უსაქმურობისა და ბედნიერების შესახებ

დაზუსტებით არასდროს ვიცი, კვირის რა დღეა, მაგრამ დღეს ალბათ ორშაბათია. სამშაბათი არაა, რადგან სამშაბათობით, როგორც წესი, წყურვილის გრძნობა მაღვიძებს. არც ოთხშაბათი_ ოთხშაბათს დილას ეროტიკულ სიზმარს ვნახულობ, ხუთშაბათიც _ არა, რადგან  ხუთშაბათს დედაჩემი  მაფხიზლებს ხოლმე  შეძახილით: ,,მგონი, კომპიუტერი გაგიფუჭე“ ( უბრალოდ, სქრინ-სეივერი ერთვება ბეჭდვის დროს, თუ დიდხანს ეძებს კლავიატურაზე რომელიმე ,,კავკასიურ” ასოს), პარასკევს ჩემი მობილური იწყებს ფრედი მერკურის ხმაზე სიმღერას (ყოველკვირეული მაღვიძარა  _ friends will be friends ), შაბათ-კვირას კი არ მძინავს.

გამოდის, დღეს ორშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ…  ორშაბათი არაფერს ნიშნავს. ორშაბათსაც, ისევე, როგორც კვირის სხვა დღეებში, შემიძლია, ვიჯდე სახლში და ვთარგმნო ეტგარ კერეტის ინტერვიუ, რომლის თარგმნითაც აგერ უკვე 2 კვირაა ,,ვემუქრები“ ,,24 საათის“ რედაქციას, შემიძლია დავწერო ,,ლიბერალის“ ბლოგისთვის ჩემი ბოლო ჩანაწერი (მივდივარ ,,ლიბერალიდან“), ბოლომდე მივიყვანო რამდენიმე ლიტერატურული წამოწყება (გილოცავთ, ამჯერად გოგოებზე და ბიჭებზე აღარ იქნება) და  ,,ფუტურამას“ მეხუთე სეზონის რამდენიმე სერიას ვუყურო. თქვენ რას აირჩევდით პირველ რიგში ამ საინტერესო ჩამონათვალიდან? ჰო. მეც.

ფრაზა ,,ორშაბათი მძიმე დღეა“ სავარაუდოდ იმ ადამიანებმა მოიფიქრეს, რომლებიც საოფისე სამუშოს ასრულებენ. მე თუ მკითხავ, ეს ფრაზა ამ შემთხვევაშიც სისულელე გამოდის, რადგან მათთვის ყველა დღე მძიმეა. იდეალური სამუშაო ისაა, რომელიც არ მოითხოვს, გახსოვდეს, რა დღეა. მთავარია, დედ-ლაინის რიცხვი არ დაგავიწყდეს. რიცხვები სახელების ნაცვლად _ that’s how the brand-new world works.

მერე რა, რომ სხვების თვალში უსაქმური ვარ, სამაგიეროდ, ჩემს თვალში ისინი არიან უსაქმურები, სამსახურში რომ სხედან და ფეისბუქის დარეფრეშებაში ატარებენ საათებს. ეს თითქოს ორმხრივი შეთანხმებაა დამქირავებლებსა და დაქირავებულებს  შორის_,, მე აქ ვიჯდები, შენ კი თვალი დახუჭე იმაზე, რომ ვჩეთაობ“. რა აზრი აქვს ასეთ თვალთმაქცობას, ? ბოსებო, ნუთუ ხელფასს თანამშრომლებს ერთ ადგილას ჯდომაში უხდით? გაუშვით რა სახლში, იქ დასხდებიან. თქვენ კი შეძლებთ, რომ კაბინეტებში თქვენს დიდ ბრტყელ ეკრანებზე პორნოს უყუროთ.

გულის სიღრმეში ჩვენ ყველას გვირჩევნია, რომ უსაქმურები და ბედნიერები ვიყოთ, ვიდრე საქმიანები და უბედურები. ამაზე მეტად რიგით მოქალაქეს მხოლოდ სექსი და სენდვიჩები უნდა.  მთელი ცხოვრება ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ როგორმე უსაქმურობა დავიმსახუროთ. რაც შემეხება მე.. მე უბრალოდ გამიმართლა,  რადგან მაქვს თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და ლეგიტიმური უფლება, დედაჩემს ენა გამოვუყო, როცა სამსახურში მიდის.

მოდი და ნუ იქნები ბედნიერი. მით უმეტეს, რომ  ამასობაში ,,ფუტურამას“ ბოლო სერიაც ჩამოიწერა.

და თქვენ როგორ სამსახურზე ოცნებობთ?

39 thoughts on “უსაქმურობისა და ბედნიერების შესახებ

  1. მე რეჟისორობაზე ვოცნებობ❤ უსაქმურობა რა არის არ ვიცი სიმართლე გითხრა, სამსახურისგან თავისუფალ დროსაც რაღაცეებს ვსაქმიანობ😀

    1. უსაქმურობა არის ის მდგომარეობა, როცა თავისუფალი დრო არ არსებობს, რადგან ყველა დრო თავისუფალია :დ

      1. ამ დროსაც ხომ რაღაცას აკეთებ? :დ ჰა? ან კინოს უყურებ, ან წიგნს კითხულობ, ან ყირაზე გადადიხარ :დ

  2. მე ვოცნებობდი იმ სამსახურზე, რომელიც მაქვს. უსაქმურობას ვერ ვეგუები და ახლა არდადეგების დარჩენილი 10 დღის გასვლას მოუთმენლად ველი. ვიღაცები დასვენების ღირსნი არ არიან, მაგალითად––––– მე!

  3. SUN

    ai me didi xnis dziebis shemdeg mivageni sakmes, roca-1. ar gaqvs diiidi pasuxosmgebloba, amito romc chaflavde katastrofa ar iqneba, 2.aravin gishlis xels internetis borotad gamoyenebashi, 3.aravin gecileba kompiutershi, dacvastan chabratebuli xar da aravin gitvaltvalebs 24 st. namdvilad sakmes aketeb tu ara,4. menejeri mushaobs 2 sartulit zemot, rac sheuldzebels qmnis mudmiv kontrols,5. mushaob kvirasdhi maximum 2 dge da xelfasi sakmaod misagebia, 6.kvirashi 5 dge gaqvs tavisufali, anu, tu ginda-gaertobi, ginda sxva samsaxurs, swavlas an raime sxva saqmianobas sheutavseb… da tan fuls gixdian, roca saerto jamshi, maximum sheidzleba hard working iyos ha ha, 3-4 saati.. nu, es chveulebriv dgeebshi, da cota meti datvirtul dgeebshi.. no job..just heaven :)))

  4. lobzhanidze

    მქონდა ერთ-ერთ სამსახურში იმის საშუალება რომ ფეხი ფეხ გადადებული ვმჯდარიყავი მთელი დღე და არაფერი მეკეთებინა, მაგრამ ვერ ავიტანე, ვერც ვერასდროს ავიტან უსაქმურობას. უბედურია ადამიანი რომელიც იმ საქმით დაკავებულია ან არ დაკავებული რომელიც არ მოსწონს და ყოველდღიურად საკუთარ პროფესიაზე/სამსახურზე არ ფიქრობს გარკვეული დოზით. უსაქმურობა დეპრესიისკენ მიმავალი მოკლე გზაა.
    “that’s how the brand-new world works.” – ამის მაგივრად “that’s how the brave new world works” რომ დაგეწერა აშკარად უკეთესი იქნებოდა.

  5. მე საერთოდ არ ვოცნებობ სამსახურზე. “უშრომელი შემოსავალი” და დასვენება მინდა🙂

  6. თოლნიკე

    ა ნინ(ო), შენნაირებზე იტყვიან ხოლმე, – მოკალი და წერა იცის რა

  7. თუ მუშაობ იმისთვის, რომ იცხოვრო,
    ნუ იცხოვრებ იმისთვის, რომ იმუშაო.

  8. ევა

    ჩემი არტ კაფე მინდა მქნდეს….. სულ იქ ვიქნებოდი … სულ ვიმუშავებდი… ოღონდაც მქონდესსს

  9. სამსახური? ჰმ…მარადიული შეკითხვა ჩემს თავს როგორი მინდა რომ მქონდეს… ამასობაში კი უსაქმურობამ მიმაბრუნა ჩემს ბლოგთან, ათასჯერ წაშლილ და მერე ისევ აღდგენილთან… უსაქმურობა საუკეთესო საშუალებაა, შენს თავს ჩაუღრმავდე… ნუ მოკლედ თუ ძალიან ფილოსსიურად არ გამომივიდა, ალბათ მე5 ღამეა რომელიც არ მძინავს და მხოლოდ ჩემს ბლოგს ვუძღვნი. ამაზე კარგი სამსახური ჯერ ვიპოვე… როგორც კი რამე ნიუსი მექნება კომენტარს დავტოვებ ამ პოსტზე… ძალიან გავიგე… ძალიან გულში ჩამწვდი ავტორო…

  10. masho : )

    “usakmuri” dabednieri mashin xar roca shen samushaos is sheadgens rasac tavisupal drosac siamovnebit aketeb …🙂 magalitad shen anina usakmuri sakmosani bednieri xar😀 imitoroo sheni e.w samushao isaris risi ketebac yvelaze metad giyvars da rac samushao romarrkmeoda mainc gaaketebdi : )
    chemi samsaxuri kide vici rogoric ikneba : ) dadgeba jami 3 wlis shemdgom , chavabareb teatralurzee da virben mere repeticiebidan repeticiebze,gadagebebidan gadagebebzee🙂 sxvebistvis mainc usakmuri viknebi :d xo usakmuri ,magraaaaaam dzaaliaan bednierii :DD:DDd
    p.s ara ra chems momaval propesiaze romvpikrob guli miskdeba … rame romoxdes da sxva pakultetze chavabaroo,gmertooo cheemo rogorunda vijde mteli dge sadgac opisshi biuroshi tu kompaniashi trakzeskamisporma mixatulkagaldebshitavcharguli ?:D:D ai egari chemtvis “sakmosani ubedureba” :D:D

  11. 2 წელი შენნაირი სამსახური მქონდა – შეუზღუდავი გრაფიკი, მთავარია დედლაინს არ გადააცილო და სადაც გინდა იქ აკეთე საქმე… მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თავისუფალი გრაფიკისგან დავიღალე და მომინდა განსაზღვრულ გრაფიკიანი სამუშაო, რადგან მეც სწორედ საღამოს ვყოფილიყავი მუშაობა-უმუშევრობისგან დაღლილი და თავისუფალი მეგობრებთან შესახვედრად. ახლა სწორედ ასეთი სამუშაო მაქვს და თურმე არც ეს ყოფილა უბედურება, არის დღეები როცა თავზე საყრელად მაქვს საქმე, ხან კი უსაქმურობისგან ვიწყენ, მაგრამ ასეთ მომენტებსაც კითხვით ვივსებ (ანუ ჩემი თავისთვის მაინც ვმუშაობ თუ უფროსისთვის არა) მთავარია, რა საქმესაც აკეთებ, მისგან სიამოვნებას იღებდე – ამაშია რეალური ბედნიერება😉

  12. ანი

    მმმ.. იგივე თემებზე ვფიქრობ ბოლო ერთი კვირა :)))

    მე ქართულ კომპანიებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილების თავზე დავასკვენი შემდეგი:
    1. უნდა გავაკეთო ჩემი პატარა ბიზნესი, წიპა სამრეცხაო, მაღაზია და ა.შ. რომელიც მომცემს საშუალებას, რომ არ ვიმუშაო სტრესულ გარემოში და როცა ჩემი უფროსი მეტყვის, რომ არ ცალია, იმიტომ რომ “ბომბებს” თამაშობს, კარი გამოვიხურო და წამოვიდე.
    2. პარალელურად განვავითარო ჩემი კარიერა და წავიდა სასწავლებლად კარგ უნივერსტეტში, საზღვარგარეთ, 1 წლით.
    3. დაახლოებით 5 წლის შემდეგ შევქმნა ჩემი HR consulting company და ვიცხოვრო ბედნიერად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე და არ მინდა პროფესიის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ HR-სა და DHL-ს შორის განსხვავების მცოდნე დამქირავებელი ძნელად თუ მოიძებნება დღეს კერძო სექტორში.

    ასე!😀

    1. MagdAnna

      ვინ გითრა რომ შენი საქმე თუ გექნება სტრესულ სიტუაციაში არ მოგიწევს ყოფნა :)) ამ დროს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და რაც მეტია პასუხისმგებლობა მით მეტია სტრესი😉
      მომენტ მე სწორედ რომ მომბეზრდა ასე საკუთარი საქმე და გაუთავებელი სტრესი, ნაკლებ პასუხისმგებლიან სამუშაოს ვისურვებდი, მეტი შემოქმედება, მეტი ხალისი, მეტი შემეცნება, მეტად ინფორმატიული, არანაირი ციფრები და “ნუდნი” სამუშაო.. აი, ისეთი სამუშაო მინდა როდსაც შთაგონებისა თუ ენთუზიაზმისგან თვალები ამენთება🙂
      აუ და კიდევ მეტი ხალხთან ურთიერთობა, მომენტ კომუნიკაციის ხამი, ვარ ბოლო დროს საკუთარ თავში აღოვაჩინე, თავს წყალში მობანავე თევიზივით ვგრძნობ როცა ოფისის გარეტ მიწევს მოსალაპარაკებლად ან შეხვედრაზე მარტოს წასვლა :))

  13. ალექსი

    ანინა, დღეს პირველად წავიკითხე თქვენი ბლოგი. ეს გვერდით რომ ეროტიკული ფოტოებია, საიდანაა? შეგიძლიათ ავტორები მიუთითოთ?

    1. ზოგი ლინა შეინიუსისაა, ზოგიც_ ხუევოზნაეტ, საიდან მოხვდა ჩემს კომპში. გუგლიდან რომ გვიგდებს, ის სურათებიც არაა გუგლის, მაგრამ ვიყენებთ : ]
      თუ ოდესმე წიგნში გამოვიყენებ, აუცილებლად გადავუხდი ყველას და ყველაფერს ფულს :]

    1. კასმანავტკას ფოტო კასმანავტკასია. ანა ფიშერი, ,,ნასას” ნაშა

  14. ალექსი

    არ შეიძლება სხვის ნამუშევარი ასე პუბლიკაცია უნდა ავტორი მაინც მიუთითოთ .. ეს დარღვევაა საავტორო უფლებების და იგივეა, თქვენი ანინას ტექსტი ჩემ ბლოგზე ან tumblr ში გამოვაქვეყნო და არც კი ვთქვა რომ ანინასია.

    1. ერთხელ თურმე ანინა ბლოგებს კითხულობდა.
      მერე ნოუთბუქი დახურა და ასე თქვა:
      ჯანდაბა! თურმე, ეს რამდენი ანინა ყოფილაო.

  15. მართალია ლიტერატორი.🙂
    მინდა, რომ მართალი იყოს, თუ მართალი არაა, მაშინ ნახევარი ცხოვრება უკვე გაფლანგული მაქვს😦

  16. ვაჰ, ეს ფრაზა მომეწონა “იმისთვის ვმუშაობთ, რომ უსაქმურობა დავიმსახუროთო”

  17. n1

    Facebook ყველა ნორმალურ სამსახურში დაბლოკილია ისეე და როგორ არეფრეშებენ ნეტავ?

  18. მე აფრიკაში წასვლა და მუშაობა მინდა. ისე მაქვს აკვიატებული, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, მაგრამ უნისეფის დედლაინი გავმაზე, ახლა ჩემით მომიწევს ჩალიჩი:/

  19. furilieu

    ვოცნებობ სამსახურზე დედლაინების გარეშე:)

    სინამდვილეში ვოცნებობ სამსახურზე, რომელსაც ადვილად მივატოვებ როგორც კი მომბეზრდება. დილას ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს – წადი, ჶურილუ, წადი! მაგრამ საღამოს ვხვდები, რომ ‘ჯერ’ არ წავალ. მე ხომ ახალ საქმეს ძირითადად ვიწყებ მეტი ანაზღაურების გამო და არა იმიტომ, რომ ძველი მომბეზრდა. ეს ალბათ მეტყველებს უნებისყოფობაზე და სიზარმაცეზე… მაგრამ რა ვქნა?!:)

    ჩავალ პაპიროსს ამოვიტან მანქანიდან

    პ.ს. მიყვარს ნიჭიერი ადამიანები – სკარლეტი…

  20. მე ერთი უსაქმურ-დასაქმებული ვარ, დავძვრები ყველგან და ვკითხულობ ყველაფეერს არადა სამსახურში ვარ

  21. Pingback: ღამურები « ანინას ბლოგი

  22. Pingback: ღამურები | WooglePress - გაიგეთ რას კითხულობენ ახლა სხვები

  23. Sofo

    me am asakshi skolis mere gancxadebebis chamorigebaze an rame msgavsze vocnebob. cota mere albat iset samsaxurze viocnebeb tanamshrolebtan kargi urtiertoba rom meqneba da iq misvla gamixardeba. tan aradamgleli samushao iqneba😀

  24. საშინელებაა უსაქმურობა🙂 განსაკუთრებით, როცა მოტივატორი “ფული” არ გაიძულებს დაძლიო ბუნებრივი სიზარმაცე, და რამე გააკეთო.. გძინავს 2 საათმდე, მერე იღებ შხაპს, საუზმობ (იმ დროს, როცა სხვებმა ლანჩის შემდეგ სადილიც მიირთვეს უკვე)) და ფიქრობ სად წახვიდე. იმიტომ რომ თუ სახლიდან არ გახვედი სულ დაშტერდები🙂 იგონებ რაიმე საქმეს. ერთობი საღამოს. და ცდილობ აზრი, რომ დეგრადირდები, სადღაც ღრმად ჩამარხო ))) იმიტომ რომ აღარ დაგრჩა сила воли, რომ დაძლიო სიზარმაცე, რაღაცა ახალს მოკიდო ხელი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s