როცა გეღვიძება პირში მკვდარი თაგვის გემოთი და ხვდები, რომ გუშინაც ვერ შეიკავე დალევისგან თავი,
და ,,პახმელია” არის მხოლოდ სინანული მომხდარის გამო.
როცა გაქვს წიგნის პრეზენტაცია, რომელზეც პატიჟებ შეყვარებულს
და ვერ პატიჟებ ბიჭს, ვისთანაც წევხარ,
მერე კი ამ ბიჭის საწოლში ნახევარი საათი ქვითინებ კედლისკენ შებრუნებული
ის ხმას არ გცემს.
როცა გაღვიძებენ დილით ადრე სახლში დარეკვით და კითხულობენ იმას, ვინც არ არსებობს.
და შენ აგინებ მთელი ხმით,
მერე ხვდები, რომ უხეშად მოგივიდა
მაგრამ არ გაქვს ნომრის ჩამწერი, რომ გადარეკო და ბოდიში მოიხადო.
როცა ცდილობ, არ დაინახონ ბავშვებმა, როგორ გდიხარ გარეთ ძალიან მთვრალი.
ან როგორ არწყევ,
რადგან გგონია, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა.
როცა ხალხი თვლის, რომ ზედმეტად კარგი მკერდი გაქვს იმისთვის, რომ ჭკვიანიც იყო,
და მთელი ცხოვრება საპირისპიროს დამტკიცება გიწევს,
როცა ვერ შეესაბამები კარგი გოგოს სტანდარტებს
და დედაშენი დასჯის მიზნით ყოველდღე აკეთებს საჭმელს, რომელსაც ვერ იტან.
როცა ახალი წელი მაინც მოდის..
და შენ ცდილობ, ისე გიხაროდეს,
როგორც ბავშვობაში თოვლიან დილას სკოლაში წასვლა.
როცა რეალურია ყველაფერი, რაც ჭკუიდან გშლის.
შენ ჯდები და წერ, რომ ყველაფერი რიგზეა.
იმიტომ რომ მართლაც ასეა.
პ.ს მსგავსი პოსტი
როცა 4 მილიონ 400 ათასს მაინცდამაინც საახალწლოდ მოიგებენ და იძახიან, დამთხვევააო, მართლაც რომ ყველაფერი რიგზე ყოფილა და თუ ვერ იჯერებ, მაშინ დაისჯები :)))
რაღაც კი ვიბოდიალე, მაგრამ მაგარი პოსტია :*
მიყვარს მე ეს გოგო… მიყვარს .. მართლა მიყვარს დეეე… 🙂
anina mocyenilia 😦
mkerdze marTali iyo?
ayrolebuli dzaglis suni ufro jobs tavshi : DDD
da dalshe magari postia… magram es saidangac xom mogaqvs, da magalitad vis igeb???
aq rac gadavatvaliere su seqszea aqqcenti gaamxvilebuli : )))
da vafshe es energiuli gogo marjvniv rom cancarebs banerad 😀 magari mevcaseba :d skarleta
მიყვარს შეი პოსტები. :*
🙂 kariga
თუ ადამიანი იმ ყველაფერს აკეთებს რაც აქ ჩამოთვლილია (პლუს ქუჩაში არწყევს, აგდია მთვრალი და აშ), მაშინ, მე მგონი მისი მკერდი ნამდვილად შეუთავსებელია მის ინტელექტთან 🙂
ცოტა დამღლელიასავით ეს მარადიული აფიშირება ანდერგრაუნდობისა, განსხვავებულობისა, დენდობისა, გარიყულობისა და მისთ…
😦
absoluturad getanxmebit :)))..me mgonia,rom weshmariti inteleqtuali uxeshad ar unda iginebodes/quchashi arwyevdes..da ar mitxran axla romantizmis arsis arasworad gamgebma 13 wlis “gansxvavebulebma” rom galaktioni duqnidan duqnamde cxovrobda..kacobriobas axsovs namdvili gariyulebi,romlebic ukvdav genias flobdnen..sadga arian matnairebi ubadruk dgevandelobashi?
P.S maria kiuris sakmaod lamazi da zomierad ferxorciani mkerdi hqonda da tqven warmoidginet arasdros uwevda sakutari inteleqtisa da intimuri detalebis shetavsebadobis mtkiceba :)))..shhh..vici..vici rom ver ijerebt :)))))))))))
ანინა, დროა ისეთი შეიყვარო, ვისთანად დაწვები კიდეც.
მანამდე კი ეგრე მოგიწევს შეუსაბამო ლოგინებში ქვითინი და შეუსაბამო ხალხის პრეზენტაციებზე ტარება.