1 კარგი დღე

არსებობს გადასარევი დღეები

  • როცა იგებ, რომ ვიზა ჩაგირტყეს
  • ხელფასი გერიცხება
  • დასასვენებლად მიდიხარ
  • დაბადების დღე
  • ახალი წელი

არსებობს საშინელი დღეები

  • ცუდი ვარცხნილობის დღეები_/როცა თმას ვერაფერს უხერხებ/
  •  ცარიელი ტანსაცმლის კარადის დღეები_/როცა  ყველაფერი ან გასარეცხია ან ახლა შრება/
  • წითელი დღეები
  •  გამოცდის დღეები
  • ა.შ

და კიდევ  კარგი დღეები.  ასეთ დღეებს მეტი შანსი აქვთ, ცუდ დღეებად გადაიქცნენ, ვიდრე გადასარევ დღეებად, მაგრამ ასე თუ ისე, ისინი მაინც არსებობენ

კარგი დღეა, როცა:

  •  პოულობ ხუთლარიანს ძველი ჯინსის ჯიბეში
  • იწყებ ახალი წიგნის კითხვას
  • ქუჩაში/რადიოში/ტელევიზორში საყვარელ სიმღერას მოკრავ ყურს
  • შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გეტყვის, რომ კარგად გამოიყურები
  • გაღვიძებისას აღმოაჩენ, რომ ძილი გეყო
  • ა.შ.

დღეს კარგი დღე იყო. ჯერ წარმატებული საქმიანი შეხვედრა მქონდა,  მერე დიიდხანს ვისეირნე მოპედით (რაც ნამდვილად შვებაა თბილისის სიცხეში), მერე ლისის ტბაზე ამოვყავი თავი სოციალური მედიის დღეზე, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ  საჩუქრებიც მიმიღია.

სახლში მოსულს აბაზანა და სამზარეულოც რომ დამხვედროდა  გარემონტებული (10 დღეა რემონტდება უკვე), ეს დღე გადასარევ დღედაც კი წავიდოდა.

არა უშავს, ხვალ იქნებ დაბადების დღე მქონდეს, ან ახალი წელი მოვიდეს, ან ხელფასი ჩამირიცხონ :დ

 

5 thoughts on “1 კარგი დღე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s