თუ თქვენ დაგპირდნენ, რომ არასდროს მოგატყუებდნენ, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუეს.
ტყუილი ნორმაა. ჩვენ ყველანი ვიტყუებით. ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ვართ კარგად და სინამდვილეში ერთი სული გვაქვს, როდის დავამთავრებთ ძველ ნაცნობთან ამ გადაღეჭილ დიალოგს. ვიტყუებით, როცა ვამბობთ, რომ ოჯახშიც კარგად ვართ, რადგან ჩვენ არასდროს ვიცით, ვინ როგორ გრძნობს თავს ჩვენ გარშემო. იტყუებიან პოლიტიკოსები, როცა იძლევიან დაპირებებს, რადგან შეუძლებელია, პროფესიონალი პოლიტიკოსი არ იტყუებოდეს. ვიტყუები მეც, როცა ვამბობ, რომ ჩემი ისტორიები ნამდვილია. სხვათა შორის, მაშინაც ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ ისტორიებს თავიდან ბოლომდე მე ვიგონებ. უბრალოდ, პირველ შემთხვევაში იმიტომ ვიტყუები, რომ ხალხი დავაბოლო. მეორე შემთხვევაში კი იმიტომ, რომ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი მივიწერო.
ჩვენ გვაიძულებენ, რომ მოვიტყუოთ. ამაზე დგას საზოგადოება.
პირველად ჰკოცნი ბიჭს, რომელიც მოგწონს და ის გეკითხება: როგორი იყო? და შენ იტყუები, რომ გემრიელი იყო. ნაცვლად იმისა, რომ უთხრა: ერთდროულად კოცნა და კევის ღეჭვა არ გამოსდის.
ან წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: დედას გატეხილი სათამაშო ზურგსუკან ხელში უჭირავს და ბავშვს ეკითხება: რა უყავი ახალი სათამაშო? და ბავშვი იტყუება. სხვა გზა არ აქვს. მერე დედა ხელს წინ იშვერს და შვილს ტყუილში ამხელს. სხვათა შორის, ამ დროს რთული გასარკვევია, ვინ უფრო გრძნობს თავს მოტყუებულად.
იტყუებიან ყველაზე ხშირად ისინი, ვინც თქვენ სასიამოვნო ადამიანებად მიგაჩნიათ. მათ უბრალოდ ესმით ამის აუცილებლობა.
ჰოდა, ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, დღეს რომ მკითხა მეგობარმა, ბავშვი ტყუილს როგორ გადავაჩვიოო? ვუპასუხე, რატომ უნდა გადააჩვიო-მეთქი? უაზრობაა, ბავშვებს ტყუილის თქმა დაუშალო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მათ ყველაფერს ვატყუებთ, უკლებლივ ყველაფერს.
გასაგებია, რომ ხანდახან თავს მოტყუებულად გრძნობთ, მაგრამ ამის გამო ნუ მოიწყენთ. უბრალოდ, შეეცადეთ, უფრო ხშირად მოატყუოთ სხვები, ვიდრე საკუთარი თავი. და თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ დღეიდან სიმართლე თქვათ, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა. ბოლო ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუებოდა, ჯვარზე გააკრეს.
მახსოვს, რაღაც ფილმი იყო ქალაქზე, სადაც არავინ არასდროს იტყუებოდა, ჰოდა ერთხელაც ერთხელაც ერთმა დაიწყო და…
რა მოხდება ნეტავ ტყუილი რომ ვეღარავინ თქვას…
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ზოგიერთს სჯერავს სასარგებლო და მავნე ტყუილების 😀 😀
ჯვარზე ვინც გააკრეს, ის თავს იტყუებდა :დ
იქნებ ჩვენ ვიტყუებთ თავს.
ის ყველაზე დიდი მატყუარა იყო 🙂
”ბოლო ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუებოდა, ჯვარზე გააკრეს.”
ვის გულისხმობ? თუ გჯერა,რომ არასოდეს იტყუებოდა ადამიანად რატომ მოიხსენიებ?
ადამიანიც იყო : ]
Sea-Son, გააჩნია შენ მონოფიზიტი ხარ თუ დიოფიზიტი.
არადა, ტყუილი საერთოდ არ არსებობს. არსებობს ნაკლები სიმართლე. 🙂
ველქომ ბექ.
სანამ შენ ვორდპრესულ შვებულებაში იყავი, პუსტა-პუსტა ბლოგებმა მოახდინეს ვორდპრესის ტოპ-10-ის ოკუპაცია 🙂
დაერხათ აწი?
ტყუილის თქმას ბევრი არაფერი უნდა, ზოგს ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, ლამაზ ტყუილს კი მხოლოდ სულით ხელოვანი ხალხი ამბობს (ბლოგზე შემთხვევით და მოვხვდი და გამიტაცა, შთაბეჭდილება მოახდინა. სგ.) Ps. ვიცხოვროთ ლამაზად, თუნდაც ტყუილით.. 🙂
სინემდვილეში ხშირად ვიტყუები. ასეთია რეალური ჰომო საპიენსი. რა? შენთვის არ მიკადრებია, მატყუარა ხარ-მეთქი. რა? შენს გონიერებაში ეჭვი არავის ეპარება… იყოს 2 ურთიერთგამომრიცხავი სიმართლე და ნურცერთს შევრაცხავთ ტყუილად, ok?
ანუ ტყუილის თქმა ნიჭია, ცხოვრების ნიჭი! 😀
მაგარი პოსტია!!!
P.S. მგონი ეხლაც მოვიტყუე… 😉
მოიტყუო და დამალო (უბრალოდ არ თქვა) რაღაც – ჩემთვის ორი სხვადასხვა რამაა, და ამ წესს წარმატებით ვიყენებ აგერ უკვე 24 წელია. ასე რომ, თუ ტყუილი “გეპრაწივნებათ”, არანაირი აუცილებლობა არაა მისი თქმის.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე საშინელ დისკომფორტს განვიცდი ტყუილის თქმისას, იმდენად საშინელს რომ თითქმის(!) არასდროს ვიტყუები. დამალვით კი რამდენსაც გინდა იმდენ რამეს ვმალავ…უფ. ის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ტყუილს ვამბობ, ჩემს სისუსტედ მიმაჩნია. როცა ვიღაცის, რაღაცის გამო იძულებული ვხდები, რომ პასუხი გავცე და თან სიმართლე დავმალო, იმის მაგივრად რომ პირდაპირ ვახალო, უკაცრავად მაგრამ რა თქვენი საქმეა?!
ისე ახლა უცბად ძალიან ბევრი აზრი მომწყდა ამ საკითხზე, მაგრამ წერა მეზარება…. ვიქაქანებდი კია.
ზე პოსტებს წერ!და საერთოდ “ზე” ხარ ჩემთვის!
“ბოლო ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუებოდა, ჯვარზე გააკრეს.” <ეს ცოტა გაუგებრაი იყო ჩემთვის მაინტერესებს რა კუთხით დაწერე 😕
მოექეცი ისე როგორც გინდა რომ მოგქცნენ ❤ თუმცა ტყუილი რომ არ არსებობდეს არც სიმართლე იარსებებდა -+
დეპრესია გაქვს 😦
უი, არა : ] ძალიან კარგად ვარ. უბრალოდ ნიჰილისტური პოსტები მიყვარს : ]
bolo winadadebaze bevri vixalise : ))) ertob shemzaravi da rwmenaze pexis damdgomi da pex dadgmulis mier, maszeve dadgmuli pexis momtexavi : D
ვამაყობ, რომ არსებობ. ჩემი ბლოგერომანია შენი ბრალია.ჩემი მეგობრები შენი ბლოგის უკომენტარო ფანები არიან. ჩემ ბლოგს არ კითხულობენ (და არც მიკვირს პრინციპში). მაგარი გოგო ხარ. :*
აუ, აი ნამდვილად მისწრება იყო ეს პოსტი ახლა ჩემთვის და ჩემი მეგობრისათვის, რომელმაც წუხელ მთელი ღმატე ტვინი და არა მარტო ტვინი მომიტყნა , რომ არ უნდა ვიტყუებოდი.
ახლა ეს პოსტი წავიკითხე, ვუთარგმნე და გავაგებინე რომ თუ არ მოვიტყუები, ქრისტესავით ჯვარზე გამაკრავენ.
თავად არ იტყუება. ამბობს რომ ადრე…, ბევრს იტყუებოდა და აგერ უკვე 3 წელია, ერთი ტყუილიც არ უთქვამს და იმ დონეზე არ უთქვამს რომ.. ხან მართლა მირჩევნია იტყუებოდეს.
რა ვქნა, არ შემიძლია ტყულის გარეშე. ადამიანებს არ სურთ იმის მოსმენა რაც სიმართლეა ამიტომაც მათ იმას ვუყვები , რისი მოსმენაც სურთ, ანუ ვ ი ტ ყ უ ე ბ ი
ar getanxmebi … < < < ar vtyui axla ; )
tyuilebis meshinia,tumca xandaxan vertobit kdiec..:))
aris eseti filmi “invention of lie”- samyaroze, sadac aravin ityueboda, magram ertxel ertma adamianma moiytua.. saintereso filmia.. ragac periodi saintereso iqneboda amgvar samyaroshgi agmochena.. da ise, tyuilebis samyaro ufro sainteresoa, martals da mtyuans ro ver gaarchev :))
თეაა
bolo winadadeba unda mogparo xo ar gewyineba????faceboookze davashareb )))
nu chaiden iset rames rom moityuo da nurc daapireb iseti ramis chadenas rom damalo anu isevdaisev moityuo.
p.s.dedamiwaze vcxovrobt,adamianebi vart..dualizmi aucilebelia,ubralod cudic da kargic unda gavatanabrot an romelime gadavwonot)))
mec gamocdili matyuara var, xandaxan idzulebuli var vvicruo. am bolo dros chems tyuilshi simartles vedzeb.
“ჩვენ გვაიძულებენ, რომ მოვიტყუოთ. ამაზე დგას საზოგადოება”. ქალები ყველაზე მეტად. :biggrin:
=) saintereso temaa, chemi azrit kvela ar itkueba. egret codebul ganvitarebul planetas tu gulisxmobt getanxmebi magram arian monkebi, amazonze shamanebi + ishviatad sxvebic, vinc xvdeba ras nishnavs iko adamiani.
didad kavshirshi ar aris am temastan magram mainc dagainteresebt memgoni es video.
pirveli da bolo winadadebebi dzaan momewona.