ღამურები

ჩემი გაძლება ღამღამობით, ძილისწინ რთულია.  დღის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციები რატომღაც ერთად მაწვება და როცა თვალებს ვხუჭავ, ღამურებად გარდაიქმნება.  ერთ ღამურას ჰქვია ,,ჩემი მომავალი” და ის დაფრინავს სადღაც ძალიან ღრმად, კეფასთან და მის დასანახად თვალებს შიგნით ვერ ვაბრუნებ.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,პრობლემები საკუთარ თავთან” და ის უკვე კარგა ხანია ერთსა და იმავე რამეებს წრიპინებს. კერძოდ იმას, რომ სიყვარული მაჩლუნგებს, რომ სიყვარული მხდის არაპროდუქტიულს, დაუცველს და ყველაფერს, თავისუფალის გარდა.  კიდევ ერთ ღამურას ჰქვია ,,უფულობა” .. არა, არა, რა ერთს. ზემოთჩამოთვლილი 2 ღამურის გარდა ყველა ღამურას ,,უფულობა” ჰქვია.

ადრე, არც ისე დიდი და არც ისე ცოტა ხნის წინ ჩემი სამუშაო გრაფიკის შესახებ ვწერდი. ახლა გადავხედე პოსტს და აშკარად ეტყობა, რომ ხელფასი ახალი აღებული მქონდა. აბა საიდან ეს ,,უშრეტი” ენთუზიაზმი და ნიშნისმოგებები მათ მიმართ, ვინც  წესიერად შრომობს კონდიციონერიან ოფისებში.. ისინი სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ფულს აიღებენ და მომავალი თვის 20 რიცხვამდე ბედნიერად იმყოფინებენ, მე კიდევ კაცმა არ იცის, დამკვეთები როდის გამაბედნიერებენ.. არის კიდევ ერთი გზა პრობლემების დროებით მოსაგვარებლად, მაგრამ ეგ ცუდი გზაა. მშობლები დამკვეთებზე ძუნწი ხალხია და მეტ კითხვასაც სვამენ.

დღეს მარშრუტკის ფული რომ საერთო ყულაბიდან გამოვხვეტე, ყველა ის ღამურა, რომელსაც ,,უფულობა” ერქვა, გაიზარდა და გაივსო, რამაც ავტომატურად გადამამისამართა ღამურასთან, რომელსაც ჰქვია ,,პრობლემები საკუთარ თავთან” .

ძილის წამალი მინდა რამე. მაშინვე რომ გამთიშოს, როგორც კი კომპიუტერში გადმოწერილ-ჩართული X-files დასრულდება. შეგიძლიათ, რამე მირჩიოთ?


19 thoughts on “ღამურები

  1. შემიძლია გირჩიო, რაც მე მირჩიეს თავის დროზე, თუმცა დაავიწყდათ გავეფრთხილებინე, რომ ის ღამურებს სულაც არ კლავს.

  2. თა

    რაიმე სტაბილური სამუშაო ნახე… თავი რომ უფრო “დაცულად ” იგრძნო.. რავი, სხვა არაფერი მაფიქრდება

  3. რა კარგი ღამურები გყოლია.
    ჩემს ღამურას ჰქვია – “მაინც ყველანი მოვკვდებით”😐

  4. ნუ გეშინია, დროთა განმავლობაში ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად იქნება. ღამურები მხოლოდ გამრავლდებიან და შეიძლება ზოგიერთი მათგანი ყორანსაც დაემსგავსოს…🙂

  5. saliome

    მშობლები დამკვეთებზე ძუნწი ხალხია და მეტ კითხვასაც სვამენ. << :D:D:D:D:D

    ორი აბი ,,ვამელანი" მე მთიშავს ხოლმე და რავი მგონი კარგია, თან რამდენადაც ვიცი მცენარეულია😀

    1. taska

      1 აბი ანდანტე 3 წუთში გათიშული ხარ…
      მაგრამ გირჩევ არ შეეჩვიო😉

  6. ნათია

    აქამდე მეგონა, რომ აუმრავი ღამურა მყავდა (მართალია მე მათ სხვა სახელს ვუწოდებ, მაგრამ იყოს ღამურა🙂 ), მაგრამ ბოლო დროს დავასკვენი, რომ ყველა პატარ-პატარ ღამურის წარმომშობი ერთი დიდი და საშინელი ღამურაა – უფულობა!🙂

  7. “სიყვარული მაჩლუნგებს, რომ სიყვარული მხდის არაპროდუქტიულს, დაუცველს და ყველაფერს, თავისუფალის გარდა”

    მე მეგონა, მარტო მე ისა.. :))

    ძილის წამლები კიდევ არ გინდა..

  8. Pingback: ღამურები [Vol.2] « ირმის ნახტომი

  9. ეგ უფულობის ღამურა ყველა ყავს… სამსახურიანსაც და უსამასახუროსაც და საერთოდ ყველას ..

  10. ..................X

    dzilis win vpiqrob chem araperspeqtiul momavalze…uprecedento ocnebebze…gaurkvevel ,,xvalindel dgeebze,,… mere azrebi ertmanetshi mereva…rames vwer da sityvebi maviwydeba…amasobashi matendeba…vicmev da gavrbivar saswavlebelshi..ai asetia cxovreba…param pam pam…ertaderti chemi dzilis wamalia musika..damzadebulia supta bgerebze…ar klavs, magram iwvevs michvevas…

  11. medzineba

    daikide siyvaruli da beber fulian nabichvars gayevi. dzilis problemac avtomaturad mogexsneba axlodan shexede x filebis yurebis mere da shishisgan gonebas dakargav ! warmatebebi

  12. "D"

    უამრავი ღამურა მყავს… ძალიან ბევრიიიი, მაგრამ ეგრე მეგონა სანამ ეს პოსტი წავიკიტხე და მივხვდი, რომ ყველა ღამურის არსებობა ჩემი ბრალია!!!

    ღამურა 1: უფულობა (სამსახური არ მაქ ზარმაცი ვარ)
    ღამურა 2: სიყვარული (ვერ გავაგებინე ვერავის,რომ სიყვარული მარტო სექსი არა რის! ზედმეტად მგრძნობიარე ვარ..)
    ღამურა 3: ღამეებს ვათენებ თითქმის სულ ვერ ვიტან ძილს საშინელებაა! და ეს ღამეეების თენება მიღებს ბოლოს😦
    ღამურა 4: ნევროზი (ამ ღამურას არ ვიცი რა ვუშველო საკუთარ თავზეც ნერვები მეშლება ისეთი ”ფეხებზე მკიდია” გავხდი ამ ბოლო დროს, ყველაფერს ფეხებზე ვიკიდებ,არაფერი აღარ მადარდებს)

    მეტს აღარ დავამატებ და სამომავლოდ შევცვლი რამეს მაინც.. ძილის წამალი გამოსავალი არარის, უფრო დაიტვირთავ თავს, პრობლემებს რაც უფრო ჩაუღრმავდები მით უფრო მეტი პრობლემა წარმოიქმნება..

    (სხვის პრობლემებში ექსპერტი და საკუთარ თავში ვერ გარკვეულა ხო? მართალია ყველას გვჭირდება დამრიგებელი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s