შენ რომ მთხოვო

შენ რომ მთხოვო, ფრჩხილების კვნეტას გადავეჩვევი.

შენ რომ მთხოვო, გამოვალ რომელიმე პოლიტიკურ მიტინგზე და აეროსმიტის რომელიმე ვეშს ვიმღერებ.

შენ რომ მთხოვო, ცოლად არ გამოგყვები

შენ რომ მთხოვო, სმას დავიწყებ. ისედაც ძლივს ვითმენ.

შენ რომ მთხოვო, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობებს დაგიკონსპექტებ

შენ რომ მთხოვო, ერთთვიან აბონემენტს გიშოვი ირაკლი ლომაიას სეანსებზე.

შენ რომ მთხოვო, გვარს არ შევიცვლი.

შენ რომ მთხოვო, 2 მოთხრობას დაგიწერ. ერთს კარგს, მეორეს ცუდს. რა იზამ, ზედიზედ ორჯერ და კარგად არ გამოდის ხოლმე (: ))

შენ რომ მთხოვო, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე ვივლი. ჯგუფურ ეტაპებზეც.

შენ რომ მთხოვო,  გეი-აღლუმზე გამოვალ და ყველას გაუკვირდება, აქ რა პონტში ხარო.

შენ რომ მთხოვო, ზეპირად ვისწავლი ,,პატარა უფლისწულს” ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

შენ რომ მთხოვო, თითო ასოზე თითო ხილს ჩამოგითვლი. ა-ატამი, ჯ-ჯონჯოლი

შენ რომ მთხოვო, ნიკო გომელაურის ფანებს ბოდლერს წავაკითხებ.

შენ რომ მთხოვო, ნუშის ნამცხვარს გიყიდი,  1 თვის სამყოფს. მერე რა, რო არ გიყვარს. ჩემთვის რო ეჩუქებინათ, გამიხარდებოდა.

შენ რომ მთხოვო, ამ პოსტს აღარ გამოვაქვეყნებ.

ვსო.

26 thoughts on “შენ რომ მთხოვო

  1. და_13

    ჩვენი პატარა ანინა ნუთუ შეყვარებულიაააა?! ძალიან ბევრი ვიცინე…
    შენ რომ მთხოვო, უფროსი და გახდები , ოღონდ დროებით, ამ პრივილეგიას დიდი ხნით ვერ დავთმობ. :)))))))))))

    1. გეჩვენები, ლანდიშ. და ბევრი რამ მანდ გაზვიადებულია, სამწუხაროდ : ))

  2. მმმმმ….
    რა საინტერესოა :)))
    საინტერესო თეგ-თამაში გამოვიდოდა, თუ გაიმეტებ სხვებისთვისაც :))

      1. მალჩატ!
        მე არა, სხვებმა რომ დაწერონთქო😀 მე წავიკითხავდი :))

  3. skiron

    ნურაფერს მთხოვ. რადგან შესრულებულ თხოვნაზე მადლობა უნდა გადამიხადო. გადახდა ვალს ნიშნავს და არ მინდა რომ ჩემი რამე გემართოს. მე ხომ სულ ველი თვითონ როდის გესიამოვნება ჩემთვის რამის გაკეთება.
    შენც ნუ მთხოვ. დამელოდე…😛😀

  4. moshe

    iman rom mtxovos 2 saaati viplren Tbilisi-Kievis reisit (imotm rom odessaze biletebi ar aris) mere 6 saati avtobusit vimgzavreb mere 4 saati matareblit mere kidev 45 wuti manqanit. ra shors cxovrobs ra ubedurebaa momvlistvis vinme axlomaxloshi unda vipovo. sikvaruli kargia roca sheni tvitmpurnavi gkavs.

  5. აუ რა მაგარი იყო. ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული. მომეწონა. ირაკლი ლომაიას სეანსები და საქართველოს ფეხბურთელების თამაშები მაგარი იყო😀😀

    მე ყველანაირი მომწონხარ უჰ.
    და მიყვარს ეს ბლოგი.

    :*

  6. mmm….. me axali anina mirchevnia tqo…😀 meramdened vambob😀😀😀😀

    mokled vgijdebi adamianebze romeltan shensavit dzlieri pirovnebis , tundac suuul cotati shecvla sheudzliat❤

  7. Pingback: სიყვარული ინტერნეტ-გართულებებით « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s