
10 რამ, რაც ნერვებს მიშლის
1. ჩემი ტელეფონის ელემენტი
ანდროიდიანი ტელეფონები საქს. სულ რომ არ შევეხო, მაინც დღეში ორჯერ ჯდება
2. წარბები
მძულს გაკეთების პროცესი, რადგან მტკივნეულია. მძულს, რომ მერე ისევ იწყებს გაზრდას და ისევ გასაკეთებელი ხდება
3. ადამიანები, რომლებიც პრინციპებს უსირცხვილოდ იცვლიან
არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ გარშემო ყველას ცუდი მეხსიერება აქვს
4. ბიჭები, რომლებსაც უსაფუძვლოდ მაღალი თვითშეფასება აქვთ
შეხვედრაზე უარს რომ ეუბნები და გპასუხობენ: შენთვის გითხარი, თორემ მე არც გოგოები მაკლია და არც სექსი.
5. მძღოლები, რომლებიც შუქნიშანზე ბოლომდე არ აჩერებენ და მოცოცავენ
წითელზე რომ გადადიხარ და ატყობ, როგორ მოიწევენ შენკენ. ბრრრ
6. გამყიდველები, რომლებიც ღიმილზე გპასუხობენ დაბღვერილი სახეებით
რა ჩემი ბრალია, თუ დღეში უამრავ იდიოტთან უწევთ ურთიერთობა? ამან უფრო არ უნდა ასწავლოთ ხალისიანი მყიდველების დაფასება?
7. მაღაზიები/კაფეები, სადაც ბარათით გადახდა არ აქვთ
კიდევ უფრო ცუდია, თუ ამის გამო შენ გიბრაზდებიან. მე მაქვს ფული, უბრალოდ შენ არ გაქვს მისი მისაღები მოწყობილობა, კიდევ ჩემი ბრალია?
8. ის, რომ ყველი ძალიან კალორიულია.
უსამართლობაა, როცა ასეთი გემრიელი რამე არის კალორიული. შეცდომაა.
9. წიგნები, რომლებსაც სიუჟეტში ხარვეზები აქვთ
არ შეიძლება, რომ წიგნში რომელიმე პერსონაჟის ბედი გაურკვეველი დარჩეს. კითხვას დაასრულებ და მერე ტვინი გე**ვნება ხარვეზებზე ფიქრით.
10. ოთხშაბათი დღე
ორშაბათზე მეტად ოთხშაბათი მაწუხებს. თითქოს დიდი ხანი გავიდა კვირის დაწყებიდან, მაგრამ პარასკევამდე ჯერაც შორია.
10 რამ, რაც მახარებს
1. ნუშის ნამცხვარი
ვერც ერთი კრემიანი ნამცხვარი ვერ სჯობს ნუშის ნამცხვარს. ვერც ერთი შოკოლადი და ვერც ერთი კანფეტი.
2. როლიკები
მიხარია, რომ როლიკებით სიარული ვისწავლე. უკეთესი არაფერი მისწავლია წინა წელს აშკარად.
3. როცა ჩემს ხუმრობაზე იცინიან
უბრალოდ.ძალიან.სასიამოვნოა.
4. როცა ისე ვიძინებ, რომ დილისთვის მაღვიძარის დაყენება არ მჭირდება.
ამ მომენტში ვხვდები ხოლმე, რომ ადამიანი არის შექმნილი თავისუფალი ძილისთვის.
5. ძველ მეგობარს რომ ვეხმიანები და ისე ვსაუბრობთ, თითქოს არაფერი მომხდარა.
ყოველგვარი უხერხულობის გარეშე რომ შეგიძლია დაპაუზებული მეგობრობის განახლება.
6. ჩემი კურდღელი მიო
ჩემი ჭკვიანი, ფუმფულა მიო.
7. როცა ადამიანები მწერენ, რომ ჩემი პოსტები მოსწონთ.
სულ ერთია, ფეისბუქზე იქნება, კომენტარებში თუ იმეილზე. აი ფაქინ ლავ ით.
8. მესიჯი ხელფასის ჩარიცხვის შესახებ
ისე მიხარია, თითქოს ეს ფული მე არ გამომუშავებია.
9. ყავა
განსაკუთრებით, კაპუჩინო.
10. დაბანის მერე თმა რომ თავისით დგება კარგად.
არ ვიცი, რა მექანიზმით ხდება ეს. ალბათ ღმერთი მიხდის მადლობას იმისთვის, რომ მათხოვრებს ვეხმარები.
Motorola RAZR MAXX იყიდე. ყველაზე დიდ ხანს მაგას უძლებს აკუმულატორი რაც რამე ანდროიდები ვიცი იმათ შორის…
მერე კიდე SONY XPERIA P-ც არაა ცუდი. აკუმულატორი კი აქვს შედარებით სუსტი, მაგრამ, ეკრანი აქვს ანალოგის არმქონე ტექნოლოგიით და დიდ ენერგიას არ მოიხმარს. შესაბამისად აკუმულატორიც უფრო დიდხანს ძლებს
nushis namcxvarze gansakutrebit vetanxmebi!! ❤ dzalian kargi postia.:))
შენი პოსტები მომწონს ))
რომ ვერ ვიტან წარბების გაკეთების პროცეს მეც, იმიტომაც არ ,,ციქნი” წარბებს……..
ისე ნუშის ნამცხვარი მეც მირჩევნია სხვა ტკბირეულს………..
ყავაზე აღარ ვიძახი არაფერს………..
აი ფაქინ ლავ იორ ფოსთს. ივენ ბეთერ, იუ არ მაი ფაქინ ფეივორით ბლოგერ ))
3. ადამიანები, რომლებიც პრინციპებს უსირცხვილოდ იცვლიან
არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ გარშემო ყველას ცუდი მეხსიერება აქვს – არ ვიცი, ამაზე გამეცინა ძალიან :დ შენგან ამის დაწერას ყველაზე მეტად არ მოველოდი :დ
და რატომ?
გამიცვალე ანინავ ტელეფონი, ჩემი კვირაში ერთხელ ჯდება..
პ.ს. შენთვის გეუბნები თორე მე არც ტელეფონი მაკლია და არც ელემენტები :დ :დ :დ
5. მძღოლები, რომლებიც შუქნიშანზე ბოლომდე არ აჩერებენ და მოცოცავენ
წითელზე რომ გადადიხარ და ატყობ, როგორ მოიწევენ შენკენ. ბრრრ < ოოოოოო ყველაზე მეტადდ
ანიინა ❤ მომწონს შენი პოსტები :დ (გაგიხარდეს ახლა)
ოთხშაბათი დღე
ორშაბათზე მეტად ოთხშაბათი მაწუხებს. თითქოს დიდი ხანი გავიდა კვირის დაწყებიდან, მაგრამ პარასკევამდე ჯერაც შორია.” ) პირველად ვტოვებ კომენტარს შენს ბლოგზე.ისე უკვე 1 თვე და 9 დღე გავიდა მას შემდეგ რაცა პირველად შემოვედი. სრულიად შემთხვევით (თუმცა რაღა შემთხვევით, ესეთი ჩვევა მაქვს სანამ რაიმე წიგნის კითხვას დავიწყებ მის ატორს ვეცნობი ხოლმე :დ და ჩამივარდა ხელში შენი მოთხრობა “კოქტო, მინკუსი” .) ჩავწერე google.ge -ზე ნინო ტეფნაძე და 1 წუთიანი ძიების შემდეგ არ ამომიგდო ერთი ლამაზი გოგოს სურათი ( ეგრე იცის ბაბუაჩემმა თქმა ) დავაწკაპუნე და აღმოვჩნდი შენს ბლოგზე. “როგორ გავყიდე სიზმარი 1200 ლარად” ეს იყო პირველი პოსტი რაც წავიკითხე და არა უკანასკნელი..მგონი მალე ყველა პოსტს წავიკითხავ და ახალად ვაპირებ დაწყებას. …….. ძალიან მომეწონე..მგონი შემიყვარდი!! შენი სურათებიც კი მოვიპარე ბლოგიდან))
ჰეჰ,რამდენი საერთო აღმოვაჩინე:).ესე იგი,მეც ორგანულად მძულს წარბების გაკეთების პროცესი,გამყიდველები რომ ღიმილის საპასუხოდ გიბღვერიან და გაურკვეველი დასარულის მქონე წიგნები
ვგიჟდები ნუშის ნამცხვარზე ^_^ მიყვარს როცა ჩემ ხუმრობაზე იცინიან და როცა დიდი ხნის უნახავ მეგობარს ისე ველაპრაკები,ისე ველაპარაკები,თითქოს ბოლოს გუშინ ვნახე:)
aninaa fucking magra wer!!
ანინა,შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო! ❤
vgijdebi shenze ❤ ❤
yvela sheni posti mikvarss.))))
“დაბანის მერე თმა რომ თავისით დგება კარგად.
არ ვიცი, რა მექანიზმით ხდება ეს. ალბათ ღმერთი მიხდის მადლობას იმისთვის, რომ მათხოვრებს ვეხმარები.” — 😀 😀 😀 + ყველა დანარჩენი 100%-ია, თუმცა ჩემთვის 4შაბათი პარასკევის ტოლფასია : )) მართლა ვერ ვასწრებ ხუთშაბათს გაღვიძების დაფიქსირებას, რომ ეგრევე პარასკევის 6 საათი მოდის :))))
/
არ მომწონდა შენი ეროტიკის თემაზე დაწერილი პოსტები, ვფიქრობდი, რამ გადარია ჩემ გარშემო ხალხი-მეთქი…. ეტყობა, ასაკმაც გაგიარა და შენი ცხოვრებისეული პოსტები ძალიან მომწონს ❤ 10-იანში არტყამ, ისე გადმოსცემ იმას რაც ოდესმე მიფიქრია…. ალბათ, ჩემთან ახლოს რადგანაა, იმიტომაც მომწონს შენი ბოლო პოსტები : ) პ.ს. მგონი, პირველი კომენტარია ჩემი შენს ბლოგზე : ) ეს პოსტიც კარგია და სულ ბოლოც და საერთოდ, ასეთი ტიპის პოსტები :3
უი, ხო, ჩემი ameliland-ის სახელი შენგანაა “გადმოსწავლილი”, სახელს ვეძებდი და შენი მომეწონა გუგლში რომ ჩავწერე, არც ვიცოდი ქართველი იყავი თუ საერთოდ ვინ იყავი და რას წერდი და მერე მითხრეს, მაგრამ მე მაინც მომწონს-მეთქი და აღარ გადავაკეთე :დ მაგრამ ჩემი ბლოგი არ არის ჩინური ანინალენდი :დ ჯასთ სახელში მოგბაძე :დ
მომეწონა შენი პოსტი ))) ყველაფერი დაემთხვა,მეგონა მე ვწერდი)))ერთადერდი რაც მაღიზიანებს მეთერთმეტე ჩემი დაწყევლილი ლიფტია,რომლის ათი თეთრი მაღაზიაში აღმოუფხვრელი პრობლემაა )))
ძალიან დიდი ხანია, შენი ბლოგი არ წამიკითხავს. უბრალოდ ერთ დღეს დამავიწყდა მისი არსებობა და დღეს გამახსენდა. შემოვედი, ყველა პოსტი, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს სათითაო “Tab”-ში გავხსენი და დავიწყე კითხვა. მომწონს კი არა, მიყვარს შენი პოსტები. მინდა, ბევრი იყოს.
ბევრი რამე დაემთხვა რაც არ მომწონში