოსილი სინამდვილეა “ნიცშე იდიოტია”..
ახახახხა ;დ ირონიით შემოსილი სინამდვილე? ვინ შემოსა? როგორ ადვილად შეიძლება იპოვნო ორ სიტყვაში შენთვის მოხერხებული დასკვნა, რომელიც =0
მე.. და ჩემნაირები მოიძებნებიან თუ არ მოიძებნა პატარა “იგი” ვიქნები :)))).. აქ ხო “ყველააზრსაქვსარსებობისუფლება”ზე ვლაპარაკობთ :)))))
მე.. და ჩემნაირები მოიძებნებიან თუ არ მოიძებნა პატარა “იგი” ვიქნები :)))).. “აქ” ხო “ყველააზრსაქვსარსებობისუფლება”ზე ვლაპარაკობთ :)))))
:))
მაშინ ვთქვათ რომ ობიექტურობა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში და ეს შემთხვევა არის?
მგონი ვერ მივხვდი როგორი ინტონაციით უნდა წამეკითხა და ამიტომ ვერ გავიგე.. 😦
მოდი მაშინ ამ ტერმინების ფილოსოფიურ გაგებას თავი დავანებოთ.. იმიტომ, რომ ბოლოს ვიკითხავთ “რატომ გააჩინა ადამიანი ღმერთმა?”.. და გვინდა ახლა მაგი ჩვეეენ? არა.. :))))
ხოლო, მისი პრაქტიკული მნიშვნელობა ვიცით და მათი განმარტებაც არ არის ძნელი..
😀 😀 მაშინ მარტივად დავსვამ კითხვას, რა შემთხვევაში არსებოსბ ობიექტურობა?
Too long, didn’t read
სასამართლოში,, განაჩენის გამოტანის შემთხვევაში უნდა იყოს! :D:D არაა მარა მაინც :D:D
ამ კითხვის გააზრება მაინც ბევრნაირად შეიძლება.. რელიგიის გარეშე ოგონდ.. :))
მაგრამ შენ გინდა არ ავცდეთ ფილოსოფიას..
იმ შემთხვევაში როცა ყველა ერთ აზრზეა (თან როცა ღმერთიც გვეთანხმება), ანუ როცა არ არსებობს ადამიანი და ცხოველი რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.. ასეთი შემთხვევაა: 2-ის კვადრატში აყვანისას 4-ს რომ ვიღებთ ჩვენი მეცნიერული მიღწევების წყალობით.. მაგრამ აქაც კი გამოჩნდება ვინმე რომელიც იტყვის რომ “როგორ შეიძლება ორჯერ ორი ოთხი იყოს, მაშინ როდესაც ამის დადგენის მექანიზმი, თავად მათემატიკა არის მცდარი”.. ესეთი შეიძლება იყოს დებილი ან გენიოსი, გადატრიალება რო უნდა სამყაროსი.. ან ვინმე ვისაც მაგრად არ ვევასებით და არ უნდა რომ ობიექტურობამ იარსებოს.. :))))))
არა, არა, არაფერი მსურს, არც ფილოსოფია, არც რელიგია, არც პოლიტიკა და მისდაგვარი სისტემები, ობიექტურობა არის შეხედულება, აღქმა? გამოკიდება ბევრ რამეზე შეიძლება, ასევე აქსიომებზეც კი, მაგრამ შენ, ყოველგვარი სხვისი აზრის ან გავლენის გარეშე, როგორ ფიქრობ რა არის ობიექტურობა?
მაშინ როცა მიუკერძოებელი ვარ, ანუ როცა არაფერი არ ახდენს ჩემზე გავლენას და მაშინ გამოვთქვამ აზრს ის ობიექტურია.. მაგრამ ფილოსოფიურ ასპექტში – ჩვენზე რომ არ ახდენდეს არაფერი გავლენას ის ‘აზრიც’ არ გვექნებოდა.. ადამიანი ხომ ცარიელი ფურცელივითაა რომელსაც ვავსებთ სხვადასხვა გრძნობადი (ყნოსვა, ხედვა…) შემეცნების გზით მოპოვებული ინფორმაციით.. ანუ ჩვენზე რაღაცები ყოველთვის ახდენს გავლენას..
არ არის ადამიანი ცარიელი ფურცელი. არსებობს გენეტიკური მეხსიერება : ] თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეგრე მახსოვს :დ
ანინა მართალია, არსებობს გენეტიკური მეხსიერება, მაგრამ ცვალებადი. გარე ზემოქმედების შედეგად გენიც შესაბამისად იცვლება . ობიექტურობა კი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მე ასე ვფიქრობ.
:))))) მე დავწერე “..”ვითაა თქო და იმედი მქონდა არავინ გამომეკიდებოდა :))) თან კარგად გამოდიოდა ისე.. :))) 😀
ჩვენი ცხოვრება სუბიექტური აღქმებითაა სავსე, შესაბამისად რასაც ვამბობთ, ვფიქრობთ, განვიცდით, გადმოვცემთ – ყველაფერი სუბიექტურია…
და კიდევ, საქართველოში ექსპერტები რამე სფეროში გვყავს?
პ.ს. თუ პოსტი არ აინტერესებთ, როგორ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბოლომდე აქვთ წაკითხული. 😛
“ჩვენი ცხოვრება სუბიექტური აღქმებითაა სავსე, შესაბამისად რასაც ვამბობთ, ვფიქრობთ, განვიცდით, გადმოვცემთ – ყველაფერი სუბიექტურია…” >>> აბა მე რა ვთქვი.. მადლობთ..
როგორ არ გვყავს.. :))) ჩვენ ყველაფერშ მაგრები ვართ :))))
ნწ. არსებობს ობიექტურობა ჩემი აზრით.. მაგრამ მაშინ როდესაც, ადამიანთა გარკვეული ნაწილი, თანხმდება ამა თუ იმ მცნების ობიექტურობაში.. მაგალითად, მე ვიქნები ობიექტური, თუ ვიტყვი, რომ აკაკი წერეთელი კარგი მწერალია. რადგან ეს “საზოგადოებისთვის” ასეა.. მაგრამ ჩემ თვალში რიგითი იდიოტია.. ისევე როგორც ნიცშეა თქვენთვის იდიოტი! მაგრამ რომელია ამ ორი “ობიექტური” და “სუბიექტური” აზრიდან ჭეშმარიტი.. მაგაზე მაქვს ლაპარაკი… ვერასოდეს მივალთ ჭეშმარიტებამდე თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური აზრი.. სწორედ ეგ ვიგულისხმე მე ჩემ პირველ კომენტარში.. ბლოგზე კი ობიექტურობის ადგილი ნამდვილად არაა.. ჩემი “სუბიექტური” აზრით 😀 პ.ს ეს აზრი რატომღაც ობიექტურადაც მიმაჩნია 😀
ეგ ნორმას უფრო გავს ვიდრე ობიექტურ აზრს
ან როგორ შეიძლება აზრი იყოს ობიექტური?
აზრი ყოველთვის არის სუბიექტური, მაგრამ შეიძლება იყოს საერთო.
subiekturoba kargia
beqa – წეღან კომენატრები არ წამიკითხავს, მხოლოდ პოსტს ვუპასუხე. კარგია, თუ ჩვენი აზრები დაემთხვა 🙂
😀 ძალიან კარგი.. თუ გინდა უშაქრო ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟებ :)))
შაქარი ასე გაძვირდა? :)))))
😀 ))) შაქარი ჩვენ გულებში ისედაც არის.. :)))
like
prodigycow- ს ვეთანხმები.. 🙂
რა ვქნა მეც მიყვარს როცა ადამიანები თავიანთ ისტორიებს ყვებიან 🙂 მგონი ეს უკეთესად წაკითხვადია 🙂
კარგი პოსტია,და ყველაფერში გეთანხმები.
სუბიექტური აზრი რომ არა რობოტების სამყაროში ვიცხოვრებდით.
მაგალითად, მე ვიქნები ობიექტური, თუ ვიტყვი, რომ აკაკი წერეთელი კარგი მწერალია. რადგან ეს “საზოგადოებისთვის” ასეა.. მაგრამ ჩემ თვალში რიგითი იდიოტია..
vaimee es ra kargi iyooo:D shen gaixare .ra gulianad vicine 😀
:D:D chemtvis idiotia ashkarad