შეხვედრა ნიკა გილაურთან

2 წლის წინ, როცა ბლოგს ვქმნიდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ :
1. ჩემი მომავალი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდებოდა სოციალურ მედიას.
2. ოდესმე ჩემი შეხვედრა ქვეყნის გავლენიან პირთან სწორედ იმით იქნებოდა განპირობებული, რომ მე ბლოგი მაქვს.

მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან: ის, რაც პატარა ნაბიჯია ისტორიისთვის, დიდი ნახტომია სოციალური მედიისათვის. ბლოგერები დღეს ისეთი აქტუალურები ვართ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. მერე რა, რომ გაცილებით ნაკლებს ვწერთ, ვიდრე ადრე და მერე რა, რომ პოლიტიკასა და საჩოთირო თემებს ისევ ჯიუტად ვარიდებთ თავს.. ჩვენ მაინც გვხვდებიან და პასუხსაც გვცემენ. საუკეთესო შემთხვევაში კი აზრსაც გვეკითხებიან.
დღეს ნიკა გილაურთან გვქონდა შეხვედრა. საუბარი ოფიციალური არ ყოფილა, მიუხედავად ფორმატისა. ეს ან ჩვენი მუხტის დამსახურებაა, ან მინისტრის უშუალობის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ამას არც აქვს. გულწრფელობამ მხოლოდ ხელი შეუწყო ეფექტურ კომუნიკაციას.

Continue reading “შეხვედრა ნიკა გილაურთან”

1 კარგი დღე

არსებობს გადასარევი დღეები

  • როცა იგებ, რომ ვიზა ჩაგირტყეს
  • ხელფასი გერიცხება
  • დასასვენებლად მიდიხარ
  • დაბადების დღე
  • ახალი წელი

არსებობს საშინელი დღეები

  • ცუდი ვარცხნილობის დღეები_/როცა თმას ვერაფერს უხერხებ/
  •  ცარიელი ტანსაცმლის კარადის დღეები_/როცა  ყველაფერი ან გასარეცხია ან ახლა შრება/
  • წითელი დღეები
  •  გამოცდის დღეები
  • ა.შ

და კიდევ  კარგი დღეები.  ასეთ დღეებს მეტი შანსი აქვთ, ცუდ დღეებად გადაიქცნენ, ვიდრე გადასარევ დღეებად, მაგრამ ასე თუ ისე, ისინი მაინც არსებობენ

Continue reading “1 კარგი დღე”