წინა პოსტში ძირითადად ჩემს თავზე ვილაპარაკე და ერთგვარი ქამინგ-აუთი გამომივიდა. ჩემი ძმა გამებუტა და მგონი, საბოლოოდ აუცრუვდა გოგოებზე გული. არადა, რა პოსტებიც მინდა, რომ წაიკითხოს, იმათ ვერაფრით წააკითხებ..
რაც შეეხება მთავარ საკითხს.. რატომ არის ქართველისათვის სიტყვა ,,თინეიჯერი” დამცინავი?
იმიტომ, რომ ქართველი თინეიჯერი მართლაც სასაცილოა. ის ყვირის ბევრს (ზოგი არც ყვირის), მაგრამ აკეთებს ცოტას.. ის ამბობს, რომ დამოუკიდებელია, მაგრამ საკუთარ პოზიციას ხმამაღლა ვერ აფიქსირებს. იწყებს მოწევას, მაგრამ ეწევა ტუალეტში, შემდეგ კი თითებზე სუნს საღეჭი რეზინით იშორებს. არ უნდა დაოჯახება, მაგრამ ოჯახდება. ამბობს, რომ საკუთარ ოჯახს ვერ იტანს, თუმცა წამითაც კი არ განიხილავს სახლიდან წასვლის ვარიანტს. მოკლედ, ქართველ თინეიჯერს არაფრის გაკეთება არ შეუძლია რეალურად, მაგრამ გამუდმებით იმუქრება. ქართველ თინეიჯერს ისიც კი არ შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს თავისი სწავლის საქმე. თუ ჩააბარებს, აუცილებლად მამიკოს ფულით უნდა ისწავლოს. ეს კი უკვე კომპრომისზე წასვლაა საკუთარ პრინციპებთან, რის შემდეგაც დამოუკიდებლობისათვის აჯანყება ყოველგვარ აზრს კარგავს.
ქართველი თინეიჯერი არ ერთობა, ის მხოლოდ წუწუნებს იმაზე, თუ რა კარგად შეძლებდა გართობას…
ქართველ თინეიჯერი არ უშვებს შეცდომებს, ის მხოლოდ იმუქრება, რომ შეცდომებს დაუშვებს..სამაგიეროდ, ამ დანაკლისს მაშინ აინაზღაურებს, როცა უკვე დიდი იქნება და ბავშვურ შეცდომებსაც აღარავინ აპატიებს.
საქმე ისაა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე ორივე მხარეა. მშობლები ცდილობენ, არასდროს დაკარგონ შვილებზე კონტროლი, შვილები კი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისე იცხოვრონ, როგორც უნდათ. სისულელეა საუბარი იმაზე, რომ საკმარისი თავისუფლება არ გაქვს, თუ სწავლობ უნივერსიტეტში, სადაც სწავლის ფულს შენ არ იხდი, ხელში გიჭირავს მშობლების მიერ ნაყიდი მობილური, შემდეგ დაბადების დღეზე მამიკოსგან მანქანას ელოდები და ამ ყველაფერს მიყვები ჭიქა ყავაზე, რომლის საფასურსაც ჯიბის ფულით გადაიხდი, დილას რომ დედამ მოგცა..
გარდა ამისა: ქართველი თინეიჯერი ივიწყებს წიგნების კითხვას და მისთვის საყვარელ მწერლად მუდამ ნოდარ დუბაძე რჩება
ქართველი თინეიჯერი საერთოდ არ ფიქრობს სამუშაოს შოვნაზე.
ბიჭები_ ქუჩაში დგანან (ახლა უკვე კომპთან სხედან, ქსელურ თამაშებს თამაშობენ), გოგონები იღებებიან და ქვითინებენ..
(მგონი, მითითება არ სჭირდება, მაგრამ მაინც მივუთითებ: ყველაზე საუბარი არაა, მადლობა ღმერთს. love ya the real teen ones)
ტემ ბოლეე კოსმოსში 🙂
ნუ ზოგადად დუმბაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.მით უმეტეს რომ მეტროში საკითხავად ბოლო სამი დღეა “ბიულერბუილელი ბავშვები” მაქვს.
შედევრი ფრაზა იყო. მთელი პოსტი აწია.
სხვანაირ გაგრძელებას ველოდი…
ისე, სიმართლეა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არა სიახლე…
სამწუხარო რეალობაა :(მსგავს თემაზე პოსტი ადრე მეც მაქვს დაწერილი ზურიუსის ბლოგზე. ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი
ver vitan sityve teenagers.
dumbadze martla magram miyvars magram es imas ar nishnavs rom wignebs ar vkitxulob da arvici dumbadzis meti araferi.
martali xar. sashineli realobaaa. magram ar mimachnia rom yvela tineigeri egetia. me vici rom mat ricxvs ar mivekutvnebi 🙂
და გვინდა რომ გავფრინდეთ ? თავისუფლება ყოველთვის კარგი არაა რადგან გართობის ზღვარს კარგავ და ორგია გინდება. სულ განარკომანდება ახალგაზრდობა, თავისუფალ სექსს რომ თავი გავანებოთ. გათანგულები კიდევ წესიერ კაცებს არ ჭირდებათ დროსადა სიტუაციის მიუხედავათ. ნუ გახდებით ძალით ასეთები რასაც ანი თინეიჯერებს ეძახის. თინეიჯერი როგორც ასეთი არ ნიშნავს თავაშვებულ ცხოვრებას…
ტრადიციული ვარ და ვამაყობ ამით, ხოლო ისეთები ყოველთვის იყვნენ არიან და იქნებიან.
დედა რომ გახდები ინანებ ამ სიტყვებს და თუ არ გახდები მაინც ინანებ. ყველას თავისი შვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა მერწმუნე..
კომენტარს რომ წერდი,ერთხელ მაინც გადაგეხედა _ ვერც აზრს გამოიტანს კაცი და პუნქტუაციაში რომ წაგევარჯიშა,ურიგო არ იქნებოდა 😉
T10A მე რა გავიგე ეგ შენ რაში გესაქმება ? შევეშვათ ვიღაც ვიღაცეების საქმეში ცხვირპირის ჩაყოფას.. ვისაც მივწერე იმან გამაკრიტიკოს და სხვის მაგივრად ნუ მაკრიტიკებ და შეტენვები არა რა..
ადამ… ხელები შორს გათანგული გოგოებისაგან 😀 : )))
უბრალოდ think-ის მაგივრად Live ჩასვი.
საქართველოში, ადამიანები, თავის დროზე რომ თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მერე არ ექნებოდათ იმის მოთხოვნილება, რომ საკუთარი შვილების ცხოვრება ემართათ სიკვდილამდე. მაგრამ რა ქნან, თავის დროზე თვითონაც ასე გაიზარდნენ. 50 წლამდე სხვა უწყვეტდა, რა უნდა გაეკეთებინა და საკუთარი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნილებებს შვილების და შვილიშვილების ცხოვრებაში იკმაყოფილებენ.
ცოტა აცდა კომენტარი თემას, მაგრამ თინეიჯერების “ვითომ თინეიჯერობა” ნაწილობრივ აქედან გამომდინარეობს. მონად გაზრდილს, მთელი ცხოვრება მხოლოდ წუწუნის თავი ექნება. ჰმმმ, მეც უნდა დავწერო ამაზე )
სურათი არ გამოჩნდა, რა ცუდია. ლინკად დავდებ
უბრალოდ think-ის მაგივრად Live ჩასვი
თანამედროვე ქართველი თინეიჯერები ყველაზე სირული და უპერსპექტივო ფენაა ქართულ საზოგადოებაში, ვოტ ტაკს!
პატივისცემით მოხუცი 😉
დღემდე ჩემი უსაყვარლესი მწერალია ნოდარ დუმბაძე. და საერთოდ ქართველი მწერლობაც. მაგრამ თინეიჯერიც არ ვარ უკვე დიდი ხანია.
და მაინც, სხვა ხედვებიც არის ცხოვრებაში, მარტო მაგითი არ იწყება და მთავრდება თინეიჯერობა. მადლობა მესამე თვალისთვის 🙂
უკაცრავად და ერთი კითხვა მაქვს ” სად შეიძლება იმუშაოს დღეს თინეიჯერმა?”
რავიცი. 19 წლის ვარ. სამუშაოს პოვნა არასდროს გამჭირვებია. გააჩნია, რა იცი. რაც მეტი იცი, მით მეტ ადგილას შეგიძლია იმუშავო.
დასაწყისისთვის, მე ბავშვებს ვამზადებდი
მე 15ის ვარ და ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას ვხედავ, ამ დროისთვის..
ამ თემაზე პოსტი ყველას აქვს დაწერილი.
მაგრამ პოსტების წერას აზრი არ აქვს და ამით არც არაფერი იცვლება.
გამოხმაურება: When I’m 15… « მთვარეულას დღიურები
გამოხმაურება: 13-19 (I) | GARTOBEBI.INFO
Tqven daylevdit xo icit? ra gindat ro qartvelma teenager-ebma mutlebi sajarod gadmoalagon da vinc gaivlis sheudos tu ra poziciebs afiqsirebt? girseba sul dakarget? tqven ro shvilebi geyolebat da mag asakshi iqnebian imat aswavlet egetebi da shtaagonet ro ro sheudzliat tqvens winaagmdeg gailashqron da tu ramea nebismiers miscen!.idiotebi xart ra teenage-erobashi marto garyvnilebas xedavt ra tynauris gvtaeba gasponsorebt xo? eg maxinjobebi moashoret da xalxs gonebas nu uwamlavt, utqvenodac itynaureben qartvelebi roca daschirdebat! sirebo
gartoba gartoba gaidzaxit da ra trakit unda gaarto nebismieri imas ar aswavlit? gartoba marto sex-ia gana? ro gaxvide nebismier discoze an party moawyo jer ra tanxebia sachiro imas rato ar itvaliswinebt? sad trakshi unda ishovon teenager-ebma amdeni mayuti sistematiurad ro marto gartobaze izrunon amas rato ar axsenebt? aswavlet jer teenage-erebs pulis shovnis magari metodebi da daxarjvit arc arts sheeshliba sad da rogor daxarjon darwmunebuli var. jimaobaa gana marto gartoba eg garyvnilebaa dzvirpasebo gartoba ki ara!
principshi getyvi rato daiwyet egetebis wera swored imito ro kai nashis dasatrevi mayuti ar gagachniat da gindat bavshvebi am azrebit da lozungebit acdunot ro ufasod miigot is rac dzalian dzviri siamovnebaa da amas gartobis da teenager-obis nigabs amofarebuli aketebt! romeli teenage-eric mag tqvens ankess wamoegeba me misi …………….
momwons dzalian rogorc wer (:
“ver vitan sityve teenagers.
dumbadze martla magram miyvars magram es imas ar nishnavs rom wignebs ar vkitxulob da arvici dumbadzis meti araferi.
martali xar. sashineli realobaaa. magram ar mimachnia rom yvela tineigeri egetia. me vici rom mat ricxvs ar mivekutvnebi ”
აჰაა.. გეთანხმები სრულიად ..
“ქართველი თინეიჯერი საერთოდ არ ფიქრობს სამუშაოს შოვნაზე.
ბიჭები_ ქუჩაში დგანან (ახლა უკვე კომპთან სხედან, ქსელურ თამაშებს თამაშობენ), გოგონები იღებებიან და ქვითინებენ..”
სამწუხაროდ ბევრს ვიცნობ ასეთს :დ
გამოხმაურება: (13-19 II) რატომ ვერ გაფრინდებიან ქართველი თინეიჯერები (via ანინას ბლოგი) « Youthjournalist's Blog
კარგია ‘
არ ვარ ასეთი :დ კიდევ კარგი პოსტის ბოლოში ეგ ეწერა :დ
მომხრე ვარ რომ არამარტო თინეიჯერები არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანი აზროვნებდეს დამოუკიდებლად, მაგრამ არ მომწონს შენი წერის სტილი.
ამ პოსტის პირველი ნაწილი მართლა მომეწონა, მაგრამ გაგრძელებაში თითქოს იმისკენ უბიძგებ თინეიჯერებს რაზეც შენთვითონვე წერ რომ რაც დაგიშავებია უკან გიბრუნდება.
თავისუფლებაზე სხვანაირად რომ დაგეწერა ჯობდა, ვიდრე: მოწევა გინდა-მოწიე ყველას თვალწინ, ჟიმაობა გინდა-იჟიმავე, დალევა გინდა-დალიე, კაიფი გინდა-იკაიფე, რელიგიური ხარ-ეგ ვაბშე რა პონტია, მშობლებს ვერ იტან-ერთი მაგათი დედაც…
“ამბობს, რომ საკუთარ ოჯახს ვერ იტანს, თუმცა წამითაც კი არ განიხილავს სახლიდან წასვლის ვარიანტს. მოკლედ, ქართველ თინეიჯერს არაფრის გაკეთება არ შეუძლია რეალურად, მაგრამ გამუდმებით იმუქრება. ”
ამბობ რომ ეს ნორმალური არაა და გეთანხმები, მაგრამ გულისხმობ რომ ნორმალური იქნება თუ:
იტყვის, რომ საკუთარ ოჯახს ვერ იტანს?!
იტყვის, რომ საკუთარ ოჯახს ვერ იტანს და სახლიდან გაიქცევა?!
და რა მერე ამით რას ამბობ ანუ რას ურჩევ თინეიჯერებს, თავისუფლებას?!
რაც შეეხება მუშაობას, უმუშევარი თინეიჯერების პრობლემა წამოჭერი? :)) საქართველოს დონის ქვეყანაში რომ თინეიჯერი არ მუშაობს ეგ თინეიჯერის ბრალი არაა.
yvelas ar vexebi, magram tineijerebis 70%s marto gartoba ainteresebs, am shemtxvevashi “seqsi” es ki gartoba kiara sulis gaxrwnaa… raxam tineijei xar, eg imas ar nishnavs rom cxovrebas mxolod gartobis mxriv uyuro… me piradad cxovrebas seriozulad vuyureb, da tavs tineijerad ar vtvli…
miyvars es gogo :d
ძალიან კარგი პოსტია. თუმცა ერთს ვიტყოდი. ქართველმა თუნეიჯერებმა წიგნების კითხვა რომ არ უნდა შეწყვიტონ ეს რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება სულაც არ შეწვიტონ, წაიკითხონ მთელი მსოფლიო კლასიკოსები და უამრავი შედევრი, და მაინც ნოდარ დუმბაძე დარჩეს მათ საყვარელ მწერლად. ეს იმიტომ კი არა, რომ მასზე უკეთესი არაფერი წაუკითხავთ, იმიტომ კი არა, რომ ვერ გაიგეს ბალზაკი და სტენდალი.. იმიტომ, რომ ნოდარ დუმბაძე ჩვენთვის ჩვენი ბავშვობაა, ჩვენი სოფელია, ბავშვობის ოცნებებია.. რაც არ უნდა წავიკითხოთ ,ჩვენს ბავშვობას მაინც დუმბაძე, ლეონიძე, რეზო ინანიშვილი გაგვხახსენებენ. მათში ყოველთვის დავინახავთ ჩვენთვის ყველაზე ახლობელს და სხვისთვის გაუგებარს. ამიტომაც არის დუმბაძე ქართველების საყვარელი მწერალი, და დარჩება მაშინაც , თუ კი წიგნების წიკთხვას სულაც არ შეწყვეტენ. ეს მინდოდა მეთქვა