სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით

ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა,  ეს ამბავი ასე მარტივად  არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ  ,,ფორმალობებს” არ სცნობს.

იცის, რომ დილის ხუთ საათზე მხოლოდ ჩვენ ვენთებოდით მწვანედ და არასდროს მივწერდით ერთმანეთს.  ისიც იცის, რომ ეს ზედმეტად სევდიანი იქნებოდა ჩვენთვის ორივესთვის.

თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობებიდან ფეხაკრეფით გასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრე იყო. რამდენ კვალს ვტოვებთ: ჩანაწერებს ბლოგზე, ერთობლივ სურათებს, სტატუსებს, რომლებიც თითქოს ყველას ეხება და სინამდვილეში_ მხოლოდ ერთს, ერთობლივ საყვარელ სიმღერებს და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას. მერე კი ეს ყველაფერი სახეს გვახევს.

იწყებ დავიწყებას და უცებ; ერთდროულად 10 სურათს დებს ფეისბუქზე და ერთი-მეორეზე უკეთესებს. პასუხობს 3 თვის წინანდელ სტატუსს, რომელიც ოდესღაც მოიწონე.. დებს მუსიკას, რომელსაც ერთად უსმენდით, როცა დილის საათებში საკეთებელი არაფერი გქონდათ.. და შენც ცდილობ, ნაკლებად იაქტიურო იმ სივრცეში სადაც შეიძლება მას გადაეყარო.. ან, თუ მაზოხისტი ხარ- პირიქით. სადაც მის სახელს დაინახავ, იქვე ტოვებ კომენტარს. ეს ყველაფერიც  საშინლად სევდიანია.

ჩვენ ვსწავლობთ იმ სივრცეში არსებობას, სადაც ჩვენი ძველი ბიჭები და კაცები არსებობენ (ჩემი ბიჭისა და ჩემი კაცის გაგებაც გენეტიკურად კოდირებულია გოგონებში), ვცდილობთ, დავხუჭოთ თვალები, როცა relationship status-ს იცვლიან, ვცდილობთ, მათი საუკეთესო ფოტოები არ მოვიწონოთ (არ იფიქროს, რომ ისევ..), ვცდილობთ, ვიარსებოთ მის გვერდით და მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ისინიც ასე არიან..

თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა თქვენ ოდნავ სენტიმენტალურ განწყობაზე უნდა იდგეთ და თქვენს ექსებს  იხსენებდეთ, რომლებიც ჯერაც გყავთ მეგობრებში.. შეიძლება, მათ სურათებსაც ათვალიერებდეთ. ხოდა,  თუ ეს ასეა (ვიცი, უარყოფას შეეცდებით), მაშინ გეტყვით: გამოდით მათი პროფაილებიდან, ან ზოგადად ფეისბუქიდან, გამორთეთ კომპიუტერი (მანამდე თუ გინდათ, ამ პოსტზე დაწერეთ კომენტარი ) ჩაიცვით ოდნავ თბილად და გაისეირნეთ. იქნებ გაგიაროთ. იმიტომ, რომ სენტიმენტალური ადამიანები მათთვისაც კი მოსაწყენნი არიან, ვისაც მათი სენტიმენტები უშუალოდ ეხება.

მე თუ მკითხავ, სწორედ ასეთ ამინდს უნდა ეძახდნენ ადამიანები ,,მშვენიერს”. თან, მეც გასეირნებას  ვაპირებ და იქნებ შემთხვევით გადამეყაროთ სადმე_  კონიაკს დავლევდით და ყველა ყოფილს დაგავიწყებდით : )








70 thoughts on “სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით

  1. ხო… ყოფილის დასავიწყებლად ყველაზე კარგი გამოსავალი ძველი ჩვევების, ადგილების და სიტუაციების შეცვლაა რომელიც ყოფილს გახსენებს… 🙂

  2. ზოგადად, სკაიპის კონტაქტებიდან წაშლა ძალიან იაფფასიანი სვლაა, ჩემი მოკრძალებული აზრით 🙂 განურჩევლად იმისა, არიან ისინი ყოფილი შეყვარებულები, ყოფილი მეგობრები, უბრალო ნაცნობები თუ ვინც გნებავთ…

    1. lina

      ღირებულება როგორი აქვს არ ვიცი, მაგრამ ეგ remove რომ აუცილებელია დარწმუნებული ვარ 🙂 დასწრების ამბავია და კარგია თუ შენ დაასწრებ. არ გკიდია იაფფასიანი თუ არა, მთავარია შენ იყო კარგად 🙂

  3. nadusa

    :up:

    მაგარია ….
    მეც ვყოფილვარ ეგეთ სიტუაციაში
    ყველაზე მაგარია როცა თამაშობ ….რავი მე გამომდის …(ვირტუალურ სამყაროში მაინც )

  4. piglii

    ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვარ ახლა ) ყველაფრიდან წავშალე გულის გარდა )) ჩემზე მეტისმეტადაც კი იმოქმედა ამ პოსტმა

  5. Me Var

    დილას ანინა ვნახე სიზმარში :)) ოღონდ მსუქანი და რაღაცნაირი :)) ძილის წინ ვკითხულობდი ბლოგს და იმოქმედა აშკარად xD

  6. თორნიკე

    “მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში )”
    უზუსტესი დეფინიციაა, საკუთარი გამოცდილებით ვადასტურებ : )

  7. შენ და მგონი ფსიქეს ჩემი ზუბი გაქვთ:D ორივეს ბლოგზე რაღაც ესეთი პოსტები მხვდება და ამ პოსტზეც ფსიქესგან გადმოვედი..

    პ.ს. ზუსტად მისი პროფილიდან გადავედი ფსიქეს ვოზე :)))))

  8. dekemberiusi

    sentimentalur ganwyobaze namdvilad ar davdeqi, imdenad shevechvie rom dzalianac rom momindes aset xasiatze mis gamo vegar davdgebi.
    ise ki namdvilad egrea, miuxedavad imisa rom skypshi agar myavs didixania mis statusebs da suratebs vadevneb tvals.
    komentarebis da suratebis cvla xom wasvlis mere ician…
    P.S like.. :))

  9. ჯო ზავინული

    ტავიდან ვიფიქრე ეს პოსტიც სულელობა იქნება რამეთქო, მაგრამ რო წავიკითხე მერე ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა: მეგონა რომ ჩემი ნაწერი იყო, მთელი სიმძაფრით განვიცადე პირველ პირში თხრობა და რო დავფიქრდი მივხვდი, რომ მე სისულელეს როგორ დავწერდითქო? ჰოდა, ლოგიკურად კარგი ნაწერია :დ
    (ისა და, ღლაბუცს რო თავი დავანებოთ, მეც შემემთხვა მსგავსი ისტორია: იმდენად ჩავრჩი მერე, რომ იმის ბლოგის კითხვა ვერ მოვიშალე ტო და იქნებ მირჩიოთ ჩემო ძვირფასო სენტიმენტოჰოლიკებო რამე)

      1. ჯო ზავინული

        რა ობიექტურად ტო, პროსტა ბავშვზე რო იტყვიან: ჩემს ხელში გაიზარდაო, მასეა ჩემთვის ეს ბლოგი და მაგიტომ არ მემეტება ასე ადვილად 😛 თუ არ ვცდები ლაგოდეხში იქმნებოდა ეს ბლოგი ნიტო იდეა :დდ

  10. ჯო ზავინული

    პ.ს. გამომრჩა რჩევა მინდოდა რაღაცის და :დ
    ჩემი რჩევაა წაშალე! ასწორებს მერწმუნე, შენი ამბავი რო ვიცით, ისეთი ემოციური ვინმე ხარ, შეიძლება დარდს გადაყვე და ამიტომ პირველი რამდენიმე დღე მწვავე აბსტინენცია გექნება, მერე კი დალაგდება ყველაფერი, წაშალე! : ))

  11. (არა)ჩვეულებრივი გოგო:):(

    იცის, რომ დილის ხუთ საათზე მხოლოდ ჩვენ ვენთებოდით მწვანედ და არასდროს მივწერდით ერთმანეთს. ისიც იცის, რომ ეს ზედმეტად სევდიანი იქნებოდა ჩვენთვის ორივესთვის:( momewona….:)

  12. gegach

    ფეისბუქის პროპაგანდას გავს ეს პოსტი 🙂 , შესაბამისად გამოგონილი მგონია, თუმცა მაინც საინტერესოა და მომწონს, ამიტომაცაა ამ ბლოგზე თვალის გადავლება სასიამოვნო.

      1. irakli

        მიზანსაც მიაღწიე და აშკარად საინტერესო საკითხს შეეხე, ინფორმაციულმა საზოგადოებამ ერთის მხრივ გაამარტივა სოციალური ურთიერთობები და მეორეს მხრივ გაართულა, თუმცა ალბათ უფრო გაამარტივა იმიტომ რომ ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია გააქრო შენი ”ვირტუალური მეგობარი” და მერე ნელნელა დაგავიწყდება.:):):)

  13. ერთი მხრივ, როცა ადამიანს შლი ფრენდ–ლისტიდან ამით შენს სისუსტეს უსვამ ხაზს. ანუ შლი იმიტომ, რომ გეშინია სულმა არ წაგძლიოს და მის პროფაილზე არ შეხვიდე და ა.შ მეორე მხრივ, კი დიდი სიამოვნებაა ეს წაშლა: მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ადამიანის (ვინც იმსახურებს) ჯანდაბაში გაშვება.
    ჩემი აზრით, როცა ადამიანს შორდები (გშორდება), სულაც არაა აუცილებელი მისი სკაიპიდან ან ფეისბუქიდან ამოშლა. ალბათ, გააჩნია იმას, როგორი იყო დაშორება. მე მაგალითად ჩემი მხრიდან პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ექსები დავიმატო ფეისბუქზე. პირიქით, მაინტერესებს რას შვრებიან, როგორ არიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საერთო არაფერი გვაქვს. (წარსულის მცირე მონაკვეთის გარდა, რომლის მნიშვნელობაც დროის მსვლელობასთან ერთად სულ უფროდაუფრო მცირდება).
    ერთი იდეა მომივიდა თავში: ფეისბუქზე ცალკე ჯგუფი შექმენით ექსებისთვის. რამდენჯერაც სევდა შემოგაწვებათ, შედით და გადაათვალიერეთ მათი პროფაილები. მხოლოდ ეს ერთი ფიქრიც მოგგვრით სიხარულს, რომ “თურმე რა სულელები ყოფილხართ ოდესღაც ეს ვიღაცები რომ მოგწონდათ და რამდენად გაზრდილხართ” :))

  14. თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა თქვენ ოდნავ სენტიმენტალურ განწყობაზე უნდა იდგეთ და თქვენს ექსებს იხსენებდეთ, რომლებიც ჯერაც გყავთ მეგობრებში..

    ჰმ.. პოსტის კითხვა დამთავრებული არ მქონდა რომ სკაპი ჩავრთე… ისე რა მექანიკურად , როგორც 2 წლის წინ : )
    ონლიაინი იყო …
    შესული არ ვიყავი , რაღაც მომწერა ( ჩემმა დავირუსებულმა სკაიპმა კომპიუტერი გადატვირთა )
    ვიჯექი, ველოდებოდი კომპიუტერის ჩართვას და მეცინებოდა, რა მაგარია – როცა აღარ გაინტერესებს რა მოგწერა !!!
    მე მგონი ოდესმე თუ ისევ შევალ სკაიპში მე თვითონ ამოვშლი მეგობრებიდან ( თუი გამახსენდა) : ))

    პ.ს. კაინაკ ეტა ხაროშაია იძეა …
    ხოდა დამირეკე და მნახე ❤ მომენატრე :*

  15. LUBA

    ratom unda daviviwyot 😐 me yvelaperi dzalian magrad maxsendeba, tan exla yvelaze kargad var : ) sisulelea, saidanac ar unda amoshalo, mainc ver gaeqcevi.
    adamiani ki aris yvelaze srulyopili meqanizmi, magram samwuxarod chven tvinebs fb-s msgavsad ar aqvs “delete” gilaki )))

  16. მარტივად მაგას, თუ არ ვცდები, ჰქვია გმირის გაგრძელების გამოგონება.
    ნელ-ნელა ისე გათავისუფლდები, გაბერილი საჰაერო ბურთივით აიწევი ცაში :))

  17. Vaso

    “თუ ჩემს მიზანს მივაღწიე,
    ახლა თქვენ ოდნავ
    სენტიმენტალურ
    განწყობაზე უნდა იდგეთ
    და თქვენს ექსებს
    იხსენებდეთ , რომლებიც
    ჯერაც გყავთ
    მეგობრებში .. შეიძლება,
    მათ სურათებსაც
    ათვალიერებდეთ. ხოდა,
    თუ ეს ასეა (ვიცი,
    უარყოფას შეეცდებით),

    არ შევეცდები უარყოფას.ასეა ზოგჯერ მინდა ამოვშალო,მაგრამ არა.მერე ვინანებ.
    😦 😦

  18. რა ვიცი, მე არ წამიშლია. არც თვითონ წავუშლივარ… 🙂 მაინტერესებს მაინც რა ხდება მის ცხოვრებაში. თავიდან საიტზე რომ იყო ან რაღაც ახალს დებდა, ნერვები მეშლებოდა, მაგრამ მაინც არ ამოვშალე… თითქოს ჩემს თავს ვჯობნიდი. ახლა რეაქციაც აღარ მაქვს. მაინც გოიმობა მგონია skype-დან და რაღაცებიდან ყოფილის ამოშლა:) 😀

  19. ” ერთობლივ საყვარელ სიმღერებს და ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებას. მერე კი ეს ყველაფერი სახეს გვახევს.”

    მმმმ, რა ნაცნობია :
    მაგრამ გაივლის და მერე ის უფრო გაგიტყდეს შეიძლება, რომ აღარ გაინტერესებს და აღარაფერს აlikeბ.

    “თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა თქვენ ოდნავ სენტიმენტალურ განწყობაზე უნდა იდგეთ და თქვენს ექსებს იხსენებდეთ, რომლებიც ჯერაც გყავთ მეგობრებში.. ”

    ლოლ
    მართლა ყველა მყავს, თითქმის ყველა, ვის მიმართაც რაიმე გრძნობისმაგვარი მქონია. თუმცა არცერთის გახსენება აღარ მაყენებს სენტიმენტალურ განწყობაზე (ნუ, სიმღერების მოსმენა – კი) და ვინც შეიძლება იმოქმედოს, აი ისინი არ მყავს, იეს! 😀

  20. არც ისე რთულია ყველაფერი თუ არ ჩაუღრმავდები. რაც მეტს ფიქრობ რამეზე ან ვინმეზე უფრო რთულდება ხოლმე პრობლემა. ზვავის პრინციპით უფრო მეტს და მეტს დაიგრუზები. არ ვიცი რა გითხრა, ყოფილ შეყვარებულებთან ასეთი პრობლემა არ მქონია მაგრამ არასასურველი ადამიანები ისე წამისშია რომ არც კი შემცოდებია და ვთვლი რომ არ არის აუცილებელი იმ ადამიანის არსებობას გრძნობდე ონლაინზე რომელიც სულს გიხუთავს.

    მაინც შენ მე არ დამიჯერო იმიტომ რომ ალბათ სხვას რომ წავეშალე მეც გარეთ გასეირნება მოინდებოდა, მე რომ ვშლი ამაზე სულ არ ვფიქრდები რატომღაც. (ან ვფიქრდები და იქვე ვახშობ ‘კაცთმოყვარე’ ფიქრებს).

  21. ღამის 5 საათზე ორივე როცა ანათებთ შენ კი იმას ელოდები და ის ალბათ ვიღაცას ელაპარაკება. :
    ) საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ ეჭვი მეპარება კაცი დაშორდეს ქალს მერე კიდე იჯდეს ღამის 5 საათზე სკაიპში უყურებდეს გაშტერებული შენ სახელს და დორბლი გადმოდიოდეს. თუმცა რავიცი 18 წლის ასაკში ყველაფერი ხდება.:)) წარმატებები

  22. შენ რაღა გჭირს, შენც დაიჯერე სიყვარულის არსებობის? თუ გჯეროდა კიდეც? დავიბენი პოსტისშიგთავსიდან გამომდინარე ხო და წავალ ჩემს ბლოგს მივხედავ 🙂 დილის ყავასთან ასეთმა ისტორიამ დამგრუზა 😦

  23. leluka25

    გამოსავალი: უნდა წაშალო მეგობრებიდან, სკაიპიდან, ფოუნბუქიდან… წაშალო ყველა მისი სურათი, საერთო მეგობრები (აი ეს რთული იქნება) მერე დაივიწყებ… ყოველ დღე თუ მისი ბლოგი იკითხე და ფბ–ზე კომენტარები უკეთე მის სტატუსებს მაშინ რა დაშორება გამოდის?
    თუ რა თქმა უნდა გინდა საერთოდ დაშორება…თუმცა მეორეს მხრივ, თუ ეს “დაშორება” მორიგი ჩხუბია შესარიგებლად უამრავი საშუალება არსებობს, გაუგზავნე საჩუქრად ყვავილები ფერმაში, ან აჩუქე ტრაქტორი, მიუძღვენი სიმღერა, დათაგე რაიმე რომანტიულ სურათზე ორივე ერთ ადგილას, ვითომ იქ ხართ…
    მოკლედ მაინც კაი რამეა ეს ვირტუალი :)))

  24. ani

    =))სკაიპიდან და ფეისბუქიდან წაშლა რაგაც სისუსტის გამოვლინება მგონია,თან მართლა მაგარი შეგრძნებაა,მარა მაინც ვფიქრობ,რომ არ ღირს..:))
    ისე მიზანს მართლა მიაღწიე,სენტიმენტალურ განწყობაზეც დავდექი მარა სანამ ამ კომენატრის წერას დავამთავრებ იმედია გადამივლის=))=)):დ ხოო ძაალიან სიანტერესო პოსტი იყო,ბლოგზე არაფერს ვამბობ:)

  25. ჩემი აზრით სკაიპიდან წაშლა უფრო იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი კიდევ ნიშნავს რაღაცას შენთვის. მე მარტო სერიოზული ჩხუბის მერე ვშლი ხალხს კონტაქტებიდან :)) ალბათ თუ არაფერს აღარ გრძნობ იმ ადამიანის მიმართ არც მისი წაშლა დაგჭირდება 🙂

  26. ბრაავო… 🙂 ჩემი თავი გამახსენა 🙂 ოღონდ პირიქით, სკაიპში ვყავარ, ერთი სოც.ქსელიადან წამაშალა…. (მეორეში დამტოვა 🙂 ) ისე განვიცადე, მეგონა მეორედ დავშორდით 🙂 ეს ყველაფერი სადღაც ერთი წლის წინ იყო. თავის არიდება იმსივრცისათვის სადაც ის იყო, თუმცა იმასაც ვერ ვბედავდი, მე თავად მიმეშალა 🙂
    ახლა უკვე სულ ერთია, ამ პოსტმა გამახსენა, რომ ჯერ ისევ სკაიპში მყავს 😀
    რაც შეეხება წაშლას ან სისუსტეა, ან დანახვა აღარ მინდა-ს ვარიანტი – მე მარტო მაშინ ვშლი, როცა დანახვა აღარ მინდა 😀

  27. ეს დაწყევლილი ამბავი ნაღდია!

    “თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობებიდან ფეხაკრეფით გასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ადრე იყო.”
    და ამაგაზე ფიქრი ჯერაც არ მიცდია…

    დაწყევლოს ეშმაკმა!

  28. pragmatiki

    ჩაგეთვალა!!! მგონი მეტირება კიდეც!!!! მან skype-დან ამომშალა მე კი ფეისბუქიდან წავშალე გამწარებულ გულზე.ახლა ძალიან ვნანობ.

  29. მე კი ყველა ჩემს ყოფილს და ყოფილობის კანდიდატებსაც კი სამუდამოდ ვშლი ცხოვრებიდან, მესენჯერებიდან, აზრებიდან და ა.შ.

    წიპა ფურცელს ვასუფთავებ

  30. kokrochina

    “თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახლა თქვენ ოდნავ სენტიმენტალურ განწყობაზე უნდა იდგეთ და თქვენს ექსებს იხსენებდეთ, რომლებიც ჯერაც გყავთ მეგობრებში.. შეიძლება, მათ სურათებსაც ათვალიერებდეთ. ხოდა, თუ ეს ასეა (ვიცი, უარყოფას შეეცდებით)”

    ხო მე ნამდვილად ვათვალიერებ ხოლმე ჩემი ექსების ფოტოებს,მაინტერესებს რა ხდება მათთან, მაგრამ ჩემი account-ით არ ვფიქსირდები არასდროს.ჩუმად,სხვა პროფილიდან ვუთვალთვალებ ხოლმე.სკაიპიდან და სხვა სოც.ქსელებიდან იმიტომ ვშლი,რომ მინდა დავივიწყო და რაღაც–რაღაცებმა არ მომანატროს მისი თავი და ვერ შევძლო მისი დავიწყება.თუმცა ამისდა მიუხედავად არცერთი ცემი ექსი არ დამვიწყებიაა.სოც.ქსელებიდან მათი ამოშლა ჩემთვის უბრალოდ იმპულსია :))

  31. შესანიშნავი აზრია, მეც ყველას მუდმივად ამას ვუჩიჩინებ და ჩემს თავსაც–მსხვილი წერტილი დასვი ყოველი ურთიერთობის ბოლოს. თუმცა რეალურად ეს არც ისე ადვილია, მსხვილი წერტილის მაგივრად ჯერ მკრთალი-ტეხილი მძიმე გამომდის, მერე კარგი მძიმე. წერტილ-მძიმე, მერე მკრთალი წერტილი და დიდი დრო მჭირდება მსუქანი წერტილის დასასმელად სამწუხაროდ 😦
    აი ეხლაც წერტილ-მძიმის სტადიაში ვარ
    არადა იმ ფილმიდან ფრაზის არ იყოს (wedding date) შეეშვი წარსულს ,იქიდან მაინც არაფერი გამოვა (ძ|ველი ურთიერთობიდან) და ამასობაში შეიძლება ახალი_მომავალი რომანიც ჩაშალო…

  32. ex-ებზე გამახსენდა ეს ფილმი ნანახი გაქვთ? _Ex(many kisses later) (italia–molti bagi dopo)
    http://avoe.ge/movies/one.php?mid=13458
    იტალიული ფილმია ექსებზე და ბოლოს ისე ხდება რომ ყველას თავისი ექსი ძაკიანაც უყვარს და ექსის სტატუს კარგავენ და პრეზენთ-ლოვერები ხდებიან თუ როგორც არის მოკლედ…..

  33. ანი

    მე ვიცი ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ ყოფილებთან დაშორების შემდეგ მათ სურათებზე, სტატუსებზე, დანახვაზე(ონლაინ თუ ლაივ) მოგონებები არ ამეშალოს, არ დავიგრუზო, არ ვიეჭვიანო(თუ ვინმე ჩემზე ლამაზ გოგოსთან ერთადაა, ან თუ ჩემზე ბედნიერად გამოიყრება), არ დამჭირდეს ექაუნთების გაუქმება, სკაიპის, მეილის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, პლასტიკური ოპერაცია და ა.შ. 😀
    მანამდე ვრჩები ”მასთან”, სანამ ყელში არ ამომივა და არ გახდება სულერთი – ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.
    არცერთ ჩემს ყოფილზე არ მემართება ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი. როგორც წესი, მკიდია, მაქსიმუმ – ბედნიერებას ვუსურვებ.

  34. ანი

    აი, შენი პოსტით ”შთაგონებული” ჩემი პოსტი: http://www.facebook.com/note.php?note_id=460642270616&comments

    ძალიან კარგი ბლოგი გაქვს. მგონი უკვე გითხარი. ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვისაც სიამოვნებით ვკითხულობ და დაძაბულობისგან(წინადადებების გაუმართავობის და/ან იდიოტური, ძალად ”პრადვინუტი” იდეების გამო) თანაბრად სუნთქვა არ მიძნელდება 😀

  35. mariami

    tu ginda sheni shekvarebuli daaxla ukve kopilii shekvarebuli cxovrebidan amoshaloo D mashin jer amoshale skypedan da facedaan D:DD me piradad dzaalian magizianebdaa roca onlineshi vxedavdi DD mosvneebas vkargavdi da velodebodi rodis momwerda an raime minishnebas momcemdaa tvitonac mosvenebadakarguli tundac im dalikebit an simgeris dadebit da a,sh DD xoda roca mivxvdi roo ukve chemtvis socialur kselebshi shesvla “jojxetad” ikcaa avdeki da amovshale kvelapridan Dd exla dasvenebuli var ! D:D

  36. სალომე

    dzalian imoqmeda am postma 😦 albat imitom,rom ramodenime dgea vfiuqrob mis washlaze.. ragacnairi grdznobaa,roca gamis xut saatze mxolod chven vanatebt mwvaned da vici,rom ar momwers ……………………………………………………………………

Leave a reply to LUBA კომენტარის გაუქმება