გიჟური დღეები

დამეხმარე, გადავჭრა პრობლემები
დამეხმარე, გადავჭრა პრობლემები

არ ვიცი, არის თუ არა რაიმე კავშირში ბლოგზე აქტივობა ცხოვრებაში  წარმატება-წარუმატებლობასთან, მაგრამ რაც პოსტი აღარ დამიწერია, რამდენჯერმე მომინდა მტკვარში გადახტომა. ხდება ხოლმე. გიჟური დღეები მაქვს.  ასე თუ ისე, საკითხის ყოველხრივ განსჯის შემდეგ დავასკვენი, რომ თვითმკვლელობა უნდა იყოს  მხოლოდ ჰიგიენური, ასე რომ, მტკვარიც და საფეთქელში ტყვიის დახლაც ეგრევე გამოირიცხა. დარჩა ჭაღზე თავის ჩამოხრჩობა და დიდი დოზით აბების მიღება. ხოდა, ამჟამად სწორედ ამ ორ ვარიანტს  შორის ვმერყეობ.

საქმე ისაა, რომ თავი ლიტერატურულ ნაწარმოებში მგონია: აღმასვლები, დაღმასვლები, ეროტიკული სცენები, იმედგაცრუებები და სადღაც პერსპექტივაში არსებული კეთილი დასასრული. სრულიად მოულოდნელად მივხვდი, რომ სწორედ ესაა ცხოვრება და არა ფსიქოტროპული აბებით ან სასმელით გაჭყეპა და კაიფში ინსპირაციების დევნა. ახლა გაცილებით მეტს ვამჩნევ, ვიდრე ვამჩნევდი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ აღარც კი მახსოვს, როდის დავლიე ,,არაფხიზელი საშუალებები” ბოლოს.

1.

თქვენ თვითონ რას ამჩნევთ? აი, მაგალითად, ის თუ შეამჩნიეთ, რომ ანინა.ჯე დიდი ხანია, რაც გაითიშა? ყველა ამომიწყდეს, ჩემი ბრალი არაა (:დ). ესეც სცენარის ნაწილია, მგონი. ადამიანი, ვინც ჩემს დომეინზე იზრუნა, უეცრად გაქრა. არის ვარიანტი, რომ მოკვდა, მაგრამ სკაიპი ჩართული დარჩა. იმიტომ, რომ სკაიპში  უკვე ყველაფერი მივწერე, რისი მიწერაც კი შეიძლება, მაგრამ არაფრით არ მპასუხობს. მოკლედ, ამ ტიპმა (დათომ) ჩემ ნაცვლად მოაგვარა დომეინის აღებასთან დაკავშირებული ოფიციალური ნაწილი, მაგრამ ფული არ გადაუხდია. შემპირდა, მალე გადავიხდიო და… მორჩა. აორთქლდა. საქმე ისაა, რომ  ვერც მე გადავიხდი მის ნაცვლად. ყველაფერი მის სახელზეა. შტერი, შტერი გოგო ვარ, რომ ამქვეყნად უანგარო სიკეთის არსებობა დავიჯერე. ჯერ არც ერთ საჩუქარს არ შეუქმნია ჩემთვის ამხელა პრობლემები. ლამის მთელი ბლოგი შეიწირა. ბლოგმა კი ლამის შემიწირა მე .

აბები
აბები

სადაც არ უნდა მოვხვდე, ყველგან ამას მეკითხებიან: რატომ აღარ წერ/ დაგენძრა?  ხალხი ითხოვს კოსმიურ ანინას :)) ანინა კიდევ  სახლში ზის, შეკვეთილ სტატიებს წერს და დროდადრო მთელი ძალით იგერიებს შემოწოლილ სიუჟეტებს. რა სიშტერეა!

2

ახლა, როგორც არასდროს, მჭირდება ადამიანი, რომელიც მეტყვის: ,,ავოე. გამოფხიზლდი. ესაა სწორედ ცხოვრება. ესაა” ერთი კონკურსი (,,შემოდგომის ლეგენდა”) წავაგე და იმავე დღეს ,,პენ-მარათონი” 2010-ს ფინალში მოვხვდი. მშობლებს ვაწყენინე და ამავე დროს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვიშოვე. ამ სამუშაოსთვის კი სხვა სამუშაოზე მომიწია უარის თქმა. ჩახლართული ამბავია. გარდა ამისა, ამ ამბავში ბოდიალობენ ყოფილი შეყვარებულები, თანამშრომლები და მეგობრები, რომელთაც ისეთივე ელვის სისწრაფით ვკარგავ, როგორც ვიძენ.

შეგიძლიათ, ვინმემ რამე მირჩიოთ? ,,ყველაფერი კარგად იქნებას” ნუ მეტყვით. ეგ უკვე მითხრეს და არ გამოვიდა :დ

პ.ს ძალიან მომნატრებია აქ წერა. შემდეგი პოსტი იქნება ხვალ და იქნება საახალწლო! ეს პირველი ახალი წელია ჩემი ბლოგისთვის. ვოტ ტაკ :))

19 thoughts on “გიჟური დღეები

  1. ”ჯი” დომენს არავის ვურჩევ ისედაც, ხშირად ჭედავს, ითიშება ხოლმე. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება კი არადა, ყველაფერი ნორმალურადაა. 🙂

      1. GEORGIA

        .ge დომენი არაფერ შუაშია, გააჩნია ჰოსტინგს. ანინა.გე-ს რაც შეეხება, შენ მაინც გააკეთე შეკვეთა და როცა გავა გასაზღვრული პერიოდი და დათოარ გადაიხდის თანხას, ავტომატურად შენი ჯერი მოვა და მერე უკვე შენს სახელზე გაიფორმებ

  2. blindlibrarian

    იმ ზაფხულს იმდენი რამ გადახდათ თავს, თითქოს ტოლკიენის სამივე წიგნში გაიარესო… რაღაც ამდაგვარი უწერია აკას აგვისტოს პასეანსში.

    სამსახურში, მაგიდაზე ახალი შოკოლადი მიდევს. ყველაზე მეტად კიკეთის მანიფესტი მომეწონა და ჩემი პრეზიდენტი. და ამ ჩემს პრეზიდენტში ყველაზე მეტად – ახალგაზრდა ბებერი მიშა.

    ყველაფერი კარგად იქნება

  3. ევა

    ანინა, მეილს რომ კითხულობდე ან პასუხობდე უფრო კარგი ანინა იქნებოდი, მაგრამ მაინც მომენატრე და გმიხარდა შენი აქ დაბრუნება. მე პირადად ძალიან დამაკლი..
    შენი ძალიან ჩვეულებრივი და ამავდროულად საყვარელი ამბებით

  4. ავე ) ახალი პოსტი

    შეგიძლიათ, ვინმემ რამე მირჩიოთ?

    თავს ნუ ჩამოიხრჩობ. ესეც ძალიან არაესთეტიურია. სილურჯე, ღარები კისერზე.. თანაც, მოხრჩობის შედეგად შარდსაც და ნუ მოკლედ, სხვა რაღაცეებსაც გამოყოფენ. გამორიცხე, საზიზღრობაა.

    მგონი, ერთადერთი ესთეტიური თვითმკვლელობაა, საკუთარ თავს შთააგონო აღარ გაიღვიძოს, თუმცა, საკუთარი ორგანიზმის მბრძანებლობა ასე ადვილი არაა. საბედნიეროდ ))

    და ზოგადად, თავის მოკვლა *ლეობაა..

    ხო, კიდევ..

    ანინა, გამოფხიზლდი. აი ესაა ცხოვრება. დღეს და ახლა. შენ და მე და ბევრს რომ “გარდამავალი მდგომარეობა” გვგონია და ველოდებით, როდის “მივალთ დანიშნულების წერტილამდე”. ჩვენ უკვე იქ ვართ, გამარჯობა.

  5. ჰმ, იმაზე უკეთ ხარ, ვიდრე გგონია… ზოგს თავის მოკვლაც კი ეზარება… მაგაშიც კი ვერ ხედავს აზრს… შენ ყველაფერი კარგად გაქვს, დამიჯერე… )))

  6. me

    tavs davdeb, paolo koelio da sxva msgavsi populistebi girchevnia iset mcerlebs (tundac joisi), romelic dedamicis mosaxleobis gonebis 95% istvis miucvdomelia da romelta nacarmoebebis, “kak minimum” orjer cakitxvit mogakvs tavi 😛 😀
    gana martla, tavs ar davdeb, magram sheni stili magonebs “11 cutshi” marias dgiuris stils. martivi, mokle, gamartuli da gasagebi cinadadebebit cer. rogorc itkvian (?), kvelaferi genialuri martivia (tumca kvelaferi martivi araa genialuri :D). sadgac martalia, magram rogorc kvela cheshmaritebas, amasac monetis meore mxare akvs.
    p.s.shens asakshi friad da sasiamovnod gasakviria aseti gamartuli kartulit cera/metkveleba. kaia!

Leave a reply to me კომენტარის გაუქმება