ბუნებრივი

დასაწყისი იხილე აქ

სექსის შემდეგ პაველმა რაღაცები ამიხსნა: მე ახლა შენი დროებითი მამაკაცი ვარ. მინდა, ძველი მამაკაცის დავიწყებაში დაგეხმარო, სანამ ახალ მამაკაცს იპოვიდე. უბრალოდ, პაუზას ვავსებ შენს ცხოვრებაში. ოღონდ, ამას ალტრუიზმად ნუ ჩამითვლი. ორმხრივი შეთანხმებაა. შენ, მიტოვებული არტისტი ქალი, მაძლევ მასალას ახალი წიგნისათვის დეპრესიის შესახებ, მე კი _ ჯანსაღი და სიმპატიური მამაკაცი, ნაცადი მეთოდებით გიხსნი სტრესს. ეს ყველაზე კეთილშობილური რამეა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. დამიჯერე, რეგულარული კარგი სექსი ნამდვილად გიშველის. როგორც კი მივხვდები, რომ კარგად ხარ, იმის უფლებას მოგცემ, რომ თავად მიმატოვო.. მერე ამ ყველაფერზე წიგნს დავწერ და პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ.
მე დავთანხმდი. უკეთესი იდეა არც მქონდა.

შევთანხმდით. ჩვენ კვირაში სამჯერ გვქონდა სექსი, ხან მის სახლში, ხან_ ჩემთან. მერე ვსაუბრობდით ხოლმე და პაველი რაღაცებს ინიშნავდა მომავალი წიგნისათვის. სექსის შემდეგ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი, საუბრის შემდეგ კი_ ყოველთვის გამოყენებულად.

მერე პაველის გადაღება დავიწყე. მინდოდა, მისით ჩამენაცვლებინა ,,ჩემი კაცის” მარადიული ხატი. პაველი ამას მალევე მიხვდა.

ურთიერთობის დაწყებიდან 1 თვეში ჩვენი დაშორების დროც მოვიდა. ვიცოდი, რომ პაველი მე არ მიმატოვებდა (ის ხომ მიტოვებით გამოწვეულ სტრესს მკურნალობდა), ამიტომ, ეს აუცილებლად მე უნდა მექნა. ჩვენი სექსი სულ უფრო და უფრო ემგვანებოდა მნიშვნელობადაკარგულ რიტუალს. წიგნისთვის ჩასანიშნიც ბევრი აღარაფერი დარჩა. გარდა ამისა, ძალიან მიჭირდა, არ შემყვარებოდა. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი მქონდა იმისთვის, რომ მორიგი სექსის შემდეგ პაველისთვის მეთქვა: ვხვდებოდით, გავერთეთ, დავიშალეთ.. ჩემი მკურნალობის კურსი დასრულდა.

მომდევნო 4 თვის განმავლობაში ვმასტურბირებდი და ვკითხულობდი.

4 თვის თავზე პაველს მზად ჰქონდა წიგნი. მან გადაწყვიტა, რომ ჩემი ფოტოგამოფენა და მისი წიგნის პრეზენტაცია ერთად ყოფილიყო. მისი სურათები უნდა გამომეფინა. საუკეთესოებს ვარჩევდი, როცა იმან დარეკა… პოეტმა.

_ ცოლი მივატოვე..

_ როდის?

_ დღეს.

_ რატომ?

_ მომბეზრდა. არ შემიძლია ბორკილებში ყოფნა. ოჯახზე ფიქრი.. დამენძრა.

_ მერე?

_რა მერე. შენი ნახვა მინდა. დღეს საღამოს გამოგივლი რა. დავლიოთ, ვილაპარაკოთ.

_ დღეს საღამოს არ მცალია. მე თვითონ დაგირეკავ_ ვუთხარი და გავუთიშე. რაღაც მკაცრად გამომივიდა, არადა არ მინდოდა ასე. უბრალოდ, ერთდროულად იმდენი რამ ვიგრძენი, რომ საუბარი არ შემეძლო.

პაველ
პაველ

ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ოჯახს მიატოვებდა. ყველაფერი გამახსენდა, რაც კი ერთად განგვეცადა და მომინდა, მისი ფოტოები დამეთვალიერებინა. უჯრა გამოვხსენი, მაგრამ იქ ერთადერთი ფოტო დამხვდა_ ,,პაველი წყლის დალევის შემდეგ”.

_ როგორც კი ზედმეტ მნიშვნელობას მივანიჭებ, წყურვილს ვეღარ მოვიკლავ_ გავიფიქრე და გამეღიმა.

იმ უამრავ ადამიანს შორის, რომლებიც ჩემი და პაველის ერთობლივ საღამოზე მოვიდნენ, მისმა ნახვამ ყველაზე მეტად გამაკვირვა. ის მწერალი იყო, მაგრამ ასეთ ღონისძიებებზე აქამდე არასდროს მინახავს. ბევრს სვამდა, ფოტოებს ათვალიერებდა, ნაცნობებს ესალმებოდა, მაგრამ ყველაფერს რაღაც უგულოდ აკეთებდა. მივუახლოვდი.

_ შემიძლია, რამით დაგეხმარო?_ ვკითხე ძალიან თბილად.

_ არა, გმადლობთ. კარგად ვარ.

_ მე კი მგონია, რომ არ ხართ კარგად. სახეზე გეტყობათ.

_ დღეს ქმარმა მიმატოვა _ მითხრა და სევდიანად გამიღიმა.

_ არ გინდა, ამაზე ჩემთან სახლში ვისაუბროთ? _ ვუთხარი მე. დარწმუნებული ვიყავი, რომ თანამოსაუბრე სჭირდებოდა. არამარტო თანამოსაუბრე…

1 საათში ჩვენ შიშვლები ვიწექით გვერდიგვერდ. ის ჯერ კიდევ სლუკუნებდა. მე კი ვეფერებოდი და ვამშვიდებდი: დამიჯერე, სექსი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. როგორც კი კარგად გახდები, დავშორდეთ..

_ მაგრამ, მე როგორც წესი, მე.. ასე არ ხდება ხოლმე. როგორც ჩანს, ბევრი დავლიე ან.. ეს ხომ სიგიჟეა…

_ ეს მხოლოდ დროებითია.. და თან წყლის დალევასავით ბუნებრივი, _ ვუთხარი მე და ფოტოაპარატი მოვიმარჯვე.

22 thoughts on “ბუნებრივი

  1. გამოხმაურება: დროებითი « ანინას ბლოგი

  2. ამ ბლოგს სულ ვკითხულობ.
    გულახდილად ვიტყვი, ზოგჯერ მგონია, რომ ზოგი პოსტი მხოლოდ იმიტომ დევს, რომ უნდა იდოს )) ) ეს კი ყველაზე მეტად მომეწონა (ორივე ნაწილი წავიკითხე)
    ყველა გმირი წარმოვისახე და პატარა ფილმიც ავაწყე. ეს იშვიათად ხდება.
    კარგი იყო : )
    ძალიან )

  3. beqa

    ))..ასეთი საქართველო ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს რა შუაშია )).. მოკლედ ძალიან კარგი იყო.. მაინტერესებს დიდ ზომებში როგორ წერ, ალბათ კარგად.. )

  4. beqa

    სექსზე ფიქრი კი მისი უზომოდ დიდი ემოციებიდან მოდის, რომლებსაც ალბათ ურტიერთობაში და საერთოდაც ნაკლებად გამოყოფს (უბრალოდ აქტიურობა ან სიცილი აქ არაფერ შუაშია) და ეს შიგნით დაგროვებული ზგვა ემოცია დიდ მაგრამ მაინც თავშეკავებულ ვნებად გადმოინთხევა “ფურცელზე”.. ის ხომ წყლის სტიქიაა.. ცოტა ხანიც და როცა მისი სექსუალური და სტაბილურად მაძიებელი ცხოვრება დაიწყება იგი სხვა თემებით შეგვაქცევინებს თავს.. აცადეთ..
    ეს ანინას – .. გააზრება იმისა, რომ შენ წერ ამას.. აი ეს არის ჩემთვის ეროტიკა.. (იმ თემის კომენტარად.. აქ იყოს:) )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s