პაემნების დასასრული

linascheynius

მე და ჩემი მეგობარი ბიჭი  ვსხედვართ და ვსაუბრობთ ურთიერთობებზე.

_ ძალიან ცუდი სიტყვაა პაემანი_ ამბობს ის.

_ აბა იმას რა უნდა ერქვას,  საღამოს გოგოს რომ კაფეში ეპატიჟები  და საუბრობთ და იცინით და ყავას სვამთ?_ ვეკითხები მე.

_ სექსის წინა საღამო.

_ და თუ იმ საღამოს სექსი არ გექნებათ?

_ მაშინ სექსის წინა დღის საღამო.

_ და თუ არც შემდეგ დღეს არ გექნებათ სექსი?

_მაშინ მაგას ჰქვია კაფეში ჯდომა დასთან ერთად :დ _ მეუბნება და იცინის.

მას შეყვარებული არ ჰყავს. არც მე არ მყავს შეყვარებული. საერთოდ, ჩემი ნაცნობებიდან არავის არ ჰყავს შეყვარეული. ზოგს ჰყავს გოგო/ბიჭი და  ზოგს ჰყავს ცოლი/ქმარი. სიტყვა შეყვარებულს არავინ ამბობს, რადგან ეს სიტყვა ეგოიმებათ. ამის მიზეზი რა თქმა უნდა მის ჟღერადობაში კი არაა, არამედ ურთიერთობის იმ მოდელში, რომელსაც ის გულისხმობს.  შეყვარებულობა თითქოს თავისთავშივე მოიცავს ორი ადამიანის უსაზღვრო მიჯაჭვულობას ერთმანეთზე და ბევრ უწი-პუწის, რომელიც ადეკვატურ, რაციონალურ ადამიანებს მაინცდამაინც არ მოსწონთ. სიტყვა შეყვარებულს სხვა სივრცეც აქვს, რომელიც მასთან გაუცნობიერებლადაა დაკავშირებული. რატომღაც, როცა ვიგებ, რომ კონკრეტული იქს გოგო კონკრეტული იგრეკ ბიჭის შეყვარებულია, მგონია, რომ სექსი არ აქვთ და არც ექნებათ, სანამ ამ იქს გოგოს საცოლე არ დაერქმევა. აი, ასე ფუჭდება სიტყვა და ასე ხდება უხერხული, შეყვარებული დაარქვა ადამიანს, რომელიც გიყვარს. ვითომ ეს არის კლიშესგან თავის დაღწევის გზა? თუ პირიქით, ეს კლიშეს გამყარების გზაა?

linascheynius

რეალურად, ურთიერთობის დღევანდელი მოდელი არაფრით ჰგავს ურთიერთობის იმ მოდელს, რომელიც ათი ან თხუთმეტი წლის წინ არსებობდა. მით უფრო არ ჰგავს იმ მოდელს, რომელიც ჩვენი მშობლებისთვის არის ცნობილი. არ იფიქროთ, რომ თანამედროვე სამყაროში რომანტიკის ნაკლებობა მაწუხებს. პირიქით, მგონია, რომ რომანტიკა არათანასწორი ურთიერთობების ატრიბუტია. იგი არსებობს იმ სამყაროსა და დროში, სადაც ქალი აღიქმება, როგორც ზრუნვის ობიექტი, სათუთი და მშვენიერი არსება. ამ პოსტში უფრო სხვა რამეზე მინდა ყურადღების გამახვილება: პაემნების კულტურამ თავისი თავი ამოწურა.  მას ჩაენაცვლა ერთად გართობა კლუბში, ან მეგობრების წრეში, ხანდახან კი კინოს საყურებლად დაპატიჟება, ოღონდ კინოთეატრში _არა,  სახლში. ბიჭები ცდილობენ, გაიმარტივონ გზა პირველი შეხვედრიდან სექსამდე. ცდილობენ,  იგი მაქსიმალურად იაფი და ხანმოკლე იყოს. ადრე თუ ადამიანები ვერაფერს გახდებოდნენ ერთად სადილობისა და სხვადასხვა გასართობ ადგილებში ვიზიტების გარეშე, ახლა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება ვინმესთან ისე დაახლოება, რომ პირველივე შეხვედრა სექსით დასრულდეს. თუ მაინცდამაინც შეხვედრაა საჭირო, ეს შეხვედრა არასდროს არის ხოლმე სპეციალურად გოგოსთვის მოწყობილი. ბიჭები უბრალოდ გთხოვენ, შეუერთდე მათ იმ საქმიანობაში, რის გაკეთებასაც ისედაც აპირებდნენ. მაგრამ არის თუ არა ეს ცუდი? უცნაური არ იქნებოდა, რომ გენდერული როლებისა და სოციალური წინაპირობების ცვლილების ფონზე ადამიანთა დაახლოების გზები იგივენაირი დარჩენილიყო? რა მინუსები აქვს ურთიერთობის ახლებურ მოდელს?

პირველი მინუსი ისაა,  რომ ურთიერთობები, რომლებიც არსაიდან იწყება, ხშირად უკვალოდ ქრება კიდეც. ვინმემ იცის, როგორ უნდა გადაიზარდოს რამდენიმე შემთხვევითი სექსი ნამდვილ რილეიშენშიფში, რომელსაც მოჰყვება  არა აუცილებლად ქორწილი და ბავშვი, არამედ სიყვარული და მონატრება მაინც? რა მოხდება მაშინ, როცა საკმარისად დიდები გავხდებით მეც და ჩემი თაობაც იმისთვის რომ დავოჯახდეთ? ბიჭები ცოლად იმ გოგოებს მოიყვანენ, რომლებსაც სახლში ფილმების საყურებლად ეპატიჟებოდნენ? საერთოდ გვექნება ისეთი ურთიერთობები, რომლებიც დროთა განმავლობაში გახუნების ნაცვლად განვითარდება? სთხოვენ თუ არა ბიჭები გოგოებს ხელს? თუ ქორწინების თემა მხოლოდ მაშინ წამოიჭრება, როცა გოგო უდროოდ დაფეხმძიმდება?

linascheynius

კიდევ ერთი რამ, რაც ურთიერთობების თანამედროვე ფორმატში არ მომწონს, მისი არასერიოზულობაა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. ავიღოთ ასეთი მაგალითი: ბიჭი და გოგო რამდენიმე თვეა ხვდებიან ერთმანეთს. აქვთ კარგი სექსი, ხშირად არ სწერენ ერთმანეთს, არ აწუხებენ. ერთმანეთს მინიმალურად უზღუდავენ თავისუფლებას. შეხვედრებზე თანხმდებიან მარტივად, ადვილად. ორივემ იცის, რომ შეხვედრის მიზანი სექსია.  შეყვარებულობაზე, პაემნებზე, მშობლების გაცნობაზე, ერთობლივ ვიქენდებზე საუბარიც კი არაა. აძლევს თუ არა ურთიერთობის ამგვარი ფორმატი ბიჭს უფლებას რომ ერთ დღესაც ყოველგვარი ახსნის გარეშე გავიდეს ამ ურთიერთობიდან? უბრალოდ აღარ უპასუხოს გოგოს ზარებს ან ნელ-ნელა ისე გააიშვიათოს შეხვედრები, სანამ საერთოდ არ გააქრობს? არის თუ არა ურთიერთობის ასეთი დასასრული სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები? თუ უბრალო ადამიანური სქილების ნაკლებობაზე გვაქვს საუბარი?

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მე მომწონს თანამედროვე ურთიერთობების სიმარტივე. მომწონს, რომ ბიჭებს ყვავილების ყიდვა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ გოგოებს მიახვედრონ, რა უნდათ მათგან. მომწონს, რომ პირობები არ გვაძლევს საშუალებას, ილუზიებში ვიცხოვროთ და შესაბამისად, ნაკლებადაც გვტკივა გული. მაგრამ არ ვიცი რა მოხდება მაშინ როცა ჩვენ ყველანი საკმარისად დიდები ვიქნებით იმისთვის, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდეთ. მოგვინდება თუ არა ფილმების ყურება ისევ ბიჭების მშობლებიან სახლებში? თუ უბრალოდ მივეჩვევით ფილმების მარტო ყურებას ჩვენს საკუთარ ოთახებში 🙂

39 thoughts on “პაემნების დასასრული

      1. Welcome to the club! 😀

        Being single means being less boring, more friendly, more motivated for better future, prettier than before, well-dressed, make-uped, with more free time, always ready to get even more new friends than before, all for the best 🙂

      2. აქ მინდოდა ძალიან დიდი, ვრცელი კომენტარი დამეწერა, აღიარებითი 🙂 ჩემივეზემო კომენტარის წინააღმდეგობრიობის შესახებ.

        წავალ. პოსტს დავწერ 🙂

      3. Kote

        რამდენიც არ უნდა ეცადოთ ეგრეთ წოდებული თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანს ცხოველად მაინც ვერ გადააქცევთ. შეგიძლიათ სასურველი გაასაღოთ რეალობად როგორც ამ პოსტშია გაკეთებული.

    1. Kote

      კიდევ ერთი სტატიაა რომელიც გადმოკოპირ-გადმოთარგმნილია დასავლეთის ლიბერალური გამოცემებიდან და გასაღებულია ქართულ რეალობად

  1. ერთი თემის ირგვლივ გაერთიანებული მრავალი პრობლემა დავინახე და ეს მომეწონა…
    მეც ვიტყვი – მარტივი ურთიერთობები კარგია ანინა, რა თქმა უნდა აჯობებს ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ წინდაწინვე და არ აუბნიო გოგოს ან ბიჭს თავგზა სიყვარულით, ილუზიებით და არ აჩუქო მას დეპრესიები. ჯობს ჰკითხო: “სექსზე თანახმა ხარ?” პასუხად: კი/არა და ყველაფერი მარტივად სრულდება. ეს სიმარტივეა…
    ეს ახლაბურია ჩვენთვის – ევროპაში ეს ნორმაა, მაგრამ ჩვენთან იმდენად ახლებურია, რომ მიუღებელიც კი მგონია!
    აქ არ პატიობენ თავისუფალ სექსს! (სამწუხაროა რომ მხოლოდ გოგოებს არ პატიობენ) და ალბათ არც უნდა აპატიონ (ისვე როგორც ბიჭს)… რავიცი… ყველაფერი ხომ არ უნდა ავთქვიფოთ ერთმანეთში!
    ხშირად ამბობენ სექსი ისეთივე მოთხოვნილებაა როგორც წყალი, საჭმელი და ტანისამოსიო. მე მაინც მგონია რომ სექსი ცოტა მეტია და ის ხანდახან მაინც მოითხოვს განსაკუთრებულობას…
    კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღირს-წასაკითხი პოსტი იყო!

  2. babyboom

    saintereso postia, saqartveloshi dating-is gamocdileba me arasdros mkonia, da ratomgac sul iset bichebtan mkonda urtiertoba vinc tavidan megobrebi ufro iyvnen, es marto sex urtiertoba kide ise gamogyavs gegoneba bichebs marto eg undodet, shen postshi igrdznoba rom mtavari idea paemnis da daaxloebis ikamde dadis rom sexamde mivides, rac gasagebia bunebrivi instiqtia ubralod me mjera rom ufro meti ari urtiertobashi, (adamianebi raxan vart, da ara mxolod sexze monadire arsebebi) sexi siaxlovis gareshe, urtiert kavshiris da gagebis gareshe ar mesmis rogor unda iyos kargi, rogor ar unda dagitovos sicarielis grdznoba da rit gansxvavdeba masturbaciisgan saertod.

    bolo paragrapshi mgoni zogadad ojaxis insituts ayeneb kitxvis nishnis qvesh, saertod gvendomeba tu ara ojaxi da ra faseuloba akvs ojaxs tanamedrovobashi roca qorwinebebis 50% ganshorebit mtavrdeba da danarchenili 50% tidan 25 albat ubeduria tavisi bedit. (es amerikis statistikaa). me vfikrob ari ragaceebi rac icvleba da vitardeba, tumca adamianebi rom ojaxebad cxovroben es araa ubralod tsina saukunis da ataswleulis tradicia, es ufro gram unda iyos adamianebis bunebashi, da aramgonia ramem amis chnacvleba ise moaxdinos rom ojaxis sachiroeba agar iyos. xolo raxan sachiroeba ari da chveni “psyche” ikit miiwevs mxolod gamoxatvis formebi sheicvleba, yvavilebs ar gachukeben magram wallze dagipostaven rame sayvarel an sasacilo gifs ))))

    bodishi didi comentaristvis, sakme ar mkonda 😀

    1. ძალიან გეთანხმები და მიუხედავად იმისა, რომ ანინასაც ვეთანხმები იმაში, რომ ზოგჯერ სიმარტივე კარგია (და მითუმეტეს, თუ დღევანდელი ბიჭების უმეტესობის სავალალო ფინასურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ხშირად სიმარტივე გამართლებულიც კია მაგალითად იმიტომ, რომ თუ ადამიანებს უბრალოდ რამდენიმე საათის ფინჯან ჩაიზე ერთად გატარება სურთ, სულაც არ არის სავალდებულო და ზეწესი, რომ მაინც და მაინც ბიჭმა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში სიამრტივე, რომელსაც ქალისა და კაცის ამგვარ “ვალდებულებებში” ზღვარის მოშლა შეუძლია ნამდვიალდ მისაღები სიამრტივეა) …
      მაგრამ ურთიერთობების გამარტივება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ურთიერთობა ასე მარტივია და ყველას მხოლოდ სექსი უტრიალებს თავში პირველი და თუნდაც მეათე პეამნის შემდეგ. ეს ეტაპი ყველა წვილის ურთიერთობაში დგება და აუცილებლად უნდა დადგეს და აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება გახდეს თუ არა სექსი ურთიერთობის, განსაკუთრებით ქორწინებამდელი ურთიერთობის ნაწილი. თუ წყვილს ერთად ყოფნა უნდა (და აქ სულაც არ იგულისხმება უახლოს მომავალში დაგეგმილი ქორწინება და პირველი ღამესვე დაფეხმძიმება), უბრალოდ ერთად ყოფნა – შეთანხმება სულაც არ იქნება მტკივნეული; მთავარია ჯანსაღი ურთიერთგაგება და ჯანსაღი ცოდნა სექსის და მისი აუცილებლობის, აგრეთვე მას მოყოლილი არასასურველი შედეგების შესახებ და იმის გააზრება, რამდენად გინდათ და რამდენად აუცილებელია ეს ამ ეტაპზე…..

      მე უბრალოდ მგონია, რომ ადამიანი განსაზღვრავს ძირითადად იმ წრით, სადაც ხშირად ტრიალებს (ან უბრალოდ ჰქონია, რომ მისი ადგილი სწორედ იმ წრეშია) და ასეთი სექსის/ხანმოკლე ურთიერთობების/”თავისუფლების მინიმალულად შემზღუდავი კავშირების” მაძებარი ინდივიდებიც სწორედ იმას პოულობენ, რასაც ეძებენ; და თუ შემთხვევით ისეთს გადააწყდნენ ვინც ამ კრიტერიუმებში თითქოს ჯდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასე არ ყოფილა, უბრალოდ მიდიხარ და შენს ძიებას აგრძელებ და და გარშემო იმდენ “შენნაირს” ხვდები, რომ გგონია მთელი ქვეყანა ასეათია… თუ არ მიდიხარ და საკუთარ თავსაც იტყუებ და იმ მეორესაც ატყუებ, მაშინ დგება სწორედ ის უბედურება, რომელსაც უბედური ქორწინება ჰქვია (თუ, რა თქმა უნდა, ქორწინებით დამთავრდა ეს ყველაფერი). არადა ასე სულაც არ არის… შესაძლოა ძალიან მცირე ნაწილი არ არის, მაგრამ არსებობენ წყვილები, რომელბსაც “ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ” და პაემნებზე სექსის იმედით კი არა, უბრალოდ ერთად ყოფნისთვის დადიან, ერთად ყოფნისთვის, რომელიც დაოჯახების შემდეგაც პაემნებით გრძელდება; სამზარეულოში ვახშმის შემდეგ, ან თუნდაც საუზმისას, სამსახურში წასვლამდე…

      ხოდა, ნუ გადაიწურავთ მთალდ იმედს და ნუ გაიმუქებთ ასე რეალობას. მთავარია თქვენს ცნობიერს სწორად მიაწოდოთ იმის “პროგრამა” რასაც ეძებთ და ისიც იმას გაპოვნინებთ, ვისთანაც სამზარეულოშიც კი სიამოვნებით ივლით პაემანზე 🙂
      სექსი კარგია, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად არ არის. 🙂

      1. Kote

        რამდენიც არ უნდა ეცადოთ ეგრეთ წოდებული თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანს ცხოველად მაინც ვერ გადააქცევთ. შეგიძლიათ სასურველი გაასაღოთ რეალობად როგორც ამ პოსტშია გაკეთებული.

  3. პოსტი არაჩვეულებრივია !! :))
    უბრალოდ, ჩემი აზრით, არასოდეს არის ადრე ვიფიქროთ თუ “რა მოხდება მაშინ, როცა საკმარისად დიდები გავხდებით”,

  4. კარგი პოსტია მაგრამ რატომ მაინცდამაინც “ფილმების ყურება ბიჭების მშობლებიან სახლებში? ” 😀 მშობლების გარეშეც ხომ შეიძლება

  5. პირადად მე ვთვლი, რომ ეს შორიდან მოვლა, უაზრო ღლაბუცი, კეკლუცობა, უწიპუწი _ სრული სისულელეა. ხანდახან რომ მელაპარაკებიან და აშკარად უნდათ ჩემთან გარკვეული სახის ურთიერთობა, მიჩნდება სურვილი ვიყვირო, ჰა, რა არის ეს, პირდაპირ მითხარი რა გინდა? არადა, ორივემ კარგად ვიცით რაც გვინდა, მაგრამ სიტყვებით ვთამაშობთ. ხანდახან ამას აქვს რაღაც მუღამი, ხანდახან კი უზომოდ მოსაბეზრებელია. მოდი, მითხარი რა გინდა, მე გეტყვი კის ან არას და მორჩა.

    ადრე აზრს ვპოულობდი ამ თამაშში, მაგრამ ის თითქმის არასდროს სრულდება და ამას მირჩევნია ყველაფერი მოხდეს სწრაფად.

    ხანდახან ვფიქრობ, რა საჭიროა ეს გაურკვევე ადგილებში სიარული, ბოდიალი ქუჩებში, უაზრო საუბრები, როცა მხოლოდ სექსი გინდა? პირდაპირ ამით რომ დავიწყოთ არა?

    1. sazamtro

      zemot mgoni is adamiani tsers, vinc eg etapi uwi puwiebis agmofvra tsarmatebit gaira, mere magis gareshe urtiertobebic gamocada, da eha ragac sevdiani ganwyoba akvs am yvelafris mimart. mgoni ragaceebis kidev ertxel gadafasebac sheidzleba ^_^

    1. მესმის, რომ ყველას არ ეხება ეს თემატიკა 🙂 განსაკუთრებით იმათ, ვინც უკვე იპოვა ცხოვრების სიყვარული 🙂

  6. გოგოებიც ზუსტად იგივენაირი მეთოდებით წარმატებით ასრულებენ ურთიერთობას : )
    რაც შეეხება რა იქნება დიდები რომ ვიქნებით – მშობლების ნაცვლად საკუთარი ბინის დაქირავება და იქ თანაცხოვრება ალბათ. ესეც ისევე გახდება დროთა განმავლობაში რეალობა, როგორც ის რაც ამ პოსტში აღწერე და რაც 15-20 წლის წინ ნაკლებად ხდებოდა. უფრო შორს თუ წავალ მგონია, რომ ტრადიციული ქორწინება დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათობა გახდება და შეიძლება საბოლოოდ შეწყვიტოს კიდეც არსებობა (თუ მთლად შორს წავალთ მომავალში).

  7. არა მაგარი პოსტია ^_^ დამაფიქრა და უფრო იმაზე რომ მე დავბერდი? არა კი ჩემი და ჩემზე ბევრად უმცროსი მეგობრები მყავს აი სოციოლოგებისთვის რომ უკვე სხვა თაობაა ისეთები და კი გეთანხმები სიტყვა შეყვარებულის კლიშეზე, ნუ ურთიერთობების სიმარტივეზეც და ა.შ. მაგრამ ესეც ჰო სუბიექტურია. მაგალითად მე მიყვარს როცა მჩუქნიან საჩუქრებს ზუსტად ან უფრო მეტად მიყვარს როცა მე ვჩუქნი, ნუ ეს ყვავილების თემაზე, მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის რომ სექსი მქონდეს, უბრალოდ მიყვარს ჩუქება :დ ან კიდე ძალიან მომწონს სიტყვა შეყვარებული მიუხედავად იმისა რომ მთელი სიგრძე სიგანით ვაცნობიერებ მის გარშემო შექმნილ მოსაზრებას. ნუ ჩემთვის ეს არის სიტყვა რომელიც აღნიშნავს რომ ვიღაც გიყვარს და არ არის აუცილებელი გათხოვდე და 10 შვილი გყავდეს ან რამე შეიცვალოს და შეაწუხოთ ერთმანეთი თუ გიყვარს, მოკლედ რთული, მაგრამ კარგი თემაა.<3

    1. მეც ძალიან მომწონს სიტყვა შეყვარებული, თუმცა უხერხულად ვგრძნობდი ხოლმე თავს, როცა ვაცნობდი პარტნიორს რომელიმე მეგობარს, ვეუბნებოდი, რომ ეს არის ჩემი შეყვარებული და ან ფხუკუნს ვღებულობდი სანაცვლოდ, ან გაოცებას :/

      1. ჰო ეგ უხერხული მომენტი ))) მაგ სიტყვის უკუჩვენებაა. მე მქონდა პერიოდები როცა არავის მოვწონდი, მერე ყველას, მერე ცოტას და ბევრს, თვითარქეოლოგიით ვარ გატაცებული )), ახლა მაქვს პერიოდი როცა სულერთია. მე მომწონს ჩემი თავი და ვამუღამებ სხვების რეაქციას ამ ყველაფერზე, არცერთ 3დ-ს არ შეედრება

  8. Kote

    კიდევ ერთი სტატიაა რომელიც გადმოკოპირ-გადმოთარგმნილია დასავლეთის ლიბერალური გამოცემებიდან და გასაღებულია ქართულ რეალობად

  9. რამდენიმე დღეა დავინტერესდი ბლოგებით,რამდენიმე ქართულ ბლოგს გადავხედე და ყველაზე მეტად ეს ბლოგი მომეწონა, 3 დღის წინ მეც დავარეგისტრირე ბლოგი, ჯერ ორი პოსტი დავწერე და უკვე რეიტინგული გახდა ჩემი ბლოგიც, ჯერ არ ვიცი როგორ გავაფორმო ანინას ბლოგივით ლამაზად,მაგრამ იმედია ნელნელა ვისწავლი. ჩემი რესპექტები ანინას ბლოგს, საღოლ!:)

  10. ჩემი აზრით ქორწინებამაც ამოწურა თავი, როგორც საყოველთაო მოვლენამ.
    იმ სარგებელს რაც ქორწინებას მოჰქონდა თანდათანობით შემნაცვლებლები გამოუჩნდნენ ხოლო მინუსები კვლავ ძველებურად დარჩა.
    ჰოდა თანდათანობით უფრო გაუგებარი ხდება რაში მჭირდება სამოქალაქო რეესტრი იმისთვის რომ ჩემ გოგოსთან ერთად ან ვიცხოვრო ან არ ვიცხოვრო.
    ბავშვებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი უდედმამო და მიტოვებული ბავშვია, ისინი აიყვანონ, დროსაც დაზოგავენ და ენერგიასაც, თან თანამედროვე ოჯახებში ბავშვებს ისედაც ძიძები ზრდიან და საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუგებარი ხდება. ოღონდ სისხლის ყივილზე არ დამიწყოთ ახლა საუბარი. 😀

  11. ურთიერთობებს ფასი და ფორმა რომ არ დაეკარგოთ უწი-პუწი არ არის საჭირო. მთავარია ვაგინა იმ ადამიანის ასოს დაუთმო, ვისგანაც იგრძნობ და ქცევით გამოხატული მტკიცებულებაც გექნება, რომ შენს პიროვნებაში სწორად ჩაიხედა და შემდეგ ფურცელზე გადაშლა უნდა .. და არა მხოლოდ გენიტალიების გაკაჟება. უწმაწურ კომენტარად არ ჩათვალოთ – უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობის გარეშე წამოწყებულ სექსს მხოლოდ ფიზიოლოგიური სახელები შეესაბამება და არა სიტყვა სექსი. სექსის სურვილი შიგნიდან იწყება და არა კანის კანზე შეხებით.

  12. “პირველი მინუსი ისაა, რომ ურთიერთობები, რომლებიც არსაიდან იწყება, ხშირად უკვალოდ ქრება კიდეც” მე კიდევ მგონია რომ ყველაზე დიდი პლიუსი ეგ არის 😛

  13. Me qristiani var,rjulis kanonshi ki weria,rom qorwinebamde urtiertoba codvaa. es kredoa da mis garshemo ar sheidzleba arsebobdes ybadagebuli gansxvavebuli azri. me piradad aseqsualizmisaken midrekili adamiani var da chemi moraluri principebis miuxedavad cali fexis neka titze mkidia sxva adamianta bedroom fantasies..gqonda qorwinebamde seqsi? it’s none of my concerns 🙂 ubralod chemtvis rogorc magali materiebis pativmcemeli pirovnebistvis odnav sasaciloa tanamedrova urtiertobebis savaldebulo “simartive” ..ra gsurt tqven am simartivit? modit sheeshvit romantizmis wminda fesvebis shebilwvas tqveni txemit terfamde adamianuri,bilogiuri-fiziologiuri,dauokebeli motxovnilebebit..me ver vxedav veranair azrs mxolod seqsualur siamovnebaze orientirebul urtiertobebshi..da chemi patosi mxolod gogonebs ar exebat..”ara imrusho” gmertma rogorc qalebs dauwesa,aseve daavaldebula kacebic ..mtveri rom dagedot sasuliero-dogmatur wigntsacavshi jdomit,versad monaxavt pasajebs,sadac laparakia mamakactatvis sapatiebel egretwodebul shecdomebze..mamakaci da dedakaci sheqmnis dgidan tanasworia..da tu kacis marazmatikuli “gulaoba” girseuli da machouri movlenaa,qals rom seqsi hqondes bozi xdeba? ai es aris yvelaze didi ubedureba da rac unda giji medzaxot , garyvnil mamakacebs me iseve vuwodeb bozebs,rogorc cirkis win mdgomt..es ise lirikuli gadaxvevasavit gamomivida..rac sheexeba am posts..chemtvis es yvelaferi uzomod tendenciuri da sentimentaluria..ar miwyinos postis avtorma magram jurnal sarkis nomrebshi rom yovlad gaugebari romanebi ibewdeboda zustad imgvari asociacia shemiqmna aq gajgerebulma ideebma..me mgonia rom siyvarulis namdvili arsi tanamedrove adamianebs ar esmit..fizikuri urtiertoba es weshmariti siyvarulis yvelaze bolo da yvelaze qvena safexuria..gaixsenet siyvarulis namdvili mexotbis 66 soneti
    “ase daglili am qveynidan gaqcevas varchev
    magram ar minda chemi satrfo oblad rom darchos”
    chemtvis piradad es ori safinalo striqoni atasjer ufro girebulia vidre seqsis ideit agtacebul pirovnebata patetikuri ukmayofileba..ar gegonot,rom chemi aseqsualizmis tavsmoxveva minda ubralod siyvarulic da am ukanasknelis modernistuli gagebac chemtvis yovelmxriv ubadruki da sasaciloa.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s