ჩემი შეყვარებულის შეყვარებული

ჩემი შეყვარებულის შეყვარებული უცნაური გოგოა. უცნაური იმიტომაა, რომ სავსებით ჩვეულებრივია. ანუ: ჰყავს გოგონები, რომლებთანაც მეგობრობს, არ აქვს მიდრეკილებები თავისსავე სქესისადმი, ძალიან ცოტას სვამს და ისიც ძალიან იშვიათად, რაც ასევე ძალიან უცნაურია. ჩვენს საზოგადოებაში ხომ ყველაფერი, რაც სუბკულტურის ნაწილია, მალევე ხდება მასობრივი. ეს კი ნამდვილ ალტერნატივშიკებად მათ აქცევს, ვინც ლედი გაგას უსმენს და ფეხის ფრჩხილებზე ,,ფრენჩს” იკეთებს.
ჩვენ ყველანი (მე და ჩემი მეგობრები) განსაკუთრებულები ვართ. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ ამ სიტყვის ყველაზე სნობური გაგებით (ეს სიტყვაც სნობური მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს). ამიტომ ხშირად ვსაუბრობთ ,,უცნაური” ტერმინებით, ვციტირებთ ,,უცნაურ” და ,,ჩათლახ” მწერლებს, ვუსმენთ ექსტრა-პიზდეც სიმღერებს, რომელთა არსებობაც მათ შემსრულებლებსაც არ ახსოვთ … იმისთვის, რომ ძალიან უცნაურები გამოვჩნდეთ, არც ისეთი სისულელეების თქმას ვერიდებით, რომ რობოტები უფრო აღგვაგზნებენ, ვიდრე ქერათმიანი ნაშები, რომ ფეტიშები გვაქვს, რომ ვეგეტარიანელები და ბისექსუალები ვართ (ან ერთად_ ვეგეტარიანელი ბისექსუალები ვართ :D), მივდევთ იოგას და.. მოკლედ, ჩვენ ყველანი ძალიან ,,თავისებურები” ვართ.

ჩემი შეყვარებულის შეყვარებული კი უცნაურად ჩვეულებრივია. დარწმუნებული ვარ, ამერიკული მელოდრამებიც უყვარს, ძაღლებიც და სხვა გოგოებზეც ეჭვიანობს. ჩუმ-ჩუმად ჩემი შეყვარებულის მობილურსაც ჩხრეკს, ხშირად ურეკავს და უბრაზდება კიდეც, თუ რაიმე საეჭვო შენიშნა.. მე ასე არ ვიქცევი. იქნებ, ამიტომაც ვარ მისი შეყვარებულის შეყვარებული?
პირველად ბუკინისტური წიგნების დახლთან ვნახე. ლამაზია და უბრალო.. რომელიღაცა მოდეილკარნეგო სუბიექტის წიგნს ყიდულობდა სათაურით ,,მართე მამაკაცი” . მე კი იმავე ბუკინისტთან ,, პრაქტიკული მაგიის სახელმძღვანელო” შევიძინე. თქვენ წარმოიდგინეთ და, მისი შენაძენი უფრო მეუცნაურა. პრაქტიკული მაგია_ მერე რა. ალქიმიაზე წიგნებით მაქვს გამოტენილი წიგნების კარადის პირველი თარო (ქაბალისტური ლიტერატურაც მაქვს, ტრალალა), ეს გასაგებია.. მაგრამ ის არაფრით მესმის, რატომ უნდა იყიდო საეჭვო ფსიქოლოგის (შეთავსებით სექსოლოგიც იქნება) საეჭვო წიგნი საეჭვო სათაურით.. ალბათ, ალბათ.. იგრძნო, რომ მართვის სადავეებს კარგავს.. იქნებ ისიც იცის,რომ ღალატობენ? ცდილობს, რაღაც მაინც გამოასწოროს.. იბრძვის.. მომწონს ეს გოგო.
ჩემს ბიჭს სინდისი არ აწუხებს, თუ საერთოდ აქვს. ამბობს, რომ ორივე ჩვენგანი უყვარს. არ გვადარებს. როგორ შეიძლება ერთმანეთს შეადარო კრემიანი ნამცხვარი და მწარე შოკოლადი? ვერ შეადარებ, ხსნად ყავას კი ორივე უხდება..

მე მიხარია, რომ მწარე შოკოლადი ვარ. მწარე იმიტომ, რომ ჩემი გაგება ყოველთვის ადვილი არაა, განსხვავებით ჩემი შეყვარებულის შეყვარებულისაგან, რომელიც ყოველთვის პროგნოზირებადი და თანმიმდევრულია. ჩემს ბიჭსაც ყოველი მეორე კოცნის შემდეგ სავსებით მშვიდად აფრთხილებს: რომ გავიგო, რომ რამეს მიმალავ, ძალიან მეწყინება და ხმას აღარ გაგცემო.. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემზე რამე რომ გაიგოს, მაშინვე დაშორდება. ჩემს ბიჭს ეს ხელს არ აძლევს. მუდმივად მწარე შოკოლადი ჩემმა მტერმა ჭამა : ))


ახლა საღამოა. მე ჩემს ახალნაყიდ წიგნს ჩავკირკიტებ. რატომღაც მგონია, რომ რამდენიმე კილომეტრის იქით, ჩემი შეყვარებულის შეყვარებული თავის შენაძენს კითხულობს. ჩვენი ბიჭი კი, ალბათ, მეგობრებთან სვამს. მოკლედ, სიმშვიდეა. წიგნები უცნაურ თემებზე ჩემი ახირებაა. მაგრამ ეს წიგნი ყველაზე სულელური რამეა, რაც კი ამ თემაზე წამიკითხავს.. მგონი, როულინგის მიხედვითაა დაწერილი. რატომღაც მეგონა, სხვადასხვა ხალხთა მაგია იქნებოდა შედარებული, აქ კი მხოლოდ ასეთი თავებია: როგორ განვაიარაღოთ ადამიანი უარყოფითი ენერგიისაგან.. როგორ ჩამოვიშოროთ მოწინააღმდეგე სასიყვარულო ასპარეზიდან.. და რჩევებიც ეგეთია: შეურიეთ ძირტკბილას დაფხვნილი ძირები საჭმელში ან სასმელში.. გამოძერწეთ ცვილისაგან ვუდუ-ფიგურა, წაიკითხეთ ეს ტექსტი უკუღმა. .. total shit. იაფფასიანი მაგია. ამაში გადავიხადე 10 ლარი?! აუცილებლად დავაბრუნებ უკან. ბუკინისტები ჯიგრები არიან. დაიბრუნებენ.

საინტერესო ისაა, რომ როგორც ჩანს, ჩემი შეყვარებულის შეყვარებულმაც დააბრუნა თავისი მოდეილკარნეგო წიგნი. ,,მაგიის” დასაბრუნებლად რომ მივედი, უკვე დახლზე იდო. მერე რაღაცამ დამარტყა თავში_ ფული არ მინდა, ეს წიგნი გამატანე_ ვუთხარი ბუკინისტს და გავუღიმე. უბრალოდ დამაინტერესა, რა არ მოეწონა ჩემი შეყვარებულის შეყვარებულს. ხომ შეიძლება, მეც ვიყო ერთხელ უცნაურად ჩვეულებრივი.
საქმე ისაა, რომ წიგნი არც ისეთი შტერობა აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. საკმაოდ პრაქტიკული რჩევები იყო იმის შესახებ, თუ როგორ ავხსნათ მამაკაცის ფსიქოლოგია, მართალია უნიჭოდ, მაგრამ მაინც განმარტებული იყო, რატომ არიან მამაკაცები ბუნებით პოლიგამიურნი.. და თან ადვილად იკითხებოდა. მეც ვკითხულობდი. ტექსტი არ იყო გაპრანჭული იმ მწერლების ნაწერებისგან განსხვავებით, რომელთაც ასე შევეჩვიე და ყველაფერი ბუნებრივად ჟღერდა. ვცდილობდი,თითოეულ სიტუაციაში რაღაც ჩემთვის ნაცნობი აღმომეჩინა. ვცდილობდი, გამეგო, რატომ არ ვარ ჩემი ბიჭისთვის მხოლოდ მე საკმარისი.. უფრო მეტად კი იმის გაგება მინდოდა, როგორ გავმხდარიყავი საკმარისი.. და მე, ჩემდა გასაკვირად, მოდეილკარნეგო რჩევების განხორციელება რეალურად დავიწყე. რჩევები კი ასეთი იყო: ხშირად მიმართეთ სახელით, განაწყეთ პოზიტიურად, მოუწყეთ პიკნიკი, შექმენით რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ.. . მწარე შოკოლადი რძიან შოკოლადად გადაიქცა. თავს ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი ჩვეულებრივ ადამიანად. ბოლოს კი, წიგნის დახმარებით ისიც გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში თავს ვიტყუებდი და რომ არც ერთ ქალს არ შეუძლია საყვარელი მამაკაცი სხვას გაუყოს.. მეც სასტიკად და ჩვეულებრივად ვეჭვიანობდი.

ერთ დღესაც მივხვდი, რომ დრო იყო, ყველაფერი ჩემი ბიჭისთვის მეთქვა. ვეტყოდი:

1 რომ მიყვარს;

2. რომ ვეჭვიანობ.

3. რომ დროა, არჩევანი გააკეთოს.

რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მე ამირჩევდა.. მე ხომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი ამისაკენ, მე ხომ საკმარისად ჩვეულებრივი გავხდი.

ხოდა, ეს დღეც დადგა. დილა საშინლად დაიწყო. ინტერნეტი გათიშული დამხვდა, იოგას ვარჯიშების გაკეთება დამეზარა, დედა მეჩხუბა. მე კი ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ საღამოს ჩემი ბიჭი უნდა მენახა და ყველაფერი მეთქვა.
ერთმანეთს მასთან სახლში შევხვდით. ასე ხშირად ხდებოდა. ჭიქა ყავა მხოლოდ ჩემთვის (ის ყავას არ სვამს), ფილმების ყურება და.. და.. თუმცა, ეს სულ ერთია.  თავი სტკიოდა.
_ გინდა ყავა?
_მინდა
_ ჩემს ჭიქაში გაგიკეთო?
_ ხო.
ის ლუდს სვამდა, მე კი_ ყავას, რომელსაც საშინელი გემო ჰქონდა .. მერე ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით და უცებ გადავწყვიტე, რომ ეს მომენტი დადგა. გონებაში ყველა საჭირო სიტყვა შევკრიბე. მისკენ ნაზად გადავიხარე (ესეც იმ წიგნში ეწერა) და ჩავჩურჩულე, მიყვარხარ (პირველი ეტაპი). ის იყო, მეორე ეტაპზე უნდა გადავსულიყავი, რომ მუცელში საშინელმა შეგრძნებამ დამიარა. თითქოს, ყველაფერი გადმომიტრიალეს. რამდენიმე წამის განმავლობაში კუჭში ყველაფერი ფუთფუთებდა და ბოლოს მე.. მე .. გული ამერია. პირდაპირ ჩემი ბიჭის ახალ მაისურზე.. ის კი, ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, გინებ-გინებით წავიდა ტუალეტისაკენ. მე ზურგჩანთიდან ხელსახოცები ამოვიღე, სახე გავიწმინდე და.. გავიქეცი, სანამ ის ოთახში დაბრუნდებოდა.. სირცხვილისაგან ვიწვოდი.. რატომ დამემართა ეს მაინცდამაინც მე.. მაინცდამაინც ახლა.. არადა არაფერი მიჭამია ისეთი.. არც არაფერი დამილევია.. მხოლოდ ყავა.. ყავა, რომელსაც ცუდი გემო ჰქონდა..

სახლში მისული უკვე სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. ვეღარაფერი მიშველიდა. რა თქმა უნდა, არც ერთ წიგნში არ წერია ის, თუ როგორ უნდა გააგრძელო ურთიერთობა ბიჭთან, რომელსაც ზედ დაარწყიე.. იმიტომ, რომ ურთიერთობის გაგრძელება ამის შემდეგ სრულიად შეუძლებელია. ყველაფერი დამთავრდა. ის დიდად არ იდარდებს, რეზერვში კიდევ ერთი ჰყავს.. მე კი. მე.. მე არ შემიძლია თავის მოჩვენება, თითქოს ეს არ მანაღვლებს.. არც ასეთი უცნაური ვარ.. დავიძინე.
რომ გავიღვიძე, მისი მესიჯი დამხვდა:

ისა. ჩემთან წიგნი დაგრჩა. მგონი, შენია. შენ გიყვარს ხოლმე ეგეთები: შავი წიგნია, მაგიაზე.. ლოლ. არც ვიცი, სხვა რა უნდა გითხრა. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე სიგიჟე იყო და სიგიჟედვე დარჩა. ძალიანაც რომ მინდოდეს, არა მგონია, ამ დღის შემდეგ რამე გამოგვივიდეს.. წიგნს კი ნებისმიერ დროს დაგიბრუნებ..

ყველაფერი წამით აირია, მერე კი თავის ადგილას დადგა , აი, ზუსტად ისე, როგორც კალეიდოსკოპში ყურებისას. წიგნი ჩემი არაა. მე ეს წიგნი დავაბრუნე და ვიცი, ვინც იყიდა … ყავას კი, როგორც ჩანს, ძირტკბილას გემო ჰქონდა. თავი მეშვიდე: მარტივი მაგია: როგორ ჩამოვიშოროთ მოწინააღმდეგე სასიყვარულო ასპარეზიდან. დაფხვენით ძირტკბილას ძირები.. ხოდა, ჩემი შეყვარებულის შეყვარებულმაც დაფხვნა.. მერე ეს ფხვნილი ჩემი ბიჭის ყავის ქილაში მოხვდა, მერე კი_ ჩემი(მისი) ყავის ჭიქაში..
ნეტავ ძალიან უცნაური იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი შეყვარებულის შეყვარებული მაგარი გოგოა? და რომ მისით მხოლოდ აღფრთოვანებული ვარ.. ? და საერთოდაც, იქნებ, ჩემი შეყვარებულის შეყვარებული რომ არ ყოფილიყო, ჩვენც გამოგვსვლოდა რამე? მე ხომ ასეთი უცნაური ვარ.. ვეგეტარიანელი.. ბისექსუალი…

82 thoughts on “ჩემი შეყვარებულის შეყვარებული

  1. moshe

    sainteresoa shen shekvarebulis shekvarebuli. da albat sheni shekvarebulic. imedia dabrundeba egre ician magatma jer gabrazdebina mara mere kvelaper sauketesos ixseneben rac gakavshirebt. da roca is shekvarebulis shekvarebuli gaabrazebs dadgeba momenti rom shenc mogwers. mtavaria bavshvi ikos jamteli :DDD

  2. არა, აშკარად შენ და შეყვარებულის შეყვარებული უფრო საინტერესო წყვილი იქნებოდით 🙂 წიგნებს იყიდიდით და მერე გაცვლიდით, ხან მაგია, ხან კარნეგი და ხანდახან ამ ბიჭსაც დაიმატებდით ;))

  3. tatatatuli

    უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის!.. სულმოუთქმელად ჩავიკითხე, თავიდან ბოლომდე საინტერესო და მომნუსხველი ხარ შენი პოსტებიანად 🙂 ეს უკანასკნელი მაინც სულ სხვაა და, მგონი, ყველაზე ძიერიც!..

  4. TaiSha

    ძალიან, ძალიან ძალიან მაგარიიი პოსტი გამოგივიდააა =))
    ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქ წამიკითხავს… რაც საერთოდ წამიკითხავს ამ თემაზე 🙂

    შეყვარებულის შეყვარებული -ჩემი საყვარელი ფრაზაა 😀

  5. მმმ…. : ) ყველაზე ცუდიი ისაა , რომ წიგნებს და შავ მაგიას თუ არ ჩავთვლით ასეთი სიტუაციები შენც გქონია მგონი და მეც : )

    ჩემი შეყვარებულის შეყვარებულები ისე მე ხშირად ჩემს შეყვარებულებზე უფრო მეტად მიზიდავდა : )

  6. Me Var

    WTF?!

    verafers vambob. ZEmagaria.

    erti suli maqvs chems megobrebs wavakitxo. :adore:

    da-share-ebis shesadzleblobas me ver vxedav aq tu arc aris? 🙂 anyway mainc wavakitxeb.

    ver vpatiob chem tavs gulgrilad rom chavuvlidi xolme am blogis links. me shokshi var. me gagmerteb. me sityvebs ver vpoulob. :)))

  7. gvanci

    satauridan dawyebuli naweric arachveulebrivia… kargadaa gadmocemuli… chemma istoriam gamirbina tvalwin da agmovachine rom chemnairad moazrovneebic arseboben (es konkretuli shemtxveva maq mxedvelobashi) ase tqvan mistvis “mware shokoladi” viyavi… da mware ki ara, tvit yvelaze sayvare shokoladic ki mosabezrebelia xolme adamianisatvis… rato unda “aitano” mware roca arsebobs utkbilesi da misawvdomi… ai amitomac ert martis civ sazizgar dges (dges romelic shav wertilad daemchna chems guls) is ubralod adga da wavida… wavida “marwyvtan” romelic dzalian advili mosakrepia…(“marwyvtan” romeltanac gagikvirdebat da me dgesac kargi urtiertoba maq…) wavida da mashin megona ragac wamglijes, gulida amomglijes, suli wamartves, gamdzarcves… titqos is shinagani dugilis procesi romelic chemshi iyo da romelsac sheni siyvarulis dros ganvicdi uecrad gaqvavda … gaiwina sultan ertad… azrebi da piqrebi ki molekulebivit tvinshi ireodnen … piqrebi imaze rom iqneb misi wasvla chemi brali iyo ..rato??? iqneb me, mxolod me viyavi damnashave ?!…iqneb ?!… da es iqneb chkuidan mshlida… mtkioda… mindoda kivili..kivili usasrulod… xmis chapxrewamde… mindoda mtel samyaros gaego es xma… mindoda gadavkarguliyavi sadme ..tundac mtvarezee… (mtvere xom chemi sulis nawilia , romelic mamshvidebs..mxolod mastan shemidzlia gulaxdili saubari nebismier temaze chems azrebze chems shexedulebebze ..movuyve yvelaferi rasac ganvicdi ise rom kritika ar vismino misgan… ) maxrchoba bogma , zizgi, sidzulvili, romelic aqamde ar ganmicdiaa… me xom zgaparshi vcxovrobdi shentan ertad da es zgapari sashinelebata pilms daemsgavsa wamshi… peradi samyaodan wamshi chems win kadri gacherda da irgvliv yvelaferi gashavda… mashin ertaderti rame mindoda mindoda ustiyvod mosuliyavi da uxmod chamxutebodi tundac ukanasknelad…tumca es survili survilad darcha… miyvardi!!! saocrad miyvardi… mteli sisrulit miyvardi… miyvardi imaze metad vidre am grdznobis nichi marguna gmetma…sheni yvelaferi miyvarda: sheni titebi, ori patara tati rogor miyvarda odnav shexeba mati… ici rogor miyvarda gamoutqmeli enit sheni grdznobebis sigrme,sulis simagle sheni, me dardic miyvarda sheni, sheni gimili martobda me cremlic ki miyvarda sheni,rogor miyvarda roca chamchurchlebdi im ert sityvas”miyvarxar” mand ishleboda chemi samyaro mand sadac tavs yvelaze bednierad vgrdznobdi samyaro sadac viyavit mxolod ME da SHEN…
    siyvaruli xom saocrebaa…zeciuria…siyvaruli vnebebis wyurvilia ocnebebze…siyvaruli veluri ramaa… grdznobebis kivilia vnebebze… menatrebodi … menatrebodi tkivilamde acremlebamde..menatreboda sheni yvelaferi … sheni gagimeba..sheni tvalebi romelshic shig okeane ishleboda da napiri ki arsad chanda… gelodi … gelodi usasrulod da es lodini miuwvdomeli iyo vit ca…. am yvelafer ganvicdidi vebrdzodi sakutar tavs..sakurat survilebs sakurat grdznobebs da ai dges am yvelafris shemdeg yvelaferi chveul ritms daubrunda cxovrebis perxulshi chavebi kvlav da mivyvebi cxovrebis dinebas… mas shemdeg martooba sheviyvare ..is ertadertia romelic arasodes ar mtovebs!!! mashinacv ki roca adamianebis garemocvashi var. sul chemtan aris is ganuyopeli megobaria chemi sulisa…da bolos chemi sayvareli sityvebit davasruleb am nabodvars: me shegisuntqe dzalian grmad da dagtove ase dzvirfasad chemshi !!!

  8. ,,როგორ შეიძლება ერთმანეთს შეადარო კრემიანი ნამცხვარი და მწარე შოკოლადი? ვერ შეადარებ, ხსნად ყავას კი ორივე უხდება..”

    ეს განსაკუთრებით ნამდვილი ფრაზაა

  9. :)

    კარგი იყო, მაგრამ ძაან პროგნოზირებადი ანჰეფი ენდი იყო :)) და ბევრი დამთხვევები..

    რამე ისეთს ველოდი: შენი შეყვარებულის შეყვარებულისგან ტყუპებს რო ელოდები 😀

  10. dzalian momewona vetanxmebi salomeas ,,როგორ შეიძლება ერთმანეთს შეადარო კრემიანი ნამცხვარი და მწარე შოკოლადი? ვერ შეადარებ, ხსნად ყავას კი ორივე უხდება..” es fraza marTlac kargia
    dzalian kargad gasagebia postia, raluri yvela qals yavs ertxel mainc metoqe da yvela qali echvianobs kacze , romrlic iyvars, me yovelitvis midzneldebna xelis gashveba, magram arapirdapiri gagebiT zogjer guli mereva, roca kaci sustia da gaiorebus gamo archevenis gakeTeba uchirs.
    warmetebebs gisurveb

  11. 18 წლის კვაობაზე ცუდი არაა, სიყალბეც ნაკლებად ეთქმის… თუმცა არის რაღაც…

    კოპალას და სალომეაას დავეთანხმები, კარგია: “როგორ შეიძლება ერთმანეთს შეადარო კრემიანი ნამცხვარი და შავი შოკოლადი? ვერ შეადარებ, ხსნად ყავას კი ორივე უხდება”

    რატომღაც ეს გამახსენდა: “მოდიოდა ის, როგორიცაა სიტყვა “მოიისფრო” და გვერდით მოყვებოდა ის, როგორიცაა სიტყვა “გავძეხი”….

    ისე, მგონია, ნაკლებად რომ “შეყვარებულები” და “სიყვარული” ეთქმოდეს მაგ ურთიერთობას, გულდასაწყვეტი არაფერია, რადგან თუ სიყვარულია, ხსნად ყავას კარგი მსმელი უხდება და არა შავი შოკოლადი ან კრემიანი ნამცხვარი… არა ?

    🙂

  12. გამოხმაურება: gone « ანინას ბლოგი

  13. აი ანინა უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ წერ ასე მაგრად!
    შენი ნაწერებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა მართლა ძალიან მაგარი იყო! :*

  14. ძალიან მინდა რამე ვთქვა, მაგრამ არვიცი რავთქვა.. არაჩვეულებრივია, ძალიან ძალიან მაგარი… ❤ ❤ ❤

  15. ძალიან ადრე წავიკითხე ეს პოსტი და მხოლოდ ახლა დავალაიქე… არა იმიტომ, რომ მაშინ არ მომეწონა, არამე იმიტომ… რომ იმიტომ…

  16. natalia

    აუ მაგარი არის, დიდიხანია შენს ბლოგს ვკითხულობ მაგრამ ეს რატომღაც ეხლა წავიკითხე. რაღაცით ჩემს ამბავს გავს, იმ განსხვაბებით რომ ჩემი ბიჭი დიდიხანია მივაგდე და მის გოგოს ნაცვამი და ნახმარი ,,მაიკა” ვაჩუქე, მაინც ყვერაფერი ჩემი ნახმარი უყვარს…………..

  17. საერთოდ გრძელ პოსტებს იშვიათად ვკითხულობ ხოლმე მაგრამ ეს იმდენად მომეწონა რო ბოლომდე არ წამეკითხა არ შემეძლო 🙂 ძაან მაგარია.

  18. ჯანდაბა! რატომ წავიკითხე ეს პოსტი ასე გვიან. რაღაც მაგია გაქვს პოსტებში. მართლა ერთადერთი ბლოგერი ხარ, რომლის პოსტებშიც არცერთ სიტყვას არ “ვახალტურებ”.

  19. sal ome

    რა არის იცი?ვკითხულობ ამ ბლოგს და ვრწმუნდები რომ ერთადერთი შეშლილი არ ვარ.რომელიც შენსავით ვეგეტარიანელია..მააგრამ მე არ ვჩანვარ რომ შეშლილი აზრები მაწუხებს არც ის ჩანს რომ ,,თავისებური ” ვარ და რა არის იცი?ასე უკეთესია ეგონოტ/თ რომ მატნაირი ვარ ,,ყოველდღიური” მე მაინც ჩემსას ვუბერავ და შემწუხებელიც არავინაა არც არვინ მაბეზრებს თავს უაზრო კითხვებით მოკლედ ასე უკეთესია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s