გიჟური დღეები

დამეხმარე, გადავჭრა პრობლემები
დამეხმარე, გადავჭრა პრობლემები

არ ვიცი, არის თუ არა რაიმე კავშირში ბლოგზე აქტივობა ცხოვრებაში  წარმატება-წარუმატებლობასთან, მაგრამ რაც პოსტი აღარ დამიწერია, რამდენჯერმე მომინდა მტკვარში გადახტომა. ხდება ხოლმე. გიჟური დღეები მაქვს.  ასე თუ ისე, საკითხის ყოველხრივ განსჯის შემდეგ დავასკვენი, რომ თვითმკვლელობა უნდა იყოს  მხოლოდ ჰიგიენური, ასე რომ, მტკვარიც და საფეთქელში ტყვიის დახლაც ეგრევე გამოირიცხა. დარჩა ჭაღზე თავის ჩამოხრჩობა და დიდი დოზით აბების მიღება. ხოდა, ამჟამად სწორედ ამ ორ ვარიანტს  შორის ვმერყეობ.

საქმე ისაა, რომ თავი ლიტერატურულ ნაწარმოებში მგონია: აღმასვლები, დაღმასვლები, ეროტიკული სცენები, იმედგაცრუებები და სადღაც პერსპექტივაში არსებული კეთილი დასასრული. სრულიად მოულოდნელად მივხვდი, რომ სწორედ ესაა ცხოვრება და არა ფსიქოტროპული აბებით ან სასმელით გაჭყეპა და კაიფში ინსპირაციების დევნა. ახლა გაცილებით მეტს ვამჩნევ, ვიდრე ვამჩნევდი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ აღარც კი მახსოვს, როდის დავლიე ,,არაფხიზელი საშუალებები” ბოლოს.

Continue reading “გიჟური დღეები”

13-19 (I)

ვიცი, სათაურის წაკითხვისას  რაც გაიფიქრეთ_ თინეიჯერი (ოდნავ დამცინავი ტონით, თუ არა?). ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ როცა ანინას ბლოგზე შემოდიხართ, თინეიჯერის ბლოგზე ხვდებით? მე დღეს პირველად დავაფიქსირე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბლოგს თინეიჯერულად არ ვთვლი. აბა როგორი წარმომიდგენია თინეიჯერული ბლოგი? აი ისეთი, რომ შედიხარ და დიდი გული გეჩითება  წარწერით: მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები..


მოკლედ, მე თინეიჯერები არ მიყვარს, მაგრამ რადგან ზუსტადაც ,,თინეიჯერული პონტია”  რაიმე ფენომენის(მოვლენის, ადამიანის, ღირებულების) მომწონს-არმომწონს კრიტერიუმებით გაკრიტიკება, მოდი, ცოტა შორიდან მოვყვეთ..

საცდელი ობიექტი_ ანინა. 19 წლის.

Continue reading “13-19 (I)”

ალისა მეტროში

დილას ჩეშირული კატა ამაცოცდა. უფრო სწორად, ჩეშირული კატის თავი. სადღაც მხართან ტივტივებდა და იღიმებოდა. ფისო- ფისო_ ვუთხარი მე და დაბნეულმა გავუღიმე.

_ვინაა შენი ფისო?_ გადაიკისკისა. და ცოტა ხანში მკითხა: მოდიხარ კრიკეტის სათამაშოდ?

_ თავი მტკივა, პახმელიაზე ვარ_ ვუთხარი შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

_აჰა, ეს დალიე და გაგივლის_ ხელში მწვანე აბები ჩამიდო.

მაშინვე ჩავიყარე პირში და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამიარა ტკივილმა ძვლებში. ფეხებმა საწოლი გაამტვრიეს, ხელები უზომოდ გამიდიდდა.  წამოწევა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვსქელდებოდი და ვდიდდებოდი. რამდენიმე წამში თავი უკვე ჭერზე მქონდა მიბჯენილი და თუ კიდევ განვაგრძობდი ზრდას, კისერი  მომტყებოდა. ის კი, ჩეშირული, ტივტივებდა ერთ პატარა ადგილას ( რომლის გავსებაც მე ჯერ ვერ მომესწრო) იკრიჭებოდა და მეკითხებოდა: არ გაგიარა თავის ტკივილმა?

Continue reading “ალისა მეტროში”