
სანამ ბავშვი ხარ, ცხოვრების ყველა ასპექტს კარგად ვერ ხედავ. უფრო სწორად, გიმალავენ. გეუბნებიან, რომ კონკრეტული ამბების გასაგებად ჯერ პატარა ხარ და რატომღაც, გაზრდის მერეც არავინ გეუბნება სიმართლეს. იგულისხმება, რომ ისედაც ყველაფერი უნდა იცოდე. მაგალითად:
1. იცი, შენი ძაღლი სხვა სოფელში კი არ გავუშვით საცხოვრებლად, უბრალოდ დაბერდა და მოკვდა.
2. მე და მამას ერთმანეთი არ გვიყვარს, მაგრამ კომფორტულ ცხოვრებას ვერ ველევით და ამიტომაც ვართ ერთად.
3. ჩვენი დაქორწინებიდან ასე მალე იმიტომ გაჩნდი, რომ დაუგეგმავად დავფეხმძიმდი შენზე. ის ერთი შემთხვევა რომ არა, ახლა ალბათ სულ სხვაზე ვიქნებოდი გათხოვილი.
4. შენი ნახატები არაფრით გამორჩეული არაა სხვისი ნახატებისგან. სჯობს, თუ ხატვას საერთოდ შეეშვები.
მშობლები გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენი დაცვა უნდათ. მაგრამ როცა დიდი ხდები და შენ თვითონ იწყებ მათ მოტყუებას მათსავე დასაცავად, ცუდი ადამიანი გამოდიხარ. არადა, ტყუილებზე დგას ოჯახის ჰარმონია. პატარა, დეტალურად გათვლილ, გაწონასწორებულ ტყუილებზე. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა სახლში მარტო დარჩენა. მომწონდა, რომ შემეძლო პიანინოზე ჩემი მოგონილი მელოდიები დამეკრა მეცადინეობის ნაცვლად. მომწონდა ფეხების შეკეცვა სკამზე და ისე ჯდომა. მომწონდა თან კითხვა და თან ჭამა (დედაჩემი სულ მეუბნებოდა ხოლმე ასეთ დროს, წიგნს დასვრიო). მერე ისმოდა კარზე ზარი და ვხვდებოდი, რომ ჩემი გართობა დასრულდა. მაგრამ კარს რომ ვაღებდი, მამას(დედას) მაინც სიხარულით ვხვდებოდი და მომენატრე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმიტომ რომ ამ პატარა გაწონასწორებულ ტყუილზე იყო დამოკიდებული, მომცემდნენ თუ არა უფლებას, ცოტა გვიან დამეძინა ან წვნიანი არ მეჭამა. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ფრაზა “ტყუილზე არ უნდა ააგო ურთიერთობა” სრული სისულელეა. აბა რაზე უნდა ააგო ურთიერთობა, სიმართლეზე? რა უნდა მოუყვე კაცს, რომელსაც კარგადაც არ იცნობ:
*რომ სექსუალურ თეთრეულს ჩვეულებრივი სპორტული ტრუსები გირჩევნია,
*რომ ხანდახან უბრალოდ მიზეზს ეძებ ჩხუბის დასაწყებად, იმიტომ რომ დრამა გჭირდება
*რომ არის დღეები, როცა წიგნის კითხვის მეტს არაფერს აკეთებ
*და რომ მენსტრუაციის პირველ დღეს ისეთი ტკივილები გაქვს, რომელსაც მხოლოდ თმაზე მოფერება შველის..
დღეს გაზაფხულის პირველი დღეა და ახალ სახლში გადავედი საცხოვრებლად. ამან კიდევ ერთხელ გამახსენა ის უამრავი რამ, რაც მარტო ცხოვრებისას ვისწავლე. პოსტის დაწერა ამ თემაზე მინდოდა, მაგრამ როგორღაც ავცდი გზას. მინდოდა მეთქვა, რომ გაზრდა სულაც არაა იმის გარანტია, რომ ცხოვრების შესახებ ყველაფერი გეცოდინება. მშობლები მაშინაც კი გვიცავენ სიმართლისგან, როცა დიდები ვართ. არ გვეუბნებიან, რომ ხანდახან კომუნალურ გადასახადსაც შეუძლია გული გაგიხეთქოს. არ გვეუბნებიან, რომ სარეცხი მანქანა უფრო ერთგული მეგობარია, ვიდრე ნებისმიერი მეგობარი. იმასაც კი არ გვეუბნებიან, რომ როცა ფული არ გაქვს, გაცილებით მეტს ჩხუბობ იმათთან, ვისი გულის ტკენაც არ გინდა.
პ.ს. დიდი ცვლილებები მეც თითქმის ისე მანერვიულებს, როგორც ჩემს კურდღელს, მიოს. სადმე გამგზავრება, სამსახურის შეცვლა, ადამიანებთან დაშორება ან პირიქით, ადამიანებთან დაახლოება ყოველთვის მაშინებს. მაგრამ ხანდახან ცვლილებები აუცილებელი ხდება. როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ადამიანს არ უხდება ერთ ადგილას ყოფნა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ხე არაა.
“მშობლები გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენი დაცვა უნდათ. მაგრამ როცა დიდი ხდები და შენ თვითონ იწყებ მათ მოტყუებას მათსავე დასაცავად, ცუდი ადამიანი გამოდიხარ.” < რაღაც მომენტში დაგეთანხმე ამ მიგნებაში, მაგრამ იქნებ მშობლები გვატყუებენ იმიტომ რომ დაგვიცვან და ჩვენ ვატყუებთ იმიტომ, რომ გვეშინია მათი?
ho gazrdit ver “gaizrdebi”. mara mshoblebis umetesoba uazro valdebulelbebshi ro cxovrobs da tundac komunal. gadaxadisgan migebuli stresis qvesh cxovreba mdzgnerad roar echveneba? ;\
მაგრად წერს ეს გოგო. იმენა სულში ჩამწვდა ეს პოსტი.
როცა შვილი გეყოლება შენც დაიცავ სიმართლისგაან? :))
ე ისე ნეა სიმართლისგან ერთმანეთის დაცვა ნეტა როდის მოიგონეს?
მართალია გეთანხმები მშობლები იმიტომ არ გვეუბნებიან რომ ჰგონიათ ბავშვებს სამაგისო ტვინი არ აქვთ, მაგრამ მე დაკვირვებული ვარ და დღევანდელი ბავშვები ბევრ რამეს ხვდებიან ალბათ იმიტომ რომ თავიანთ ასაკთან შედარებით დიდები არიან, ბევრი რამე აქვთ ნანახი. მშობლები ხანდახან ამ ტყუილებით ვერ გვიცავენ. ეს ადრე იყო ალბათ რომ ბავშვებმა ბევრი არ იცოდნენ მაგრამ ახლა რაც უფრო მეტს იგებენ მით უკეთესია. თუმცა ზოგი ვერ აღიქვამს და ნერვიულობს ხოლმე. მე მინახავს გაწონასწორებული და ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული რამდენიმე ბავშვი. აი ჩვენ კი მშობლებს ხშრად იმიტომ ვუმალავთ, რომ ისინი ნერვიულობას იწყებენ. ზოგმა ბავშვმა დიდზე უკეთესად იცის პრობლემის გადაჭრა. ასეთი ჩამოყალიბებული ბავშვები პატარაობაშიც უმალავენ მშობლებს რაღაცეებს რადგან დედებმა და მამებმა შვილის სიყვარულის გამო შეიძლება აღიქვან ეს პრობლემა გადაუჭრელად. ყოველ შემთხვევაში ასე ხშირად ხდება ხოლმე.
გამოხმაურება: ამბები, რომლებსაც მშობლები არ გვეუბნებიან - kvira.ge
http://moviesgeo.ga/
Hi friend!
I’ve just seen something really crazy, just take a look at that, you’re going to be surprised http://enjoy.therevelare.com
Warmest regards, nancygaladriel
Greetings!
Have you already tried that new Oliver’s recipe! That’s something really delicious, give it a try http://agrotecnica2.com/wp-content/uploads/2017/03/kwalu/answerx.php?5c5d
Yours, Darryl Felder
Dear,
Have you already seen that new stuff? You’ve got to take a look, it is awesome, check it out http://kuopiontaijiquan.net/think.php?b5b4
Sent from a prehistoric stone tablet, Ella Leblanc
Hello!
I’ve just found something really strange but at the same time interesting, I think it is worth seeing, just take a look http://auroom.pro/recommend.php?3d3c
Lloyd Haynes
Hi!
Have you heard that awesome news? You just need to read it wright now) Please take a look http://www.lias.co.il/wp-content/themes/gongo/valid.php?dcdd
Yours truly, Denise Elias
Hey,
We’ve been to a really nice place recently, you may like it too, just take a look http://www.soonwing.com/champion.php?b3b2
See you soon, Gerard Moya
I’ve been lööking för a few stuff and unintentiönally föund these nice things, just take a löök http://sstcharts.biz/yyyy/Details/domain/owned/loud.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdnNDgwYy1jMTZkZjNqQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Yours, Ronald Schuster
Hello friend,
We are planning a small trip this month and I want you to check out our path and inform what you think http://www.dansfoods.in/round.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdnNDgwYy1jMTZkZjNqQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Teresa Rainey