ჩემთვის ძილი აღარ არსებობს. არსებობს გადაღლა და გათიშვა, მაგრამ აღარ არსებობს ძილი. ვზივარ, საკუთარ თავს ვარეფრეშებ (რომ რაიმე სტატუსი არ გამომრჩეს) და ვცდილობ, ვწერო ინერციით. საუკუნეა, სიზმარი აღარ მინახავს და უკვე სასოწარკვეთილი ვფიქრობ იმ დროზე, როცა ადამიანები სიამაყით გამოაცხადებენ, რომ ძილი გააუქმეს. ალბათ იტყვიან, რომ ძილი ჩაანაცვლეს პატარა ტაბლეტებით, ეროტიკული სიზმრები _ ნამდვილი სექსით, სიზმრის მეგობრები კი_ თანამშრომლებით, რომლებიც ხანდახან იმისთვისაც კი არ გამოდგებიან, რომ პარასკევ საღამოს ლუდზე დაპატიჟო. იტყვიან, რომ უამრავი დრო დაზოგეს და შეუძლიათ, ამ დროს სხვა საქმეებით დაკავდნენ _ მეტი ვიდეო ნახონ იუტუბზე, უფრო დიდხანს იცეკვონ ღამის კლუბებში და დიდხანს იფიქრონ განუხორციელებელ სუიციდებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს მე ვერ მოვესწრები.
ვზივარ კომპთან, სრულიად არაადეკვატური და გათიშული_ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს დილის 8 საათზე. ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ ვერ გაიგო ჩემი წინა მოთხრობა ვერავინ (იმის დაჯერება არ მსიამოვნებს, რომ გაიგეს და არ მოეწონათ), ვფიქრობ იმაზე, რაც ამ წამს დედაჩემს ესიზმრება (რომ მე ფეხმძიმედ ვარ და არ იცის, რა გააკეთოს_ დედაჩემის მუდმივი კოშმარი), ვფიქრობ პროგრამაზე, რომელსაც უგზავნი ადამიანს და მას თავდავიწყებით უყვარდები (ციფრული მაგია) და იმაზეც, თუ რატომ ვფიქრობ ამდენს ზოგადად. ამას წინათ რომელიღაცა ფურცელზე მივაჯღაბნე_ რომ კითხვაც და წერაც ფიქრის პრევენციაა. ჯერაც მგონია, რომ ეგრეა. ვკითხულობ და ვწერ, მაგრამ აღარ მშველის. რამე უფრო ძლიერი მინდა.
ღმერთმანი, ხანდახან როგორი სასაცილოა ხოლმე ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სასაცილოა, როგორ ცდილობენ ბიჭები შეაბან აბზეკილტაკოებიანი გოგოები. სასაცილოა, როგორ ცდილობენ ეს გოგოები ბიჭებს ყურადღება სხვა რამეებზე გადაატანინონ. სასაცილოა, როცა ჩვენი მშობლების თაობას ჰგონია, რომ შვილების დარიგება შეუძლია. ისიც სასაცილოა, როცა ჩვენს თაობას ჰგონია, რომ არავის დარიგება არ სჭირდება. სასაცილოა, როგორ ვცდილობთ ხოლმე, პროგრესულები გამოვჩნდეთ და ამის გამო მემარჯვენე-მემარცხენე ლიბერალიზმზე ვიწყებთ საუბარს, სასაცილოა, რომ ეს საუბარი რატომღაც ქალიშვილობის ინსტიტუტის მიმოხილვით მთავრდება (არავის ვკიცხავ, მეც არაერთხელ მიქნია). სასაცილოა, რადგან კარგად ვიცით, რომ ნამდვილი პრობლემები უცვლელი და მარადიულია. yes, we’re doing it wrong.
შემეძლო, მომეყოლა თქვენთვის 2 ახალი წიგნის შესახებ, რომელთა რევიუებზეც ვმუშაობ ახლა (ორივე ბესტსელერია, ორივე საინტერესო) მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ?
11-ს რომ 15 დააკლდება, ვარკეთილის მეტროსთან უნდა ვიდგე. ვაზისუბნის რომელიღაცა სკოლაში მივდივარ მეთერთმეტეკლასელების გასაცნობად. ზუსტად ვიცი, რომ ჟრიამულით შეგვხვდებიან. ის არ ვიცი , აღმოჩნდებიან თუ არა ისეთები, როგორებიც მინდა, რომ იყვნენ_ აზრზე მოსულები, ოპტიმისტები, პროტესტით აღჭურვილები _ მოლოტოვის კოქტეილებით თავებში. მე ეგეთი ბავშვების გაცნობა გამიხარდება. გული გამისკდება, ისევ დეპრესიული სახეები რომ დავინახო, საუბარი ნიშნებზე და იესემში ჩაბარებაზე. მდაჰ. კოსმოსში მინდა.
პ.ს. ძალიან ბევრი ხალხი ვცხოვრობთ დედამიწაზე და ძაან ვხმაურობთ. მგონი, ასტეროიდები გვჭირდება.
ჩემ კლასშიც მოდი რა 😦
მეც ძალიან ხშირად ეგრე ვარ ხოლმე.
სკარლეტის გიფი საიდან???
კარგო გოგო ხარ, კასმანავტკა. :)) საერთოდ, ჩემი მოკრაძალებული აზრით ის ნაწერები ბევრად უკეთ გამოგდის, სადაც არ “ეპატაჟნიცობ” 🙂
ყველა იმდენს გაქებს ჩემი ჩათვლით, რომ იმედია ამ პატარა შენიშვნას არ მიწყენ. 🙂
წინა მოთხრობას რაც შეეხება (სესილიაზე რომ იყო), მე მგონი ეს სწორედ ის შემთხვევაა., რისი გაფიქრებაც რაც არ გსიამოვნებს. არა უშავს, ხდება ხოლმე. 🙂
და ვინ მეთერთმეტეკლასელებს ხვდები? რა პონტში?
როგორ მაინტერესებს, როგორი ბავშვები დაგხვდნენ )) ახალ თაობაზე ცუდი წარმოდგენის ვარ და სიამოვნებით შევიცვლიდი.
იცი რატომ მიაინტერესებს? მე როცა მაქვს შეხვედრები და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრები, ინტერესეის მსგავსსაც ვერაფერს ვამჩნევ, არადა, თითქოს ჩვენზე მეტად მათ უნდა აიტერესებდეთ )) შენდამი დამოკიდებულებით სკოლის მოსწავლეების ზოგად ინტერესებზე შთაბჭდილება ჩამომიყალიბდება ( მგონი ) 😀
შენ ძილი გჭირდება, თან ძალიან. აი ახლა, ამას რომ ვკითხულობდი, წარმოვიდგინე როგორ უნდა გრძნობდე თავს ამდენი ხანი, ძილის გარეშე. გაუფრთხილდი ნერვებს.
საოცარია ღმერთმანი სიზმრები იყოს ადამიანის საყვარელი თემა და უძილობა სჭირდეს : )
ეს დაახლოებით იგივეა, იმპოტენტებმა რომ სექსზე წერა დაიწყონ : ))
რატო? )) ვისაც რა აწუხებს, იმაზე წერს :))
ისა და… ბესტ სელლ-ერს რევიუ რაღათ უნდა? ანდა ჩვენთან არის რამე ბესტსელერი ხინკლის გარდა?
udziloba magaria transshi midixar. prosta anina mjobnis sul. me 6-7 saatze tradicias patvs vcem da vwvebi dasadzinelad 8 naevarze vitmo medizineba. mara 10 ra jandaba magvidzebs ar vici. sul mishas bralia.
მომწონს ეს პოსტი
Fly Stream Input/Output – FSIO
– Mortimer, what is this fly in my soup?
– This is your fly-soup, sir!
hope and change
dagruzuli anina miyvars, ai sul sxvanairad wers 🙂
Momcons esec
შენი წინა მოთხრობა ვერ გაიგეს… იმედია … გაიგო და არ მოგეწონოს?!… განსაკუთრებით დასასრული!