ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

დამთავრდა ქართული ბლოგინგის დღეები. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ მოვლენის შესახებ გაცილებით ნაკლები ხმაური იყო, ვიდრე შარშან.

შარშან  ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდა (გავბრაზდით) თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენის გამო.

შარშან არავის უთქვამს, რა პრინციპით შეარჩიეს ბლოგერები[ სტაჟი?სოცმედია- ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება? ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა? კაიტიპობა?]

შარშან ვერავინ ამიხსნა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ბლოგერები იქ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

წელს კი ყველაფერი გასაგები იყო. გამოცხადდა კონკურსი, გავაგზავნეთ პროექტები და აარჩიეს საუკეთესო ვარიანტები.. თუმცა, ჰმ.. ისა. საუკეთესოები კი არა, ყველა აგვარჩიეს. გამიტყდა.

ყველას წამოყვანა რომ ცუდი იდეა იყო, ეს პროექტების პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ზოგიერთ პროექტს საშინლად ეტყობოდა, რომ მის ავტორს არაფერზე უფიქრია ზღვაზე დასვენების გარდა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას… და და და დააამ! თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ

                   

                              პირველად ვნახე ზღვა

ვნახე და გამოვშტერდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამხელა იქნებოდა. სანამ შევიდოდი, თვალები დავხუჭე და სურვილი ჩავიფიქრე. მერე შევედი და.. ზღვის სუნის ჩასუნთქვა ძლივს მოვასწარი, რომ მედუზა მომედო ფეხზე 😐 ჯერ ვერ მივხვდი, რა იყო ეს რბილი, სავარაუდოდ ლორწოვანი და თბილი ,,რაღაც”. მერე მითხრეს, მედუზააო, და საერთოდაც, აქ ბევრი მედუზააო, მაგრამ შენ არაფერს დაგიშავებენ, გასცურეო. ჩემდა სამწუხაროდ, მრავალსაათიანი ცურვის მიუხედავად მედუზების ფეხებზე დაკიდება ვერ შევძელი (მერე რა, რომ  თვითონ მეკიდებოდნენ ფეხებზე). საბოლოოდ, რაღაც არეული გრძნობები დამრჩა ზღვის მიმართ. თბილია, მარილიანია, დიდია, მედუზებიანია.

ასეთივე არეული გრძნობები დამრჩა ზოგადად ბლოგინგის დღეების მიმართ.

აი, რა იყო ჩემთვის ბლოგინგის დღეები 2011.

  • საინტერესო ღონისძიებები, მაგრამ მათ შორის ცოტა დრო
  • კარგი სასტუმრო, მაგრამ სადილზე მხოლოდ ხორციანი რაციონი (= ვეგეტარიანელების სრული ფეხებზე დაკიდება)
  • რამდენიმე საინტერესო პრეზენტაცია, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი კვარიათთან ერთად დასრულდება (შარშან რომ საიტი შექმნეს ბლოგოსფეროს დასახმარებლად, ახლა გათიშულია)
  • საკმარისზე მეტი თავისუფლება
  • კარგი ,,სასტავი” რამდენიმე ძალიან ცუდი გამონაკლისით
  • საშინლად დამღლელი 13 საათიანი გზა თბილისში დასაბრუნებლად [ავტობუსი გაგვიფუჭდა და ჩვენი ნერვებიც შეიწირა. არადა, ნაკურთხი იყო.]

მიუხედავად ამისა, დასვენება საინტერესო საქმიანი შტრიხებით_ მაინც შედგა : ]

რაც შეეხება, ზასაობებს და ორგიებს. ამბობენ, რომ იყო. მაგრამ მე არაფერი მინახავს. ეტყობა, მემალებოდნენ.

ესეც ფოტოები

აირეპორტერის ავტორი, შავგვრემანი ბიჭი და დავით მიხეილ შუბლაძე
აირეპორტერის ავტორი, შავგვრემანი ბიჭი და დავით მიხეილ შუბლაძე
მარი მელქაძე და ირინკა
მარი მელქაძე და ირინკა
მშვენიერი ან-ნა.
მშვენიერი ან-ნა.
გიორგი კალატოზიშვილი
გიორგი კალატოზიშვილი
პიკოლინა. my sweet girl
პიკოლინა. my sweet girl
ეს გზაში
ეს გზაში
ფსიქე
ფსიქე
ლანდიშა ქმნის პრეზენტაციას, რომელიც არაფრად ივარგებს :დ
ლანდიშა ქმნის პრეზენტაციას, რომელიც არაფრად ივარგებს :დ
ლიტერატორი მეჯღანება
ლიტერატორი მეჯღანება
ზურიუსი და 50 წიგნის კაცი
ზურიუსი და 50 წიგნის კაცი
ირაკლი ქაშიბაძე. ეკონომიკის სამინისტრო
ირაკლი ქაშიბაძე. ეკონომიკის სამინისტრო
სვითის პრეზენტაცია
სვითის პრეზენტაცია
ეს სარფის საბაჟოზე გადავიღე
ეს სარფის საბაჟოზე გადავიღე
ეს კი უკანა გზაზე. დაღლილი.
ეს კი უკანა გზაზე. დაღლილი.

22 thoughts on “ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

  1. Davit Mikheil Shubladze

    აი ზასაობის რა მოგახსენო… 🙂 მაგრამ ორგიები არც მე მინახავს და არც პატიჟი მიმიღია :)))))

  2. 1. შენ ხომ მაგარი გოგო ხარ, ჰოდა დაიწყე იმ არგუმენტებზე ფიქრი, რომლებითაც ვეგეტარიანელობის გადაგდების შემდეგ თავს დაიცავ 🙂
    2. იმდენმა ნახა ზღვა პირველად, აღარ მიკვირს, მაგრამ შენ რეკორდი მოხსენი. აქამდე უბედური იყავი.
    3. ფოტოები ძალიან კარგია.
    4. შენი პირველი ფოტო გაცილებით სჯობს ბოლოს :*

  3. ყველა აგვარჩიეს

    ლოლ 🙂
    კონკურსის დროს ამაზე უფრო ცუდი რამის მოფიქრება ძნელია.
    არა იმის გამო ,რომ ცუდი პრეზენტაციები გაიპარება – არამედ იმიტომ, რომ კონკურსის იდეის და თავად შემრჩევებისს დისკრედიტაციას უწყობს ხელს.
    ანბანია ეს ნებისმიერი შერჩევის პროცესის.

    1. მეც ვფიქრობ, რომ როცა კონკურსიდან ყველას ირჩევენ, ეს მონაწილეეების შეურაცხყოფაა. ესე იგი, რაც არ უნდა დაგეწერა, მაინც გახვიდოდი და ტყუილად იშრომე : ]

      1. ყველას არჩევა გეგმაში არ ყოფილა :)) უბრალოდ ცოტა განაცხადი შემოვიდა და 3-4 კაცის დატოვება აღარ ღირდა 🙂

  4. ისე რაღაცეებში კი გეთანხმები 🙂 თან სერტიფიკატს მე არა მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ვანიჭებ 🙂 ამიტომ ყველას არ გადავცემდი და აქ იმაშიც გეთანხმები, რომ ყველას წამოყვანა არც ისე კარგი იდეა იყო:)

    1. ყველას წამოყვანა რა..სანამ დასრულდებოდა პრეზენტაციები ჯერ ხომ გვიხრეს , რომ ჩვენ თვითონ გამოვავლენდით ყველაზე აკრგ პრეზენტატორებს და ეს უნდა გაეკეთებინათ……

  5. ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველა პროექტი იმსახურებდა გადასვლას, მაგრამ, როგორც თქვი საბლოოდ მაინც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მართლაც დასასვენებლად იყო წამოსული. მემგონი შარშანდელთან შედარებით უკვე კონკურსი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და მომავალ წელს კიდევ უფრო დაიხვეწება.. 🙂

  6. ნათია

    ზღვაზე გამახსენდა: შარშან მეც პირველად ვნახე ზღვა, თანაც საქართვცელოში კი არა – ათენში 🙂 თუმცა იქიდან რომ წამოვედი, მერე მივხვდი რა მაგარი რამე ყოფილა და ძალიან მწყდება გული, რომ წამოსვლამდე მხოლოდ 3 დღით ადრე ვისწავლე ცურვა…

  7. მეც წელს ვნახე ზღვა პირველად. 😀 ისიც ზამთარში და ამიტომ ერთადერთი შთაბეჭდილება რაც დამიტოვა ის იყო, რომ მწვანე მომეჩვენა და უზომოდ დიდი.

  8. ძალიან კარგი პოსტია როგორც ყოველთვის და პირველი სურათი მართლა ძალიან კარგია.

    ბლოგინგის დღეებს რაც შეეხება: მეც ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ თქვენგან განსხვავებით სტაბილური–გრაფიკ–რეჟიმიანი სამსახური მაქვს, რომელსაც პარასკევ დღეს ვერ გავაცდენდი.

  9. კარგი სასტუმრო, მაგრამ სადილზე მხოლოდ ხორციანი რაციონი (= ვეგეტარიანელების სრული ფეხებზე დაკიდება)

    მეც რომ ვყოფილიყავი ავხმაურდებოდი და აღვკვეთდი ამ ფაქტს 🙂

  10. გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s