ვიცი, სათაურის წაკითხვისას რაც გაიფიქრეთ_ თინეიჯერი (ოდნავ დამცინავი ტონით, თუ არა?). ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ როცა ანინას ბლოგზე შემოდიხართ, თინეიჯერის ბლოგზე ხვდებით? მე დღეს პირველად დავაფიქსირე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბლოგს თინეიჯერულად არ ვთვლი. აბა როგორი წარმომიდგენია თინეიჯერული ბლოგი? აი ისეთი, რომ შედიხარ და დიდი გული გეჩითება წარწერით: მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები..
მოკლედ, მე თინეიჯერები არ მიყვარს, მაგრამ რადგან ზუსტადაც ,,თინეიჯერული პონტია” რაიმე ფენომენის(მოვლენის, ადამიანის, ღირებულების) მომწონს-არმომწონს კრიტერიუმებით გაკრიტიკება, მოდი, ცოტა შორიდან მოვყვეთ..
საცდელი ობიექტი_ ანინა. 19 წლის.
13 წლის ანინა_ მერვე კლასი. კლასში საუკეთესო მოსწავლე ვარ. განსაკუთრებით კარგად ვერკვევი მათემატიკაში. მომწონს, როცა ყველაფერს ვაკონტროლებ. თაყვანისმცემლები არ მყავს, რადგან კლასელებს ზედმეტად ჭკვიანი ვგონივარ. ჩემი სურათი სკოლის სასახელო (ლოლ) მოსწავლეების დაფაზე კიდია, თუმცა ეს მოვლენა არ მახარებს. საკუთარ გარეგნობაზე არ ვფიქრობ, ვიცვამ ყოველ დილით ხელში მოხვედრილ ტანსაცმელს. ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი ჯემპრი მაცვია. ბიჭები ფეხებზე მკიდია. 200 ნახტომს ვაკეთებ ,,სახტუნაოთი”.
14 წლის ანინა_ პირველად ვდგები სარკის წინ შიშველი. ვხვდები, რომ გავიზარდე. ძალიან გავმაღლდი და.. მკერდი გამეზარდა. სახის კანი სუფთა მაქვს, მაგრამ ჩემს კლასელ გოგოებს რომ ვუყურებ, ძალიან მეშინია. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურები. მათემატიკის ოლიმპიადების გაგონებაც არ მინდა, მაგრამ ინერციით ვაგრძელებ კარგად სწავლას. ჰერმან საბო მიყვარს. ის კი მეთერთმეტე კლასშია, არც დრო მყოფნის და არც გამოცდილება, რომ რაიმე ურთიერთობა წამოვიწყო. თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ ღლაპები არიან. მე მათზე მაღალი ვარ. ჩემი და თხოვდება. მოწყენილი ვარ.
15 წლის ანინა _ გარეგნულად დიდს ვგავარ და ღმერთო, როგორ მიხარია. სწავლა_ პოხუი. მყავს მხოლოდ ერთი დაქალი_ უკრაინელი მანჩო. ძალიან კარგი ტანი აქვს და ჭკვიანია. ორი გატაცება გვაქვს: ,,ნაშობა” (ვნაშობ, ნაშობ, ვნაშობთ) და სმა. ვკითხულობთ ნიცშესა და მაირინკს. გვაქვს სხვებისთვის გაუგებარი რელიგიური შეხედულებები და ყველაზე ხშირად ამ თემაზე გვიწევს კამათი ,,ჩამორჩენილ” კლასელებთან. ვუსმენთ აუტანელ მუსიკას (,,ქრედელოფილსი” (ჩათვალეთ, ერთი სიტყვაა), ბურზუმი). ვიცვამთ დაახლოებით ერთნაირად. ჩემზე ცოტათი მაღალია. ჩემგან განსხვავებით, ქერაა. გვიყვარს, როცა ქუჩაში თვალს გვაყოლებენ. მე ვშოულობ არაყს და ჩვენ ვსვამთ უზმოზე, მისაყოლებლის გარეშე. მაგრამ ვსვამთ მხოლოდ ,,ნემიროვს”. ბოთლებს კი ჩემს ძველ ზურგჩანთაში ვინახავთ (17 წლის რომ ვიქნები, დედა ამ ზურგჩანთას იპოვის და გაოცდება_ თურმე რამდენი რამ გამოუტოვებია). ვინახავთ იმიტომ, რომ გვაინტერესებს, რამდენს დავლევთ. ვსვამთ ვარანცოვზე და პლეხანოვზე, მიტოვებულ სახლებში. თუ ფული გვაქვს, ანუ_ არყის ფული+ 70 თეთრი, ვყიდულობთ ფუნთუშას, რომელიც დათუნიის ფორმისაა და ცხვირის ნაცვლად- ქიშმიში აქვს.


ივნისია. მალე, 16 წლის უნდა გავხდე. მანჩოს ვხვდები. მას აცვია მოკლე კაბა და ტოპი, მაღალი ქუსლები.. მე კი მაცვია ბოტასები, ბრიჯები, სპორტული მაისური. წელში მოხრილი ვარ. რა მოხდა? _ მეკითხება შეშფოთებული.
_გუშინ დიმას ვაკოცე.
მანჩომ იცის, ვინაა დიმა. დიმა როკერია. ძალიან ლამაზია და ლამის წელამდე შავი თმა აქვს. ოცდარაღაც წლისაა, ჩემი კლასელები მასზე გიჟდებიან. მე კი დიმა სულაც არ მომწონს. იმიტომ დავთანხმდი პაემანზე, რომ მერე კლასში მეთქვა_ დიმას ვაკოცე-მეთქი. მანჩო ჩემზე 1 წლით დიდია და ჯერაც არავისთვის უკოცნია. ახლა უკვე ვერაფერს მოვყვები. მრცხვენია. პირველი კოცნა კი არა, ძლივს გადავურჩი დიმას. ,,15 წლის ვარ, შემეშვი”, _ ვუყვირე ბოლოს და ხელებიდან ბოლო წამს დავუძვერი. დიმა გაოცებული დარჩა. მას დიდი ვეგონე, რადგან გამომწვევად მეცვა და იმიტომაც, რომ მასთან ერთად ისე დავლიე ჩაის ჭიქით არაყი, რომ სახე არ შემცვლია. ამიერიდან ჯინსებზე და კედებზე გადავდივარ. დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჯერ არც ისე დიდი ვარ. ბოლოს დიმა რომ ვნახე, 16-ის ვიყავი. 18-ის რო გახდები, აუცილებლად გამაგებინეო_ მითხრა და გამიღიმა. კი, აბა რა.. გაგაგებინებ : )

სიმპტომატიკა: ბევრს ვფიქრობ თვითვმკვლელობაზე, ვეჩხუბები მშობლებს. დღიურში სისხლით ვწერ რაღაცებს. სკოლაში ჩემი საქმე ცუდადაა. ჩემი ზურგჩანთა ისროლეს ბავშვებმა და შიგნით არყის ბოთლი რომ იყო, გატყდა. არ ვიცი, რა მჭირს, მაგრამ გატეხილ ბოთლზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე დამრიგებლის რეაქციაზე. ნახევარლიტრიანი ნემიროვი. ხორბლის. ჩემი და მანჩოს 2 კვირის ჯიბის ფულია. და ისა კიდევ, ჩემს დამრიგებელს მე და მანჩო ლესბოსელები ვგონივართ. . დედაჩემმა არ იცის, რა ქნას. ჩხუბი გადახრებს არ შველის.
16 წლის ანინა_ რუსულ სკოლაში გადავედი. მანჩომ კი ჩააბარა. ისე ხშირად აღარ ვხვდებით. ახლა უკვე მარტო ვსვამ. მეთერთმეტე კლასში ვარ. ჩემი კლასელები უცხოპლანეტელივით მიყურებენ.
_რუსული იცი? _ მეკითხებიან.
_კი, ვიცი_ ვპასუხობ.
_აქ რატო გადმოხვედი?
_ჩაბარება მინდა უფრო მალე.
_ ჰაააა? ზუბრიაჩკა ხარ?
_ ნწ.
_ აბა უნივერსიტეტში რატო აბარებ?
უძლური ვარ. ჩუმად ვარ. რა უნდა აუხსნა ახლა ამათ.

_ თმა შეღებილი გაქვს?
_ ნწ. ჩემია.
_ რამე ტატუ არ გაქვს?
_ არა, რა ტატუ.
_ არც პირსინგი…? აი, ლანამ ის გაიხვრიტა რა, ნუ, ხო ხვდები, ქვემოთ. გინდა გაჩვენოს?
_ გმადლობ, არ მინდა.
_ შენ მგონი, ჯობია, სუზანასთან დაჯდე_ ამბობენ და ეცინებათ.
სუზანას მეტსახელად ტოლმას ეძახიან. ულვაშები აქვს და საშინელი ფიგურა.. ყველა წიგნი ჩანთით დააქვს. მათემატიკაში 7-ებს იღებს 10-დან. ეს ამ კლასის მაქსიმუმია.
მათემატიკის პირველივე საკონტროლოში მე 10-ს ვიღებ. არადა, კარგად უკვე აღარ ვსწავლობ. უბრალოდ, მეშვიდე კლასის მასალა იყო. კლასელებს უკვე ეშინიათ ჩემი. ჩემ გამო მეთერთმეტე და მეათე კლასის ბიჭებმა იჩხუბეს. მე კი ფეხებზე მკიდია. მე ბაჩის ვხვდები. ისიც 24 წლისაა (დიმასავით). ეს ჩემი პირველი სისტემატური ურთიერთობაა. მესიჯების მთელი სერია მომდის და ამდენივეს ვაგზავნი.. ახალი სანაცნობო წრე. მწერლები. ყველა მეპრანჭება. 16 წელი ეგეთი ასაკია. ვსწავლობ კოცნას. ჰო, მართლა. აბიტურიენტი ვარ. დღიურების წერას შევეშვი და.. . ვკითხულობ, ბევრს ვკითხულობ.
17 წლის ანინა_ ჩავაბარე და ძალიან მაგრად ჩავაბარე. მშობლები ჩემით ამაყობენ. მაღალი ქულები, სანათესაოს მოლოცვები… მაგრამ ჩემთვის უნივერსიტეტი ცოდნის კერა არაა. პირველივე დღეს უნივერსიტეტში ჰერმან საბოს ვხედავ. ახლა უკვე შემიძლია მისი მოხიბვლა, მაგრამ არ მინდა… გადამიარა.. სამაგიეროდ, ჰერმანის მეგობრები მომწონს. მათაც. ისინი ლუდს სვამენ. მე სირი ხომ არ ვარ, სწავლის დამთავრების შემდეგ ეგრევე სახლში წავიდე. ვჯდები პირველის ეზოში და მეც ვსვამ ლუდს. სასტავში ძირითადად ბიჭები არიან. გოგოებთან მეგობრობა არ ვიცი. უბრალოდ, ხანდახან მანჩო მენატრება (კიდევ უფრო კარგი ნაშა დადგა ეგ საზიზღარი), მაგრამ მანჩო შეყვარებულია. ისტორიას ჩაბარდა ჩვენი ფრაზა; ბიჭები მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩვენ ვრჩებით. ახლა უკვე ვიცი: რა თქმა უნდა, ბიჭები დაქალებზე მნიშვნელოვანნი არიან.
ვსვამ, ვსვამ, ვსვამ.. გამოცდებისთვის ვემზადები და ისევ ვსვამ. ვსვამ უცნაურ და უცნობ ხალხთან. ვსვამ ლუდს და არაყს. ახლა უკვე ,,გომსაც”. არადა, სასმელებში კარგი გემოვნება მაქვს. ბევრს ვფლირტაობ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის დაწყება კატეგორიულად არ მინდა. მოვწონვარ უფროს მამაკაცებს. 30-დან 40 წლამდე. ბევრს. მათ ხარჯზე ყველა სახის ვისკის ვსინჯავ, მერე კი.. უბრალოდ ვადებ..
18 წლის ანინა_ სრულწლოვანი ვარ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სწორედ 18 წლისა ვიწყებ სერიოზულად წერას. ვცდილობ, ბიჭებზე ნაკლები ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის. ვარ ცინიკური, მეცინება სენტიმენტებზე. ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას. მყავს უზარმაზარი სანაცნობო წრე, რომელთა ნახვასაც ვერ ვასწრებ. მეგობრებზე ფიქრისას თავბრუ მეხვევა. ოჯახთან ბრძოლა დავასრულე. საკუთარ თავთანაც. ვშოულობ ზედიზედ რამდენიმე სამსახურს. უნივერსიტეტში ლექტორებს ვუყვარვარ, მაგრამ მე არ მიყვარს ისინი. ჯგუფელებს ვერ ვიტან (ყველას არა, რა თქმა უნდა) და ისე ველაპარაკები, როგორც მე დამელაპარაკნენ რუსულ სკოლაში გადასვლისას.
_ ქართული ფოლკლორის კონსპექტები არ გაქვს?
_ არა. მე ზეპირად ვიცი მთელი ქართული ფოლკლორი : ))
_ ჩვენთან ერთად ექსკურსიაზე წამოხვალ? ძველი თბილისი უნდა დავათვალიეროთ.
_ კაიფობთ? ავლაბარში ვცხოვრობ. რა უნდა დავათვალიერო.
პლუს. თვითმართველობაში მთავაზობენ შესვლას. მე უხეში ვარ – გაიკეთეთ ეგ თქვენი ბიუროკრატიული სისტემა უკან. 18 წლისა ვიხვრეტ ჭიპს. ესეც ასე. ახლა უკვე მეც მაქვს პირსინგი.
18 წლისა ვიგებ კონკურსებს, ვაკეთებ ბლოგს, ვსწავლობ, როგორ ვესაუბრო გოგოებს. ვაცნობიერებ, რომ მჭირდება, ვინმეს ვუყვარდე. 18 წლისა ვხვდები, რომ ანინა შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს.

18 ივლისს კი 19 წლისა გავხდი. ცოტა უფრო გავიზარდე. ამბობენ, რომ სახეზე სიმშვიდე მაწერია. ადამიანებთან კამათი მეზარება და ვცდილობ, არავის ვეუხეშო. ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. არ ვსვამ. არც ლუდს, არც არაყს.. ა(ღა)რც ფსიქოტროპულ აბებს. რაც დამიშავებია, ყველაფერი უკან მომიბრუნდა, მგონი. ვცდილობ, გავერკვე და მივხვდე, რა მინდა. ერთი ის ვიცი, რომ წერის გარეშე ვერ ვძლებ… როგორც ჩანს, ადამიანების გარეშეც _ ვერ და მეშინია ხოლმე, მათ მოსაწყენი არ ვეგონო. პირველად ცხოვრებაში ვგრძნობ, რომ რაღაცები შემიძლია მე თვითონ შევცვალო უკეთესობისაკენ. და ვცვლი კიდეც.. მგონი..
გაგრძელება იხილე აქ
სადაც გადასარევად წერ, იქ გოიმურად რატო პოზიორობ? :((((((
საკუთარ პოზიორობას მიჰხედე : )
hahahahaaa :)))))
ჯერ არა, მაგრამ არც “ოდესმე”-სავით გვიან, ალბათ, მომიწევსშენნაირი ცხოვრების მქონე ადამიანის დახატვა. რა თქმა უნდა, თუ ამას რომელიმე “ქმნილების გადახატვას” არ უწოდებ :)))
sabo gikvardaaaaaaaa???????????????? 😀
ილაპარაკე ხანდახან მაინც , :)) ოღონდ იმას ელაპარაკე ვინც მართლა მოგისმენს და თან ყველაფერს მოუყვები :))
blog romelsac ratomgac regularulad vkitxulob : )
“toisw” ertaderti blog romelsac vkitxulob ( :
sheni saqmea wera….rac martla shesanishnavad gamogdis…xoda unda wero…ase!! “მე თვითონ შევცვალო უკეთესობისაკენ. და ვცვლი კიდეც…” <<<< ase gaagrdzele!!! 🙂 🙂 sheni ertguli mkitxveli -"wasp" 🙂
vgiJdebi Sens fanebze.
Seni fanebis fani
kargi exkursi iyo. visiamovne :*
egreve 18 welze chamovwie.. suratic mecno 😀
ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რამე რომ არ მეთქვა არ შემეძლო. ვერ შევაფასებ წერის სტილს რადგან ძალიან განსხვავებულ განწყობაზე დავდექი ამ წერილის მერე რადგან მე ეხლაც ვჩხუბობ მშობლებთან და უნივერსიტეტშიც ხშირად მაქვს პრობლემები ურთიერთობაში. შენ თუ შეძელი ის რასაც მე ვერ ვაკეთებ მშურს შენი. ალბათ მე ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო რადგან ვსვავ, უმიზეზოდ ვჩხუბობ, საგნები მეტენება, ოჯახში სულ ყვირილია და არ ვფიქრობ მომავალზე..
ყველაფრისდა მიუხედავად კარგი გოგო ხარ. ყველაფერში იგულისხმება შენი ცხოვრ-პოსტის ნახევარი..
მაგარი გოგო ხარ, ანინა, მაგრადაც წერ. შესაცვლელი ბევრი არაფერი გქვს, უბრალოდ, უზმოზე ნუ დალევ –კუჭის წყლულს აიკიდებ. მეც ვსვამდი არაყს ,ოღონდ საჯარო ბიბლიოთეკის ბოლო მაგიდაზე,თან გამოცდისთვის ვემზადებოდი:) შენზე ცუდს თუ იტყვიან ჩათვალე, რომ ბოღმისგან სკდებიან. მასე გააგრძელე! 🙂
რძეზე და ხაჭოზე გადადი ახლა, თან აბასთუმანში დაისვენე ხოლმე :*
ცოტა შემშურდა ) ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ახალგაზრდობაში საკუთარ თავზე ექსპერიმენტების კეთება დამაკლდა..თუნდაც კუჭის გახვრეტამდე არყის სმა.. თუმცა იქნებ ასე უკეთესიცაა ))
მეორეს მხრივ, ახლა რომ ვიხსენებ, მეც ბევრი რამე მაქვს გაკეთებული. თუმცა უფრო “ჩუმად”. ყოველთვის “წყნარი ჭაობის” ტიპის ადამიანებს ვეკუთვნოდი ))) ლოლ.
შემეცოდე, შენთვის თავზე ხელის გადასმა მომინდა.
ჯანმრთელობას მიხედე, არყის სასმელად კომპანიონების მეტს რას ნახავ მომავალში.
ოღონდ ამ მომავლამდე ჯანმრთელმა უნდა მიაღწიო. სად ყავს საქართველოს დასაკარგი შვილები …
ალბათ მე ის უცნობი ვარ, შენ რომ ხანდახან გენატრება …
ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოსტი რაც წამიკითხავს ბლოგროლზე!
სმისადმი და არყისადმი შენი სიყვარული თაყვანისცემის ღირსია ჩემგან 🙂
გუდ ლაქ
აი ეს მესმიის :)))
:)))
ramdeni ragac gamomitovebia :)) me11shi unda menaxe ra 😐
mancho ♥♥♥ mancho martlac magari gogoa :)) wels gansakutrebit davafase :)) ♥
komentarshi metis tqma ar girs mgoni 🙂
კარგია, მაგრამ ამ კომენტარებს რო ვკითხულობ, ასე მგონია რაღაცა განსაკუთრებულის გამო ეს ხალხი მაგრად გეტენება.
ნეტა მარტო მე თუ გამიჩნდა ეს ასოციაცია?
თუ ვცდები შემინდოს უფალმა :)))
მე არ ვთვლი, რომ მეტენებიან. ეგრე რომ იყოს, კომენტარების სისტემას სულ გამოვრთავდი : ) მიხარია, რომ მოგეწონა : )
ხო, შეიძლება არ თვლი, ან უბრალოდ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებ! 🙂
მიხარია, რომ გიხარია, რომ მომეწონა
ყველა საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს. this is the way the system works
ძალიან საყვარელი ხარ !!!
აღმოვაჩინე და მას
მერე
ყოველდღე
დღეში რამოდენიმეჯერაც კი შემოვდივარ : )
yvelaze ucnauri isaa ro aseti cxovrebit (an gamogonili cxovrebit) amayob…. morali da ase shemdeg magrad mkidia, sxva pontshi vambob,,,
1. გამოგონილი ცხოვრებით- არა.
2_ არ ვამაყობ. მე შემიძლია, ამას ობიექტურად შევხედო უკვე. საამაყო ნამდვილად არაფერია. უბრალოდ, ვყვები
3. ვიზრდები(თ)
აქ იყო გულახდილი კომენტარი
გოგო ხარ თუ ბიჭი?
bichi
მე არ ვთვლი,რომ რამე საამაყო მოყევი. შენ უბრალოდ შენი ცხოვრების რაღაც ნაწილი მოყევი, რაც არაჩვეულებრივად გამოგივიდა.
მიყვარს შენი ნაწერები.
ხოდა რომ წერ, “ახალი სანაცნობო წრე. მწერლები. ყველა მეპრანჭება. 16 წელი ეგეთი ასაკია.”. რა ვითარებაში??? ბაჩისგან???
მეც ვწერდი მაშინ და ვიღაცებმა თვითონაც მიპოვეს : )
ააა, გასაგებია.
დამაინტერესა ისე, როგორ მოხვდი, რა სიტუაცია იყო მწერლებში, როგორ მიგიღეს ასეთი პატარა და ა. შ.
(clap)
mmminda gagrdzeleba : ))
ragac gamomrcha? :O vis moswonda chvens klasshi dima? :))
ცოტა მშურს შენი…=[ მე ალბათ ასე ვერასდროს მოვიქცევი… გამბედაობა არ მეყოფა ან მეც ”ძალიან წყნარი ჭაობის ხალხს” მივეკუთნები
შენ არ ამბობდი რომ მე არ გავზრდილვარ ისევ ისეთი ვარ როგორიც ვიყავიო, შენ კი გაიზარდეო და ეს არ მომწონსო.. მაშინ რატომ მიყენებდი ამ პრეტენზიას თუ საკუთარ თავს გაზრდილს უწოდებ?
გავიზარდე 13 -14 წლის მერე,მაგრამ სიგიჟეების კეთება არ დამივიწყებია, შენგან განსხვავებით. გავიზარდდე, რადგან აღარ ვსვამ, მაგრამ არ შევცვლილვარ, რადგან ისევ მიყვარს ქუჩაში ბორდიულებზე ახტომა : )
დაა ქალიშვილობა დაკარგე თუ არა, ამ დროის განმავლობაში?
ამაზე არაფერს ამბობ.
sainteresoa ratom gainteresebs.
შენ რატომ დაინტერესდი მას რატომ დააინტერესა?
იმიტომ რომ საჭირო არააა : )) ლოლ
მაგას საერთოდ არ ვგულისხმობ, ეგ შენი სათქმელია და როდესაც გინდა მაშინ იტყვი ან საერთოდ არ იტყვი. არ მაინტერესებს ეგ ამბავი.
ნინო რა შუაშია შენ ვინ რას გკითხავს.
მოდი, მაშინ ისევ წრეზე ვიაროთ მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრებაც.
რიავიცი, რიავიცი…
ოდნავ დაბალი სიმაღლიდან რომ იყოს დაწერილი უკეთესი იქნებოდა.
anina
ეგ დიმა რა გვარია? 🙂
მაღრაძე
ნინო, ამ ასაკის ყველა გოგო ასეა? 😦 ყველა სვამს და ყველა კოცნის ბიჭებს იმიტომ რომ გოგოებთან თავი მოიწონოს? ბოლოს ისე ამტავრებ, რომ.. გამიხარდა :)))
”Nino” arafer shuashia ubralod damainteresa ratom gauchnda survili rom egeti kitxva daesva aninam vinmes misca tu ara
nw nw
ვის აძლევს ანინა! მამმა მია, იასნად გოგო თუ პოსტი იმაზე საუბრობს, რომ ბიჭებს კოცნის, აბებს ყლაპავს და სვამს (პლიუს ერთი ლამაზი დაქალიც ყავს, რომელთან ერთადაც ყველას ლესბოსელი გონია), იასნად კითხვა უნდა გაჩნდეს: ვის აძლევს ანინა?
მოგი…თ ანანისტური გონება 😉
რა ცუდი ფორმულირებაა: “ვის აძლევს ანინა”,
რა უგერგილო.
პირდაპირი დისკურსი, რა თქმა უნდა, შენთან მირჩევნია ანინა 🙂
magari ar mevaseba shennairi gogoebi. giorgi 17 wlis
😀 shennairebi amistanebs trakze kocnit da chuuu 😛
მშვენივრად გაქვს ჩამოყალიბებული როგორი ადამიანები არ მომწონს.
P.S. გუგლში ‘თავზე ხელის გადასმა’-ს რომ ვეძებ შენი ბლოგის სურათებს რატომ ყრის ვერ მივხვდი
გამოხმაურება: (13-19 II) რატომ ვერ გაფრინდებიან ქართველი თინეიჯერები | GARTOBEBI.INFO
გამოხმაურება: წარმოსახვითი ბაჭიები | GARTOBEBI.INFO
haa cradle of filth-s rom usmendi gamixarda :))
magram plexanovze mag saxls ver vcnob, iq albat yvel “tochka ” vici sadac ki daleva sheidzleboda
რა საინტერესოა ცხოვრება! ეხლა წავიკითხე შენი პოსტი და შენს ფოტოებზე გამახსენდა, სად მყავხარ ნანახი. ერთ წელს ჩავაბარეთ უნიში და თვითმმართველობამ გვაჩუქა ბილეთები საფეხბურთო მატჩზე, კარგად მახსოვს : საქართველო-კვიპროსი. ჯერ ავტობუსში დაგინახე ბიჭთან ერთად, მგონი,შენი ნათესავი იყო, პირველ კორპუსში მივდიოდით, როგორც ჩანს, უბნელები ვართ, მერე მატჩზეც. პირველი შთაბეჭდილება იყო – ალბათ, ჩემსავით “კარგი გოგოა”, მაგარი ქულებით ჩააბარა ჯავახიშვილში, ნუ, დიდი არაფერი. პირველი შთაბეჭდილება არასწორი ყოფილა. საინტერესო ადამიანი ჩანხარ, სტანდარტებში არ ჯდები, კარგი ავტორიც ყოფილხარ. წარმატებები მინდა გისურვო. ამ დღიდან შენი მკითხველი ვარ. 🙂
ვერაფერს ვერ ვამბობ!ტეხა_მ_ს ეს ფაქტი! 😀
იდინახუი რა, წადი თავი მოიკალი ბლიად!!! დიმას რატო აკოცე და მერე გააგდე/ მერე ის დიმა გაბოროტტა და ლიბიაში ტერორისტი გახდა, რასაც მაგაზ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები ყავს ამოხოცილი (თუმცა რა მშვიდობიანი, ისრაელი ხომ ფაშისტური სახელმწიფოა, უნდათ, რომ პალესტინელებმა მთვარეზე იცხოვრონ. მოკლედ, ანინა დავაი შენი ლესბიანკა ტვინმოტყნულო!!!!! შენ იმ დიმას რომ აკოცე იმ დიმასთან არ გინდოდა სექსი? იდინახუი ბლიად!!!! შენი ლესბიანკა დედამოვტყან!!! წავალ მმკ ს აქტივისტებს მოგიყვან რომ ერთად გაგაუპატიურონ და ლესბიანკობა კი არა სტერვობა დაგავიწყონ ჩმორი დედას შევეცი!!! მერე ის დიმამ ყველა შენი კლასი მოტყნა და შენ კიდევ ქალებს ულოკავ მუტლებს? ფუ!!!!! შენი ანინობა მოვტყან!!!!!
ანინა გისურვებ ვისაც ეზასავები მერე იმან სექსზე უარი გითხრას, რამხელა შეურაწყოფილი იქნები არა? თუ ვერ ხვდები? ანანისტკა დედამოვტყან შენი და ვინც შენ გეზასაოს იმ გოგოს დედამოვტყან კიდე!!!!!! ლესბიანკა რომ ხარ ტვინმოტყნულო!!!
შენ რა უფლებით დააბიჯებ წილხვედრ საქართველოში? შენ მართლმადიდებელი არ ხარ და არ არის ამ ქვეყანაში ურჯულო ლესბიანკების ადგილი.
Agarasodes wavikitxav . jobia es yvelaferi shentvis sheinaxo da sheni chanawerebi gaaketoo. xalxs nu agijeb aq arasrulwlovnebic shemodian da matze zegavlenas moaxdens es yvelaferi rac shen daweree
ოოოოოოოოოოეე :))))))))))))) სიტყვის თავისუფლება იცით ასეთი ცნაბა? რომელი საუკუნიდან ხართ უკაცრავაად??? :)))))))) თუ არ მოგწონთ ბლოგი ნუ შემოდიხართ . ვაააა ვინაა ეს ხალხი !!! არასრულწლოვნები კიდევ მიხედავენ საკუთარ თვებს :))))))))))
იციი 20 წლის ვარ და მგონი ეხლა რაღაც ახალი გალაქტიკა აღმოვაჩინე..
გამოხმაურება: ქართველი თინეიჯერები ვერ გაფრინდებიან « tertomaevna
she martla kinkongo gadi gaajvi :D:D
მთელი ბავშვობა ჩემი მეზობელი მანჩოსი და დედამისის იზომოდ გრძელი ლამაზი თმის მშურდა და სულ თვალს ვაყოლებდი როცა გაივლიდნენ ))) ზედმეტ სახელად “ვასილისა პრეკრასნაყას” ვეძახდი რას ვიფიქრებდი შნეს ბლოგზე თუ ვნახავდი და თანაც გავიგებდი რომ არაყს სვამდა და ბურზუმს უსმენდა )) ისე მაგისი პიანინოს ჟღარუნიკი მიწამლავდა ხოლმე ძილს კლასიკის გამებიდან მეტალიკაზე რომ გადავიდა კი მივხვდი რაღაცას მარა ამდენსაც ვერა:)) და გეპეის წინ დიმასთან ერთად რომ დავინახე ერთხელ მაშინ კი შოკი იყო )))
ჩემი ბავშვობა გამახსენდა კაი პოსტია ))
au aset suratebi vis moswons neta imis chkuashi chamaxeda
ხოო ნაცნობი ტიპაჟია, კლასში რამდენიმე მყავდა ასეთი..ვერ მიტანდნენ..ნუ პრინციპში არც მე მეხატებოდნენ გულზე..იმედია დიდი ხანია ასეთი აღარ ხარ
mikvirs ratom unda gamofinos adamianma tavisi piradi cxovreba..ramdeni wlisam chaixeda pirevlad sarkehsi, rodis akoca pirvelad bichs, rodis chaicva magalquslianebi da a, sh..an sxvas rashi aintersebs an zogadad rom akomenatreben magari gogo xaro, rashi gamoixateba “magari gogooba” rom tamamd saubrob shens piradulze? es rame axali tanamedrove tendenciaaa?