შეხვედრა ნიკა გილაურთან

2 წლის წინ, როცა ბლოგს ვქმნიდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ :
1. ჩემი მომავალი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდებოდა სოციალურ მედიას.
2. ოდესმე ჩემი შეხვედრა ქვეყნის გავლენიან პირთან სწორედ იმით იქნებოდა განპირობებული, რომ მე ბლოგი მაქვს.

მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან: ის, რაც პატარა ნაბიჯია ისტორიისთვის, დიდი ნახტომია სოციალური მედიისათვის. ბლოგერები დღეს ისეთი აქტუალურები ვართ, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. მერე რა, რომ გაცილებით ნაკლებს ვწერთ, ვიდრე ადრე და მერე რა, რომ პოლიტიკასა და საჩოთირო თემებს ისევ ჯიუტად ვარიდებთ თავს.. ჩვენ მაინც გვხვდებიან და პასუხსაც გვცემენ. საუკეთესო შემთხვევაში კი აზრსაც გვეკითხებიან.
დღეს ნიკა გილაურთან გვქონდა შეხვედრა. საუბარი ოფიციალური არ ყოფილა, მიუხედავად ფორმატისა. ეს ან ჩვენი მუხტის დამსახურებაა, ან მინისტრის უშუალობის. მაგრამ დიდი მნიშვნელობა ამას არც აქვს. გულწრფელობამ მხოლოდ ხელი შეუწყო ეფექტურ კომუნიკაციას.

შეხვედრამდე რამდენიმე კითხვა მოვიფიქრე:
1. რამდენად აქტიურია ინტერნეტში ნიკა გილაური? ოდესმე თუ ყოფილა იგი რომელიმე ქართულ ბლოგზე?
2. რას მიიჩნევს იგი დღევანდელი მთავრობის მთავარ სისუსტედ?
3. როგორ ხედავს საქართველოს 10 წელიწადში?

სამწუხაროდ არც ერთი მათგანის დასმის საშუალება არ მომეცა. ბევრნი ვიყავით, დრო კი ცოტა იყო. სხვებმა უფრო იყოჩაღეს და მინისტრმაც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი. რას იზამ: You can’t always get what you want

ახლა იმ ძირითად თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც შეხვედრისას განვიხილეთ:

  • შეკითხვების ნაწილი ეხებოდა მაღალ ფასებს ავიაბილეთებზე, სასტუმროებზე, ამა თუ იმ სერვისზე.
    მინისტრის პასუხი იყო ის, რომ მთავრობის საქმე არაა ფასების რეგულაცია და კერძო სექტორში ჩარევა. მთავრობამ უნდა შექმნას სივრცე კონკურენციისთვის, კონკურენციის პირობებში კი ფასები თავისით დარეგულირდება.
  • ვისაუბრეთ უმუშევრობაზე.
    ნიკა გილაურის განცხადებით, პრობლემა სამუშაო ადგილების არარსებობა კი არა, დასასაქმებელი ადამიანების არაკომპეტენტურობაა. სამწუხაროდ ვერ ვისაუბრეთ გზებზე, რომლითაც ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩემი პირადი დაკვირვებით, გადამზადებისა და დასაქმების აქამდე არსებული კურსები არც ისე ეფექტური იყო.
  • ვისაუბრეთ სახელმწიფო პოლიტიკაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კონფლიქტების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთის მხარდაჭერა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ნება. ,,არ არსებობს სამუდამო ოკუპაცია” ნ.გ.
  • საკმაოდ დიდი დისკუსია წარმოშვა კომუნალური გადასახადების თემამ.
    ნაგვის გადასახადზე მსჯელობის პარალელურად პრემიერ მინისტრმა განიხილა ზოგადად ტარიფების დადგენის სქემა. მისი განცხადებით, ნაგვის გადასახადი ან რომელიმე სხვა გადასახადს უნდა მიბმოდა, ან დათვლილიყო ბინის ფართობის მიხედვით. ეს უკანასკნელი ხერხი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა, რის გამოც არჩევანი ისე გაკეთდა, როგორც გაკეთდა. ძალიან მინდოდა მეკითხა, როგორია უცხოური პრაქტიკა ამ კუთხით, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხანგრძლივი განხილვის  მიუხედავად, მე მაინც მტკიცედ მჯერა, რომ მომსახურება, რომელსაც ,,ნაგვის გამტანი კომპანია” მიწევს მე, ასეთი ძვირი არ ღირს.
  • მნიშვნელოვანი იყო საუბარი მედიის თავისუფლებაზე.
    კითხვაზე, არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფალი, ნიკა გილაურმა უპასუხა, რომ დიახ, მედია ჩვენთან თავისუფალია, მაგალითად კი მოიყვანა ის არგუმენტი, რომ დღეს ნებისმიერ არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ მთავრობის კრიტიკა და მეტიც, ლანძღვა.
    მე მაინცდამაინც დიდი დროს არ ვატარებ ტელევიზორთან და შესაძლოა, ამ საკითხზე ჩემი აზრი სულაც უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩემთვის ,,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები” ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და მთავრობის ზეწოლაზე ხელშესახები და ცხადი ჩვენი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი მგონია. ჩემთვის ყველა უბედურება, იქნება ეს თავისუფლების თუ ფინანსების ნაკლებობა, სწორედ აქედან იწყება.
  • ყველაზე დიდი ყურადღებით მე ინტერნეტთან დაკავშირებულ განხილვას ვუსმენდი.
    შევიტყვე, რომ ნიკა გილაური დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰქონდეთ ადამიანებს ინტერნეტთან წვდომა. სხვაგვარად მას ქვეყნის განვითარება წარმოუდგენლად მიაჩნია.
    რაც შეეხება ინტერნეტზე არარეალურ ფასებსა და დაბალ ხარისხს, წესით ეს საკითხები ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის თამაშის წესების დადგენამ უნდა მოაგვაროს. ამ კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
  • ვიზები: ეს ნაწილი მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ძირითადი იდეა იყო ის, რომ სულ მალე ჩვენ შეგვეძლება რამდენიმეწლიანი ვიზა ავიღოთ ევროპის რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.
    ლონგ თერმში კი უვიზო რეჟიმიც განიხილება.
გარდა ამისა, დაისვა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თურქი მესხების დაბრუნება და ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ჰესების მშენებლობა, ტურიზმი, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია და ასე შემდეგ.შესამჩნევი იყო ის, რომ მინისტრი კარგად იყო მომზადებული და ინფორმირებული. ჩვენს შეკითხვებზე, რომლებიც ხანდახან იწყებოდა სიტყვებით: ,,არ ვიცი, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია…”, ნიკა გილაური ძირითადად ასე  პასუხობდა: რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, მე ხომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ :დ
ბლოგერებს კი ნამდვილად არ გვაწყენდა მეტი მომზადება. ზოგიერთი შეკითხვა ზედმეტად ,,ვიწრო” იყო და ჩემი აზრით, მათ ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შეიძლებოდა. ასე მაგალითად, თითქმის არაფერი თქმულა განათლების სისტემაში  არსებულ პრობლემებზე. საბოლოოდ, მაინც ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ერთი ეგაა, რომ დრო არ გვეყო.
პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ჩვენი საუბარი დღევანდელი შეხვედრით არ ამოიწურებოდა და იმედია, მისი დაპირება ფუჭი არ აღმოჩნდება. თორემ ხანდახან ხომ იცით, გპირდებიან, რომ კიდევ დაგირეკავენ, ან კიდევ შეგხვდებიან და სიტყვები სიტყვებად რჩება.
უჰ. რამდენი ვწერე. იმედია, საქართველოს მთავრობა და სრულიად ქართული ბლოგოსფერო გაითვალისწინებს ჩემ მიერ გაწეულ სამსახურს.
მომავალ შეხვედრამდე!

15 thoughts on “შეხვედრა ნიკა გილაურთან

  1. კითხვაზე, არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფალი, ნიკა გილაურმა უპასუხა, რომ დიახ, მედია ჩვენთან თავისუფალია, მაგალითად კი მოიყვანა ის არგუმენტი, რომ დღეს ნებისმიერ არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ მთავრობის კრიტიკა და მეტიც, ლანძღვა——— ი ტ ყ უ ე ბ ა :(((((((((((((((((

  2. შენ კოსმოსური შეკითხვებით მისულხარ ესე იგი 😀

    როგორც იქნა გავიგე დეტალები შეხვედრის შესახებ, მეტ–ნაკლებად 🙂 ველოდები სხვებსაც

  3. ნაგავისა რა ვთქვა და ფასიანი 112 მართლა მაგარი სი*** მოფიქრებაა.
    აი მართლა.
    ჩემნაირი ულტრა-ულტრა-ულტრა მემარჯვენისთვისაც კი 🙂

  4. 112 – ვიხდით რაში? 🙂 🙂 🙂
    ———————————————-
    არა, მედია თავისუფალია ჩემო კარგებო, თავისუფალია აბა რა! უბრალოდ ამ თავისუფლებას მედია ახმარს სამთავრობო მიზნების გავრცელება/განხორციელებას და ადამიანებისთვის რეალობის შელამაზებას, მცირე ფოკუსიდან დანახვებას… 🙂
    სულ ესაა, თორემ მედია თავისუფალია აბა რა! 🙂 🙂 🙂 🙂

  5. ჩემთვის ,,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები” ძალიან ბუნდოვანი ცნებაა ——-> ძალიან ცუდი თუ ასეა. Real TV-ს უყურე 10 წუთის განმავლობაში და აღარ იქნება “ბუნდოვანი”.

    1. ამ სიტყვებზე ზუსტად ეგ ვიდეო მომაგონდა 😀
      არაკომპეტენტურია საქართველოს ნახევარი, მაგათ რომ კითხო და თვითონ არიან კომპეტენტურები, ზღაპრებს რომ გვიყვებიან პარლამენტიდან ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არ არსებობს (ნატოში შესვლა, აფხაზეთ-ოსეთის დაბრუნება, რუსეთის ძლევა, პოლიციური ძალადობის დამალვა). პრინციპში, კონფორმისტი ერისგან მეტი პროტესტი არცაა მოსალოდნელი…

  6. გამოხმაურება: ბლოგერების შეხვედრა ნიკა გილაურთან « დღიური

  7. lina

    ” ჩემთვის ,,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხები” ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და მთავრობის ზეწოლაზე ხელშესახები და ცხადი ჩვენი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი მგონია.” ტეხავს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s