შტერი

ფიქრს გადავეჩვიე. განა შემთხვევით, მიზანმიმართულად. თავის ტკივილებმა მასწავლეს, რომ  მხოლოდ ცარიელი თავი არის მშვიდად. ხოდა, მეც გულმოდგინედ ვბერტყავ თავიდან ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისწავლია. ვბერტყავ წარსულ გამოცდილებებს, დედაჩემის რჩევებს, ლინგვისტიკის კურსის შესავალს, ასოციაციებს,  ,,მეტალიკის” ალბომების სათაურებს, ბავშვობის მოგონებებს, 10 ხერხს ურჩი თმის დასამორჩილებლად და მარტივად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტებს. მხოლოდ ისეთ რამეებს ვიტოვებ, როგორიცაა ვინდოუსის გადაყენების ტუტორიალი, გამრავლების ტაბულა და პუნქტუაციის წესები. ისიც იმიტომ, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია.

მგონია, რომ მხოლოდ სიშტერეშია ბედნიერება.  როგორც კი მიაღწევ სიშტერის იმ ზღვარს, როცა შეგიძლია  ქართველი მსახიობი შეიყვარო/კვერცხი ზეთის გარეშე შეწვა/ზღვაზე საცურაო კოსტიუმის გარეშე წახვიდე _ მაშინვე იგრძნობ, რომ ცხოვრება მარტივი გახდა. თურმე  სულ ტყუილად დავობდი ე.წ. კონცეპტუალურ საკითხებზე, უშედეგოდ  აანალიზებდი ყველა დილემას და ამაოდ ცდილობდი, რაციონალურობა შეგენარჩუნებინა. ანალიზიც, რაციონალიზმიც და კონცეპტუალურობაც ისეთი სიტყვებია,  წესიერმა შტერმა ადამიანმა რომ არ უნდა იცოდეს.

მეც მინდა შტერი ვიყო, თუ ყველა შტერია. ჰოდა, წარმატებებიც მაქვს ამ მხრივ. მოვახერხე და  ფიქრის დრო მინიმუმამდე შევამცირე, მაგრამ ხანდახან მაინც მეფიქრება. ძველი ჩვევის ამბავია.  შხაპის მიღებისას ფიქრს ვერაფერს ვუხერხებ. არადა ამის გამო შხაპზე ხომ ვერ ვიტყვი უარს. ჯობს, ისევ ჭკვიანი ვიყო, ვიდრე დაუბანელი.

თქვენ თუ მოგნდომებიათ ოდესმე, არ გცონოდათ ის, რაც იცით?

p.s.  პიესი განკუთვნილია იმ ჭკვიანისთვის, ვინც იტყვის,  ნაწერს ეტყობა, შენი დაშტერების გეგმა რომ  წარმატებით მიმდინარეობსო:

გმადლობ, ვიცი : ]

18 thoughts on “შტერი

  1. უფ უფ, რა ნაცნობი სიტუაციაა, კარგა ხნის წინ, თუმცა შენზე დიდი კი ვიყავი უკვე, რომ დავიწყე დაშტერებაზე ოცნება და ახლა ვშიშობ, რომ მეტისმეტად კარგად გამომივიდა 😀 სულ გადავეჩვიე ღრმად, კონცეპტუალურად და ანალიტიკურად ფიქრს 😀

  2. ევა

    ,,მგონია, რომ მხოლოდ სიშტერეშია ბედნიერება. როგორც კი მიაღწევ სიშტერის იმ ზღვარს, როცა შეგიძლია ქართველი მსახიობი შეიყვარო/კვერცხი ზეთის გარეშე შეწვა/ზღვაზე საცურაო კოსტიუმის გარეშე წახვიდე _ მაშინვე იგრძნობ, რომ ცხოვრება მარტივი გახდა.,,

    ვახ…. გამოვშტერდი ვითომ… ? ისე ძალიან ბევრჯერ მომდომებია , არ მცოდნოდა ის, რაც ვიცი. არ მეფიქრა საერთოდ არაფერზე და ხშირად მშურდა მათი, ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეცვა, რომელი პარფუმი ეხმარა. მეც შევწყვიტე ფიქრი. იცი ეს ერთგვარად მართლაც შველის ადამიანს, თუმცა გაშტერებს და მერე ფიქრობ, აი ადრე, ამის და ამის შესახებ, რა საოცარი აზრი მქონდა, ახლა კი აზრზეც არ ვარ, რას მეკითხებიან, რა უნდათ…. ?!
    რაც ნაკლები იცი, ცხოვრება უფრო მარtივდება, მაგრამ რა ვუყო ფიქრს, რომელიც ძილის წინ არ მტოვებს?

  3. შენს სიშტერეს კომუნისტები “მნოგო ბუძეშ ზნაც მენშე ბუწეშ სპაწ”-ს ეძახდნენ, მარა არ გინდათ ეს რუსული და აჰა 🙂

  4. ანინა, ადამიანი სამი წამის მეტს ფიქრის გარეშე ვერ ძლებს, მეცნიერულად დამტკიცებულია.. იქნებ ეგ შენც იცი, მე ტყუილუბრალოდ ვლაყბობ 🙂
    თუმცაღა მე არასოდეს დამინანია ის რაც აქამდე ცხოვრებაში გამოვიარე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვსაზღვრავდი რა არის ცუდი და რა კარგი. ეს თითოეულის გზაა, რომელიც ზოგჯერ უსიამოვნოა, ზოგჯერ სასიამოვნო და რომლიც თვითონვე ამოირჩია. ამის საშუალებით მან შეიცნო საკუთარი თავი. დროა ალბათ მეც შევეშვა ამ ყველაფერს და მეც გავხდე შტერი? :)))

  5. marlaSinger

    შხაპის დროს ფიქრი – ყველაზე ნაცნობი და აუცილებლობიდან გამომდინარე აუტანელი სიტუცია.

  6. ჰეჰ.. რამდენი ხანია თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ სწორედ ამ მეთოდს ვიყენებ. 🙂 პ.ს. ახლა ვუსმენდი რადიო 105 ის “ტიტველი ქალები”-ს. იმედია მიხვდებით პარალელს. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s